ხვალინდელი დღის შიშის დაძლევას რწმენა სჭირდება
ხვალინდელი დღის შიშის დაძლევას რწმენა სჭირდება
ღმერთი გვეხმარება, ჩვენც მას უნდა მივენდოთ
წიგნში, "ოჯახური ცხოვრების შესახებ", ბერი პაისი ათონელი წერს: "შვილიერება დამოკიდებულია არა მარტო ადამიანზე, არამედ ღმერთზეც. როდესაც უფალი უშვილო ცოლ-ქმარში თავმდაბლობასა და მორჩილებას ხედავს, აძლევს მათ შვილს და შეიძლება მრავალშვილიანებადაც აქციოს. მეუღლეები ღვთის ნებას უნდა მიენდონ. მათ ასე უნდა თქვან: "ღმერთო ჩემო, შენ ზრუნავ ჩვენზე, დაე იყავნ ნება შენი". ამ შემთხვევაში მათ თხოვნა შეუსრულდებათ, რადგან უფლის ნება მაშინ სრულდება, როდესაც ვამბობთ: "იყავნ ნება შენი" და უფალს ვანდობთ საკუთარ თავს".

ჩვენი სტუმარი ყურავების ოჯახი გახლავთ. თემურ ყურავამ და ეკა შონვაძემ ოჯახი 16 წლის წინ შექმნეს. მაშინ თემური 20 წლის იყო, ეკა - 16-ის. ჯვარი პატარა სამების ეკლესიაში დაიწერეს. ოჯახი მოუთმენლად ელოდა პირველ შვილს. სამწლიანი ლოდინის შემდეგ დაიბადა გოგონა, რომელსაც ლალი (მარიამი) დაარქვეს. ამის შემდეგ ეკას ექიმებმა უთხრეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული ჰქონდა. სამედიცინო გამოკვლევების მიხედვით მეორე შვილზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. მაგრამ თემურსა და ეკას იმედი არ დაუკარგავთ, მიენდნენ ღმერთს და უფრო აქტიური ეკლესიური ცხოვრება დაიწყეს. მათი მოძღვარი - არქიმანდრიტი იოაკიმე ამხნევებდა, ნუგეშს სცემდა ახალგაზრდებს, ურჩევდა, რომ განთავისუფლებულიყვნენ ყოველგვარი სულიერი მღელვარებისგან, ელოცათ, ღმერთისთვის ეთხოვათ შემწეობა; არწმუნებდა, რომ შვილი მიეცემოდათ მაშინ, როდესაც თავიანთ ცხოვრებას სწორი სულიერი კალაპოტით წარმართავდნენ. ღვთის შეწევნითა და მამა იოაკიმეს ლოცვა-კურთხევით, 9 წლის შემდეგ დაიბადა მეორე გოგონა - მართა, რომელსაც ეს სახელი მამა იოაკიმემ დაარქვა. წელიწადნახევრის შემდეგ ოჯახს ახალი სიხარული შეემატა პატარა კესარიას სახით, რომელიც პატრიარქის 1079-ე ნათლული გახლავთ. კესარია მხიარული და მოუსვენარი ბავშვია, ლაპარაკი ჯერ არ იცის, მაგრამ უფროსების მიერ წაკითხულ ლოცვებს ხმას აყოლებს, ხატების წინ პირჯვარს იწერს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიღებული "საშობაო დალოცვის" საკმაოდ მყარ ფურცელს გულში იკრავს, თუმცა ჯერ არ იცის და ვერ ხვდება, რა წერია მასში. გაივლის დრო და იმედია, ამ ლოცვასა და სურვილებს იგი სულითა და გულით გაითავისებს, ყოველ შემთხვევაში, ეცდება მაინც, რომ იყოს ისეთი, როგორიც მის დიდ ნათლიას უნდა:

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ღმერთო ძლიერო, ყოვლადწმიდაო სამებაო, დალოცე და ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილად აღზარდე ნათლული ჩემი - კესარია ყურავა. მიანიჭე მას სიყვარული შენი და მოყვასისა, მიმადლე მრავალჟამიერი სიცოცხლე და სიბრძნე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული წმინდა და სული წრფელი, განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა თვისისა. მიეც თავმდაბლობა და სიმშვიდე, შრომისმოყვარეობა და ერთგულება, მტკიცე და მრავალშვილიანი ოჯახი და პატივისცემა მშობელთა, რათა კეთილი ეყოს და დღეგრძელი იყოს იგი ქვეყანასა ზედა.

უფალო და მეუფეო, დაიფარე ნათლული ესე ჩემი საფარველსა ქვეშე ფრთეთა შენთასა, წარსდევნე მისგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მისნი და აცხოვნე სული მისი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე. ამინ"!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ეკა შონვაძე: - ალბათ არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ მრავალი შვილის ყოლა, რათა ზედმეტი საზრუნავით არ დაიტვირთონ. მე გამოვცადე, რამხელა ტკივილი მოაქვს უშვილობას. ამიტომ არასოდეს ვიტყვი უარს შვილის გაჩენაზე. ჩემთვის ყოველთვის სანატრელი იქნება ბავშვი, მერამდენეც არ უნდა იყოს ის. გამიგია, რომ მრავალშვილიან ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს კეთილი გული აქვთ, რადგან შეჩვეულნი არიან მსხვერპლის გაღებას, მუდამ ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ ერთმანეთს და მშობლებს. ეს ყველაფერი ბუნებრივად ვითარდება ასეთ ოჯახებში, რადგან ბავშვებს ნორმალური განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ. ერთი ბავშვი მეორეს ეხმარება. ჩვენს ოჯახს ჯერ კიდევ არ ჰქვია მრავალშვილიანი, მაგრამ ერთმანეთზე ზრუნვა აქაც იგრძნობა. უფროსი გოგონა 11 წლისაა და მეხმარება პატარების გაზრდაში. ჩემთან ერთად აცმევს, აძინებს, ბანს მათ. კესარია ისეთი ცელქი და მოუსვენარია, ღამეში ოთხჯერ მაინც გვაღვიძებს. ვერ გააჩერებ, მუდმივი მეთვალყურეობა უნდა. მართაც ჯერ ორწლინახევრისაა, მაგრამ გარკვეულწილად ისიც ზრუნავს კესარიაზე. თავისებურად უვლის, მფარველობს, ეთამაშება...

KARIBCHEბავშვების აღზრდა ურთულესი პროცესია. უფროსებსაც და უმცროსებსაც თანაბრად უნდა გაუნაწილო სიყვარული, ყურადღება და დრო. ყველა ასაკი თავისებურ მიდგომასა და დამოკიდებულებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, პატარები უფრო მეტ სინაზესა და ალერსს მოითხოვენ, უფროს შვილთან კი სხვაგვარი ურთიერთობაა საჭირო. მოგეხსენებათ, როგორი რთულია გარდატეხის ასაკი. ამ დროს ბავშვს სჭირდება განსაკუთრებული გაგება, ყურადღება, სიყვარული და ლოცვა. ყველაფერი ისევ და ისევ მშობლების სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვცდილობთ, უფრო პირადი მაგალითით დავეხმაროთ და არა ძალის დატანებით ანდა მომაბეზრებელი შეგონებებით. ერთი ფილოსოფოსი ამბობდა: "თუ გსურთ ვინმე დაარწმუნოთ, რომ ცუდად ცხოვრობს, იცხოვრეთ კარგად. ადამიანს სჯერა ის, რასაც ხედავსო". ვფიქრობ, რომ თუკი მშობლებს ერთმანეთი უყვართ, პატივისცემით ეპყრობიან, ლოცულობენ და სხვა სათნოებებს აღასრულებენ, ეს პატარების სულში კეთილად აღიბეჭდება. მცირედიც კი განწყობას უქმნის ბავშვებს. ვცდილობთ, სასიკეთო ზნეობრივი ღირებულებების გარემოში აღვზარდოთ ბავშვები. თითქმის დაბადებიდანვე ტაძარში დაგვყავს, ვაზიარებთ. ვცდილობთ, წირვა-ლოცვა არ გამოვტოვოთ. უფროსი გოგონა უკვე თავისი სურვილით იცავს მარხვას. ვფიქრობთ, რომ წამოიზრდება, მონასტერშიც გავუშვათ დროდადრო დასარჩენად, რათა ეზიაროს მონასტრული ცხოვრების მადლსა და სიწმინდეს. მეც და ჩემს მეუღლესაც გვჯერა, რომ ადრეული ასაკიდანვე ბავშვების სულებში ჩადებული ჭეშმარიტების მარცვალი ოდესმე ნაყოფს გამოიღებს. პატარებს ჯერ კიდევ არ ესმით, რა ხდება ტაძარში, მაგრამ რასაც ხედავენ, გრძნობენ, აღიქვამენ, ეს ყველაფერი ხომ მათ სულებში ილექება. მინდა ჩემი ბავშვები გაიზარდონ იმ შეგნებით, რომ ყოველთვის გვიყურებს უფალი. უნდა ისწავლონ, რა არის უფლისათვის სათნო და შეძლონ სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთისაგან გარჩევა.

ჩვენი ოჯახი ტრადიციულ ფასეულობებს პატივს სცემს. ბავშვების აღზრდაში მეტად მნიშვნელოვანია ბებიისა და ბაბუის როლი. მოგეხსენებათ, ბებიის მოყოლილ ზღაპარს ვერაფერი შეცვლის და ვერც ვერაფერი ამოურეცხავს ბავშვს გულიდან. პროფესიით სტომატოლოგი ვარ. დღის გარკვეულ პერიოდში სამსახურში ვარ. დედაჩემი და ჩემი უმცროსი და - თამთა მეხმარებიან. ღვთის წყალობით, ჩემი შვილები ზრუნვითა და სიყვარულით არიან გარემოცულნი. იმედი გვაქვს, ეს სიყვარული ოდესმე ნაყოფს გამოიღებს. იმის შეგნება, რომ პატრიარქი არის ჩვენი ოჯახის ნათლია, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ეს არის ვალდებულება, რომ შვილები აღვზარდოთ წესიერად და პირველ რიგში ჩვენ თვითონ მივცეთ წესიერების მაგალითი. მახსენდება ერთი მწერლის სიტყვები: "წესიერი აღზრდა – ესაა ჩვენი ბედნიერი სიბერე; ცუდი აღზრდა - ჩვენი მომავალი მწუხარებაა, ჩვენი ცრემლები, ჩვენი დანაშაული სხვა ადამიანების, მთელი კაცობრიობის წინაშე".

პატრიარქი არა მარტო ლოცვით შეეწევა თავის ნათლულებს, არამედ ქმედებითაც. შობას დაგვირეკეს, მოგვილოცეს დღესასწაული, მოსალოცი მოგვიტანეს. ერთ დღეს საპატრიარქოდან მოვიდნენ ყმაწვილები, კესარიას სურათები წაიღეს. თურმე პატრიარქის კურთხევით მზადდება კატალოგი, რომელშიც მისი ყველა ნათლულის სურათი მოთავსდება. დაინტერესდნენ ჩვენი ოჯახური მდგომარეობით. რამე ხომ არ გიჭირთო, დახმარება შემოგვთავაზეს.

ერის მზრუნველი და მოჭირნახულე მამა კარგად ხედავს, რომ იმ მრავალრიცხოვან სატკივარს შორის, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ერი დგას, ყველაზე მეტად გამრავლება გვიჭირს. ვერ ვმრავლდებით ქართველები, უზარმაზარი ტერიტორიები ცარიელია და უცხო ჯიში ეპატრონება. რა თქმა უნდა, სულიერი აღორძინებაა უმთავრესი, მაგრამ თუ ფიზიკურად არ გამრავლდა ერი, იგი სულიერადაც გადაგვარდება, ქართული სული ჩაკვდება. ჩვენი პატრიარქი ძალიან შორს იხედება. მისი თქმით, დღეს ადამიანის გმირობა სწორედ მრავალშვილიანობაში გამოიხატება. დღევანდელობა, მატერიალური სიდუხჭირე, ეკონომიკური კრიზისი - ეს ყველაფერი არ უნდა გვაძლევდეს პესიმიზმის მიზეზს. ჩვენს წინაპრებსაც არ ჰქონდათ დალხენილი ცხოვრება, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრიდნენ, თავიანთ მაცხოვნებელ ჯვარს არ გაურბოდნენ, რადგანაც მტკიცე რწმენა ჰქონდათ. ხვალინდელი დღის შიშის დაძლევას რწმენა სჭირდება, მრავალშვილიანობაც სწორედ რწმენის საქმე და გმირობის ტოლფასია. სანამ ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდით მე და ჩემი მეუღლე, ხშირად ვდრტვინავდით, ვწუწუნებდით, ხანდახან უმნიშვნელო წვრილმანების გამო, მაგრამ ახლა მივხვდით, რომ წინასწარ არაფერზე ნერვიულობა არ ღირს. "ხვალემ იზრუნოს ხვალისა" - ამ პრინციპით ცხოვრება დიდად სასარგებლოა. შიში ურწმუნოების შედეგია მხოლოდ.

ჩვენ, ადამიანებს, ახლომხედველობა გვახასიათებს. ზოგჯერ არც ვიცით, რა შესაძლებლობები თვლემს ჩვენში. ადრე მეგონა, რომ ბევრი რამ არ შემეძლო, ახლა კი ვხედავ, რომ თურმე ღვთის წყალობით შემძლებია. ღმერთი გვეხმარება, ჩვენც მას უნდა მივენდოთ და არაფერი იქნება საშიში. ოჯახის განმტკიცებას შვილებიც უწყობენ ხელს. საერთო მიზნები, საზრუნავები და ინტერესები ცოლსა და ქმარს უფრო მეტად აახლოებს, ოჯახს ერთ მუშტად კრავს. ჩვენი ოჯახური ცხოვრებაც სულ უფრო და უფრო საინტერესო და შინაარსიანი ხდება, რისთვისაც უზომოდ ვმადლობ ღმერთს.

ძალიან გვიხარია, რომ ეს საშობაო დალოცვის ფურცელი მოგვიტანეს. ყველამ იცის, როგორი ძალა აქვს პატრიარქის ლოცვას. ერთხელ სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა სწორედ იმ ადგილას გამოიარა, სადაც ჩემი მეუღლე იდგა ბავშვით ხელში. პატრიარქმა მათკენ მოიხედა, დალოცა კესარია, თავზე ხელი გადაუსვა, მიეალერსა. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ ბავშვი მისი ნათლული იყო. უწმინდესს თვალები სითბოთი და სიყვარულით აევსო. მას შემდეგ, რაც პატრიარქი ჩვენი ბავშვის ნათლია გახდა, ასე მგონია, იგი უფრო ახლოს მოვიდა ჩვენს ოჯახთან და არა მარტო ჩვენს ოჯახთან. ვიცი, რომ მის ამ ინიციატივას ძალიან ბევრი ქართველი გამოეხმაურა. რადგან ერს უსაზღვროდ უყვარს პატრიარქი. ერთხელ თქვა კიდეც: ვბანაობ ხალხის სიყვარულშიო. ღმერთმა დღეგრძელობა მომადლოს ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს ქართველი ერის საკეთილდღეოდ. უფალმა ინებოს, რომ მისი ნათლულები ჭეშმარიტ ქრისტიანებად გაიზარდონ და მათმა თაობამ გაუთენოს საქართველოს ბედნიერი დღე!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler