კერპის სიკვდილი
კერპის სიკვდილი
ლევ ტოლსტოი მოუნანიებელი წავიდა იმ ქვეყანაზე
"შემოკრბით ანტესთანა მამისა თქვენისა ტოლსტოვისა, რომელიც ქრისტეს ნაცვლად შეიწყნარეთ და გიყვარსთ თქვენ. შემოკრბით მისთანა სიხარულით, რამეთუ ძილსა შინა სიბნელისა თქვენისასა დასთესა ღვარძლი", - გრგვინავს წმინდა ალექსი (შუშანია) და ამუნათებს ქართველ "ტოლსტოელებს", რომლებიც საკმაოდ მრავლად იყვნენ ჩვენში. ილია ნაკაშიძე, მიშო ყიფიანი... თვით დიდი "ილიელი" არჩილ ჯორჯაძეც კი ყმაწვილკაცობაში ტოლსტოელი გახლდათ და ერთხანს ლონდონის ტოლსტოელების კოლონიაშიც ცხოვრობდა.

უცხო იყო მართლმადიდებელ ქართველთათვის ტოლსტოის "რელიგია", მისი ცხოვრების წესი. ტოლსტოის არც წირვა-ლოცვის სწამდა, არც ქორწინების საიდუმლოსი და არც წმინდა ზიარებისა, თავის მომხრეებს ხორცის ჭამა აუკრძალა, რაზეც სამართლიანად მიმართავს მას წმინდა ალექსი: "ჰოი, სიბოროტე შენი, ტოლსტოვო! რომელიც პინაკსა დაწურავ და აქლემსა შთანთქამ! ამის თმობა რად სახმარ არს მცირისა რამის მნიშვნელობისა, ოდეს სულსა ბადავ ღვთის გმობაში!"

ვ. იარმორკინის 1902 წელს გამოცემულ წიგნში თავმოყრილია ტოლსტოის რომანებიდან ამოკრებილი "მარგალიტები", მათ შორის იყო ასეთიც (შეგვინდოს ღმერთმა, რომ ვიმეორებთ ამ მკრეხელობას!): "ქრისტე იმიტომ ეძახდა ღვთის ძეს საკუთარ თავს, რომ უკანონოდ შობილი იყო და არ იცოდა თავისი ნამდვილი მამის ვინაობა".

არ გადავღლით მკითხველს ტოლსტოის მოძღვრებაზე საუბრით, მხოლოდ იმას მოგითხრობთ, თუ როგორ გარდაიცვალა ბევრი ქართველისთვის კერპად ქცეული ადამიანი. ჯერ მისი ძმის, მისივე მოძღვრების მიმდევრის სიკვდილი გავიხსენოთ.

ოპტის სავანის ახლოს, შამორდინოს მონასტერში ცხოვრობდა წმინდა ბარსანოფი ოპტელის სულიერი შვილი, მონაზონი მარიამი, ღვიძლი და ლევ ტოლსტოისა. მან სერგი ნილუსს 1904 წლის შემოდგომაზე უამბო: "შარშან შემოდგომაზე შამორდინოში შემატყობინეს, ჩვენი ძმა სერგი სიკვდილის პირას არისო. წავედი იასნოე პოლიანაში, ძმის მამულში. მას თავს ადგა ლევ ნიკოლაევიჩი. სერგი მთელი სიცოცხლე ლევის გავლენის ქვეშ იყო. ათეიზმითა და მკრეხელობით, ვგონებ, ძმასაც აჭარბებდა. მისი სიკვდილის წინ რაღაც საიდუმლო მოხდა მის სულში და ეკლესიამ მიიზიდა. ავადმყოფის სარეცელთან ძმებს შორის ასეთ საუბარს შევესწარი:

- ძმაო, - მიუბრუნდა მოულოდნელად სერგი ლევს, - რას ფიქრობ, ხომ არ ვეზიარო?

შიშით შევხედე ლევს. ჩემთვის დიდად გასაოცრად და გასახარად მან დაუფიქრებლად უპასუხა: "ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებ, რაც უფრო მალე იზამ, მით უკეთესია!"

დატრიალდა და მღვდელი მოაყვანინა.

უჩვეულოდ ამაღელვებელი და გულწრფელი იყო სერგის სინანული, ის ეზიარა და მაშინვე გარდაიცვალა, თითქოს მხოლოდ ამას ელოდა სული მისი, რომ გამოსულიყო დაუძლურებული სხეულიდან.

ამის მერე მე კვლავ გავხდი მოწმე ასეთი სცენისა: სერგის გარდაცვალების დღეს, დავინახე, მისი ქვრივის ოთახიდან გამოვარდა აღელვებული და განრისხებული ლევი და დამიყვირა: - არა! შენ წარმოიდგინე, რა გაუგებარია! ამბობს, მიხარია, რომ ეზიარა, ყოველ შემთხვევაში, მოძღვრებისგან შარს ავცდებითო! გესმის, აღსარებასა და ზიარებაში მან მხოლოდ ეს მხარე დაინახა!

მანამდე ბობოქრობდა, ვიდრე ძმის ცხედარი ეკლესიამდე არ მიაცილა (ის, როგორც განკვეთილი, ტაძარში არ შესულა) და მაშინვე იასნაია პოლიანაში დაბრუნდა.

სერგის დაკრძალვის მერე მონასტერში დავბრუნდი. მალევე ვნახე სიზმარი თუ ხილვა... ღამეა. ლევი სამუშაო კაბინეტში საწერ მაგიდას იდაყვებით დაყრდნობია. სახეზე მძიმე ფიქრი, საშინელი სასოწარკვეთა აღბეჭდვია. ოთახში უკუნი, სქელი სიბნელეა. მაგიდაზე შავაბაჟურიანი ლამპა დგას, რომელიც მხოლოდ იმ კუთხეს და ლევის სახეს ანათებს. უეცრად ჭერი იხსნება და ზემოდან საოცარი, თვალისმომჭრელი ნათელი იღვრება. ამ ნათელში გარდამოდის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სწორედ იმ სახით, რომში რომ არის დახატული წმინდა მოწამე არქიდიაკონ ლავრენტინის ხილვაში: მაცხოვარს უწმინდესი ხელნი განურთხამს ლევის თავს ზემოთ, თითქოს უხილავ ჯალათებს ტანჯვის იარაღს ართმევსო. იღვრება ლევის თავზე ნათელი, ის კი თითქოს ვერ ხედავს... მინდა დავუძახო ძმას: ზევით აიხედე-მეთქი. უეცრად მის უკან, ამ სიბნელეში, გამოისახება და გამოიყოფა სხვა ფიგურა - საშინელი, სასტიკი, შიშის მომგვრელი. ის უკნიდან ხელებს თვალებზე აფარებს ლევს და არ აჩვენებს ამ საკვირველ ნათელს. ჩემი ძმა სასოწარკვეთილი ცდილობს მის მოშორებას.

ამ დროს გამომეღვიძა და სულში გავიგონე ხმა: "ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველს".

ამ ხილვის შესახებ, ბუნებრივია, წმინდა ბარსანოფიმ იცოდა. ერთხელ, როცა სერგი ნილუსთან სიტყვა ტოლსტოიზეც ჩამოვარდა და სერგიმ ეს ხილვა უამბო, წმინდა ბარსანოფიმ უთხრა: "რა ბედი ექნება ტოლსტოის, მხოლოდ უფალმა იცის. განსვენებულმა დიდმა მამამ, ამბროსიმ (წმინდა ამბროსი ოპტელი) უთხრა მარია ნიკოლაევნას, რომელიც ძმის ბედზე წუხდა: "უფალს უხვად აქვს მოწყალება. შესაძლოა, შენს ძმასაც აპატიოს. მაგრამ ამისთვის მან უნდა შეინანოს და ეს სინანული გამოთქვას მთელი სამყაროს წინაშე. როგორც მთელი სამყაროს წინაშე სცოდავდა, ასევე მის წინ უნდა შეინანოს". მაგრამ როცა ღვთის გულმოწყალებაზე საუბრობენ, ხალხი მის მართლმსაჯულებას ივიწყებს, ამ დროს ღმერთი არა მარტო მოწყალე, არამედ მართლმსაჯულიცაა. აბა, დაფიქრდი: ძე თვისი, მხოლოდშობილი, ძე თვისი საყვარელი ჯვარცმით სიკვდილისთვის მისცა ხელთქმნილებას, რათა მართლმსაჯულება აღსრულებულიყო! ამ უჩვეულო და საოცარი საიდუმლოთი არა მარტო მიწისაგანნი განცვიფრდებიან, არამედ მთელი ზეციური ძალნი და ვერ სწვდებიან ღვთის სიყვარულსა და მოწყალებასთან შეერთებულ მართლმსაჯულებას. მაგრამ საშინელია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა".

წმინდა ბარსანოფიმ გაიხსენა ერთი ვიტებსკელი მკრეხელი, რომელმაც დასცინა ეკლესიას, სამღვდელოებას და თვით ღმერთს. როცა უთხრეს, - წადი სასწრაფოდ მოძღვართან და შეინანე, რომ ღმერთმა არ დაგსაჯოს შენი უწმინდური ენისთვისო, უპასუხია, - ის რომ არსებობდეს, ასეთი სიტყვებისთვის ენას ამომაგლეჯდა. მე კი საღ-სალამათი ვარ. თქვე სულელებო, რატომ ხართ ასეთი უგუნურები, რომ მღვდლებსა და ყველას, ვისაც არ ეზარება, ქედზე ისვამთო.

გინებ-გინებით გაშორდა იქაურობას მკრეხელი. რკინიგზაზე უნდა გადაევლო. ფეხი შედგა თუ არა რელსზე, უცებ მატარებელი დაეჯახა და გადაუარა... ცალკე თავი ეგდო, ცალკე - ტანი და ცალკე - მისი უზომოდ გრძელი ენა.

ეს არის ჭეშმარიტი ნიში და სასწაული მართლმადიდებლური ცოცხალი რწმენისა. ეს იცის ხალხმა და ამით ძლიერდება მათი რწმენა... სულო კაცისავ, ამ ფაქტებით ისარგებლე, როგორც შუქურით - აბობოქრებულ ცხოვრების ზღვაში მიმავალმა ღვთის სასუფევლისკენ.

სამწუხაროდ, აცხადდა წმინდა ბარსანოფი ოპტელის, ისევე, როგორც წმინდა იოანე კრონშტადტელის წინასწარმეტყველება: ლევ ტოლსტოი მოუნანიებელი წავიდა იმ ქვეყანაზე...

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დას მიაკითხა შამორდინოს მონასტერში. გრაფის მოსვლით განცვიფრებული რამდენიმე დაახლოებული მონაზონი შეიკრიბა სქემმონაზონ მარიას კელიაში. მათი და დედა მარიას მესენაკეთა თქმით, გრაფმა დას თავს დატეხილ განსაცდელზე მოუყვა: "ბოლო დროს არც დღისით და არც ღამით არ მასვენებს ერთი საშინელი ურჩხული, რომელსაც მარტო მე ვხედავ. მემუქრება, მისი შესახედაობა მაშინებს და მაკრთობს. მოვიწვიე მეზობელი მღვდლები. ორმა უარი მითხრა მოსვლაზე, მესამე კი მოვიდა, მაგრამ ვერ მოვასწარი შევხვედროდი, რადგან შინაურებმა უკან გაისტუმრეს. ამიტომ გამოვიპარე შენთანო".

დამ და სხვა მონაზვნებმა აუხსნეს, რომ ეს ურჩხულები ეშმაკები არიან, რომლებიც გრძნობენ კაცის სიკვდილის მოახლოებას, გარს ერტყმიან, რათა მის სულს დაეუფლონ. ურჩიეს, წასულიყო ოპტის მონასტერში, მოენანიებინა ღვთისაგან განდგომა და ეთხოვა, კვლავ მიეღოთ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

მონაზვნების დარიგებამ ისე იმოქმედა გრაფზე, რომ ატირდა და მაშინვე ეტლით გასწია ოპტის მონასტერში. როგორც ოპტის სასტუმროს მომსახურე ბერები ჰყვებოდნენ, გრაფი მხნედ იყო და თავისუფლად ავიდა მაღალ მთაზე მდგარ მონასტერში.

სურსკის "მამა იოანე კრონშტადტელის ცხოვრება" მოგვითხრობს: "წმინდა სინოდმა გრაფი განკვეთა მართლმადიდებელი ეკლესიიდნ, ამიტომაც, მიუხედავად მისი დაჟინებული თხოვნისა, ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე მონაზვნებმა ვერ გარისკეს მისი მიღება მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში; ეპისკოპოსს შეკითხვა გაუგზავნეს. გრაფმა გადაწყვიტა, მონასტერში დაეცადა პასუხისთვის. სასურველი პასუხი მოვიდა, ოღონდ გრაფის წასვლის შემდეგ.

ორი დღის მერე სავანეში გრაფს მისი ქალიშვილი და ექიმი დაადგნენ თავს. წაკამათდნენ, მათი ჩხუბის ხმა დერეფანში გამოდიოდა.

ქალიშვილი უყვიროდა: - გაუფრთხილებლად რატომ წამოხვედიო. მამა კი საყვედურობდა: - რატომ მოხვედი? შინ არ წამოვალ, სიცოცხლის ბოლო დღეები მონასტერში უნდა გავატაროო.

მალე ყველა დამშვიდდა და როცა მონაზონი შევიდა ოთახში სამოვრის გამოსატანად, დაინახა საწოლზე წამოწოლილი თვალებდახუჭული გრაფი. ორი თუ სამი საათის მერე ქალიშვილი, ექიმი და გრაფი გაემგზავრნენ. ეტლამდე გრაფი ხელით მიიყვანეს, იმდენად დასუსტებული ჩანდა. მაშინ ბევრმა ივარაუდა, რომ ექიმმა გრაფს დამამშვიდებელი წამალი მისცა, მაგრამ მოხუცის გულმა ან ვერ გაუძლო, ანდა დოზა იყო დიდი, ფაქტია, აქამდე მხნე გრაფი სამხრეთისკენ მიმავალ გზაზე საფოსტო სადგურ ოსტაპოვოში გარდაიცვალა".

აი, როგორ იგონებს მონასტერში გრაფის მისვლას იმ დროს ოპტელი მოძღვრის, წმინდა იოსების მორჩილი სქემარქიმანდრიტი სებასტიანე ყარაღანდელი: "მამა იოსები ავად იყო. სასთუმალთან ვეჯექი. შემოვიდა მამა ბარსანოფი და გვითხრა, რომ მონასტრის მესტუმრემ, მამა მიხეილმა სკიტში (სადაც მამა იოსები ცხოვრობდა, ეს სკიტი ოპტის მონასტრიდან განცალკევებით იდგა, - კ.კ.) გამოგზავნა კაცი გასაფრთხილებლად, ჩვენთან ლევ ტოლსტოი მოდისო. ვკითხე, ვინ გითხრათ-მეთქი. თვით ტოლსტოიმო. მამა იოსებმა თქვა: - თუმცა განკვეთილია, მაგრამ რადგან თვითონ მოვა, მივიღებთ ალერსით, პატივითა და სიხარულითო. მერე კი გალავანს გარეთ გამგზავნა. ტოლსტოი სახლის ახლოს ბოლთას სცემდა და მოსვლას ვერ ბედავდა. მამა იოსებმა თქვა: "მას უჭირს, ის ხომ ჩვენთან წყაროცხოვლისთვის მოვიდა. წადი, ჰკითხე, თუ ჩვენთან მოვიდა, მოიპატიჟე". გავედი, მაგრამ ვეღარ ვნახე, წასულიყო. ცხენით იყო მოსული და რაღას დავეწეოდი. მალე მამებს შამორდინოს მონასტრიდან შეატყობინა მისმა დამ, მონაზონმა მარიამ, ლევი ჩემგან წამოვიდაო. მერე კი სადგურ ოსტაპოვოდან მოვიდა დეპეშა ლევ ტოლსტოის ავადმყოფობის შესახებ და მისი სახელით სთხოვეს მოძღვარს მისვლა. მამა ბარსანოფი მაშინვე გაემგზავრა, მაგრამ ტოლსტოისთან მისმა მხლებლებმა არ მიუშვეს. მამა ბარსანოფიმ წერილი გადასცა მის ქალიშვილს, ალექსანდრას - მამათქვენის სურვილით გეახელითო, მაგრამ მაინც არ შეუშვეს. არც მისი ცოლი, სოფია ანდრეევნა შეუშვეს. მამა ბარსანოფიმ მძიმედ განიცადა ყველაფერი, თვითონაც თითქმის ავადმყოფი დაბრუნდა და ყოველთვის აღელვებული იხსენებდა ამ ამბავს. "თუმცა ლევი (ლომი) იყო, მაგრამ ჯაჭვების გაწყვეტა ვერ შეძლო, რაც დიდად საწყენია. მამა იოსებიც ბევრს წუხდა მასზე. მე მასთან არავის გავუგზავნივარ, მხოლოდ ლევ ნიკოლაევიჩის სურვილით წავედი ოსტაპოვოში", - ამბობდა წმინდა ბარსანოფი...

ბალაამის მონასტრის ერთ დაფარულთმცოდნე მამას ხილვა ჰქონდა: ერთხელ, როცა იგი ტაძრის სიახლოვეს ერთ კლდოვან კუნძულზე იდგა, ლადოგის ტბაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. მან დაინახა ჰაერში მომავალი ეშმაკები, რომელთა წინ მორბოდა ლევ ტოლსტოი და ეკლესიაში შესვლას ლამობდა; ეშმაკები ცდილობდნენ მისთვის გზის გადაღობვას. ბოლოს გარს შემოერტყნენ და წაიყვანეს კლდის კიდიდან, სადაც ტაძარი იდგა.

მალე ბერმა ტოლსტოის სიკვდილი შეიტყო.
ბეჭდვაელფოსტა
23.10. 2019
Sss
სამწუხაროა!
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler