მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი ცხონება და ღვთის მადლის მიღება
მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი ცხონება და ღვთის მადლის მიღება
როცა რაჭაში მივდივარ ხოლმე, ვცდილობ, ყოველთვის მოვილოცო ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით გეგეშიძის მამაშვილური დარიგება მუდამ თან მახლავს ხოლმე. ღვთისმსახურების აღსრულებაში მოძღვარს კარგა ხნის მრევლი უდგას გვერდით. ისინი უკვე ოჯახის წევრებივით არიან ერთმანეთის მიმართ. ეკლესიამ გააერთიანა და უფალს ამგვარად ადიდებენ.

ვიდრე ბარაკონის ღვთისმსახურებთან საუბარს შემოგთავაზებდეთ, გაგახსენებთ ბარაკონის ტაძრის წარსულს. ტაძრის შემორჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ ის აუგია ოსტატ ავთანდილ შულავრელს რაჭის ერისთავის დაკვეთით 1753 წელს.

ცნობილია, რომ რაჭის საერისთავო შეიქმნა X საუკუნის II ნახევარში. რაჭის პირველი ერისთავები დაფუძნდნენ სოფელ წესთან - ბარაკონში. ამ ადგილას მდინარე ლუხუნი ერთვის რიონს. მდინარეთა შესართავთან აღმართულ მთაზე რაჭის ერისთავებმა ააგეს დიდი ციხესიმაგრე, რომელიც მინდა ციხის სახელითაა ცნობილი. რიონის ნაპირზე დაიდგა სასახლე და სავარაუდოა, რომ მაშინ სასახლესთან დარბაზული ეკლესიაც ააშენეს. ამჟამად სასახლისა და ეკლესიისგან აღარაფერია დარჩენილი.

სწორედ იმ ეკლესიის და სასახლის მახლობლად ააგო ერისთავმა როსტომმა ახალი დიდი გუმბათიანი ტაძარი.

ბარაკონის ტაძარი ქვაზე კვეთილი ვრცელი წარწერებითაც არის შემკული. სამივე წარწერის ტექსტი მიძღვნილია ღვთისმშობლისა და ეკლესიის ამშენებლის, რაჭის ერისთავ როსტომისადმი: "რაჭის ერისთავმან როსტომ აღვადგინე ეკლესია". მხედრული წარწერა გვამცნობს: "ამისი ოსტატი შულავრელი ავთანდილ ვინა ნახოთ, შენდობა უბრძანეთ". იმავე ავთანდილ ოსტატის დღემდე უცნობი წარწერა სამსტრიქონიანია: "ამისი ოსტატი შულავრელი ავთანდილ ვინა წაიკითხოთ, შენდობა მიბრძანეთ, ამისი წამკითხავი ღმერთმა დალოცოს".

ეკლესიაში კიდევ ერთი, როსტომ ერისთავის საფლავის ქვის წარწერაა. როსტომი დასაფლავებულია კანკელის წინ. საფლავის დიდ, მოჩუქურთმებულ ქვაზე ვკითხულობთ: "წელსა 1766 ლოდსა ამას ქვეშე მდებარე არს ეკლესიისა ამის აღმშენებელი რაჭის ერისთავი".

***
პირველი ქართული წიგნი - "სახარება" თბილისში 1709 წელს დაიბეჭდა ვახტანგ VI-ის მიერ. ზუსტად ასი წლის შემდეგ წიგნი დაიბეჭდა სოფელ წესში. ეს საყურადღებოა იმითაც, რომ საქართველოში სხვა სოფელი არც გვეგულება, სადაც იმხანად ვინმეს წიგნი დაებეჭდოს.

წესში 1808 წელს დაუბეჭდავთ საღმრთო წიგნი "სავედრებელი ღვთისმშობლისა", ხოლო 1811 წელს - "გამოკრებული სადღესასწაულო სოფელსა შინა წესს, ხელითა მესტამბე რომანოზ ზუბაშვილისთა, რომელი მიცვალებულ იქმნა უწინარეს ბეჭუდისა ამის. ხოლო შემდგომად მიცვალებისა მისისა მე, ძემან მისმან, მესტამბემ დავით, ვიწყე და აღვასრულე ძალითა ღვთისათა".

***
- ეკლესიური ცხოვრება ღვთის შეწევნით დავიწყე, - მიამბობს გიორგი ჯოხაძე, - თავიდან ხის ჯვრებს ვაკეთებდი. შემდეგ კაკლის ფესვებისგან გამოვთალე წმინდა ხატები. ასე თანდათან დამეუფლა ღვთის სიყვარული და 2002 წელს ტაძარში მივედი. ღვთის მადლს პირველად ქუთაისში, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა თეიმურაზ ამბროლაძემ მაზიარა. ჩემი სულიერი მოძღვარიც ის გახდა. ცხოვრება ისე გაგრძელდა, რომ სამუშაოდ რაჭაში, ონის რაიონში წავედი. მეუფე ელისესთან და მამა ნოე კერესელიძესთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ შემძინა. მეუფის ლოცვა-კურთხევით, ამბროლაურის რაიონში, ბარაკონის ტაძარში მამა დავით გეგეშიძესთან დავიწყე სიარული. მას შემდეგ მის გვერდით ვარ. ორი წლის წინ, მეუფის ლოცვა-კურთხევით, სოფელ სორის წმინდა გიორგის ტაძარში სტიქაროსნად მაკურთხეს. პარალელურად მედავითნეობის შესწავლაც დავიწყე. მანამდე ონში ვაბარებდი მეუფე ელისეს აღსარებას. შემდეგ მეუფემ წიგნი მაჩუქა. შინ მისულმა გადავშალე. ძველი ქართული ენით ნაწერი იყო. დავიწყე ანბანის შესწავლა. შემთხვევით მართლაც არაფერი ხდება. ღვთის წყალობით, დავძლიე და თანდათან მედავითნეობას ვსწავლობ.

სტიქარის შემოსვის შემდეგ უდიდესი მადლი და სიყვარული განვიცადე. კურთხევის დღეს სოფელ წესიდან ფეხით მივედი სოფელ სორში. გულწრფელად გეტყვით, რომ ერისკაცისთვის რთული ტვირთია ღვთისმსახურებაში ყოფნა. უდიდეს მადლთან ერთად პასუხისმგებლობასაც განვიცდი. უფალთან სიახლოვეს მეტად ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს.

ღვთის შეწევნას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობდი. შარშან ეს განსაკუთრებით შევიგრძენი. როცა აგვისტოს ომის დროს შუა ბრძოლის ველზე მომიწია ყოფნა. უფლის შეწევნა და წყალობა რომ არ ყოფილიყო, იმ მძიმე სიტუაციიდან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნებოდა. დედა ღვთისმშობელს ვთხოვდი მძიმე მდგომარეობიდან მშვიდობით თავის დაღწევას. ერთხელაც მოულოდნელად ნისლი ჩამოწვა ჩვენს ბიჭებსა და მოწინააღმდეგეს შორის. ამით ვისარგებლეთ და ტყეს შევაფარეთ თავი. ორ წუთში კი ისევ განათდა არემარე. ღვთის წყალობით ამ შემთხვევამ სიკვდილს გადაგვარჩინა. თანდათან რწმენაში ვძლიერდები. უკვე წარმოუდგენელია ეკლესიური ცხოვრების გარეშე ცხოვრება, რადგან მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი ცხონება და ღვთის მადლის მიღება.

მადლობა მეუფე ელისეს, რომელიც მუდამ გვერდით გვიდგას და ლოცვა-კურთხევასთან ერთად უდიდეს ყურადღებას და ძალისხმევას არ გვაკლებს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი, წმინდა სინოდი და სრულიად საქართველო.

KARIBCHEქალბატონი მერი მაისაშვილი კი თავისი პატიოსანი შრომით ბარაკონის ტაძარს გახსნის დღიდან გვერდით უდგას. ახლა მედავითნეა, თან მესანთლედაც მსახურობს, მგალობელიცაა. ეკლესიური ცხოვრება კი ოჯახურმა ტრაგედიამ გადააწყვეტინა. მცირეწლოვანი შვილის დაღუპვის შემდეგ უფალმა რწმენაში გააძლიერა და მას შემდეგ ეკლესიის კარს აღარ მოსცილებია.

"მაშინ ტაძრის წინამძღვარი გახლდათ მამა იოანე -Aახლა ტყიბულში მსახურობს. აქ მსახურობდნენ ასევე მამა დიმიტრი, მამა ექვთიმე. მერე მამა დავით გეგეშიძე მობრძანდა. ვიდრე უფალი ინებებს, მანამდე ვიმსახურებ ბარაკონის ტაძარში. ჩემი სურვილია სულიერად მივეახლო უფალს.

განვლილმა წლებმა ბევრი მოსაგონარი დამიტოვა. რამდენიმე წლის წინ ბარაკონს უწმინდესი ეწვია. რაჭველები ძალზე გაგვახარა ჩვენი პატრიარქის მობრძანებამ და ამას ყოველთვის დიდი სიყვარულით ვიხსენებ. იმდენად მივეჩვიე აქაურობას, ეკლესიასთან სიახლოვეს, რომ ამის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შემიძლია. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი კარგი სასულიერო პირები გვყავს. სულ თვალებში შევცქერი, არაფერი შემეშალოს და ვცდილობ მათი ლოცვა-კურთხევა შევასრულო.

უდიდესი სიყვარულით და მადლიერებით მოვიხსენიებ ჩვენს მამა დავითს. მან სრულიად ურწმუნო მომაქცია ღვთისკენ. მრევლისთვის თავდადებული მამაო გვყავს და ჩვენც ვცდილობთ შეძლებისდაგვარად ვიყოთ მისი ლოცვა-კურთხევის აღმსრულებლები. მთელ ენერგიას ეკლესიის კეთილმოწყობას ახმარს.

ძალიან მომწონს ჟურნალი "კარიბჭე". მადლობა მინდა გითხრათ ყველას. გფარავდეთ უფალი და დედა ღვთისმშობელი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler