"არსად მთელ კავკასიაში არ შემიძლია დაგისახელოთ ისეთი ფართო ჰორიზონტი, როგორსაც აქედან ვსჭვრეტდი..."
"არსად მთელ კავკასიაში არ შემიძლია დაგისახელოთ ისეთი ფართო ჰორიზონტი, როგორსაც აქედან ვსჭვრეტდი..."
გურიაში, ოზურგეთის მახლობლად, სოფელ ჯუმათში მდებარეობს ჯუმათის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი, რომელიც VI საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ტაძარი განუახლებიათ XII, ხოლო მოუხატავთ XVIII საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, გურიელების დავალებით, მის მოხატვასა და შეკეთებაში მონაწილეობა მიუღია ჩხარტიშვილების გვარს, რომელიც სოფლის მკვიდრთა უმრავლესობაა და მათი საგვარეულო სალოცავი ჯუმათის მონასტერია. ეს მონასტერი არაერთი ქართველი და უცხოელი მეცნიერისა თუ მოგზაურის ინტერესის საგანი ყოფილა. ცნობები ჯუმათის მონასტრის შესახებ გვხვდება იოჰან ანტონ გიულდენშტედტის, ჟაკ ფრანსუა გამბას, მარჯორი უორდროპის თხზულებებში... მონასტრის აღწერას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი. ჯუმათის მონასტრის ისტორიასა და მის სიწმინდეებზე გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, პროფესორი ცაცა ჩხარტიშვილი.

- ჯუმათის მონასტერი მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს გეოგრაფიაში: "ლანჩხუთის სამხრით წარმოვალს საჯავახოს მთიდამ დასავლეთად, და სადაცა დასწყდების მთა ესე, არს მთის მაღალს თემსა ზედა ეკლესია ჯუმათს, დიდი გუმბათიანი, დიდშენი, მჭვრეტი ზღვისა და გურია-ოდიშისა. არამედ ზამთარ არს გაუსაძლისი და ზაფხულ საამო, მშვენი, კეთილი ჰავოვანია, ზის ეპისკოპოსი, მწყემსი სუფსის მდინარეს და რიონს შორის ადგილთა და არს მთა ესე ჯუმათის ტყიანი, ვენახ-ხილ-მოსავლიანი და ნადირ-ფრინველიანი". საუცხოო სანახაობა იშლება მონასტრიდან. ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე წერს: "მე თითქმის მთელი მხარე მომივლია და უნდა გამოგიტყდეთ, რომ არსად მთელ კავკასიაში არ შემიძლია დაგისახელოთ ისეთი ფართო ჰორიზონტი, როგორსაც აქედან ვსჭვრეტდი... ჩემ წინ გადაშლილიყო, ასე ვთქვათ, კავკასიის მთელი დასავლეთი ნაწილი: ჩრდილოეთით გიგანტური ცენტრალური ქედი ყველა მისი მარად ჭაღარა მწვერვალით, იალბუზით დაწყებული და ყაზბეგით დამთავრებული, ქედი, რომელზეც მე ადვილად ვარჩევდი ყოველ ჩემთვის ნაცნობ მწვერვალს, ყველა ნაცნობ ხეობას, ხოლო ქვემოთ კიდევ უფრო ცხადად ვხედავდი ენგურის, ხობის, ტეხურის, ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს: აღმოსავლეთით - ქართლ-იმერეთის დაბალ ქედს, სამხრეთით - აჭარა-ახალციხის ქედს მისი თოვლიანი მეფის წყაროთი, ზოტიმერიითა და სომლიით, ხოლო მათ ქვემოთ გურიის მთელ ტალღოვან ზედაპირს; შემდეგ ბათუმის უბეს; შორს, ბათუმის იქით - ტრაპიზონის სანახებს, ხოლო უფრო შორს თეთრად შემოსილ პონტოს ანუ ლაზისტანის მთებს; დასავლეთით - შავი ზღვის მთელ აღმოსავლეთ ნაწილს მისი კონცხებითა და ყურეებით და მისი ახალი ზღვისპირა ქალაქ ფოთით და მის მეზობლად გადაშლილ პალიასტომს... შავი ზღვა შორ მანძილზე ჩანდა და მის გლუვ მოლურჯო ზედაპირზე არც ერთი გემი და ბარკასი არ ეპარებოდა თვალს".

ჯუმათის მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. იგი ჯუმათის საეპისკოპოსოს მთავარ ტაძარს წარმოადგენდა. თავად ჯუმათის საეპისკოპოსო, როგორც სხვა ეპარქიები გურიაში (შემოქმედი, ხინო), XV საუკუნეში დაარსებულა. საეპისკოპოსო მდინარე სუფსის სოფლებსა და აქ არსებულ ეკლესიებს აერთიანებდა. ჯუმათში საეპისკოპოსო კათედრის დაარსებამდე, როგორც ამბობენ, მოქმედებდა მონასტერი, რომელიც ოდესღაც საეპისკოპოსო ტაძარი და მამათა მონასტერი იყო. მანამ მონასტრის მშენებლობას დაიწყებდნენ, ყველაზე მაღალი მწვერვალის გარშემო რიყის ქვით ამოუყვანიათ გალავანი. დაახლოებით 15-20 მ სიმაღლის შემდეგ სწორ მოედანზე აუგიათ ტაძარი, რომელიც გუმბათიანი ნაგებობა არასოდეს ყოფილა, არამედ ბაზილიკური ტიპისა გახლდათ. ასეთივეა იგი გამოსახული ლიხთიმერეთის 1737 წლის რუკაზე. მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. ქედის აღმოსავლეთით აუგიათ სამრეკლო, რომელიც კეტავდა მონასტერს. სამრეკლოს ქვეშ მონასტერში შესასვლელი გზა მიდიოდა, რომელიც მძიმე ალაყაფის კარებით და შიგნიდან ურდულით იკეტებოდა. მხოლოდ ეს იყო მონასტერში შესასვლელი. ახლა სამრეკლოს ზედა ნაწილი დანგრეულია. იგი ექვსსარკმელდატანებული, გუმბათიანი, ქვით ნაშენი ნაგებობა ყოფილა. 1847 წელს ტაძარი რუხი პორფირის ქვით მოუპერანგებიათ. სამხრეთიდან კი მიუშენებიათ ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერი. სამრეკლო თავად მთავარი ტაძრის დასავლეთ ფასადზეც არის მიშენებული. იგი 1904 წლის ნაგებობაა, რასაც მხედრული წარწერა გვაუწყებს: "1904 წ. ხელობა ივანე მენაბდისა არქიმანდრიტი
ა. გერასიმე დარჩიასაგან". მოგვიანებით მონასტრის მთავარ შენობაზე მთავარანგელოზის ეკლესია მიუშენებიათ.

- როგორც ცნობილია, ჯუმათი იყო მდიდარი საკათედრო ადგილი გურიის ეპისკოპოსთა, ის დიდძალ უძრავ მამულსა და ძვირფას ხატებს ფლობდა. რუსმა მოხელეებმა და საეკლესიო პირებმა, შემდეგ კი კომუნისტებმა მონასტერი პირწმინდად გაძარცვეს...

- XIX საუკუნის II ნახევარში ქართული ისტორიული მეცნიერებისა და "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი" და "საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო" საზოგადოებების, საეკლესიო მუზეუმის თაოსნობით გაშლილი ფართო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად მეტ-ნაკლებად ცნობილია, რა სიძველეებსა და სიწმინდეებს ფლობდა საქართველოს ეკლესია. ავბედითი დრო-ჟამისა თუ ჩვენი დაუდევრობის გამო ბევრი რამ განადგურდა. ამ ვითარებას ვერც გურია გადაურჩა. გურიის მხარის არქეოლოგიური კვლევა-ძიების ერთ-ერთ პირველ სერიოზულ მკვლევარს, ცნობილ ისტორიკოსს დიმიტრი ბაქრაძეს 1873 წელს გურიასა და აჭარაში მოგზაურობისას ბევრი რამ უკვე განადგურებული და დაკარგული დახვდა, მათ შორის ჯუმათის მონასტრის მთავარანგელოზთა ხატების მინანქრის მედალიონები. ისინი ჯერ რუსი კოლექციონერების, შემდეგ კი ნიუ-იორკის, სანკტ-პეტერბურგის, კლიუნისა და სხვა მუზეუმებში აღმოჩნდა. 1880 წელს ჯუმათის მონასტრიდან სარესტავრაციოდ წაუღიათ ორი ძვირფასი ხატი და უკან აღარ დაუბრუნებიათ. წმინდა გიორგის და მიქაელ მთავარანგელოზის ხატებზე, სამწუხაროდ, მხოლოდ ცნობები შემოგვრჩა. წმინდა გიორგის ხატი 1889 წლამდე ტაძარში იყო. იგი ძველი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიწმინდე ყოფილა. თვითმხილველის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ "სიმაღლე წმინდა გიორგის ხატისა ერთ არშინამდეა, სიგანე - ნახევარ არშინზე მეტი. იგი გაკეთებულია ოქროსაგან. სავარაუდოდ, განეკუთვნება XI-XII საუკუნეების ხელოვნებას". მთავარმოწამე ხატზე სრული ტანით, ფარით ხელში იყო გამოსახული, უცხენოდ. ხატი ერისთავთერისთავ ვარდან ვარდანის ძის შეწირულობა ყოფილა, რასაც ხატის წარწერაც იუწყებოდა. ხატის სტილი წინ უსწრებს გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგის კომპოზიციას. ეს ხატი 1921 წელს, სხვა სიძველეებთან ერთად, მონასტრის გაძარცვისას დაიკარგა. მისი ორი ფრაგმენტი თბილისის ბაზარზე კერძო პირისაგან შეუძენიათ და ამჟამად ერმიტაჟში ინახება.

ჯუმათის სიძველეებს შორის უნდა დავასახელოთ მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი; გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი უამრავი ძვირფასი თვლით შემკული, თავისივე ვერცხლის კუბოთი; მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდის ირგვლივ 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა. ხატის კარედზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა მოღვაწეობის სცენები იყო გამოხატული; მარეხ ანთიძის შეწირული მაცხოვრის მოოქრული ვერცხლის ხატი, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებით; გიორგი გურიელის, მისი ძმის ლომასა და მეუღლის ადასუჯანის მიერ შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი; კახაბერ გურიელის მიერ შეწირული გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი; ეს ორი ხატი განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო. ჯუმათის მონასტრის კუთვნილი ერთი ხატი 1910 წლის ექსპედიციისას უნახავს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს სვანეთში. წმინდა გიორგის ქვის ეკლესიაში ძველი ხატები და ჯვრები ერთ კუთხეში ყოფილა მიყრილი. წმინდა ექვთიმეს თითოეული მათგანი გამოუტანია გარეთ, გაუსინჯავს და ფოტოები გადაუღია. მათ შორის ყოფილა ერთი ხატი ჯუმათის მონასტრიდან. ა. ხახანაშვილის ცნობით, ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა, 2 მ სიმაღლის საწინამძღვრო ჯვარს, ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. მასზე გამოსახული იყო ნათლისღების, ხარების, ჯოჯოხეთის დათრგუნვის კომპოზიციები, ასევე მთავარანგელოზი მიქაელი. ძვირფასი თვლებით შემკული ჯვარი მონასტრისთვის გიორგი გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ XVIII საუკუნეში. ისტორიკოს ჯიბო ლომაშვილს 1966 წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში უნახავს ორი ხატი წარწერით: "ხატი ჯუმათიდან", რომლებიც ფოტოგრაფ საბან გუსს მოუპარავს. დღეისათვის ტაძარში აღარც ძველი წარწერებია შემორჩენილი. არსებობს მხოლოდ ნაწილობრივ წაშლილი გურიელის ფრესკები.

- ჯუმათის მონასტერი საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვანი კერაც იყო...

- ჯუმათის მონასტრის მამასახლისს, ნიკოლოზს კლარჯეთიდან 5 ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთ-კანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნიკოლოზ ჯუმათელი XV-XVI საუკუნეების მოღვაწე უნდა იყოს. კლარჯეთის მონასტრიდან წიგნების წამოღება გამოწვეული უნდა ყოფილიყო ამ მხარეში თურქთა განუწყვეტელი თარეშით. 1873 წელს დ. ბაქრაძემ ჩოხატაურის რაიონში მდებარე უდაბნოს მონასტრის ბიბლიოთეკაში ნახა ადიშის მრავალთავი, რომელიც, როგორც ჩანს, XVII საუკუნეში გადმოუტანიათ სვანეთიდან. მასთან ერთად მეცნიერს უნახავს იოანე ოქროპირის თარგმანება და მეტაფრასი ანუ წმინდანთა ცხოვრება, ძვირფას ეტრატზე ხუცურით შესრულებული ხელნაწერი. 1920 წელს მრავალთავი უდაბნოს მონასტრის ბერებმა დაუთმეს ა. შანიძეს. ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის. ჯუმათის მონასტერთან გახსნილი იყო სასულიერო და ჭედური ხელოვნების სკოლები. აქვე იმართებოდა ბაზრობა. თვით სახელწოდება ჯუმათი - ბაზრობით განთქმულ ადგილს ნიშნავს.

- როდის გაუქმდა ჯუმათის საეპისკოპოსო კათედრა და შემდეგ როდის დაიბრუნა კვლავ თავისი ფუნქცია ჯუმათის მონასტერმა?

- 1827 წელს მიიცვალა უკანასკნელი ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იგი გურიის ეპარქიას განაგებდა 1814-1827 წლებში, რადგან 1794 წლიდან შემოქმედის ეპარქია დაქვრივებული იყო), რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. ბერები "მონასტრიდან გავიდნენ და დარიგდნენ სამრევლოს ეკლესიებზედ". 1833 წლის მონაცემებით "ჯუმათის ეპარქიაში ითვლებოდა ორი არქიმანდრიტი, ერთი იღუმენი, 11 ბერ-მონაზონი, 77 მღვდელი, 40 დიაკონი და 32 ეკლესია-მონასტრის საერთო დაქვემდებარებაში ყოფილა 240 კომლი". 1844 წელს, ეგზარქოსის გადაწყვეტილებით, ჯუმათის საეპისკოპოსო კათედრა დახურეს. ამავე წელს შეიქმნა გურიის ეპარქია. ეგზარქოსის ბრძანებით, გურიის საეპისკოპოსო კათედრად დადგენილ იქნა ჯუმათის მონასტერი. გურიის მწყემსმთავარი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში. კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. იგი 1959 წელს გარდაიცვალა. მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იდგა; საწვრთნელი ვარჯიშისას თუ სპეციალურად ნასროლი ქვემეხის ჭურვით დაინგრა მონასტრის სამრეკლო. XX საუკუნის 80-იან წლებში აქ პიონერთა ბანაკიც იყო. სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა. მონასტერი აკურთხა ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე). ჯუმათის მონასტერმა თავისი ფუნქცია დაიბრუნა და ძველი კულტურის ძეგლიდან კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო კერად იქცა, კვლავ აღორძინდა ბერმონაზვნური ცხოვრება. ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი შედგება: მთავარანგელოზთა მთავარი ტაძრისაგან, რომელზე მიდგმული მცირე ზომის ეკვდერიც დღეს ხარების სახელზეა ნაკურთხი. 1998 წელს არქიმანდრიტ ანდრიას (კბილაშვილი) თაოსნობითა და შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით აიგო მირქმის პატარა, ცილინდრული ტაძარი. 1998 წლიდან ჯუმათის მონასტრის წინამძღვარი მამა მიქაელია (მეგენეიშვილი). მან ჯუმათში დიდი მადლი და სულიერება მოიყოლა, ბევრი ბერ-მონაზონი აღზარდა, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოიყოფა მამა მარკოზი, რომელიც ახლა ჩოხატაურის რაიონის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარია. მონასტერში ცხოვრობენ მღვდელმონაზვნები და მორჩილები, რომელთა მიმართ ჯუმათის მოსახლეობა დიდი სიყვარულით, იმედითა და პატივისცემით არის განმსჭვალული. მონასტერი მოსახლეობის მფარველია. სოფელიც მხარში უდგას, ეხმარება მონასტერს. მამა მიქაელი მადლიერებით საუბრობს თავის მრევლზე, მათზე, ვინც ჯუმათის მონასტერს თანადგომას არ აკლებს, ძეგლთა დაცვის სამსახურზე, ბიძინა ივანიშვილის ფონდზე, რომან მელიაზე და სხვებზე.

- გვიამბეთ ჯუმათის მონასტრის ეზოში ბოლო დროს მომხდარი აღმოჩენების შესახებ...

- 2006 წლის ივლისში, სამრეკლოს რესტავრაციის დროს, აღმოაჩინეს 15 ადამიანის ნეშტი. საოცარი ის არის, რომ ძვლებს დაზიანების არავითარი ნიშანი არ აქვს. არ ჩანს რაიმე ნივთი ან სამოსის ნაშთი, რომელიც ნათელს მოჰფენდა წარსულს, გაარკვევდა ეპოქას. ერთ-ერთი მიცვალებულის ჩონჩხი დამჯდარ მდგომარეობაშია აღმოჩენილი. სავარაუდოა, რომ ეს იყო მოულოდნელი თავდასხმა, რაც, შესაძლოა, ძარცვას და მონასტრიდან განძის გატანას უკავშირდებოდეს. საჭიროა ყველაფერი სპეციალისტებმა გაარკვიონ. არქეოლოგები და ანთროპოლოგები თავდაპირველად საუკუნეს დაადგენენ, რაც, თავის მხრივ, ისტორიის აღდგენას გააიოლებს. უხუცესთა გამოკითხვამ შედეგი ვერ გამოიღო. სოფელში გადმოცემითაც არავის ახსოვს მონასტერში ხალხის დაღუპვის ამბავი. დღეს განსაკუთრებით სჭირდება ჯუმათის მონასტერს მეცენატთა დახმარება, რათა დაფინანსდეს არქეოლოგთა და ანთროპოლოგთა ექსპედიცია, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს ქართული სულიერების ამ ერთ-ერთ უძველეს კერაში დატრიალებულ ტრაგედიას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler