სვანები არქიმანდრიტ თეოფანეს "ღმერთა მაარეს" - ღვთის კაცს ეძახდნენ
სვანები არქიმანდრიტ თეოფანეს "ღმერთა მაარეს" - ღვთის კაცს ეძახდნენ
არქიმანდრიტ თეოფანეს (კორძაია) სათნოებით სავსე ცხოვრების და მოღვაწეობის ამბავი რომ შევიტყვე, მომინდა, უფრო საფუძვლიანად გამომეკვლია ამ ტკბილი ბერის დღემდე უცნობი წარსული. ღვთის მადლით, არქიმანდრიტის შთამომავლებსაც მივაკვლიე. სასიხარულო ამბავიც გავიგე - თამარ კორძაიას სასულიერო, მონაზვნური ცხოვრების დასაწყისი. თამარის მამა, იოანე, სასულიერო პირი ყოფილა და სიყვარულით ემსახურებოდა უფალს და ხალხს.

"მეუფე ილარიონის და ჩემი სულიერი მოძღვრის, მამა თეოფანეს (არღვლიანი) ლოცვა-კურთხევით მოვედი იტრიის დედათა მონასტერში. მეუფემ მითხრა, - შენ ხარ პირველი მერცხალი ჩვენი ეპარქიიდანო", - საუბარს მოაყოლა თამარმა.

სოფელ ფეხის იოანე ნათლისმცემლის სახელობის და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრებთან არსებულ მამათა მონასტერს წინამძღვრობდა არქიმანდრიტი თეოფანე. მამა თეოფანე თამარის ბაბუის ძმა იყო. წინაპრების მადლი შთამომავალზე გადმოვიდა - თამარმა ქონების ნაწილი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას შესწირა. მომავალში აქ დედათა მონასტრის დაარსებაა ნაფიქრი. თამარს იმ იმედით დავემშვიდობე, რომ მას სვანეთში მონასტერში შევხვდები.

არქიმანდრიტ თეოფანეს ცხოვრება მისმა ერთ-ერთმა შთამომავალმა, ანა კორძაია-სამადაშვილმა გამოიკვლია.

1893 წელს, როცა ბერი თეოფანე უკვე სახელმოხვეჭილი საეკლესიო მოღვაწე იყო, "ივერიაში" დაიბეჭდა ვრცელი სტატია სათაურით: "მისიონერი ბერი სვანი თეოფანე". ავტორი წერდა: "თუმცა სვანები ძველი ქრისტიანები არიან, მაგრამ მათ შორის ქრისტიანობა თანდათან სიბნელითა და ცრუ მორწმუნეობით ივსებოდა და უვიცი და უსწავლელი "პაპები" სწევდნენ მღვდლების მაგივრობას. ამ ბოლო დროს სვანები თითქოს სრულიად გადაქრისტიანდნენ და ქრისტიანობა თითქმის არაფერში ეტყობოდათ". შემდეგ ავტორი ეხება ბერი თეოფანეს ბიოგრაფიას: "სწორედ ყურადღების ღირსია ამბავი მისიონერი თეოფანესი, შთამომავლობით სვანისა. მამა თეოფანე ჯერ კიდევ 15 წლისა იყო, როცა მამა გიორგი კანდელაკისათვის მიუბარებია იმერეთის ერთ ძველს თავადიშვილს საღმრთო წერილში გასაწვრთნელად. ეს თავადიშვილი საზოგადოდ დიდად მფარველობდა ახალგაზრდა თეოფანეს. სამი წლის შემდეგ ის ამ თავადიშვილისვე სასახლეში მოუნათლავთ. უფლის მიმრქმელად მისი მწყალობლის შვილი იყო. დაბადებით სახელად ერქვა დაისა, ხოლო მონათვლის შემდეგ ეწოდა თეოფანე. ამის შემდეგ იმავე თავადმა თეოფანე წაიყვანა ტფილისს და წარუდგინა საქართველოს ეგზარხოს ისიდორეს, რომელმაც თეოფანე დარიის მონასტერში მიაბარა მორჩილად. აქედან მამა თეოფანე გაგზავნეს გელათის მონასტერში, სადაც დაჰყო სამიოდე წელიწადი და გულმოდგინედ სწავლობდა საღმრთო წერილს ქართულ ენაზედ, შემდეგ აღიკვეცა ბერად მთავარი ეპისკოპოსის ეგზარხოსის მიერ და გაგზავნილ იქნა სვანეთში საქადაგებლად და ქრისტიანობის დამრგველად.

"იმერეთის ერთი ძველი თავადიშვილი", ვინც ესოდენ დიდი როლი ითამაშა ბერი თეოფანეს ცხოვრებაში, იყო სვანეთის პირველი ბოქაული, თავადი ალექსანდრე მიქელაძე. ის 1847 წელს შექმნილი რაჭის მაზრას დაქვემდებარებული მულახ-იფარის მცირე საბოქაულოს ბოქაულად დაინიშნა. სწორედ ამ წელს, სოფელ წვირმში სტუმრობისას, გაიცნო 10 წლის დაისა (თეოფანე), მოეწონა მკვირცხლი, ცნობისმოყვარე ყმაწვილი და წაიყვანა ქუთაისში. ბერი თეოფანეს პირად არქივში შემონახულია ჩანაწერი, სადაც ის ამ წლებს იხსენებს: "დიდხანს ვიმყოფებოდი ქუთაისში, ხშირად დავდიოდი კულაშში, სადაც ორმოც კომლზე მეტი იყო ოჯახები თავადი მიქელაძეებისა. მათთან გამოთხოვილი საჭილაოს ერთ-ერთი მფლობელის, აზნაურ ესტატე კორძაიას ქალი ნინო დედასავით ზრუნავდა ჩემზე".

სვანეთის სოფელ წვირმის მაცხოვრის ეკლესიის "უწყებანი" გვამცნობს, რომ თეოფანე ბერად აღკვეცილა 1861 წლის 1-ელ მაისს; იმავე წლის 15 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად; 1861 წლის 17 სექტემბერს მღვდლად უკურთხებია ეგზარხოს ევსევს და განუწესებია წვირმის სამრევლო ეკლესიის მღვდლად.

წვირმის მაცხოვრის ეკლესია მამა თეოფანეს დაზიანებული დახვედრია. ყავრის სახურავიდან წვიმა ჩამოდიოდა, არ ჰქონდა სამრეკლო და ეკვდერი. მამა თეოფანეს შეუკეთებია საყდრის სახურავი, დასავლეთიდან მიუშენებია სამრეკლო, ეკვდერი - საჟამნო და სამხრეთიდან აუშენებია ქვითკირის ყორე. შეუკეთებია მეზობელი სოფლის, იელის ფერისცვალების ეკლესიაც.

ამის შემდეგ მამა თეოფანე გულმოდგინედ შედგომია მისიონერულ ცხოვრებას.

როგორც გაზეთი "ივერია" გვამცნობს, "ისეთის სასოებით და მოხერხებით შეუდგა თავისს მოძმეების გაქრისტიანებას, რომ სულ მცირე ხანში სამი ათასი სვანი მოაქცია და ქრისტიანობის გზაზედ დააყენა".

დასახელებულ "უწყებათა" გადმოცემით, თეოფანეს ღვაწლი და რუდუნება შეუმჩნეველი არ დარჩენილა: "სვანების მონათვლის დროს ბლაღოჩინის შემწეობისთვის გამოეცხადა მწყემსმთავრული კურთხევა საქართველოს ექზარხოსის ევსევის მიერ 21 აპრილს, 1862 წლისა". იგივე გამეორდა ორი წლის შემდეგაც: "ბლაღოჩინის შემწეობისთვის სვანების მონათვლის დროს დაჯილდოვებულ არს ნაბედროვითა 31 დეკემბერს, 1864 წელსა". "დაჯილდოვებულ არს გულსაკიდის ჯვრითა 6 აპრილს 1865 წელსა. შეწირულობისთვის ეკლესიისადმი გარდმოცემულ არს უწმინდესის სინოდის კურთხევა 12 ივნისს, 1868 წელს".

ქუთაისსა და თბილისში ხანგრძლივად ყოფნისას მამა თეოფანე კარგად დაუფლებია რუსულ ენასაც. "ქრისტიანობის აღმადგინებელ საზოგადოებას" გადაუწყვეტია, გამოეცა სვანური ენის გრამატიკა.

"ლუშნუ ანბან" სამენოვანი უნდა ყოფილიყო - ლოცვანი, სიმბოლო სარწმუნოებისა, ათი მცნება და ცხრა ნეტარება სვანურ, ქართულ და რუსულ ენებზე.

სახელმძღვანელოს თანაავტორობა ბარტოლომეის თეოფანესთვის შეუთავაზებია. ამ იდეისადმი სკეპტიკურად განწყობილი ბერი თეოფანე თვლიდა, რომ სვანი ბავშვებისთვის მეტისმეტად რთული ტექსტები იყო შერჩეული. საბოლოოდ, წიგნი მაინც გამოქვეყნებულა. მამა თეოფანეს ვარაუდი გამართლებულა: მესტიის, მულახისა და იფარის სკოლებში ეს წიგნი ვერ დაუძლევიათ. "ლუშნუ ანბანს" სკოლისთვის რთულ სახელმძღვანელოდ თვლიდა იფარის სკოლის მასწავლებელი, მღვდელი ბესარიონ ნიჟარაძეც.

"ლუშნუ ანბანით" უსარგებლია აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სვანურ ზმნაზე მუშაობის დროს.

მამა თეოფანეს გადაუწყვეტია, აეშენებინა სამონასტრო კომპლექსი წვირმსა და იფარს შორის მდებარე მუხნარში. ბლაღოჩინი სვანეთის ეკლესიისა, მღვდელი ბესარიონ ნიჟარაძე წერს: "1864 წელს აწ განსვენებული გაბრიელ ეპისკოპოსი ეწვია სვანეთს და სოფელ წვირმში თეოფანეს სამრევლოშიც სწირა; წირვის დროს თეოფანეს ათარგმნინებს დღის სახარებას და ზოგიერთ ასამაღლებლებს; ამავე მიზნით მღვდელმთავარი სხვა სოფლებშიაც იყოლიებს თეოფანეს. სვანეთს მიმოსვლის დროს მამა თეოფანე უმჟღავნებს მღვდელმთავარს თავის აზრს - მონასტრის გახსნისას აქვე, წვირმის ახლოს და როგორც ჩანს, მღველმთავარსაც იყაბულებს.

ამ დროიდგან - 1864 წლიდამ განსვენებული იღუმენი შეუდგა სამონასტრო ადგილის შექმნა-გაწმენდას და მეტისმეტი ჯაფის წყალობით უერონი, უვარგისი და უყენი ადგილი გადააქცია სახნავ-სათესად" (ჟ. "შინაური საქმეები", 1911წ.).

მამა თეოფანეს 12 წელი დასჭირვებია სამონასტრო ადგილების შესაძენ-დასამუშავებლად და ეკლესიის აშენების ნებართვისთვის. 1876 წელს ამ ნებართვას იღებს.

როგორც მრევლის მღვდელს, მამა თეოფანეს წელიწადში 400 მანეთს უხდიდა "ქრისტიანობის აღმადგინებელი საზოგადოება". მარტო ამ სახსრებით ეკლესიის აშენება შეუძლებელი იყო, ნებაყოფლობით შეწირულებათათვის კი საჭირო იყო მთავრობის ნებართვა.

"პირველი ნებართვა, - წერს ბესარიონ ნიჟარაძე, - გრიგოლ ეპისკოპოსს მიუცია 1886 წლის 30 ნოემბერს; აგრეთვე, ნებართვა მიუციათ ექზარხოსს ვლადიმერს, ეპისკოპოს ალექსანდრეს - ექზარხოსის მაგიერ ორჯერ და ეპისკოპოს ბესარიონს. თეოფანეს შემოუვლია მთელი საქართველო, არ დაუტოვებია არც ერთი მონასტერი და ყველაზე უფრო მოსწონებია შიო მღვიმის მონასტერი. ამ მონასტრის წესრიგზე სურდა განსვენებულს მოეწყო თავისი მონასტერიც და სხვათა შორის, ყველიერის ხუთშაბათიც, როგორც შიოში ყოფილა - გააწესა დღესასწაულით. ამ დღესასწაულს დიდის ამბით იხდიდა" ("შინაური მიმოხილვა", 1911წ.)

შემოწირულობათა შეგროვების დროს მამა თეოფანეს უზრუნია ასაშენებელი ეკლესიის პროექტზე, რომელიც შეუდგენია თბილისში არქიტექტორ ბილფელდის სახელოსნოს არქიტექტორს ვიაჩესლავ მეხანოშინს.

ახალი ეკლესია მამა თეოფანეს აუშენებია წვირმსა და იფარს შუა, თვალწარმტაც ადგილას. მას რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გარს ერტყმის შესანიშნავი მუხნარი. იქვეა ანკარა წყაროც.

მამა თეოფანეს მიერ შერჩეული ადგილი ძალიან მოსწონებია იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს, ასევე ალექსანდრე ხახანაშვილსაც. გრაფინია უვაროვაც მოხიბლულა...

ეკლესიის აღმშენებლად მამა თეოფანეს შეურჩევია გოგი ჩეგიანი. ხალდეს აჯანყების მოთავეობისათვის რუსეთში გადასახლებულ ჩეგიანს ხუროთმოძღვრება შეუსწავლია და იქვე აუშენებია რამდენიმე საყდარი, გადასახლებიდან დაბრუნებულს შეუკეთებია სვანეთის არაერთი ეკლესია.

წვირმის მაცხოვრის ეკლესიაში მამა თეოფანე მღვდლად იდგა 40 წელი (1861 წლის 17 სექტემბრიდან 1901 წლის 22 დეკემბრამდე). შემდეგ გადმოდის ფეხშარის სამონასტრო კომპლექსში, სადაც მას უკვე აშენებული ჰქონდა დიდი ეკლესია, ეკვდერი, ცხრა ქვის სენაკი, ერთი სვანური სახლი თავისი კალო-კარაპანით.

მონასტერში მამა თეოფანემ ორი ბერი მოიყვანა, მაგრამ ისინი ვერ შეეგუვნენ ბერის ასკეტური ცხოვრების წესს და უკანვე გაბრუნდნენ.

მამა თეოფანე აღსრულებულა 1911 წლის 18 იანვარს. თანახმად ანდერძისა, რომელიც რუსულ ენაზე შეუდგენია 1910 წლის 10 იანვარს, ეკლესიის განმგებლობას იგი ავალებს მის გაზრდილ და საყვარელ მოწაფეს, მღვდელ გიორგი პირველს, ხოლო მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას უტოვებს თავის ძმისწულს იოანეს.

ანდერძში მამა თეოფანე ცალკე პუნქტად ითხოვს: "დამასაფლავეთ ჩვენებური წესით და არა სვანური ადათის მიხედვით. არ არის საჭირო ტირილი და ზედმეტი ხარჯი".

მამა თეოფანე დაკრძალეს თავისივე აშენებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის საკურთხეველში. საფლავი და კუბო სიცოცხლეშივე ჰქონია გამზადებული.

1911 წლის "შინაურ საქმეებში" ვკითხულობთ: "განსვენებული თეოფანე კარგი შესაყარი კაცი იყო; თვითონ ბერული ცხოვრების მიმდევარი, სტუმარს უხვად უმასპინძლდებოდა. სანამ ლოგინად არ ჩავარდა, მუდამ ჰყავდა სარჩენად 3-8 სული ქვრივ-ობოლნი და უპატრონონი, ყოველი გაჭირვების დროს მზად იყო მიხმარებოდა გაჭირვებულს. სადა ცხოვრებისა და ჩაცმა-დახურვის მიმდევარი, თავის ჯამაგირიდან სულ ცოტას ხარჯავდა თავისთვის. სვანები "ღმერთა მაარეს" (ღვთის კაცს) ეძახდნენ და დიდ პატივს სცემდნენ. ქართველობაში ნამეტურ სამღვდელოებაში, ბევრი იცნობდა".

- ძალიან მეამაყება, რომ არქიმანდრიტ თეოფანეს და მამა იოანე კორძაიების შთამომავალი ვარ. გადმოცემით ვიცი, რომ ბერი თეოფანე ძალიან ასკეტურად ცხოვრობდა, - მიამბობს ანა კორძაია-სამადაშვილი, - მის სენაკში, გარდა თავისი ძმისწულის, ოსანასი (თავად მამა თეოფანემ დაარქვა სახელი), არც ერთ ქალს არ შეეძლო შესვლა.

ბოლოს მამა თეოფანეს თვალისჩინი წაერთვა. როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი ეწვია, ლოგინად იყო ჩავარდნილი. დაზგა ჰქონდა, ქსოვდა და შრომასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. როდესაც სიკვდილის მოახლოება უგრძნია, ოსანასთვის უთქვამს, - კუთხეში დაჯექი და დამელოდე. სარკმლიდან სინათლე რომ შემოვა და სახეზე დამეცემა, იცოდე, მაშინ ამ ქვეყნიდან წავედი. უმალვე წადი და ჩემი ამბავი ყველას შეატყობინეო. მართლაც ისე მოხდა... მეორმოცე დღეს ფიქალი გადასწიეთ, თუკი მდებარეობა შეცვლილი მექნება, მაშინ გადამალეთ საგანძური და ეს ამბავი არავის უთხრათ. ეს ნიშანი იქნება იმისა, რომ მალე ძალიან ცუდი ძალა მოვა და საგანძური დაიკარგებაო.

სასტიკი ზამთრის პირი ყოფილა, ვერ კრძალავდნენ უამინდობის გამო ბაბუას... მეორმოცე დღეს გადასწიეს ფიქალი. გვერდზე იწვა. ხელები კი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული. მაშინვე გადამალეს საგანძური (ეს საგანძური ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა). მას შემდეგ ამბობენ, ჩვენი გვარის მამაკაცებმა წინასწარ იციან ამ ქვეყნიდან განსვლის დროო. ასე წავიდა ჩემი ბაბუა, არქიმანდრიტ თეოფანეს ძმისწული მამა იოანეც. შვილებს დაუბარა, ყველა მასთან ყოფილიყო იმ დღეს და განუცხადა, - ბედნიერი ვარ, რომ წუთისოფელში შთამომავლებს ვტოვებო, შემდეგ ასულა თავის სენაკში. კედელს მიყრდნობილი გარდაცვლილი უნახავთ.

ბაბუა, მამა იოანე, კარგად მახსოვს, - მიყვება ანა, - საოცარი ხმა ჰქონდა და მისი გალობა ყველას აკვირვებდა. გაღვიძებისთანავე პირჯვრის წერით დგებოდა. თან ამბობდა, - დიდება ამ ახალ დღესო.

მამა იოანე 1986 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ფეხის ტაძარში, სადაც მსახურობდა.

მამა თეოფანეზე ჰყვებიან, - დიდი მლოცველი იყოო. მარხვის პერიოდში მიდიოდა თურმე მურყმელში და თავის პატარა სენაკში განმარტოვდებოდა. სკამზე მჯდომარეს ეძინა. ერთხელ აღმოაჩინა, რომ სარტყელი მწვანე ფერისა იყო, თურმე წელზე გველი შემოხვეოდა. მამა თეოფანეს მისთვის უთქვამს, - შენ შენთვის, მე ჩემთვის და გპირდები, ჩემიანები შენებს არასდროს აწყენინებენო. საოცარია, მაგრამ იმ უნასის უსაშველოდ გრძელი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ იქ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler