"ალავერდის გუმბათზე ჯვარცმის პოზით, მკლავებგაშლილი, ვითარცა იესო"
"ალავერდის გუმბათზე ჯვარცმის პოზით, მკლავებგაშლილი, ვითარცა იესო"
წმინდა ილია მართალი წერს: "ერი თავისი გმირებისა და წმინდანების მაგალითებით უნდა სულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა სურს და ეგრეც არის, საცა ერი ერობს". დღეს ჩვენს ერს და, ზოგადად, კაცობრიობას მძიმე ჟამი უდგას. ეს არის ჟამი ღირებულებათა დაკნინებისა და გადაფასებისა, რომელსაც წმინდა პაისი ათონელი ასე აფასებს: "ამჟამინდელი სულია - სული ნელთბილობისა. ვაჟკაცობა და მსხვერპლი აქ მთლიანად გამორიცხულია. ამჟამინდელი ზადიანი ლოგიკით ადამიანებმა ყველაფერი სხვა სისტემების განზომილებაში გადაიტანეს... დღეს ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის იმ სიხარულის გემო, რომელიც მსხვერპლშეწირვას მოაქვს. მათ ცხოვრებაში გაჩნდა სიზარმაცე, თბილად მოწყობის სურვილი, მეტი დასვენება. ყველა - მოხუციცა და ახალგაზრდაც - ადვილ ცხოვრებას დაეძებს. სულიერი ადამიანები ისწრაფვიან, მცირეოდენი შრომით გაბრწყინდნენ. ერის ადამიანები კი ცდილობენ, რაც შეიძლება დიდი ფული იშოვონ უშრომლად... დაკნინდა ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვის სული..." სამწუხაროა, რომ ახალი თაობის უდიდესმა ნაწილმა არ იცის, ვის მიბაძოს, ვინ დაისახოს ვაჟკაცობის იდეალად. "ვინა, ვინ არის კაი ყმა, ვის ტანზე ხმალი შვენოდესო?!" - ვაჟას მიერ ერთი საუკუნის წინ დასმული ეს შეკითხვა, ვფიქრობ, დღეს კიდევ უფრო მეტად აქტუალურია.

ამას წინათ 1990 წლის გაზეთ "თბილისის" საგულდაგულოდ გადანახული ერთ-ერთი ნომრის გაყვითლებული ფურცლები გადავშალე. სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მერაბ კოსტავას შესანიშნავი ესსე გურამ რჩეულიშვილზე. მას შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა. დრომ იმ გაზეთის ფურცლებივით ბევრი რამ გაახუნა, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ამ წერილის წაკითხვით გამოწვეული დიდებული და ამაღლებული განწყობილება. წერილს თან ერთვის შესავალი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს უახლეს წარსულში მოღვაწე ამ ორი გმირის - მერაბ კოსტავასა და გურამ რჩეულიშვილის სულთა თანაზიარობას: "ისინი თითქმის თანატოლები იყვნენ, ერთ დროს, ერთ საზოგადოებაში აღიზარდნენ, თითქმის ერთნაირი იყო მათი თვალთახედვა... ორივეს სიცოცხლის მიზანი ლაღი ქართველის ხილვა იყო ლაღად მხრებგაშლილ საქართველოში... მიზნისაკენ სავალ გზაზე ორივემ მადლიანი ქართული სიტყვა იხმარა იარაღად, სიტყვა და საქმე... ერთისთვის ეს მწერლის ხალათი იყო - ერთდროულად მძიმეც, მსუბუქიც; მეორისთვის დიდი ლაშქრის მეწინავეობა მეკვლის - უმძიმესი ტვირთითა და მისიით. ორივეს ჩანაფიქრი: მშობელი ხალხის გამოფხიზლება - სიტყვითა და საქმით... ორივემ პირნათლად იარა ეკლიან გზაზე... ორივემ დაგვიტოვა გაუნელებელი ტკივილი და საკუთარი სული, როგორც სიმბოლო თავისუფლებისაკენ სწრაფვისა..." სოლომონ წინასწარმეტყველი ამბობს: "მართალთა სულნი ხელთა შინა ღვთისათა... დაღათუ თვალთა წინაშე კაცთასა იტანჯნენ, არამედ სასოება მათი უკვდავებითა სავსე არს, და მცირედღა თუ ისწავნეს, დიდ ძალ ქველ ყოფილ იყვნენ, რამეთუ ღმერთმან გამოსცადნა იგინი, და პოვნა იგი ღირსად თავისა თვისისა, ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა გამოსცადნა იგინი, და ვითარცა ყოვლად ნაყოფი მსხვერპლთა შეიწყნარნა იგინი". ეს სიტყვები ამ ადამიანებსაც შეეხებათ. გთავაზობთ ფრაგმენტებს მერაბ კოსტავას ამ მშვენიერი ნარკვევიდან:

"გურამ რჩეულიშვილი, წოდებულთაგან რჩეული, სტიქიათა სიღრმეებისკენ წიაღსვლით ზღუდეთა მსხვრეველი, კაცი მშფოთვარე და დაუდეგარი! უსასრულობას მიელტვოდა იგი და ამადაც ზღვით იკლავდა უკიდეგანობის ჟინს ჰორიზონტალში და თვალშეუდგამი მთებით - ვერტიკალში. ამ გრანდიოზულ სტიქიურ ჭავლთა გადაკვეთით შექმნილი უზარმაზარი ჯვარი, მის სულში აღმართული, არ ასვენებდა, გულ-ღვიძლს უღადრავდა და ამიტომაც შლეგივით გამოენთო იგი ჯვარგუმბათოვანი ალავერდის ციცაბო სახურავზე, ჯვარცმის პოზით, მკლავებგაწვდილი, ვითარცა იესო, ალაზნის ველისკენ პირმიქცევით, ინერტული, ღვინით გაბრუებული ბრბოს წინაშე. ხომ არ გამოხატავს ეს მესსიანური ჟესტი ისტორიის ჯვარზე გაკრულ იბერიის სახეს?

ზემომოყვანილი მაგალითი არ გახლავთ მარტოოდენ ეპიზოდი ერთი მოთხრობისა ,,ალავერდობა". ამ მაგალითმა თვით მწერლის პიროვნება წარმოაჩინა და დაგვანახა, თუ როგორ ვლინდება ერის სულის ხასიათი მის საუკეთესო შვილებში.

ალავერდის გუმბათიდან ამ დიდებულ სანახაობას სხვა გამაოგნებელი რამ უძღვოდა წინ. ეს გახლდათ ცხენით გახელების ექსტაზი. აქ ჩვენ ვიხილეთ ტაძრისაკენ გაჭრილი გურამი, ვითარცა მხედარი.

საოცარია გზა ცხენიდან ეკლესიის გუმბათისკენ. სწორედ აქ არის წარმოდგენილი რაღაც ღრმად ეროვნული ზოგადკაცობრიულთან გადაკვეთაში, ასეთი იყო წარსულში გზა საქართველოს მოწამეების და წმინდა მამების, არგვეთელი ერისთავების - დავითის და კონსტანტინესი, გობრონ მხედარის, იოანე ბერის, თორნიკე ერისთავის, ევაგრესი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, ბიძინა ჩოლოყაშვილის და სხვათა - გზა მხედრობიდან მამათა სავანისაკენ ან მოწამებრივი სიკვდილისაკენ. მათ მიერ დანთხეული სისხლი, ვითარცა პორფირი და ბისონი, მოსავდა ქართულ მიწას. მათი ლოცვის აბჯარ-მუზარადი მარად შეუვალს ხდიდა იბერიის ზნეობის ბჭეებს. წმინდა გიორგის იმპულსი ჰგელავდა მათს სისხლძარღვებში - ცეცხლი პირველმხედრისა და პირველმოწამის, რამეთუ ისინი იმთავითვე სათნო ექმნენ უფალს, ვითარცა მხედარნი მეფეს, რამეთუ შემდგომად მხედრობად შესვლისა, იძიებოდა მათგან ერთგული მონება მისი.

იგივე გზა მიემართებოდა ქართული მწერლობისაკენ. გზა "იწრო და ძნიად სავალი", გზა სამსჭვალებითა და ეკალ-ღიჭით მოგებული. და ამიტომაც, მხოლოდ სულით მხედრებს თუ ხელეწიფებათ მიახლება ქართულ მწერლობასთან, რადგან ყველაზე ძალუმად ენის სტიქიაში ცხადდება ერის სული და მიმართება სიტყვათა სიტყვასთან, ლოგოსთან (რომელი იყო პირველითგან, და რომელი იყო ღმრთისა თანა). სულის ახოვანი მხედრები არიან "ვეფხისტყაოსნისა" და "გალობანი სინანულისანის" ავტორები, რუსთაველი და დავით აღმაშენებელი, სულმნათი გურამიშვილი და ლაშარის მოყმე ვაჟა-ფშაველა. საქართველოს ცის ეტრატზე ამოტვიფრული მოიხილა ბარათაშვილმა მისი ბედის სამძღვარს გადაცილებული მერანი. ცხენზე ამხედრებული მიადგა სიტყვის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე გამსახურდია სვეტიცხოვლის ბჭეებს (სავანეს, სადაც ქრისტეს კვართი ანუ "საქართველოს ცხელი გული ასვენია") და თვით გალაკტიონიც, თვისის ლექსებიდან ხშირად ეგზომ ნაზად გამომჭვირვალი, მხოლოდ ლურჯა ცხენებით თუ ცხადდებოდა ცხენთა და ლექსთა შეჯიბრებაზე. დიახ, წმინდა გიორგის მხედრებმა შექმნეს ჩვენი ეროვნული მწერლობა (ჩვენი დამწერლობის ერთ შტოსაც ხომ მხედრული ეწოდება). საგულისხმოა, რომ ქართულ მწერლობაში ვერც ერთი მხდალი და ორპირი ვერ გასცილდა საშუალოს მიჯნას. გზა ერთია მხედრობიდან სულეთისაკენ და მხედრობიდან მწერლობისაკენ. ეს გზა უხმობდა გურამ რჩეულიშვილსაც.

KARIBCHEგურამ რჩეულიშვილი მთლიანი პიროვნება და მწერალია, პიროვნების აშკარა პრიმატით. მისი მისიაც უფრო მის პიროვნულ თვისებებში იკვეთება, ვიდრე მწერლობაში. თავად მის შემოქმედებაში სიტყვის ჩამოქნილობაზე მეტად მისი პიროვნება განგვაცვიფრებს. გურამის გამოჩენა ცხოვრების ასპარეზზე მეტად მნიშვნელოვან საკვანძო მომენტს დაემთხვა. იმხანად ერთგვარმა ინერტულობამ დაისადგურა ჩვენში. მრავალს დასჩემდა გარკვეულ ტრადიციებზე ბრმად მინდობა, განუკითხაობა, ძლიერ პიროვნებათა საქმეებით პასიური ტკბობა და შაბლონური მეხოტბეობა. გურამ რჩეულიშვილის ცხოვრების ცოცხალმა მაგალითმა, მისი თავისუფალი სულის სრბოლამ არა მარტო შემოქმედებით, არამედ, რაც მთავარია, თითოეული მანერით, ქუჩაში გამოტანილი ყოველი საყოფაცხოვრებო წვრილმანით განსაზღვრა მისი თაობის მთავარი გეზი. მისი შინაგანი, ბუნებრივი არტისტიზმით და სითამამით გაჯერებული ქცევა გაბედულად აცხადებდა, რომ ყოველ საეჭვო ტრადიციაზე მაღლა დგას ალღო ჭეშმარიტებისა, რომ თავად ჭეშმარიტებაა ყურით მოთრეულ ყველა ავტორიტეტზე უაღრესი და ავტორიტეტთა კომპეტენტურობის განმსაზღვრელი. სწორედ რჩეულიშვილის მსგავსნი გვაგრძნობინებენ, რომ ერთადერთი მხოლოდ ღვთაებრივი მარადისობიდან გამომდინარე ტრადიციები და საქმეებია ურყევი, რომელნიც "ვერ განრყვნან მღილთა და მპარავთა ვერ წარიტაცონ". სხვა დანარჩენი კი ჟამთა მონაკვეთში მომწყვდეული არასრულყოფილებაა, რომელიც გამუდმებით უნდა სცვალოს და სწვართოს სრულყოფილებისათვის მებრძოლმა, ჟამთა დინებაში შემოჭრილმა განგების ცეცხლმა, ანუ გარდუვალობამ თავისუფალი, პროგრესული ინდივიდუალობების მეოხებით. ასეთი ინდივიდუალობა გახლდათ გურამ რჩეულიშვილი, რომელსაც ჯერ როდი ჰქონდა გაცნობიერებული თავისი მისია ან საბოლოო მიზანი. იგი ჯერ მხოლოდ ქვეცნობიერად, თავისი დინამიკის საოცრად გადამდები ემანაციით ემსახურებოდა გარდუვალობის ძალებს. არც ერთი მისი მოქმედება არ შეიცავს ძალმომრეობის ნატამალს. ისინი მხოლოდ თავიანთი უცნაური მომხიბვლელობით და მასშტაბური გამოვლინებით ზემოქმედებდნენ გადამდებად და უპირისპირდებოდნენ ყველა იმ მრუდე პიროვნულს, მოყვასთადმი ნების თავზე მოხვევით რომ ლამობს, ეგოიზმისაკენ მოშლილი ინსტრუმენტის ჭანჭიკებად აქციოს კაცნი.

სტიქიონებთან ბრძოლაში იბრძმედებოდა გურამის პიროვნება, აქ პოულობდა მისი ენერგია შესატყვის გარემოს. ქართული მიწის სანახებს, წმინდა გიორგის რაშის ნაფლოქვარებს ეტანებოდა მისი შთაბეჭდილებებით დაუნაყრებელი ბუნება. ამიტომაც სუნთქავს მთელი მისი შემოქმედება მთითა და ზღვით. მაგრამ გურამ რჩეულიშვილმა ვერ მოასწრო სულში შემოჭრილ სტიქიურ ძალთა რკინის ჯებირში გამომწყვდევა. უკვე ეუფლებოდა კიდეც სტიქიათა სტიქიას, ქართულ სიტყვას, რომ უცნაურის ძალით დაზოგა განგებამ მისი ენერგია. პირველივე წარმატებებისთანავე ბედისწერამ გაიყვანა იგი ბრძოლის ველიდან და გზა გადაუჭრა მისი დაუშრეტელი შემოქმედებითი ცეცხლის ლიტერატურულ ფორმებად საბოლოო ჩამოყალიბებას.

მომხიბლავია გაგრა გარეგანი თვალისათვის, დაბურული პარკებითა და ძველგერმანული ტიპის შენობებით, მაგრამ მის შინაგან მყუდროებას რამდენადმე მისი ადგილმდებარეობის კონფიგურაცია არღვევს. აქ ვერ იხილავთ მთათა იარუსებს, თანმიმდევრულ გრადაციას და მათ საოცარ ეთეროვნებას ცის შესაყართან, რომელთა საფეხურებით თითქოს დედამიწაზე ჩამობრძანებას მიელტვის ზეცა. უზარმაზარი მთები შემოსჯარვიან სანაპიროს ვიწრო დერეფანს, თითქოს გასრესას ან ზღვაში გადაძახებას უქადიან ყველას და ყველაფერს. დამხუთავია წნეხი ამ ორი საწინააღმდეგო სტიქიის, ზღვისა და მთის მოულოდნელი შეყრით წარმოქმნილი. მათი გადაკვეთის ჯვართან გამოსტაცეს 1960 წლის 23 აგვისტოს ბუნების იმ სტიქიურმა ძალებმა სხეული გურამ რჩეულიშვილის დიდებულ სულს.

დემონურ იერს იძენს ზღვა უვარსკვლავო ღამით. ძველ სამშობლოს, მსოფლიო სამშვინველის წყვდიადით მოსილ უსასრულობას მიაგავს იგი. მაცდურივით გიტყუებს თავის უბეში, რათა მოგწყვიტოს მიწას და თავის უფსკერო სიმრუმეში გაგთქვიფოს. მაცდურია ასეთი ზღვა მათთვის, ვინც სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნას დაეძებს. გამუდმებით მიელტვოდა გურამ რჩეულიშვილი სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნას ფათერაკებს მოწყურებული. ეს შტრიხი ზოგადკაცობრიულს კვლავ ღრმად ეროვნულთან აერთებდა მასში, რადგან საქართველოს ისტორიაც ხომ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაა თავად. მხოლოდ ამ მიჯნაზე გამობრძმედილებს თუ უგემნიათ მარადიული ცხოვრების სურნელება. მხოლოდ ასეთების თავგანწირვამ თუ შეინარჩუნა საქართველო და ფენიქსებრი ძალმოსილება შთაბერა მას.

ვაჟკაცობის ეტალონი მხოლოდ ადამიანის სიკვდილთან მიმართებით განიზომება. ყოველი მწვერვალის, ყოველი საუნჯის დაუფლება გარკვეული შიშის გადალახვას მოითხოვს. "და ამასცა იქმს ღმერთი მრავალგზის, რა იხილნოს სულნი ახოვანნი და დასაბამსავე მიუშვნის მათ ზედა ბრძოლანი, რათამცა მალიად გვირგვინოსან ყვნა იგინი". მხოლოდ შიშია გამწვრთნელი კაცთა და ვაჟკაცობის სალესი. მისთვის დაუდგინეს მცველად ოქროს საწმისს საზარელი ურჩხული. მისთვის სდარაჯობენ ზღაპრებში მზეთუნახავს შემაზრზენი დევები. შიში ეს ის დაბრკოლებაა, ვარდის უწარმტაცეს კოკრებს რომ შესევია პირბასრ ეკლებად და ამიტომ განა უწყის ვინმემ, თუ როგორ მშვენიერებას სდარაჯობს სიკვდილის შიში? შეხედეთ ინდოეთის ქშატრიებს (მეომართა კასტა). სარეცელში როდი იხოცებოდნენ ისინი, არამედ ღრმა სიბერეს მიწეულნი სახიფათო ადგილებს ეძებდნენ ომში, რათა ბრძოლის ველზე მომკვდარიყვნენ. ამას ავალებდათ მათ მათი წოდება. ქშატრიულად დაიღუპა გურამი ბობოქარ ზღვასთან ორთაბრძოლაში. მაგრამ ქშატრიული სიკვდილი როდია საკმარისი. ჭეშმარიტების და სამშობლოს მრავალი მოღალატე და გამცემელი დაღუპულა ბრძოლის ველზე. გურამ რჩეულიშვილის ქშატრიულ სიკვდილს ქრისტიანული ჟესტი ედო საფუძვლად. აბობოქრებულ ზღვას მისცა მან თავი დასაღუპად განწირული მოყვასის გადასარჩენად და თავი მსხვერპლად გაიღო.

და აჰა, იხილეთ: "დაადგინნეს ცხოვარნი მარჯვენით უფლისა და თიკანნი მარცხენით. მაშინ ჰრქუა მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით კურთხეულნი მამისა ჩემისანი და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამიდან სოფლისაით. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე. უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ, სნეულ ვიყავ და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავ და მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური და საპყრობილესა და მოვედით შენდა?

და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ. ამინ გეტყვი თქვენ: რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით".

ეს სიტყვები გურამ რჩეულიშვილსაც შეეხება. ისე გაუმართა გურამმა თვალი მოულოდნელ სიკვდილს, როგორც დიდი ხნის ნაცნობ მასპინძელს, რამეთუ მოყვასის სიყვარულით ავსებულმა გულმა საბოლოოდ განდევნა შიში. უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენცია წარიტაცა თან გურამ რჩეულიშვილმა, პოტენცია, რომელიც უდავოდ ლიტერატურის კვარცხლბეკზე აიყვანდა მას. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული ლიტერატურის პიედესტალზე დამკვიდრება მათ ხელეწიფებათ, რომელნიც იცნობენ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნას, ვისთვისაც ვაჟკაცობა ეთიკური ფაქტორია, რომელნიც ყოველ წამს მზად არიან ჭეშმარიტებისათვის თავის გასაწირად. დაუკვირდით დიდი ქართველი მწერლების ბიოგრაფიებს დასაბამიდან დღემდე, და მიხვდებით, რომ აქ გამონაკლისი არ არსებობს. ჭეშმარიტი მუზების მატარებლებში მოხსნილია ეთოსისა და ესთეტიკას შორის სამანები.

ალავერდის გუმბათზე მდგომი ჭაბუკი შემოქმედებითი ცეცხლის ჩადებას ჰლამობდა ინერტული ბრბოს მიხრწნილ გვამში. მას სულს უხუთავდა ველური დიონისოს დაგვიანებული, არაკანონზომიერ იმპულსთა ნამუსრევები. დიახ, დაძმარულა ის ღვინო, ბიბლიურმა ნოემ რომ დაუწურა კაცობრიობას. ებრაელებმაც მხოლოდ ძმარი მიართვეს ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს, ვენახისა და ღვინის შემოქმედს, რომელმაც ფიზიკურის ნაცვლად ახალი, სულიერი ღვინო მოჰმადლა კაცობრიობას - სისხლი თვისი და ხორცი თვისი. საოცარია გურამ რჩეულიშვილის "ალავერდობაში" გადაძახილი ამ კოსმოსურ აქტთან. დიახ, ძმრადქმნილი ღვინის ნაცვლად სხვა რამ ემეტებოდა გურამ რჩეულიშვილს გზაშეცდომილ კაცთათვის, რაც მარადიული შემოქმედებისა და იდეალისადმი სწრაფვის სურვილს აღუძრავდა დაცემულ ადამიანებს. ნების უჩვეულო დაძაბვით, საკუთარი სიცოცხლის ფასად სურდა მას ამ რაღაც ახლის ჩადება მათს არსებაში, მაგრამ რისა ან როგორ, ჯერ არ უწყოდა. ამიტომ ერთთავად მიენდო იგი საკუთარი სტიქიის დინებას. ინტუიციურმა ალღომ და საოცარმა ექსტატიკამ მას არ უმტყუნეს და იმ შემთხვევისათვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიაღებინეს, რაც ჯვარცმის საოცარ ჟესტიკულაციაში გამოიკვეთა. მისმა თავგანწირულმა სულისკვეთებამ ჰაერში, უზარმაზარ სიმაღლეზე მოხაზა გოლგოთის სურათი. და ასე დარჩა იგი ჩემს წარმოდგენაში ალავერდის გუმბათზე, ჯვარცმის პოზით, მკლავებგაშლილი, ვითარცა იესო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler