"საბრალო აფხაზეთო! ევედრე ზეცას..."
"საბრალო აფხაზეთო! ევედრე ზეცას..."
წმინდა ილიას წმინდა მოძღვარი
დასაწყისი: იხილეთ კარიბჭე" 2008 წლის #13-15
"წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე და აფხაზეთი" - ასე ეწოდება კრებულს, რომელიც შეადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო პროფესორმა ჯემალ გამახარიამ. "წინამდებარე კრებული წარმოადგენს წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს აფხაზეთში მოღვაწეობის, აფხაზეთთან მისი შემდგომი ურთიერთობის გაშუქების პირველ მცდელობას", - ვკითხულობთ წინასიტყვაობაში. ავტორი აქვე მიუთითებს იმაზეც, რომ "აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრის არქიმანდრიტმა ალექსანდრემ ჩამოაყალიბა "მოსაზრება აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებისა და ქრისტიანობის განვითარების შემაფერხებელი მიზეზების შესახებ". ეს უნიკალური დოკუმენტი პირველად შემოდის მეცნიერულ მიმოქცევაში". "ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიიდან", "წმინდა მღვდელმოწამე კირიონი და აფხაზეთი", "წმინდა აღმსარებელი ამბროსი და აფხაზეთი", "აფხაზეთი და მართლმადიდებლობა" - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ წიგნებისა, რომლებიც მეცნიერმა აფხაზეთის თემას მიუძღვნა.

- ბატონო ჯემალ, თქვენ ბრძანდებით პირველი მკვლევარი, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა და დაინტერესებული მკითხველისთვის დღის სინათლეზე გამოიტანა წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსის აფხაზეთთან დაკავშირებული ჩვენი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი საარქივო-დოკუმენტური მასალები.

- მოგეხსენებათ, ალექსანდრე ოქროპირიძე უდიდესი პიროვნება გახლდათ. მისი მოღვაწეობა აფხაზეთში 1850-1869 წლებს მოიცავს. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა იგი არა მხოლოდ როგორც სასულიერო, არამედ როგორც დიდი ეროვნული მოღვაწე. ჯერ კიდევ ეპისკოპოსობამდე სწორედ აფხაზეთიდან იწყებს იგი ფიქრს სრულიად საქართველოზე, ქართული ენის წარმმართველ როლზე, მის აღორძინებაზე. აქ ეყრება საფუძველი მისი ეროვნული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. თუ მხედველობაში მივიღებთ 1860-1861 წლებში აფხაზეთში მოღვაწე ახალგაზრდა არქიმანდრიტის ალექსანდრეს მიერ ეროვნულ საკითხებზე გამოთქმულ მოსაზრებებს, გარკვეული თვალსაზრისით, იგი ილიასეული ეროვნული მოძრაობის წინამორბედადაც შეიძლება მივიჩნიოთ. კრებულში თავმოყრილი დოკუმენტური მასალის გაცნობისას, ვფიქრობ, მკითხველი დარწმუნდება, რომ წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს უდიდესი წვლილი მიუძღვის აფხაზეთის მოქცევის საქმეში, რისთვისაც მას ჩვენი წინაპრები სამართლიანად უწოდებდნენ "აფხაზეთის მეორე მოციქულს".

სამწუხაროდ, ამ კრებულში არ მოხვდა ალექსანდრე ოქროპირიძის ორი მნიშვნელოვანი წერილი, რადგან მათი არსებობის შესახებ ჩემთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მუშაობა დავიწყე ახალ კრებულზე "წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი და აფხაზეთი". საქართველოს სახელმწიფო-ისტორიულ არქივში სწორედ ამ წიგნზე მუშაობისას მივაკვლიე ამ უნიკალურ წერილებს. ამიტომ ისინი დანართის სახით შევიდა ჩემს ახალ კრებულში. ეპისკოპოს ალექსანდრეს ეს წერილები მაშინ დაუწერია, როცა აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა და აფხაზეთს განაგებდა რუსეთის სამხედრო განყოფილება ვინმე კორგანოვის მეთაურობით. პირველი წერილი სწორედ მისთვის გაუგზავნია ეპისკოპოსს 1860 წელს.

1867-1872 წლების აფხაზეთის, ამ რუსული სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, უფროსის თანამდებობას გენერალი ვ. ჰეიმანი იკავებს. სწორედ მის სახელს უკავშირდება წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსის აფხაზეთის ეპარქიიდან გაძევება. მან თავისი საქმიანობა აფხაზეთში რეორგანიზაციით დაიწყო. როგორც შემდეგ გაირკვა, რუსი გენერლის რეორგანიზაციის გეგმა მეუფე ალექსანდრეს თავიდან მოცილებასაც ითვალისწინებდა, რისთვისაც მან დიდი მუშაობა გასწია, რათა რუსეთის უმაღლესი ხელისუფალნი დაერწმუნებინა, რომ ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს ეპარქიაში დარჩენა დიდ ზიანს მიაყენებდა რუსულ ინტერესებს აფხაზეთში და დიდი საფრთხის შემცველი იყო, თუნდაც იმის გამო, რომ იგი თავისი ქვეყნის გულშემატკივარი და გამორჩეული ეროვნული მოღვაწე გახლდათ. თავდაპირველად ჰეიმანმა წერილით მიმართა მღვდელმთავარს, თავისი ხედვა წარმოედგინა აფხაზეთის ეპარქიის განვითარების თაობაზე, რაც მისი მხრიდან ნიადაგის მოსინჯვას უფრო ჰგავდა. ეპისკოპოს ალექსანდრეს პასუხი არ დაუყოვნებია. თავისი ხელით დაწერილ ვრცელ წერილში იგი დეტალურად აღწერს სარწმუნოებრივ მდგომაროებას აფხაზეთში. წერილი საგულისხმოა იმითაც, რომ მასში განხილულია თითქმის ყველა პრობლემური საკითხი და მოცემულია რეკომენდაციები ეპარქიაში საფუძვლიანი გარდაქმნების დასაწყებად, რაც ითვალისწინებდა აფხაზთა გამუსულმანების პროცესის შეჩერებას და მათ ქრისტეს სჯულზე მოქცევას, ახალი ეკლესია-მონასტრების აშენებას, სამრევლოებისა და სასწავლო პროცესის ამოქმედებას, რაც, ეპისკოპოსის აზრით, ხელს შეუწყობდა მაღალკვალიფიციური სასულიერო კადრების მომზადებას და სხვ. წერილის დაწერის თარიღია 1867 წლის 7 ნოემბერი. ვინაიდან რუსი გენერლისათვის აფხაზეთში ჩამოსვლისთანავე მიუღებელი აღმოჩნდა ალექსანდრე ოქროპირიძის პიროვნება, მას ბევრი აღარ უფიქრია. ჰეიმანმა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავისი არჩევანი იმერეთის ეპისკოპოსზე, გაბრიელ ქიქოძეზე შეაჩერა, რადგან რატომღაც ჩათვალა, რომ ჩანაფიქრის განხორციელებაში ეპისკოპოსი გაბრიელი უფრო დიდ სამსახურს გაუწევდა.

- თქვენ კარგად შეისწავლეთ ეს პერიოდი. საინტერესოა, რატომ ფიქრობდა ასე ჰეიმანი. თქვენი აზრით, გაუმართლა კი გაბრიელ ეპისკოპოსმა რუს გენერალს იმედი?

- გაბრიელ ეპისკოპოსს აფხაზეთის ეპარქიის მართვა იმერეთის ეპისკოპოსობასთან უნდა შეეთავსებინა. ჩემი აზრით, არ არის გამორიცხული, ჰეიმანი ფიქრობდა, რომ წმინდა გაბრიელი ისე ვერ მოიცლიდა აფხაზეთისთვის, როგორც ალექსანდრე ეპისკოპოსი, ეს კი დააკმაყოფილებდა მის იმპერიულ ამბიციებს. მას განზრახული ჰქონდა, რაც შეიძლებოდა მეტი აფხაზი მონათლულიყო ქრისტიანად. ეპისკოპოსმა გაბრიელმა ამ მხრივ მართლაც შეუდარებელი ღვაწლი გასწია. თუმცა ჰეიმანი ერთში შეცდა - გაბრიელ ეპისკოპოსიც არანაკლებ დიდი პატრიოტი გახლდათ თავისი ქვეყნისა და მან, ისევე როგორც ალექსანდრე ეპისკოპოსმა, ქართული საქმე აკეთა აფხაზეთში.

- მოგეხსენებათ, ალექსანდრე ოქროპირიძის აფხაზეთში მოღვაწეობას ეძღვნება ბატონ გივი როგავას გამოკვლევაც, რომელშიც ილორის სასულიერო სასწავლებელს დიდი ადგილი ეთმობა. ამ სასწავლებლის შესახებ მოთხრობილია ზაქარია ჭიჭინაძის მიერ 1903 წელს გაცემულ კრებულშიც. როდესაც ილორთან დაკავშირებულ თქვენეულ კომენტარებს ვეცნობოდი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენ ცოტათი განსხვავებული პოზიცია გაქვთ...

- ალექსანდრე ოქროპირიძის აფხაზეთში ჩასვლამდე ამ ეპარქიაში ერთი სასწავლებელიც კი არ არსებობდა. სასწავლებლების გახსნის, სწავლა-აღზრდისა და განათლების საკითხებს ყოვლადსამღვდელო ალქსანდრე დიდ მნიშვნელობას რომ ანიჭებდა, ეს ჰეიმანისადმი მის მიერ გაგზავნილი წერილიდანაც კარგად ჩანს. ცნობილია ისიც, რომ ყირიმის ომის დროს იმ ბავშვებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლოთ, მოძღვარი თავის სახლში აცხოვრებდა, საკუთარი ხარჯით ასწავლიდა და კვებავდა, რადგან სახელმწიფოს, რომელიც ომში მონაწილეობდა, უჭირდა გაჭირვებულთათვის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა.

რაც შეეხება ილორის სასულიერო სასწავლებელს, დღემდე ვერ მივაკვლიეთ ვერც ერთ წერილობით წყაროს იმის შესახებ, რომ ასეთი სასწავლებელი ოფიციალურად ფუნქციონირებდა, მაშინ როცა ლიხნის სასულიერო სასწავლებლის არსებობის დამადასტურებელი უამრავი დოკუმენტი მოგვეპოვება. უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი მცდელობისა და მონდომების მიუხედავად, როგორც ჩანს, მეუფე ალექსანდრემ ვერ მიიღო ამ სასწავლებლის გახსნის ოფიციალური ნებართვა. თუმცა, როგორც სჩვეოდა, ალბათ შემოიკრიბა თავის გარშემო მონდომებული, ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც თავისი ხარჯით ასწავლიდა აპრობირებული სასწავლო პროგრამის მიხედვით. სხვათა შორის, აფხაზეთიდან გამგზავრების წინ მეუფე ალექსანდრემ საკუთარი ბიბლიოთეკა არარსებულ სასწავლებელს დაუტოვა, რომელიც მომავალში უნდა გახსნილიყო. თბილისში გადაყვანის მიუხედავად, იგი კვლავ არ წყვეტდა კავშირს აფხაზეთთან და მის სამღვდელოებასთან.

- დაბოლოს, რა თემებს მოიცავს თქვენ მიერ დამუშავებული წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსის საარქივო ფონდებში დაცული ის დოკუმენტები, რომლებზეც ხელი მიგიწვდებოდათ?

- არ დარჩენილა საჭირბოროტო საკითხი აფხაზეთში, რომელსაც ალექსანდრე ეპისკოპოსი არ გამოხმაურებოდა და მათი გადაჭრის გზებზე თავისი ხედვა არ წარმოედგინა. "მოსაზრება აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებისა და ქრისტიანობის განვითარების შემაფერხებელი მიზეზების შესახებ", რომელიც 1860 წელს უნდა დაწერილიყო, მართლაც უნიკალურია; "აფხაზეთის ეპარქიის სტატისტიკური აღწერა", რომელიც 1863 წლის 8 აგვისტოთი თარიღდება, რამდენიმე პარაგრაფისგან შედგება. დოკუმენტის შესავალ ნაწილში სამეგრელო-აფხაზეთის რუსეთთან შეერთების საკითხიც არის განხილული. მომდევნო პარაგრაფები ეთმობა აფხაზეთის აღწერას, ფართობს, მოსახლეობას, ადგილს, ნიადაგს, კლიმატს, ტყეებს, მცენარეებს, ცხოველებს, მინერალებს, მიწათმოქმედებას, ხელოვნური რწყვის, მეცხოველეობისა და მებაღეობის საკითხებს. XIX ს-ის 60-იანი წლების აფხაზეთის მოსახლეობისა და რეგიონის ფიზიკურ-ბუნებრივი პირობების შესწავლის თვალსაზრისით ეს დოკუმენტი მართლაც შეუდარებელია.

"ჟვაბზეი-ამბავი" - აფხაზურ-ქართულად პირობითად ასე დაუსათაურებია ეპისკოპოს ალექსანდრეს 1861 წლის 29 ივლისით დათარიღებული ჩანაწერები, რომლებიც საქართველოს ისტორიული კუთხეების, ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის საზღვრების მოსახლეობის, ქართული ენის აღორძინება-გავრცელების აუცილებლობისა და მისი ტყვარჩელში ჩასვლის შესახებ მოგვითხრობს. საქართველოს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწეთა ინსტიტუტის ალექსანდრე ოქროპირიძის ფონდში დაცული ჩანაწერები, რომლებმაც ჩვენამდე ფრაგენტების სახით მოაღწია და მათ დღიურებიც შეიძლება ეწოდოს, მღვდელმთავარს მაშინ დაუწერია, როცა ტყვარჩელში იმყოფებოდა დასასვენებლად.

***
"ინგურითგან შავი ზღვის პირათ არის ზემო აფხაზეთი ანუ სამურზაყანო, ვიდრე ოხურევის ხევამდე და ილორამდე. ოხურევითგან იწყების ნამდვილი სააფხაზეთო, ანუ სამთავრო აფხაზეთი, და მიდის ზღვის პირათ, ვიდრე ბიჭვინთამდე და ჯიქეთამდე. უკან, აფხაზეთის მთებში, სახლობენ ჩერქეზნი. ოჩამჩირითგან დაწყებული, ზღვის პირათ მიმავალთ დაგხვდებათ რუსის ყაზახის ფოჩტა, რომელიც შორამს ოჩამჩირითგან ათი ვერსტით. თუ ხმელეთით მიხვალ დიდ მდინარე წყალზედ - კოდორზედ, და კიდევ იქ დაგხვდებათ ყაზახის ფოჩტა, სადამდინაც ტამუშიდგან არის ოცდახუთი ვერსტი. აქედან ზღვის პირად წასული მიხვალ სოხუმს. ეს სოხუმი, ქალაქი ანუ ციხე დგას ზღვაზედ. აქ არი ჯარი ოთხი ბატალიონი რუსი, მათი ღენერალი მასთან, აქ არის. გემები დგა, რომლებიც რიგით იცვლებიან და მიდიან ნიკოლაევს, სადაც გემების საყუდნოა. ამ გემებს გარდააქვთ და გარდმოაქვთ საზრდო ჯარისა ციხეებშიდ და გარდაჰყამთ და გარდმოჰყამთ ჯარი".

ისტორია ზოგჯერ თავს გვახსენებს. თითქმის საუკუნე-ნახევარზე მეტი გავიდა ამ სტრიქონების დაწერიდან და უკეთესობისკენ ბევრი არაფერი შეცვლილა აფხაზეთში. კვლავ რუსის ჯარი დაუფლებია ამ ულამაზეს კუთხეს, ასიათასობით ქართველი კი გამოძევებულია აფხაზეთიდან და ახლო მომავალში მათი ბედი, შესაძლოა, აფხაზებმაც გაიზიარონ, რომლებიც უკვე ეროვნულ უმცირესობას შეადგენენ "თავიანთ მიწაზე". წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსი აფხაზური ეთნოსის გადარჩენის საიდუმლოს მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებაში, ქართული ენის აღორძინებასა და აფხაზი ხალხის ქართველებთან თანაცხოვრებაში ხედავდა. იქნებ ზოგი რამ ისტორიამ მაინც გვასწავლოს...

"წამკითხველნო ამა მოკლე აღწერისა ტყვარჩელისა აბანოსანო, ქართველნო მემამულენო, მენგრელნო მოსისხლენო და მონაწილენო ქართლისანო, აფხაზნო და ოვსნო მემსაზღვრენო და მოკავშირენო საქართველოსანო, ნუ ეძიებთ აღწერას ამას შინა განსხვავებით რასმე... მე, ქართველნო, თქვენი ჰავით აღზრდილი ძე, საჰკვირველად ნუ მიგაჩნიათ, რომ ვერ ვამფლობელობ თქვენ ბუნებისა ენითა, ვითარცა რიგია, რადგან 1 - ახალ რუსულ სასწავლებელშიდ მომისმენიეს ყოველნივე საგანი რუსული ენით და ფრაზით და არაქართულით, და რადგან 2 - ქართული ენა დაკნინებით არის ამ ჩვენს საუკუნეში, მეტადრე საღმრთო წერილისა მიზეზისა გამო მიხედულოებისა სხვათა ენათა". წმინდა ალექსანდრე იმედოვნებდა, გამოჩნდებოდნენ ისეთი ქართველები, რომლებიც "გააცისკროვნებენ", "განაახლებენ", "განამშვენებენ", "განამტკიცებენ ქართულ ენასა. ეს მათ იციან და მეცა ვისურვებ მამულიშვილთ წარმატებასა. მე ქართველს უწოდებ ყოველთ, ვინც ქართულ ენაზედ ლაპარაკობს. მე მხოლოდ იმას ვინატრი, რომ ქართველთა სწავლულთა პირთა ერთმანეთის სიყვარული იქონიონ და ერთმანეთის შემწეობით განავრცონ და განამტკიცონ ქართული ენა. მხოლოდ ძნელი ესე არის, რომ ფრიად მცირე ხასიათს აცხადებენ მრავალნი".

ჩანაწერების ბოლო გვერდზე მეუფე ალექსანდრეს ქართული ასოებით, ისევ აფხაზურ-ქართულად, მიუწერია "ააფსეით-დავიღალე".

მისიონერებისთვის წარმატების მთავარ გარანტად ფხაზეთში არქიმანდრიტ ალექსანდრეს აფხაზური და ქართული ენების ცოდნა მიაჩნდა, თუმცა უპირატესობას ქართულს ანიჭებდა, "რადგან იგი იყო ისტორიულად და არის ამჟამადაც ღვთისმსახურების ენა აფხაზეთში; მეორეც, როგორც დამწერლობის მქონე ენა, ქართული გამოიყენება არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ მთელს შავიზღვისპირეთში, თურქეთის შემადგენლობაში მყოფი ტრაპიზონიდან და ბათუმიდან დაწყებული, ვიდრე რუსეთის საზღვრებამდე - ანაპამდე და ნოვოროსიისკამდე (ასე ხედავდა ალექსანდრე ეპისკოპოსი რუსეთ-საქართველოს საზღვარს - ავტ.). მესამეც, ქართული მეტ-ნაკლებად იციან აფხაზებმა, განსაკუთრებით, თავადაზნაურობამ, მთავრის ოჯახი კი სუფთად და თანდაყოლილად ფლობს ქართულ საეკლესიო და სამოქალაქო ენას და რუსულს - სრულებითაც არა; საერთოდ, ყველა შერვაშიძის ოჯახი მეტყველებს, კითხულობს და წერს ქართულად; ქართული იგივეა აფხაზეთში, რაც ფრანგული ევროპაში. გაივლის ასწლეულები და ქართული ენის დიდება არ ჩაქრება აფხაზეთში".

ახალგაზრდა მოძღვარი ვერ ურიგდებოდა მართლმადიდებელი აღმსარებლობის ქალიშვილების მუსულმან მამაკაცებზე დაქორწინებას. მას ამგვარი ჩვეულების დამკვიდრება მეტად საზიანო ტენდენციად მიაჩნდა. აფხაზეთის ეპისკოპოსი ქრისტიანობის გავრცელების ხელისშემშლელ ფაქტორად თავადური წარმომავლობის აფხაზთა მიერ მართლმადიდებლობის უარყოფას და მათ მუსულმანურ სარწმუნოებაზე გადასვლას ასახელებს. ყირიმის ომის დროს ასეთი შემთხვევები გახშირდა აფხაზეთში, რაც ეპისკოპოსს ძალიან აღელვებდა. მისი აზრით, აფხაზეთის მთავრის მხარდაჭერის გარეშე, სასულიერო ხელისუფლების ვერც ერთი წამოწყება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებდა. წმინდა ალექსანდრეს ეკუთვნის სიტყვები: "რაც მზე არის დედამიწისთვის, ისაა მთავარი აფხაზეთისთვის".

"ვინც სინდისის ხმას და სახარებას არ მისდევს, საბოლოო ჯამში ყოველგვარი უბედურების მსხვერპლად იქცევა; ამიტომ სინდისისა და ღვთიური კანონებით მცხოვრებმა ადამიანებმა სხვებს - თავის მსგავსთ უნდა უჩვენონ სწორი გზა. ამის საფუძველზე, უფლება გვაქვს სინანულით შევხედოთ ჩვენს აფხაზებს, მივუთითოთ მათ ქრისტიანობის გავრცელების საქმეში ხელისშემწყობ და ხელისშემშლელ მიზეზებზე", - განმარტავს მღვდელმთავარი "მოსაზრების" შესავალ ნაწილში, როცა შემოქმედის დიდებისა და საკუთარი ნეტარებისთვის შექმნილი ადამიანის ცხოვრების მიზანზე საუბრობს. დოკუმენტის დასკვნით ნაწილში წმინდა ეპისკოპოსი უფლისგან მფარველობასა და დახმარებას გამოითხოვს, აფხაზეთს კი ასე მიმართვს:

"საბრალო აფხაზეთო! კონსტანტინოპოლის მხრიდან, აგრეთვე ყირიმისა და ყარაჩაის მხრიდან, ზღვისა და ხმელეთის მხრიდან, თურქეთმა შემუსრა შენი ზნეობრივი ნორმები და შენი ბედნიერების ვარსკვლავი ჩაქრა. ევედრე ზეცას, დაიცავი შენი ქრისტიანობა, რათა ისევ ამობრწყინდეს შენი ბედნიერების ვარსკვლავი და კვლავ დაგიბრუნდეს შენი ოქროს ხანა.

საბრალო აფხაზეთო! თავად მიმართე ღმერთს მოწოდებით! რომ მან შეგიწყალოს შენ და გიბოძოს თაყვანისცემისთვის თავისი მხსნელი, ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელშიც შეგეძლო დაგენახა გადარჩენის საიდუმლო..."

დაბოლოს, ერთი მეტად საგულისხმო ცნობა, რომელიც ჯ. გამახარიას კრებულში ამოვიკითხეთ: "გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად მოღვაწეობის პერიოდში ალექსანდრე ღიად დაუპირისპირდა ქართული ერის გათიშვის, სამგრელოდან ქართული ენის გამოდევნის იმპერიულ პოლიტიკას, რომელიც ი. ვოსტორგოვის ხელით ხორციელდებოდა. ეს დაპირისპირება მძაფრად გამომჟღავნდა 1902 წლის აპრილშიც, როცა ჯერ აფხაზეთში, მერე კი სამგრელოში ეგზარქოსი ალექსი ი. ვოსტორგოვის თანხლებით სტუმრობდა და ქართულ-მეგრულ ენებს შორის განსხვავებას "სწავლობდა". დასავლეთ საქართველოდან თბილისში დაბრუნებულმა ეგზარქოსმა უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორ კ. პობოდონოსცევს საიდუმლო წერილი გაუზგავნა აფხაზეთში ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ამბროსი ხელაიას და გურია-სამეგრელოში ეპისკოპოს ალექსანდრეს "ანტისახელმწიფოებრივი" მოღვაწეობის შესახებ. "სენაკის მაზრის უფროსი სავსებით კონფიდენციალურად მატყობინებს, - წერდა ეგზარქოსი ალექსი, - რომ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე ღია შეკრებებით, თავადების თანდასწრებით, ზოგჯერ საკუთარ თავს რუსი ხალხის და რუსული ხელისუფლების მისამართით უხამსი გამოხდომების უფლებას აძლევს, მოუწოდებს თავადებს, გაერთიანდნენ თავისუფლების დასაცავად". ვფიქრობთ, ეგზარქოსის ამ წერილმა დიდწილად განაპირობა 1903 წლის ნოემბერში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს სამსახურიდან დათხოვნა და მის ადგილზე რუსოფილობით ცნობილი დიმიტრი აბაშიძის დანიშვნა". წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსის მღვდელმთავრობიდან შიომღვიმის მამათა მონასტერში მოულოდნელად წასვლა შესაძლოა მართლაც იძულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. მაშინდელ საზოგადოებაშიც არსებობდა ეჭვი, რომ ამაგდარი ეპისკოპოსი თავისი ხალხისა და ქვეყნის უანგარო სამსახურისთვის გაუშვეს "დამსახურებულ პენსიაზე". ამიტომ პროფესორ ჯემალ გამახარიას ზემოთ მოყვანილი ვერსია, რომელიც საარქივო-დოკუმენტურ მასალას ემყარება, დაეჭვების არავითარ საფუძველს არ გვაძლევს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler