მათი გულიდან წამოსული და სიტყვით გამოთქმული სინანული არც მოჩვენებითია და არც ვალის მოხდის მიზნით ნათქვამი
მათი გულიდან წამოსული და სიტყვით გამოთქმული სინანული არც მოჩვენებითია და არც ვალის მოხდის მიზნით ნათქვამი
"ღმერთმა დაუშვა ის, რომ ჩემებურად, მცდარად მეცხოვრა და მერე შემედარებინა ჩემი წარსული და აწმყო"
ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით 18 000-ზე მეტი პატიმარია. ქრისტიანისთვის ერთ-ერთ სათნოებად პატიმრის მონახულება და მისთვის ლოცვაა მიჩნეული. მაცხოვარი ხომ ბრძანებს, საპყრობილეში ვიყავი და არ მომინახულეთო. ზოგიერთი პატიმარი, მიუხედავად მძიმე სულიერი განსაცდელებისა, იმედიანად Aშეჰყურებს მომავალს. უმეტესობას კი ძალიან სჭირდება დახმარება.

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, 1998 წლიდან საპატრიარქოში არსებობს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის განყოფილება. ყველა საპყრობილეში შედიან დადგენილი მოძღვრები, რათა ანუგეშონ პატიმრები, დალოცონ, რწმენა და იმედი გაუღვიძონ. სულხან-საბას მიხედვით, იმედი გულის დადებას, მინდობას ნიშნავს. მოძღვრის მოღვაწეობის უმთავრეს მიზანსაც სწორედ ეს შეადგენს. მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ, მამა გიორგი თევდორაშვილმა, ერთხელ განაცხადა: "პატიმრობაში მყოფი ადამიანები ჩვენგან, მოძღვრებისაგან, პირველ რიგში სულიერ თანადგომასა და ნუგეშს ელიან. მათ არ სძინავთ ნორმალურად, არ იკვებებიან შესაბამისად, მაგრამ სულიერ საზრდოს, კერძოდ, აღსარებას, ზიარებას, სასულიერო ლიტერატურის გაცნობას ითხოვენ. ისინი ხშირად მატერიალურზე მაღლა დგებიან და სულიერ ფასეულობებს ეძებენ". პატიმართაგან ბევრი სიამაყით აღიარებს, რომ ციხეში ყოფნა მისთვის უფლის პოვნის დასაბამად იქცა. უფალთან ურთიერთობამ კი მათ რწმენა, იმედი და სიყვარული გაუღვიძა.

ინტერვიუ ვთხოვეთ თბილისის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურს ზურაბ მჭედლიშვილს, რომელიც ასევე ქალაქ რუსთავის სასჯელაღსრულების დეპარტამეტის #6 საპყრობილის სამლოცველოში მსახურობს.

- მამა ზურაბ, რა ფაქტორები უწყობს ხელს დამნაშავე ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებას და რა როლი ეკისრება ეკლესიას დანაშაულთან ბრძოლაში?

- პირველი და არსებითი არის ადამიანური ბუნების მიდრეკილება უკეთურებისაკენ, რასაც მეტ-ნაკლებად ყველა განიცდის. ეს მოვლენა კაცობრიობის მთელ ისტორიაზე აისახება და ნათლად იჩენს თავს უამრავი ომის, კონფლიქტის, ტერორისტული აქტების სახით. ამავდროულად, ძალადობის უამრავი მაგალითი პირად ურთიერთობებშია. ყოველივე ამას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში და შესაბამისად, დიდ ძალმოსილებას მოითხოვს ამგვარი ურთიერთობების თავიდან ასაცილებლად.

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მრავალი ინსტიტუტია ჩართული, როგორც სამართლებრივი, ასევე საზოგადოებრივი, უპირველეს ყოვლისა კი ეკლესია, რომელიც არსით ოდითგანვე უპირისპირდება ბოროტებას. ძალზე მნიშვნელოვანია აგრეთვე შემოქმედებითი სფეროს როლი, რომლის დანიშნულებაც სწორედ რომ კაცთმოყვარეობაა, რაც ასე ბუნებრივია ადამიანისთვის. სამწუხაროდ, ადამიანის გადაწყვეტილება ხშირად სრულიად საპირისპიროა და ისეთი, რასაც საკუთარ თავს არასდროს უსურვებდა, რადგან არც ერთ ჩვენგანს არსებითად არ გვაქვს ცუდად ყოფნის, ტკივილისა და ტანჯვის სურვილი.

- რით აიხსნება დღეს საქართველოში მნიშვნელოვნად გაზრდილი დამნაშავეთა რიცხვი, და საერთოდ, რით უნდა აიხსნას დანაშაულის წარმოშობა?

- ათეისტურმა გარემომ, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა საქართველოში, რელიგიის დევნამ და უღმერთო პიროვნებად ჩამოყალიბებამ გამოიწვია ადამიანის ეგოცენტრულობა, უმოწყალობა, დაუნდობლობა. მას პატიება აღარ შეუძლია და მისი გადაწყვეტილება დამღუპველია როგორც სხვისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა სამოქალაქო ომის პირმშოა, ჩვენი ქვეყანა კი დღემდე ვერ გამოსულა საომარი მდგომარეობიდან. ბოლო ცხრამეტი წლის განმავლობაში ჩვენში ხშირი იყო ძალადობა, მტრობა და რა გასაკვირია, რომ მოზარდთა უმრავლესობა გარემოს მსხვერპლია. ეს ჩვენი დღევანდელი ყოფის ტრაგედიაა. თუმცაღა უფლის უსაზღვრო სიყვარულისა და მისი მიუწვდომელი სიბრძნის შედეგად ადამიანის ბუნებას ერთი არსებითი რამ აქვს მინიჭებული: თავისი უკეთური საქციელის სრულად განცდა მას მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც საკუთარ თავზე განიცდის ამ მოქმედების შედეგს, როგორც ეს ადამის შემთხვევაში მოხდა. მან თეორიულად იცოდა, რა იყო ბოროტება, რომ არ უნდა ეგემა ნაყოფი აკრძალული ხისა ანუ თავის თავში არ უნდა განეხორციელებინა ურჩობა ღვთისა, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, რაც გახდა იმის გაცნობიერების მიზეზი, თუ რამხელა სიკეთე და სიყვარული დაკარგა სამოთხიდან გამოძევების შემდეგ, რასაც მისი უდიდესი სინანული მოჰყვა. ამ გზას გადის ყოველი ადამიანი. დანაშაულის ჩადენის მომენტში ის ცოდვის მდგომარეობაშია, მთლიანად ვერ განიცდის, თუ რა ტკივილს მოუტანს მას საკუთარი გადაწყვეტილება, რა დაღს დაასვამს მის შემდგომ ცხოვრებას. ის მოტყუებულ მდგომარეობაშია. მხოლოდ შედეგის ხილვის მერე ეწყება განცდა სულიერი ტკივილისა. თუმცა ესეც პიროვნულია. ზოგს ამგვარი რამ მალევე ეწყება, ზოგს კი უფრო გვიან. სწორედ ეს არის უფლის მიერ მოცემული კიდევ ერთი შესაძლებლობა ადამიანის თავისკენ მობრუნებისა, მისი დიდი შეცდომაც ისევ ადამიანის სასიკეთოდ და მისი ხნისთვის გამოიყენოს. თუ მონანული დაუთმობს უფალს თავის სულს, მისთვის სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყება. ადამიანში, როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს, ღვთის ხატება სრულად მაინც არ წაიშლება. პატიმრებში ზოგჯერ ისეთ ნიჭს აღმოაჩენ, რომ გაოცდები.

- ძალზე გახშირდა მოზარდთა დამნაშავეობა. ეს აღზრდაში დაშვებული შეცდომების ბრალიც უნდა იყოს...

- თითოეულ ადამიანს სამყაროს მიმართ თავისებური დამოკიდებულება გვაქვს. ყველა ერთნაირად არ აღიქვამს არსებულ ყოფას და ვერც ერთნაირი რეაქცია ექნება ამა თუ იმ საკითხზე. ყოველივე ეს ბავშვობიდანვე შეიგრძნობა. ამიტომ ხშირია, როცა ბავშვებს ერთსა და იმავე საკითხთან სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. გარდატეხის ასაკში პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბება იწყება. მატულობს ღირსების გრძნობა, ამ დროს უფრო რთული ხდება მოზარდი. ყოვლად დაუშვებელია ასეთ ვითარებაში დასჯის პოლიტიკური მეთოდის გამოყენება. უფროსმა, მშობელი იქნება ის, მასწავლებელი თუ სხვა, საუბრით, შეგონების საშუალებით უნდა აუხსნას ყველაფერი.

არსებითი და მნიშვნელოვანია ბავშვობიდანვე მოძღვართან სიახლოვე. თუ ადამიანს თავიდანვე ღვთისა და მოყვასის სიყვარული არ უდევს საფუძვლად, აუცილებლად არასწორად განვითარდება და ეს ოდესმე იჩენს თავს სხვადასხვა დანაშაულის სახით. ბავშვი რომ ადრეული ასაკიდან მივაჩვიოთ ეკლესიურ ცხოვრებას, მშობლები უნდა ცხოვრობდნენ ქრისტიანულად, რადგან მისთვის პირველი მაგალითი და ავტორიტეტი სწორედ მშობელია. ჩვენი დღევანდელი ყოფა მეტისმეტად მძიმეა, სატელევიზიო არხების საშუალებით ძალადობის უამრავი მაგალითი მიეწოდება ადამიანს, ამიტომ მოზარდიც თანატოლებში თვითმყოფადობის დასამკვიდრებლად აგრესიას მიმართავს, რადგან გარემო სიყვარულის, პატივისცემის, მეგობრობისგან დაცლილია. ამას დანაშაულისკენ მიჰყავს ადამიანი, დანაშაულს კი - ციხეში. აქ მოხვედრა თავის დაღს ასვამს ადამიანს. შემდგომში მის მიმართ სრულიად სხვა დამოკიდებულება უყალიბდება საზოგადოებას, გაურბის მასთან ურთიერთობას და ამგვარად იგი გარიყული რჩება. მას საზოგადოებისადმი პროტესტის გრძნობა უჩნდება, რაც ისევ დანაშაულისკენ უბიძგებს და კვლავ ციხეში ხვდება. ციხე ადამიანს აქტიური ცხოვრებისაგან ზღუდავს და იგი საკუთარ თავთან მარტო რჩება. მას მეტი დრო რჩება თავისი საქციელის გასაანალიზებლად. ამ დროს ღვთის მოქმედება აშკარად ჩანს, რადგან პატიმრებს ეწყებათ სინანულის მძაფრი განცდა, ითხოვენ მოძღვართან ხშირ შეხვედრას, საუბარს, აღსარების თქმას. ბევრი მადლიერიცაა, რომ ციხეში მოხვდა, რადგან სხვანაირად ვერ შეიცნობდა უფალს.

- #6 საპყრობილეში, სადაც თქვენ შედიხართ, ბევრი სამუდამო მსჯავრდადებულია, არიან ისეთებიც, რომლებიც 24-25-წლიანი სასჯელს იხდიან. როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ეკლესიასთან, მოძღვართან?

- ამ ადამიანების აღსარება ისეთი ცოცხალი რწმენითა და განცდითაა ნათქვამი, მრევლში რომ ერთეულებს გააჩნიათ. მათი გულიდან წამოსული და სიტყვით გამოთქმული სინანული არც მოჩვენებითია და არც ვალის მოხდის მიზნით ნათქვამი. ჩემმა სულიერმა შვილმა, მამუკა რატიშვილმა ასეთი წერილი მომწერა: "ჩემო სულიერო მოძღვარო, ღმერთმა დაგლოცოთ... მინდა გაგიმხილოთ, რაც ასე მტანჯავს და მაწვალებს. მთელი ჩემი ცხოვრება ცოდვებით არის დამძიმებული, სულ თითებზე ჩამოსათვლელი იქნება ის შეცოდებანი, რომლებიც მე არ ჩამიდენია. ათეისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეკლესიაში ან ვინმეს დასანახად შევდიოდი, ან ისეთ შემწეობას ვთხოვდი უფალს, რაც არ უნდა მეთხოვა. დროდადრო სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, მაგრამ ამქვეყნიურ სიამეებს აყოლილი მის ჩახშობას ვცდილობდი. ვქურდობდი, ვლოთობდი, უწესოდ ვცხოვრობდი, ვავაზაკობდი და არ ვფიქრობდი, რომ ადამიანი მხოლოდ ამისთვის არ იყო მოვლინებული. ერთი პერიოდი მონასტერში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულით სურდათ ჩემი სიკეთე, არ უნდოდათ, რომ ავაზაკურად მეცხოვრა, მაგრამ ისინი არაეკლესიურნი იყვნენ და თანადგომა არ გამოიჩინეს ჩემი გადაწყვეტილებისადმი. მე ისევ ძველ გზას დავადექი...

პეტრეპავლობის მარხვა მოდიოდა, როცა საეკლესიო ჟურნალ "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემოგვიგზავნეს. წასაკითხი არაფერი მქონდა და ვიფიქრე, დროს მოვკლავ-მეთქი. დღესაც არ ვიცი, რა იყო ის, რამაც გული და სული შემიძრა... უფალმა სწორედ ის მომივლინა, რაც ასე მჭირდებოდა. მარხვას შევუდექი და მოწევას თავი დავანებე. ლოცვა დავიწყე. არ სჯეროდათ ჩემი, რომ მართლა გულით ვლოცულობდი... ლოცვის დროს ვტიროდი, მაგონდებოდა განვლილი ცხოვრება და მრცხვენოდა... ერთდროულად ამომიტივტივდა ყველაფერი: როგორ განვიკითხავდი, როგორ დავცინოდი, ზემოდან დავყურებდი სხვებს, როგორ ვაგინებდი და შეურაცხვყოფდი მშობლებს... დედას, რომელიც დარსა თუ ავდარში მოდიოდა ციხეში, ჩემთვის რაიმე რომ შემოეგზავნა... მე ცოდვილს კი სხვისი ტანჯვის და შეურაცხყოფის მეტი რა მაქვს გაკეთებული? მრცხვენია, თურმე ამაოდ მიცხოვრია. არადა, უწინ ვამართლებდი ჩემს ცხოვრებას. მენანება ის წლები, მეცოდება ჩემი თავი და ვკითხულობ - რატომ არავინ გამოჩნდა ჩემს დასახმარებლად? ესეც უფლის ნება იყო და იმიტომ. ღმერთმა დაუშვა ის, რომ ჩემებურად, მცდარად მეცხოვრა და მერე შემედარებინა ჩემი წარსული და აწმყო.

პირველად პეტრეპავლობის მარხვაში შეგხვდით. დამლოცეთ და როდესაც ოლარი გადამაფარეთ, ვერ აგიხსნით, რა გრძნობა დამეუფლა. ალბათ გახსოვთ ჩემი პირველი აღსარება - ცრემლს ვერ ვიკავებდი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ლაპარაკი აღარ შემეძლო. მხოლოდ თქვენ გხედავდით, მამაო. შვება ვიგრძენი. ბევრს ჰგონია, იმიტომ შევიცვალე, ასე რომ მიჭირს ციხეში. მე აქ მესამედ ვარ და მშვენივრად ვიცი აქაური ცხოვრება. ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე, არჩევანის წინაშე დამდგარი როგორ მოვიქცეოდი, რომ ეთქვათ ჩემთვის - გაგიშვებთ და სხვებივით იცხოვრეო... ჩემი ერთადერთი სურვილია, აქედან გასული მონასტერში წავიდე. უფლის გზანი შეუცნობელია, თუ ღირსი ვიქნები, ალბათ ღმერთი დაუშვებს ამას და შევძლებ, რომ ცოდვით დამძიმებული სული გადავირჩინო, ღმერთს ვემსახურო და ვიცხოვრო ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც იესოს სახეა მიწაზე. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ინება, ამდენი ხნის შემდეგ მეგრძნო მისი მადლი და გზის სისწორე, რომელიც სულის გადარჩენაში დამეხმარება.

ისიც უფლის ნება იყო, რომ ჩემმა ახლობელმა "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემომიგზავნა. ერთ-ერთ მათგანში ლარგვისის მონასტერი აღმოვაჩინე და გავიფიქრე, სასჯელს რომ მოვიხდი, იქ წავალ-მეთქი. პატარა არ ვარ, რომ ვერ განვსაზღვრო ის, თუ რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს ამ გზაზე, ეს ვინმეს აყოლით არ გადამიწყვეტია. ისიც კარგად ვიცი, რომ მძიმე ჯვარი იქნება ეს ჩემთვის. ამიტომ ძალიან მინდა ეს დრო, ვიდრე ციხეში ვარ, უფლის შეწევნით და თქვენი დახმარებით მაქსიმალურად გამოვიყენო, ვისწავლო და გავიგო ის, რაც მონასტერში გამომადგება.

ახლა ძალიან მიჭირს. ისიც კარგად მესმის, რომ ხშირად ვერ ახერხებთ ჩვენთან, თქვენს სულიერ შვილებთან ციხეში შემოსვლას. არადა, როგორ მინდა, ხშირად მოდიოდეთ. თქვენი დანახვა ყოველთვის მამშვიდებს. ხშირად ლოცვა მიჭირს, ყურადღება მეფანტება, მაგრამ ვიხსენებ თქვენს დარიგებას და თავს შევუძახებ ხოლმე - გაუძელი!

ჩემო მოძღვარო, ილოცეთ ჩემი ტანჯვითა და ცოდვებით დამძიმებული სულისთვის. ღმერთი იყოს თქვენი ოჯახისა და მრევლის მფარველი!"

- ამ წერილის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ განსაცდელს, ტკივილს ზოგჯერ განმწმენდელი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქაც ინდივიდუალური ფაქტორებია გასათვალისწინებელი. ალბათ მნიშვნელობა აქვს, რა სახის დანაშაულისთვის იხდის ადამიანი სასჯელს, როგორია მისი მსოფლმხედველობა, როგორ გარემოში აღიზარდა და ა.შ. ხომ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ტკივილი და ტანჯვა უფრო აბოროტებს კაცს, ასასტიკებს, ასეთებს ალბათ სინანულის განცდაც ნაკლებად აქვთ.

- მოძალადის ფსიქოლოგიაში ვითარდება და მკვიდრდება იმგვარი აზროვნება, რომ მას ძალუძს სხვისი მოქმედების სიმცდარისა თუ ჭეშმარიტების განსაზღვრა. ამგვარნი საკუთარ თავს გარკვეულ ავტორიტეტებად აყალიბებენ, თავიანთი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე ჭეშმარიტებად მიაჩნიათ, თავს უფლებას აძლევენ, მისი აზრის პატივისცემა მოითხოვონ და ამას ძალადობით ცდილობენ.

ადამიანი, როგორც ღმრთის ქმნილება და ხატება, კოსმოსის მეუფედაა შექმნილი. ყოველი ჩვენგანი საკუთარ თავში მეუფებრიობას ატარებს, მმართველად, განმგებლად განიცდის თავს. თუ ამ უნარს ღვთისა და კაცის სიყვარული არ ავსებს, ის უცილობლად მრავალნაირი ძალადობის სახით ყალიბდება და ადამიანი მეუფებრიობას სიკეთის ქმნისთვის კი არ იყენებს, არამედ საკუთარი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად. არ შეუძლია საწინააღმდეგო აზრის მოსმენა, შენიშვნას ღირსების შელახვად აღიქვამს, რასაც ხშირად ძალადობით ახშობს. თუ ძალიან გვიან, მაგრამ მაინც მოხდა მათი შემობრუნება, ეს ღვთის განუზომელი მადლის მოქმედებაა და სასწაულის ტოლფასი. რაც უფრო მეტად დაცემულია ადამიანი და გაუკუღმართებულია მისი მეუფებრიობა, მით უფრო მეტად ამარცხებს ბოროტს უფალი.

- სამუდამო პატიმართა სულიერი მდგომარეობა ახსენეთ...

- სამუდამო პატიმრების გონება და ცნობიერება მთლიანად მიღმური სამყაროსკენაა მიმართული. აქ ყველაფერი მათთვის ამაოა. სამუდამო განაჩენზე მეტად ისინი სამარადჟამო ტკივილზე ფიქრობენ, სასოებენ უფალთან მარადიულობის დამკვიდრებას. მათი უსაზღვრო ტკივილი, მარადიული ხსოვნა საკუთარი საქციელისა დიდ სინანულს აღძრავს, რაც მათი ხსნის საშუალებაა.

- განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან პატიმართა მშობლები, ახლობლები. რას ასწავლის მათ ეს განსაცდელი, რას ურჩევთ მათ?

- როცა ადამიანს შვილიერების მადლი ენიჭება, ფაქტობრივად იგი ღვთის შემოქმედებაში ერთვება. მთავარი შვილის სწორად აღზრდაა. მშობელი ბოლომდე არის პასუხისმგებელი შვილის ცხოვრებასა და ცხონებაზე. ადამიანის დამნაშავედ ჩამოყალიბება უახლოესი გარემოს ბრალია, რადგან ბავშვისათვის პირველი მაგალითი ყოველთვის მშობელია. პატიმართა ახლობლები დღეს იმკიან საკუთარი არაეკლესიური ცხოვრებისა და არასწორი აღზრდის შედეგს. მჯერა, რომ გამოქვეყნებული წერილი მათთვის დამაფიქრებელი და იმედის მიმცემი იქნება. ილოცეთ იმისთვის, რათა თქვენი შვილების გულშიც გაიღვიძოს უფალმა!.. ამდენად, ბევრად შემსუბუქდება თქვენი შეურაცხმყოფელი, დამცირებული მდგომარეობა, თქვენი დიდი ტკივილი...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler