უფალმა თითოეული ბავშვის სული მოგვაბარა, რათა ღირსეულად აღვზარდოთ და მასვე მივუძღვნათ
უფალმა თითოეული ბავშვის სული მოგვაბარა, რათა ღირსეულად აღვზარდოთ და მასვე მივუძღვნათ
წმინდა ილია მართალი წერდა: "ხვალე დღევანდელს უნდა სჯობდეს, მერმისი - აწინდელს. კანონი განვითარებისა და ბედნიერებისა ამაშია და სხვა არაფერში. ამ იმედით, რომ ხვალე უკეთესი უნდა იქმნას, გულს იმხნევებს ამ დღევანდელის დღის ვაი-ვაგლახით და ნაცარ-ტუტით ტანში მოხრილი ადამიანი. ხვალე არ უნდა ჰგვანდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია". ჩვენი ქვეყნის იმედი და ხვალინდელი დღე - მომავალი თაობაა, რომელთაც ამ ცხოვრების მოედანზე - "წუთისოფლის სუფრაზე თავიანთი კერძი უნდა მოიტანონ. დათესონ, მოხნან, მოიმკონ, მოზილონ და გამოაცხონ თავიანთი პური არსობისა". ეს "პური არსობისა", უწინარეს ყოვლისა, სულიერი ღირებულებებია, ზნე-ხასიათის წვრთნაა, სულიერი ვინაობის გარკვევაა, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ვალის მოხდაა. მომავალი თაობის ჭეშმარიტი ფასეულობებით აღზრდაში კი უმთავრესი როლი ოჯახს აკისრია. მტკიცე და ერთსულოვანი ოჯახი ხომ სახელმწიფოს ძლიერებისა და ერის კეთილდღეობის საფუძველია. წმინდანთა ცხოვრებაში უხვად მოიპოვება მაგალითები იმისა, თუ რა გავლენას ახდენს მშობლების კეთილზნეობითი ცხოვრება შვილებზე. "წმინდა ნინოს ცხოვრების" ავტორი ნინოს უწოდებს "ხეთა კეთილთაგან - ნაყოფს კეთილს". დღეს ჩვენი ერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზნეკეთილი, ჯანსაღ ფასეულობებზე დაფუძნებული ოჯახების სიმრავლე, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია იმ დიდი პასუხისმგებლობის გაცნობიერებასთან, რომელიც მშობელს აკისრია ღვთისა და ერის წინაშე. როგორც ილია იტყოდა: "ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე, იმიტომ, რომ მამობა და დედობა მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოება არ არის".

კიდევ ერთი კარგი ქართული ოჯახი გვინდა წარმოგიდგინოთ. გიორგი გოგილაშვილმა და ირმა სიორიძემ ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს. მაშინ 23 წლისანი იყვნენ. ურთიერთსიმპათია ცოტა ხანში ძლიერ სიყვარულში გადაიზარდა. ოჯახის შექმნის სურვილი მოძღვარს გაანდეს და გადაწყვეტილებაც მასთან შეთანხმებით მიიღეს. მთაწმინდის მამადავითის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იოანემ (კიკვაძე) დალოცა და აკურთხა მათი სიყვარული და ჯვარიც დასწერა. ახალშეუღლებულების სურვილი იმთავითვე მრავალი შვილის ყოლა და მათი ქრისტიანული აღზრდა გახლდათ. დღეს უკვე ოთხი შვილი ჰყავთ. უფროსი - ნინო დინჯი და მშობლების მორჩილი ბავშვია. ჯერ ხუთი წლისაა, მაგრამ ასაკის კვალობაზე საოცრად ჭკვიანია. თითქოს უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ დედმამიშვილებთან შედარებით უფროსია და ამიტომაც მეტი მოეთხოვება. ბაღიდან მოსვლის შემდეგ დედას შეძლებისდაგვარად ეხმარება. 3 წლის დავითი და 2 წლის იოანე ცელქი და მოუსვენარი ბავშვები არიან. მათ ძალიან უყვართ თავიანთი უმცროსი დაიკო - 9 თვის ქეთევანი, რომელიც პატრიარქის ნათლული გახლავთ. ყოველი დღე ამ ოჯახში ბავშვების ჟრიამულით იწყება. მერე ნინოსა და დავითს დედა ლოცავს და საბავშვო ბაღში მიჰყავს, მამა სამსახურში მიდის. შინ დარჩენილი იოანე და ქეთევანი მოუთმენლად ელიან უფროსი და-ძმის გამოჩენას. პატარები უფროსების სიყვარულითა და მზრუნველობით არიან გარემოცულნი და წარმოდგენაც არა აქვთ მათ საზრუნავებზე, რადგან მშობლები ყველანაირად ცდილობენ, ეს პრობლემები პატარებს არ შეეხოთ. ისინი იღვწიან, რომ მყუდრო, ჯანსაღი, სიყვარულით აღსავსე გარემო შეუქმნან ბავშვებს. პატარები ხომ უმალ გრძნობენ უფროსების განწყობას და სათანადოდაც რეაგირებენ მასზე. ირმასა და გიორგის ღრმად აქვთ გაცნობიერებული, რომ ყველაზე დიდი მემკვიდრეობა სწორედ რწმენა და სიყვარულია.

- პატრიარქის ამ შესანიშნავი ინიციატივის შესახებ მაშინ გავიგეთ, როცა მესამე შვილი მონათლული გვყავდა. გადავწყვიტეთ, რომ თუკი ღმერთი ინებებდა და მეოთხე შვილი შეგვეძინებოდა, ამ პატივით გვესარგებლა და უწმინდესის ნათლულობის ბედნიერება არ მოგვეკლო ჩვენი ოჯახისთვის. თავიდანვე განზრახული კი გვქონდა ღვთის მადლით ბევრი შვილის ყოლა, მაგრამ უწმინდესის ამ ინიციატივამ მაინც უდიდესი როლი ითამაშა, მეოთხე შვილის ყოლა რომ მოვინდომეთ. ჩვენი ოჯახი მორწმუნეა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენს დროში მაინც ძალიან ძნელია ჭეშმარიტ ქრისტიანად დარჩენა. საცდურები და გამოწვევები დიდია. პატრიარქიც ხშირად ბრძანებს, რომ ჩვენი ეპოქა არის მოთხოვნილებების ეპოქა. ადამიანები სულ უფრო მეტად მიისწრაფვიან კომფორტისკენ, ცხოვრების გაადვილებისკენ. მამებიც წერენ, რომ დაკნინდა მსხვერპლშეწირვის სული. ამ სულისკვეთებით დამუხტული ადამიანისთვის, ბუნებრივია, მრავალი შვილის ყოლა მხოლოდ ტვირთი და ზედმეტი საზრუნავია, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, როცა სახელმწიფო არ არის დაინტერესებული ასეთი ოჯახების შემწეობით.

KARIBCHEადამიანის ფსიქიკა ნაკლებადაა დაცული ხვალინდელი დღის შიშისგან. ამიტომაც თითქოსდა ლოგიკურია ზოგიერთების აზრი, მრავალშვილიანობა სისულელეაო. მაგრამ ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ქრისტიანობაც სისულელეა. ყოველგვარი თავგანწირვისა და მსხვერპლშეწირვის გამოვლენა სისულელეა. ქრისტეს ჯვარიც ხომ თავის დროზე წარმართებს სისულელედ მიაჩნდათ. ასეთი ფიქრი ურწმუნოების შედეგია. მადლობა ღმერთს, რომ რწმენა ჩვენში ჯერ კიდევ ცოცხალია. განა ჩვენს წინაპრებს არ უჭირდათ?! მაგრამ მათ ჰქონდათ სწორი შეხედულებები. მთავარი ცნობიერებაა. ქრისტიანობა ხომ თავდაყირა აყენებს წუთისოფლის წარმავალ და პირობით სიბრძნეს. კი ბატონო, ოჯახი ერთგვარი მეურნეობაც არის, მაგრამ განა მხოლოდ სიმდიდრეა მტკიცე ოჯახის საფუძველი და კარგი შვილების აღზრდის უტყუარი გარანტი?! წმინდა ილია მართალი ამის შესახებ წერდა: "ან რა არის სიმდიდრე და სიღარიბე? ვხედავ, ერთს ბევრი აქვს, მეორეს - ცოტა, მაგრამ... ამითი არ უნდა ირჩეოდეს ღარიბი მდიდრისაგან. საქმე ის არის, რომ სურვილი ქონებას არ გადაამეტო... ღარიბი არ არის, ვინც ნდომობს იმას, რაც ეშოვება და არა მეტსა, მეტის მდომი მდიდარიც ღარიბია". ასე რომ, ეს არ ყოფილა მთავარი. ამ ბავშვებს რომ ვუყურებთ, ხანდახან ვფიქრობთ, რომ ჩვენზე მდიდარი არავინაა ამქვეყნად.

ვმუშაობთ, ვწვალობთ, რაც შეგვიძლია, ამათ რომ არაფერი მოვაკლოთ. უფროსებიც გვეხმარებიან. რაც მთავარია, არ შიათ, შიშვლები არ არიან. ღვთის იმედი გვაქვს. ვცდილობთ, ზრდილობიანები გავზარდოთ, უფროსების მიმართ პატივისცემა ისწავლონ, სიყვარული და თანალმობა ჰქონდეთ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და ზოგადად ადამიანის, როგორც მაღალი ფასეულობის, მიმართ გაუჩნდეთ რიდი და კრძალვა. ამის მაგალითი კი, უპირველესად, ჩვენ, უფროსებმა უნდა მივცეთ. მშობლებს უდიდესი მისია გვაკისრია ღვთისა და ქვეყნის წინაშე. ეს არის ღვთის შემოქმედებაში თანამონაწილეობა. უფალმა თითოეული ბავშვის სული მოგვაბარა, რათა ღირსეულად აღვზარდოთ და მასვე მივუძღვნათ. ამაში კი, რაღა თქმა უნდა, გვეხმარება ჩვენი ეკლესია და ის მადლი, რომელიც მასშია დაუნჯებული. ვცდილობთ, ბავშვები ხშირად ვატაროთ წირვა-ლოცვაზე და საეკლესიო საიდუმლოებებში მივიღოთ მონაწილეობა.

მრავალშვილიანი ოჯახი სულიერი გადარჩენის ერთ-ერთი წინაპირობაა. აქ მეტ-ნაკლებად ზღვარი ედება ბავშვების პრეტენზიებს, კაპრიზებს. ადამიანისთვის თანდაყოლილი ეგოიზმისკენ მიდრეკილებას გასაქანი აღარ ეძლევა. ბავშვები ასეთ ოჯახებში თავიანთი ინტერესების, სურვილების დათმობას უფრო ადვილად სწავლობენ. ეს არის მორჩილების, საკუთარი "მე"-ს სხვისთვის შეწირვის საუკეთესო სკოლა. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ადამიანის უფლებებზე, თავისუფლების ინსტიტუტზე, მაგრამ, ერთი ფილოსოფოსის თქმისა არ იყოს, ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის თავისუფლება. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის თავისუფლებასაც. ეს კი ისწავლება არა ინსტიტუტებსა და აკადემიებში, არამედ, უპირველესად, ოჯახში, საკუთარი გამოცდილების, ტკივილის, მსხვერპლის გაღების ხარჯზე.

ჩვენც, უფროსებს, ერთი წუთი არ გვრჩება საკუთარ თავზე საფიქრალად. ჩვენი ცხოვრება ოჯახის შექმნის შემდეგ სხვა ფაზაში, სხვა რიტმში გადავიდა. ყოველი დღე დამუხტულია მუდმივი საზრუნავებით, ღვაწლით. ტვირთის შეგრძნება შემართებას გვმატებს, ცხოვრების აზრსა და მიზანს თვალსაჩინოდ და მკვეთრად გვისახავს, უფრო ნათლად გამოკვეთს ღვთისკენ სავალი გზის კონტურებს. საერთო ინტერესები ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, უფრო აღრმავებს, აძლიერებს ჩვენს სიყვარულს. ვცდილობთ, არასოდეს ვეწუწუნოთ ერთმანეთს, არ მოვახვიოთ თავზე ჩვენი სურვილები. ქრისტიანობა ხომ ღვთის ნებას მინდობაა. ჩვენ ხომ არასოდეს ვიცით, რა უნდა ვითხოვოთ, რა არის ჩვენთვის სასიკეთო. ვმადლობთ ღმერთს მცირედისთვისაც. მთავარია, არ მოგვაკლოს უფალმა "პური ჩვენი არსობისა". უფალი ამბობს: "იტვირთეთ ერთმანეთის ტვირთი და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი". სამწუხაროდ, ადამიანები ერთმანეთს ტვირთს შემსუბუქების ნაცვლად უმძიმებენ. ამიტომაც ინგრევა ბევრი ოჯახი. დღეს ძალიან გართულდა ურთიერთობები. ადამიანები ვერ პოულობენ ერთმანეთს, ან თუ პოულობენ, ვერ ინარჩუნებენ ერთობას. აღარ ენდობიან არც ღმერთს, არც ერთმანეთს. ჩვენ ვცდილობთ, თუკი რამე პრობლემაა ოჯახში, მოძღვრის დახმარებით მოვაგვაროთ. ბედნიერები ვართ იმით, რომ პატრიარქი ბრძანდება ჩვენი შვილის ნათლია. მისი თითოეული სიტყვა სულიერი პურია ჩვენთვის. ჩვენს შვილებს ძალიან უხარიათ, როდესაც მას ხედავენ ტელევიზორში, "ქეთევანის ნათლიას" ეძახიან. პატრიარქმა ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის არის ერის სულიერი მამა. მან თითოეული თავისი ნათლულის ოჯახის კარი შეაღო. მისი მადლი და ლოცვა-კურთხევა ნუ მოჰკლებოდეს ქართულ ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler