ამ მილიონებს თავისთვის კი არ ხარჯავდა, არამედ ქვეყანას ახმარდა
ამ მილიონებს თავისთვის კი არ ხარჯავდა, არამედ ქვეყანას ახმარდა
ქველმოქმედება მადლის ქმნა, მოწყალების გაცემაა, ქველმოქმედს კი სამადლო საქმის მქმნელ და მოწყალე ადამიანს უწოდებენ.

რაღა თქმა უნდა, არც ჩვენს დროს აკლია კეთილი, მოწყალე და გულუხვი ხალხი, მაგრამ ამჯერად გვსურს, წარსული გავიხსენოთ და "კარიბჭის" მკითხველს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, ქველმოქმედისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის შესახებ ვუამბოთ. მართალია, მას პირდაპირი მემკვიდრე არ დარჩენია, მაგრამ სარაჯიშვილების გვარის წარმომადგენლები დიდი რუდუნებით ინახავენ წინაპრის ამაგს და შთამომავლობას გადასცემენ.

ჩვენი სტუმარი გახლავთ დიდი ქველმოქმედის ბიძაშვილის შვილი ბატონი გოგი სარაჯიშვილი. ბატონი გოგი მეცნიერების ისტორიკოსია. მთელი სიცოცხლე ამ საქმეს შეალია და საკუთარი წინაპრების ცხოვრების თითოეულ წვრილმანს დღემდე დაუღალავად სწავლობს. საუბრისას შეწუხებულმა მითხრა, სარაჯიშვილები ცუდად მრავლდებიან, უშვილძიროდ მიდიან ამ ქვეყნიდანო. საქართველოში ამ გვარის სულ 370-მდე ოჯახი ცხოვრობსო.

დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ფორაქიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ბატონ გოგის დავით სარაჯიშვილის ერთ-ერთი დის ეკატერინეს შვილიშვილმა ნიკოლოზ ტარსაიძემ უამბო. ბატონი გოგის სახლში ინახებოდა ნოე ჟორდანიას მიერ დაბეჭდილი დავით სარაჯიშვილისეული კატალოგი, ძველი ფოტოალბომი, კედლის საათი (ის მეცენატმა ბატონი გოგის ბებიასა და ბაბუას უძღვნა საქორწილო საჩუქრად).

***
1710 წელს საქართველოში ვაჭრობის წახალისების მიზნით მეფე ვახტანგ VI-მ თბილისის საპატიო მოქალაქეთა წოდება უბოძა ფორაქიშვილებს, ზუბალაშვილებს, სარაჯიშვილებს.

ალავერდის დღევანდელი ძვირფასი კანკელი სარაჯიშვილებმა გააკეთებინეს და ჩამოიტანეს მოსკოვიდან. ბატონიშვილების იულონის, იოანესა და თეიმურაზის მინდობილობით ზაფხულს ისინი ლილოსა და მარტყოფში ატარებდნენ, სადაც მთავარეპისკოპოს სტეფანე რუსთაველს სტუმრობდნენ. სწორედ სტეფანეს თხოვნით დაამზადებინეს მოსკოვში და ჩამოიტანეს მარტყოფის ღვთაების ტაძრის მშვენიერი ოქროცურვილი ვერცხლით შემკობილი სახარება. ამავე ტაძარს შესწირეს 1807 წელს ოქროცურვილი ვერცხლის წარწერიანი ტრაპეზის ჯვარი, რომელიც დღესაც ამკობს ამ ეკლესიას.

დავით სარაჯიშვილის პაპას, დავით გიორგის ძე სარაჯიშვილს, სამი შვილი ჰყავდა: სოლომონი, გრიგოლი (იგორი) და ზაქარია.

ზაქარია, დავითის მამა, თავისი დროისთვის საკმაოდ განათლებული პიროვნება ყოფილა. სოფელ დიღომში მას ეკლესია აუშენებია და შესასვლელთან, ერთ ქვაზე, მხედრული ასოებით წაუწერია: "მე, მამა-პაპათ მოსავსა შენს ზაქარია სარაჯოვს, ლუბერანსკის სეკრეტარს დავითისასა, სახელობასა ჩემსა, რომელმანც აღვაგე წმინდა ტაძარი ესე საკუთრითა საფასითა ჩემითა და შევამკე ყოველთა სამკაულითა წელსა 1863". ზაქარია სარაჯიშვილი სოფელ დიღმის ეკლესიაშია დაკრძალული.

***
საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, მეცენატი, ქიმიისა და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში კონიაკისა და ლიქიორის წარმოების ფუძემდებელი 1848 წლის 28 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. დავითის ძმამ, მამის სეხნია ზაქარიამ, წინაპრების საქმე განაგრძო და თავისი დროის ერთ-ერთი უმდიდრესი სოვდაგარი გახდა.

დავით სარაჯიშვილი ჯერ თბილისში, ჰაკეს ცნობილ პანსიონში სწავლობდა, შემდეგ - პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. მისი დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და იმავე წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წლის მერე სწავლა გერმანიაში განაგრძო. შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა. იქ მეღვინეობამ, კონიაკისა და ლიქიორის წარმოებამ გაიტაცა. თბილისში დაბრუნებისთანავე, 1887 წელს, კი ლიქიორის ქარხანა გახსნა.

როგორც იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავდა, ის მართლაც მილიონების მფლობელი იყო, მაგრამ "ამ მილიონებს თავისთვის კი არ ხარჯავდა, არამედ ქვეყანას ახმარდა. მან ყმაწვილობიდან გულში ჩაინერგა ქვეყნის სამსახური, მისი სიკეთე, მისი შვება და გაჭირვების შემცირება". წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს დიდი მოჭირნახულე, ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ერთ საჩხერელ თავადს, ნესტორ წერეთელს, ცოლად ჰყოლია გურიელის ქალი პელაგია. ნესტორის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება, მათ შორის - "ვეფხისტყაოსნის" ერთი ხელნაწერიც, ცოლ-შვილს დარჩენია. ამ ხელნაწერს ყდა დაზიანებული ჰქონია და დედის დავალებით შვილებს ის თბილისში ჩამოუტანიათ შესაკეთებლად. მოხელეს კარგად გაუკეთებია ყდა, მაგრამ როცა ეს ძვირფასი განძი სახლში მიჰქონდათ, "ჩვენებური, თავადიშვილური დაუდევრობით" ეტლში დარჩენიათ და დაუკარგავთ. მათ შემდეგ ეს ეტლი უქირავებია ცნობილი ქართველი ვაჭრის ფორაქიშვილის ერთ ნოქარს, რომელსაც ხელნაწერი უპოვია და ძალზე გახარებია - "ახლა კი გავკეთდი კაციო". ფორაქიშვილს ეს ამბავი რომ გაუგია, ექვთიმესთან გაუგზავნია ნოქარი - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შეიძენსო, მაგრამ თაყაიშვილი შინ არ დახვედრია. ნოქარიც ამდგარა და წიგნი მიუტანია კომერსანტ დავით სარაჯიშვილთან, რომელსაც სამი თუმანი მიუცია ხელნაწერში. "ცოტა ხნის შემდეგ დავით სარაჯიშვილმა მიმიწვია სადილად, - იგონებს ექვთიმე თაყაიშვილი, - კვირა დღე იყო, სტუმრები ჰყავდათ. შევედი თუ არა, მომაგება ის ხელნაწერი: "აი, საშენო, საშენო!"

დავით სარაჯიშვილს თავის ბიუჯეტში წინასწარ ჰქონდა გათვალისწინებული სხვადასხვა საზოგადო საქმისთვის დასახარჯი თანხა. ექვთიმე თაყაიშვილისავე ცნობით, 1902 წლის ზაფხულში მასა და დავითს ახალციხე-ახალქალაქ-არტაანის მაზრებში არქეოლოგიური ექსპედიციის მოწყობის შესახებ უსაუბრიათ. დავითს შეუტყვია, რომ ექვთიმე თაყაიშვილს საამისოდ ფული ცოტა ჰქონდა, გამოუძახია თავისი ხაზინადარი, ადამ ივანეს ძე ფორაქიშვილი, და უკითხავს: არქეოლოგიისთვის ჩვენს ბიუჯეტში ირიცხება რამე თანხა თუ არაო? არაო, მიუგია ფორაქიშვილს. მაშინ სარაჯიშვილის განკარგულებით ამ მიზნისთვის სალაროდან ცალკე გაუციათ თანხა.

დავით სარაჯიშვილი მამობრივ მზრუნველობას უწევდა ყველას, ვისაც ეწადა განათლების მიღება, მაგრამ საამისოდ ეკონომიკური სახსარი არ გააჩნდა. მართალია, შვილი არ ჰყავდა, მაგრამ ხშირად უთქვამს: "რას მიქვიან უშვილობა! განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღსაზრდელი, ქვეყნის საკეთილოდ განსაწვრთნელი, ჩემი შვილი არ არისო?!"

მისი სტიპენდიანტები იყვნენ კომპოზიტორები დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი; მხატვრები მოსე თოიძე, გიგო გაბაშვილი, გრიგოლ მესხი; მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, პროფესორი სარგის კაკაბაძე, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე...

დიდი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის აშენებაშიც. გადმოცემით, ფუნდამენტის ჩაყრის დროს ჯიბისკენ წაუღია ხელი და ბალავრის კუთხეებში ოქროს ფული ჩაუყრია - მკვიდრი შენობა აიგებაო.

დავით სარაჯიშვილის გარეგნობაზე ბევრს საუბრობდნენ. ხასიათიც საუცხოო ჰქონდა. არ უყვარდა, უფრო სწორად, არ ეხერხებოდა გრძელი, უხვსიტყვიანი საუბარი, თავის პრინციპებს არასდროს გადაუხვევდა. მისი ბავშვობის მეგობარი იყო მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი. სწორედ მასთან ერთად რუსეთში ყოფნისას გაიცნო დავითმა თავისი მომავალი მეუღლე ეკატერინე ფორაქიშვილი. დასანანია, რომ ამ ორ პიროვნებას შთამომავალი არ დარჩა. სამაგიეროდ, კეთილი საქმეები დაგვიტოვეს მემკვიდრეობად.

დავით სარაჯიშვილი 1911 წლის 20 ივნისს გარდაიცვალა სწორი ნაწლავის კიბოთი. ცნობილმა მეცენატმა 63 წელი იცოცხლა. აქედან 31 წელიწადი ისწავლა, ხოლო დანარჩენი წლები შრომით საქმიანობას მოახმარა.

მის ცხედარს რამდენჯერმე შეუცვალეს ადგილი - ჯერ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, იქიდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, უკანასკნელი ძვალთშესალაგი კი მეუღლესთან ერთად ქაშვეთის გალავანში პოვა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler