გულთა კავშირი
გულთა კავშირი
მსოფლიოში დიდი ხანია უჩივიან შინაგანი გაყინულობის სნეულებას
ერი ღვთისგან დადგენილი ცოცხალი ორგანიზმია და მის სულზეც გვმართებს ზრუნვა და ხორცზეც. სულისა და ზნეობისა კი ბევრი სატკივარი გვაქვს ამ "ოღრო-ჩოღრო და უსწორმასწორო წუთისოფელში".

კითხულობ დედა მარიამის (ჯაფარიძე) დღიურებს და ხედავ, რომ მონათხრობი სცილდება ყოფითობას, რეალობას; ეს უფრო სულის დღიურებია, რეალობის მიღმა არსებულ სინამდვილეში რომ გადაჰყავხარ და მარადისობაზე ფიქრით გახარებს, ჩვენი ცხოვრების წესად და სენად გამხდარი "უნიათობის" მიზეზებს გულწრფელად გიზიარებს და "სიცოცხლისა და სიყვარულის" უზარმაზარ მოთხოვნილებას გიჩენს: "არ მიყვარდა საერთოდ ცხოვრება, რომელშიც მიედინებოდა ჩვენი ყოველდღიურობა. მიყვარდა სიცოცხლე იქ, სადაც იგი ტოვებდა თავის საზღვრებს", "ყოველივე წარმავალი, უდავოდ, მოსაწყენია", "დაუძლურებულია და გაუხამსებული ირგვლივ სიცოცხლე, გამქრალია გულით კავშირების უნარი", "დაჩქარებულ ატმოსფეროში ადამიანი სულსწრაფი და სულმოკლე ხდება", "დამღლელია ენერგიის ხარჯვა იმაზე, რაც უნდა განადგურდეს და სხვა რამით შეიცვალოს", "იკარგება დიალოგის უნარი", "მსოფლიოში დიდი ხანია უჩივიან შინაგანი გაყინულობის სნეულებას"...

ფრაზები დღიურიდან კარგი მაგალითია იმისა, რანი უნდა ვიყოთ და რანი ვართ, გაგულგრილებულთ სათავისო ფიქრები და ოცნებები გაგვჩენია. ჩვენი გულგრილობის გვერდით კი სახლობს ქუჩის საქართველო, მამა-შვილები, თაობები, რომელთა ცხოვრება დინების საწინააღმდეგოდ მიედინება და თუ დღეს მათი ჭირი ჩვენი ჭირი არ გახდა, მათი სატკივარი - ჩვენი ოჯახებისა, ხვალ ვერავითარი ანალიზი ვერ უპოვის ჩვენს ქცევას გამართლებას, ჩვენს მოსაზრებებს ახსნას.

ღმერთი არასოდეს გაწირავს ადამიანს და უამრავ უპოვარ ბავშვსაც დედა მარიამი გამოუგზავნა მფარველად და მზრუნველად. სწორედ გულით კავშირის უნარით შეძლო მან თავის მეგობრებთან ერთად ათობით სიცოცხლისა და სულის გადარჩენა.

ძეგვის გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერი და მისი წინამძღვარი დედა მარიამი ათ წელზე მეტია გამხდარან ბედის ანაბრად მიტოვებული ადამიანების ოჯახიცა და სულიერი ნავსაყუდელიც. მათი წყალობით ბევრი ტკივილი დაყუჩებულა, ბევრი ცოდვაც მადლად ქცეულა.

გონიერი ადამიანისთვის კარგი სულიერი მაგალითია გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერში დატრიალებული მადლი. ამიტომ ვთხოვეთ დედაოს, გაეხსენებინა, როგორ დაიწყო "ქუჩის ბავშვებზე" ზრუნვის რთული გზა, როგორი ცხოვრება განვლეს განსაცდელში მყოფ მოყვასთან ერთად, სად და როგორ არიან დღეს მათი დიდი ოჯახის წევრები.

- 1995 წელს ფერისცვალების დედათა მონასტერს, რომელშიც ვმსახურობდი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაევალა ეზრუნა ქუჩის ბავშვებზე. ისტორიულად, მათზე ყოველთვის მრევლი ან თეთრი სამღვდელოება ზრუნავდა, საზოგადოდ, ეს მონასტრის საქმედ არ ითვლება, მაგრამ იმ დროს საქართველოში სამოქალაქო ომისა და სხვა უბედურებათა გამო ძალიან მძიმე პერიოდი იდგა. შიმშილი, სიცივე, ყველაფერი გაჩერებული... ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ავადმყოფებსაც კი უშვებდნენ. ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ქუჩაში. ვერც საზოგადოება და ვერც ხელისუფლება მძიმე მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა მათზე ზრუნვას. მონასტრისთვის კი მოყვასზე ზრუნვა სულიერი ვალდებულებაა. მონასტერს ამიტომაც უკეთ შეუძლია დაინახოს ერის სატკივარი, თანაუგრძნოს ადამიანებს, - ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა. მას მეტი სიღრმით შეუძლია გასწიოს მოყვასის დახმარების მსახურება. ფაქტობრივად, ის ამ მსახურებისთვის არსებობს. ეს განსაზღვრავს უმთავრესად მონასტრულ მორჩილებასაც.

ფერისცვალების დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა მარიამი (მიქელაძე) გახლდათ. ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, რა სირთულის წინაშე აღმოვჩნდებოდით. არ გვქონდა გამოცდილება ქუჩის ბავშვებთან ურთიერთობისა. არც ის ვიცოდით, როგორ შევკრებდით მათ, წამოვიდოდნენ თუ არა ჩვენთან. გაჩნდა უამრავი კითხვა...

პირველი ბავშვები - მამუკა და შალვა, რომლებიც ხიდისთავიდან იყვნენ, ერთ-ერთმა მონაზონმა იპოვა ქუჩაში და მოგვიყვანა. ბავშვებს უმძიმესი ტრაგედია ჰქონდათ გადატანილი. თბილისში ლუკმაპურის საშოვნელად ჩამოდიოდნენ. არაჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ. ბიჭებმა მოინდომეს ჩვენთან დარჩენა. მოვუარეთ და დავტოვეთ მონასტერში.

შემდეგ სიონის მათხოვრებმა მოგვიყვანეს გოგონა, რომელსაც ფეხი ჰქონდა დამწვარი. სეფსისი ეწყებოდა. მონასტრიდან საავადმყოფოში საოპერაციოდ რომ მიგვყავდა, შემთხვევით მისი ძმა შეგვხვდა, რომელიც დიდი ხნის დაკარგული იყო (დედა ციხეში ჰყავდათ). ბავშვები თურმე ერთმანეთს ეძებდნენ, და აი, ღვთის განგებითა და მოწყალებით, იპოვეს. ბიჭმა მეორე დღესვე მოიყვანა მთელი ჯგუფი ქუჩის ბავშვებისა. ასე გაჩნდნენ ჩვენი ოჯახის პირველი წევრები.

მოდიოდნენ ძირითადად ბავშვთა სახლიდან გაქცეული მოზარდები, რომელთა მშობლებიც უსახლკარონი, უმუშევრები, თვითონაც ბავშვთა სახლის აღზრდილები იყვნენ. ბავშვთა სახლმა ვერ მისცა მათ საცხოვრებელი ბინა, ოჯახები, ფაქტობრივად, ქუჩაში შეიქმნა. ამიტომ მათი შვილებიც მაწანწალობით ირჩენდნენ თავს. უბედურება ერთი თაობიდან მეორეს გადაეცა. ეს ბავშვები ვაკე-საბურთალოს, სოლოლაკი-რუსთაველის ტერიტორიაზე ქუჩაში აღამ-ათენებდნენ.

ახლა უნდა მოგვეძებნა ადამიანები, რომლებიც ამ ბავშვების გვერდით იმსახურებდნენ, რადგან მონასტერში მათი დარჩენა არ იქნებოდა შესაფერი არც მონასტრისთვის და არც მათთვის. გამოჩნდა გიორგი რაზმაძე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელიც ალტერნატიული განათლების გზებს ეძებდა. ის კარგად ხედავდა ბავშვების მოთვინიერება-დამორჩილების ურთულეს გზებს. მასთან ერთად იყო მისი მეგობარი დათო კიზირია. ეს ადამიანები, ქუჩის ბავშვების მსგავსად, მაძიებლური ბუნებით გამოირჩეოდნენ.

დიახ, ქუჩის სამყარო თავისი მაძიებლური ბუნებით საინტერესო ფენომენია. საერთოდ, საზოგადოებისა და სახლის წიაღის დატოვების შემდეგ იწყება ის, რაც ძიების შესაძლებლობას იძლევა. ასე იქცევა ზღაპრის გმირიც. ბოლოს კი ან შინ ბრუნდება, ან მესამე გზას დაადგება. დიდი მწერლების უმრავლესობაც, თუ გავიხსენებთ, შინიდან, საზოგადოებრივი სივრციდან მაძიებლური სურვილით მიდიოდნენ. მაგონდება ჰერმან ჰესე: ადამიანი თავის მაძიებლურ გზაზე, როცა საზოგადოების ბუდიდან ამოვარდება, ან ფრენას სწავლობს, ან იღუპება. ეს საკმაოდ რთული პროცესია. ეს საშიშროება ქუჩის ბავშვებისთვისაც ემუქრებათ. მაგრამ კარგია, როცა მაძიებლობა ნებით არის განპირობებული, ჩვენს შემთხვევაში კი ბავშვებს იძულებით მოუხდათ საზოგადოების ბუდიდან ამოვარდნა. მათ მიერ მოძიებული კი ბოჰემური ცხოვრება და არაჯანსაღი ყოფა იყო. ცხოვრების ასეთი ნირის გამო ისინი თავისუფლების მოჭარბებული სიყვარულითაც გამოირჩევიან და თავდადების უნარითაც, დისციპლინას დამორჩილებულ ადამიანებად ქცევა უჭირთ, თუმცა კარგისა და ცუდის, ცოდვა-მადლის გარჩევის უნარი აქვთ.

ასეთ რთულ ბავშვებთან სამუშაოდ გიორგიმ და დათომ მოხალისეები შემოიკრიბეს. ეს ნამდვილი გმირობა იყო.

ჩემი მოძღვრის, მეუფე დანიელის და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავალებული მქონდა, მეფიქრა იმის შესახებ, რომ გაჩენილიყო მონასტერი, რომელშიც აღდგებოდა საგანმანათლებლო საქმიანობა. მონასტერს ეს ფუნქცია უნდა დაებრუნებინა. ამიტომ მე პედაგოგებთან ერთად დამევალა ამ ბავშვებზე ზრუნვა მონასტრის წიაღში. ეს გახდა პირობა იმისა, რომ შექმნილიყო გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერი.

გიორგი მთაწმინდელმა ცხოვრების ბოლო წლებში, საქართველოში ჩამოსვლისას, პირადად იტვირთა ობლებზე ზრუნვა, მათზე, ვინც იმდროინდელი ომების შემდეგ მიუსაფრად დარჩა. 80 ასეთი ბავშვი წმინდა მამამ თავისთან, ათონის მთაზე წაიყვანა. სწორედ ეს ბავშვები იყვნენ მასთან სიცოცხლის ბოლო წუთებში კონსტანტინოპოლში, როდესაც მან "აწ განუტევე..." იგალობა და გარდაიცვალა. ამის გამო მეოხებას გიორგი მთაწმინდელისგან ვითხოვდი. მეოხებამაც არ დააყოვნა და გამოჩნდა პირველი თავშესაფარი - კრწანისის ტყე-პარკი, სადაც დიდი კარვები გავშალეთ. სახლიც ის იყო და მონასტერიც. თავისუფლებას შეჩვეული ბავშვები ასე უფრო კარგად გრძნობდნენ თავს.

რამდენიმე წლის განმავლობაში მკაცრ დისციპლინას არ ვთხოვდით. მხოლოდ იცოდნენ, რომ უნდა ყოფილიყვნენ ადამიანურები ყველას და ყველაფრის მიმართ.

შემოდგომის პირზე ძეგვში შენობა გვათხოვეს, რომელიც შემდეგ ჩვენი საკუთრება გახდა. დაიწყო სააღმზრდელო პროცესში ბავშვების ჩართვის ურთულესი გზა. ისინი, ფაქტობრივად, მონასტრის წიაღში ცხოვრობდნენ. ღვთისმსახურება მათ თვალწინ აღესრულებოდა. დადიოდნენ წირვებზე, ხშირად ეზიარებოდნენ. აღსარებისას გამოირჩეოდნენ საოცარი გულწრფელობით. ვერ აიძულებდი ვერაფერს, ნებით თუ დაიყოლიებდი.

KARIBCHEპედაგოგების მძიმე შრომის შედეგად რადიკალურად შეიცვალნენ. გაიგეს მადლის - სიკეთის მნიშვნელობა. ეს იყო საოცრად ცოცხალი სამყარო უდიდესი სულიერი სიხარულით, რომელიც მოწყალების, მარადიული სიცოცხლის განცდაშია. ბავშვებს აქვთ უნარი განიცადონ ასეთი სიხარული, ისინი ყოველ წუთს გრძნობდნენ ღვთის უხილავ მფარველობას. ამ სიხარულით გამოწვეულ სულიერ ფუფუნებაში გაიზარდნენ. უტოპია რეალობად იქცა.

სკოლა 1997 წელს გაიხსნა. ბავშვების ნაწილმა სერიოზულ სწავლას მიჰყო ხელი. მონაწილეობას იღებდნენ სამხატვრო გამოფენებში, ალპინიადებში.

ბავშვთა ცენტრის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება და სწორი მიმართულება კი ის იყო, რომ პატარების ოჯახის წიაღში დაბრუნებაზე იზრუნა. ბავშვებმა მოინდომეს მშობლების დაბრუნება და დაიწყეს მათი ძებნა. ეს მოძრაობად იქცა. თუ გვინდა, ბავშვებს შევეწიოთ, მათ მშობლებს უნდა დავეხმაროთ. სწორედ მაშინ მოხდა რეალურად ოჯახების გამოხსნა ქუჩიდან. შეგროვდა უამრავი ადამიანი, საჭირო გახდა მათი სადმე გადანაწილება. გადაწყდა ბედიანში წასვლა. მონასტრის წინამძღვარმა დედა ანტონინამ სიხარულით მიიღო ჩვენი წინადადება. დაიწყო ბედიანში დამკვიდრების პროცესი.

გუშინდელი მაწანწალები საზოგადოების ღირსეული წევრები გახდნენ.

- უამრავი ბავშვი გაიზარდა თქვენს მონასტერთან არსებულ ბავშვთა სახლში. ახლა რა ურთიერთობა გაქვთ მათთან? რა ბედი ელით უკვე სრულწლოვანებს?

- დიახ, ღვთის შემწეობით, ბავშვები დაიზარდნენ. მათ დაამთავრეს კოლეჯები, უმაღლესი სასწავლებლები, აქვთ სპეციალობები. ახლა უკვე მათ დასაქმებაზე ვზრუნავთ. აქ გაზრდილთაგან ერთი მოძღვარია, ორიც - მორჩილი. უმეტესი მათგანი სრულფასოვან, ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბდა. უკვე მეორე წელია საპატრიარქო გამოგვიყოფს გარკვეულ თანხას და დავიწყეთ ბინების შეძენაც ჩვენი აღზრდილებისთვის. ოცზე მეტი ბინა შევიძინეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში: ბედიანში, ურეკში, სამტრედიაში, რუსთავში, მაგრამ ზოგიერთი მშობელი, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, ვერ გაჰყვა შვილებს და აუცილებელი გახდა მათთვის თავშესაფარზე ზრუნვა. ძეგვის ბავშვთა სახლი სარეაბილიტაციო ცენტრად იქცა, სადაც ორმოცი ადამიანი ცხოვრობს - მშობლებიც და შვილებიც, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ თავის რჩენას. ვფიქრობთ ცენტრის გაფართოებასაც. უკვე მიმდინარეობს მშენებლობა. თუმცაღა გვაქვს დიდი პრობლემაც - გულდასაწყვეტია, რომ უშუალოდ მონასტერს არ აქვს შენობა და დღემდე იქ მხოლოდ სამლოცველოა. სასურველია, ღვთის შეწევნით აშენდეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის ეკლესია.

- აღნიშნეთ, რომ, ღვთის სასწაულით, ბოჰემური ცხოვრებიდან გამოსული ადამიანები სრულფასოვანნი, ღირსეულნი გახდნენ, თუმცა ქუჩაში კვლავაც არიან უპოვარი ბავშვები, რომლებიც ოცნებობენ, მათთვისაც მოხდეს სასწაული...

- მონასტერი ჩვენთან გაზრდილი ადამიანებისთვის ნამდვილი ოჯახია და როგორც მშობელი ბოლომდე ზრუნავს თავის პირმშოზე, ჩვენც დღესაც ისეთივე ძალისხმევით ვზრუნავთ მათზე, საზოგადოებაში ბოლომდე მათ დამკვიდრებაზე. მათსა და ჩვენ შორის კავშირი იმდენად ძლიერია, რომ მონასტრიდან გასულნი ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას ჩვენგან ელიან, ჩვენთან ეძებენ თანაგრძნობას, დახმარებას. საქმე ბოლომდეა მისაყვანი. იმედი გვაქვს, წელსაც გამოგვიყოფს საპატრიარქო თანხას, რითაც გავაგრძელებთ ბინების შეძენას. ამიტომ ჯერჯერობით ფიზიკურად ვერ შევძლებთ ახალ წევრებზე ზრუნვას.

"თვალი ხომ არ აღვაპყროთ ზეცისაკენ?" - წერს დედა მარიამი თავის დღიურში. იქნებ მარადიული ღირებულებების წვდომის სურვილმა გაგვათავისუფლოს ზედაპირული სურვილებისა და აზროვნებისგან და დაგვაფიქროს, რომ "თუკი ყველა სხვისი შემწეობით, სხვისი შველით ვიქნებით გამსჭვალული, სხვა ჩვენთვის იქნება, ჩვენ სხვისთვის გვენდომება კეთილი, ეს იგივე თავის შველა გამოდის, თუმცა სხვა ფერით, სხვა წესით, რომელიც უფრო ღვთიურია, უფრო კაცობრივია" (ვაჟა-ფშაველა).

მოამზადა
ბელა ბარკალაიამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler