მოვდიოდი ქუჩაში, ჩანთაში "სახარებით" და ჩემზე ამაყი, ლაღი და თავისუფალი ადამიანი არავინ მეგონა
მოვდიოდი ქუჩაში, ჩანთაში "სახარებით" და ჩემზე ამაყი, ლაღი და თავისუფალი ადამიანი არავინ მეგონა
"ფართოდ გაღებულ სარკმელში მოსჩანს
ჩემთვის უცნობი მასწავლებელი...
ეს იყო ჩემი კლასი ოდესღაც..."
(იაპონური პოეზიიდან)


მასწავლებელი... მეხსიერებაში ამოტივტივდა რამდენიმე სახე. იმ შორეულ წარსულში მასწავლებლები უჩვეულო ადამიანებად გვეხატებოდნენ. მათგან ბევრი აღარც მახსოვს.
მაგრამ არიან მასწავლებლები, რომლებზეც, როგორც ბელ კაუფმანი იტყოდა, "ყოველთვის იქნებიან, ვიდრე არიან ბავშვები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს იტყვიან: ოდესღაც მე მყავდა მასწავლებელი." ახლა, როცა მეც გავიზარდე კი არა, უკვე გადავდივარ ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა, როგორც ამბობენ, გრძნობები იცვლებიან თანაგრძნობით... და უკვე მე თვითონ ვარ მასწავლებელი, ამ რთულ და დაძაბულ დროში, როდესაც მასწავლებლის ავტორიტეტი საგრძნობლად შეირყა და გართულდა ურთიერთობები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, თუკი სადღაც, ვიღაც, რომელიმე ჩვენგანზე იტყვის ამ სიტყვებს, ალბათ, სწორედ ესაა ჩვენი უკვდავება. ჩვენ ხომ თვითონაც არ ვიცით, რამდენ სულზე ვახდენთ გავლენას. რა გზით და რატომ?!

მზია მალაციძე - ჩემთვის მხოლოდ გერმანულის მასწავლებელი არ ყოფილა. ხან მგონია, რომ თვითონ განგებამ გამოგზავნა, რათა მშველელად მოვლენოდა ჩემნაირი, კიდევ რამდენი, ბავშვის აფორიაქებულ სულს.
გარდატეხის ასაკი ხომ ყველაზე სახიფათო ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ბეწვის ხიდი... წმინდა იოანე ოქროპირიც ამბობს: "როგორები იქნებიან ბავშვები ამ ასაკის მერე, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა." ეს არის დრო, როცა ბავშვობა ხელიდან გეცლება. ეს ხანა, "ლამაზი და საწყალი"... სხვა ნაპირზე რჩება. თითქოს საყრდენიც გეცლება. იდუმალი საფარველი გშორდება და რჩები რთული რეალობის პირისპირ, თვალთმაქცობას და ყალბ გარემოს ეხლები, იმედგაცრუებული და გულგატეხილი. თვალთმაქცობის უფსკრულის პირას მარტო დარჩენილი, სინათლის სხივს ეძებ პირქუშ, შემზარავ რეალობაში.

თან ეს იყო გაგანია საბჭოური პერიოდი. მართალია, უკვე საფუძველშერყეული, მაგრამ მაინც სახიჩრდებოდა ბავშვების სულები ტყუილით, ცრუ კერპებით. კომკავშირელობას ვეღარ შევესწარი. მაგრამ პიონერული ელიტის წევრობა და წითელი ყელსახვევის ტარება მეც მხვდა წილად. ეს ის დრო იყო, როცა პიონერული ხაზები ტარდებოდა და ჩამწკრივებულები მივაბიჯებდით ხელაღმართულები (იმ ხელის ხეირიანად აღმართვაც ვერ ვისწავლე, რადგან ბოლომდე არ მესმოდა არსი, თუ რას გამოხატავდა და რისი ნიშან-სიმბოლო იყო). ბუნდოვნად მახსენდება, საყვირების ხმაზე მედროშეებს შემოჰქონდათ დროშა, რომელზეც, თუ არ ვცდები, მოგიზგიზე კოცონი იყო დახატული. იგივე ცეცხლი ლურჯ ქვედაკაბებზე გაყრილ ქამრის ბალთებზეც იყო გამოსახული. რაზმეულის რიგებში საუკეთესო ბავშვები იყვნენ შერჩეულები. "რაზმეულო, სწორდი! სმენა"! "მზად ვარ!"... ეს შეძახილები მთელი ამ უხეირო სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი იყო და ჩვენც მივაბიჯებდით, უგულოდ და უღიმღამოდ. კევის ღეჭვა ჯერ კიდევ ითვლებოდა წესრიგის დარღვევად.

KARIBCHEმზია მალაციძისნაირ მასწავლებელს არ გამოეპარებოდა მოზარდი ადამიანის სულიერი და მორალური შფოთვა-ფორიაქი, ამბოხება და პროტესტი ირგვლივ არსებული უწესრიგობისა და სიყალბის მიმართ. რაღაც ღვთაებრივი ალღოთი გრძნობდა, იშვიათი სიფაქიზით და ლირიზმით ეკიდებოდა ზედმეტად მრძნობიარე ბავშვებს. თავშესაფრად ექცეოდა ხოლმე ასეთ, ნუგეშის და თანაგრძნობის მაძიებელ სულებს იმ უხეშ რეალობაში. მახსოვს, პირველად როგორ გადავუშალე გული და შევჩივლე სიცოცხლის აზრის უქონლობა. რაღაც საოცარი ნიჭი ჰქონდა ადამიანის დანახვის. მასში სიალალის, სიმართლის და სიკეთის ძებნის. ღირსების და არა ნაკლის ხედვის.Aადამიანის სწამდა და საოცრად გულწრფელი იყო. ყველას წესიერ ადამიანად თვლიდა. ხშირად მოჰყავდა ანა მანიანის სიტყვები: "ადამიანთა უმრავლესობამ იმედგაცრუება და ტკივილი მომაყენა, მაგრამ ამის მიუხედავად, საოცრად მწამს ყოველი ახალგაცნობილი ადამიანის და მჯერა, რომ ის ღირსეული აღმოჩნდება." ფაქიზი და რომანტიკული სულების ქომაგი იყო. მახსოვს, მე, ერთი ციცქნა ბავშვს, როგორ მიწოდა "მისი სულის ნაწილი". მაშინ ცოტა უცნაურად მეჩვენა. რაღაც მისტიკურად. განსაკუთრებით ის დამამახსოვრდა, ცრემლებმა რომ გაულხო თვალები. და მაშინ მივხვდი, რომ ყველას მიმართ გარეგნული კეთილგანწყობის და მხიარულების მიუხედავად, ამ ადამიანში სახლობდა უცხო და ეული სული, განდგომილი მარტოსულობა იკითხებოდა მის მზერაში, სხვების სულებში ჩამზერის საოცარი ნიჭი. მე კი მაშინ შეუცნობელი სიამაყის და განსაკუთრებულობის განცდით ავივსე. იმ ასაკში რაღაც თავისებურ ნეტარებასაც კი მანიჭებდა მფრთხალი მარტოსულობის განცდა და ხარბადაც ვეწაფებოდი, რადგანაც არცთუ ისე გაბედული ბავშვი ვიყავი და მიჭირდა, მერწმუნა საკუთარი თავის და უნარ-შესაძლებლობების.

მახსოვს, შინ დამპატიჟა. შესვლისთანავე შევიგრძენი მყუდრო გარემო. სიწყნარის, სისუფთავის, კოპწიაობის სული. არ დამავიწყდება თვალში მოსახვედრი სიკოხტავე. ფაქიზად და რუდუნებით მოვლილი ქოთნის ყვავილები, სარკესავით მოპრიალებული იატაკი. თუმცა კი... წესრიგის ამ პაწია სავანეში ყველაფერი განსმჭვალული იყო რაღაცნაირი ნაზი სევდით, კაეშნით. ამ გარინდულ სიჩუმესა და სიმშვიდეში გამოკრთოდნენ კედლის სურათები. დედის, მამის ნათელი და დაუვიწყარი სახეები. და კიდევ ვიღაც საინტერესო და პედანტური გარეგნობის სათვალიანი კაცის, რომელსაც სარკმლიდან შემოჭრილი მზის ათინათი აელვარებდა. მახსოვს, გულუბრყვილოდ ვიკითხე, _ თქვენი ბაბუა ხომ არ არის-მეთქი. "არა. ეგ ჰერმან ჰესეაო." მერე წიგნიც მათხოვა: "ტრამალის მგელი." გადავშალე თუ არა, თვალში მომხვდა მუქი ასოებით გამოყოფილი ჟრუანტელისმომგვრელი სიტყვები: "მაგიური თეატრი. ყველას არ შეესვლება! ყველას არა!" ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც მან მათხოვა. სულ ვგრძნობდი მისი იდუმალი სახლის მიზიდულობის ძალას და ხშირადაც ვსტუმრობდი. ჩემს წარმოდგენებში იქ არსებულ ყველა საგანს, მტვრიან ლარნაკსაც კი, მაგიდაზე, მაგიური სული ედგა. ისეთი სიჩუმე იყო და ის სიჩუმეც თითქოს რაღაც სულით იყო გაჟღენთილი. ტელევიზორსაც არ რთავდა... მალევე გათიშავდა ხოლმე და სიჩუმე რომ ჩამოვარდებოდა, - აი, ყველაზე კარგი გადაცემა ეს არისო, - იტყოდა. "სახარება" პირველად ამ სახლში ვნახე და ჩემი პირველი შეხება ამ სასწაულთან ამავე, იდუმალების საბურველგახვეულ სახლში შედგა.

"უკეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყვარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქვენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქვენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქვენ სოფელსა"... (იოანე 15,19). ამ სიტყვების ამოკითხვისთანავე, უცებ, რაღაც ინტუიციით ვიგრძენი, თუ რამხელა გადამრჩენელ ძალას შეიცავდა ეს წიგნი. იმ ორომტრიალში, უსიამო და უფერული დღეების მდინარებაში, რომელიც სავსე იყო გაქცევებით. ვინ როგორ და სად გაურბოდა თავის თავს, თავის კერას, რომელიც უკვე ვერაფერს ვეღარ აკავებდა... მაშინ მივხვდი, რომ იმ სულიერ უბინაობაში, მიუსაფრობასა და უთვისტომობაში, არსებობდა სახლი, თავშესაფარი. მოვდიოდი ქუჩაში, ჩანთაში "სახარებით" და ჩემზე ამაყი, ლაღი და თავისუფალი ადამიანი არავინ მეგონა ქვეყნიერების ზურგზე. თითქოს რაღაც იდუმალ ბილიკს მივაგენი, ოქროსფრად მოსირმულ, ვიწრო, მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილ, ერთადერთ ბილიკს (იმიტომ, რომ ყველას თავისი ერგო). ის სიხარულის განცდა ახლაც კი ათინათივით გაიკიაფებს ხოლმე ჩემს ხსოვნაში და იმ ბილიკივით მიჰყვება მთელ ჩემს ცხოვრებას.

მერე იყო ავბედითი 90-იანები. ჩვენი მერხები სხვა ბავშვებმა დაიკავეს. მთელ საქართველოს ვხედავ ამ ბავშვების თვალებშიო, იტყოდა ხოლმე ცრემლებჩაგუბებული, მისეული, გარე სამყაროს გამოთიშული მზერით. "ხანმა უნდობარმა" სხვა ფასეულობები დაამკვიდრა. "უხვად მოიტანა" ძალადობა, ძარცვა-გლეჯა, მსხვრევა-ლეწვა. საფულეებს გულდაგულ ინახავდნენ მასწავლებლები (სადღა იყო ის ძველი მოწიწება მათ მიმართ?!). დღე არ გავიდოდა, საპირფარეშოებში ვინმე არ დაეჭრათ, ან არ ეცემათ. თითისტოლა ბავშვები წებოს სუნს იყნოსავდნენ, "კაიფობდნენ" და ამ გზით გაურბოდნენ სინამდვილეს, რომლის ჰაერის შემცველი თითოეული ნაწილაკი გაჟღენთილი იყო საშინელებით. ვგრძნობდი, ამ ბავშვების დაჩეხილი სულებისთვისაც თუ ვინ იყო ის. სელინჯერის გმირივით, რომელიც ამბობს: "ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ თამაშობენ პატარა ბავშვები დიდ ველზე, ჭვავის ყანაში, ათასობით ბავშვია და თან არავინ ახლავს ჩემს მეტი. მე კიდევ საშინელი ციცაბო კლდის პირას ვდგავარ, და რას ვაკეთებ - ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ მე ეს მინდა, სხვა არაფერი."

იქნებ მართლა "სიგიჟეა", ანდა სულაც "ღვთაებრივი სისულელე", როცა ადამიანი ბოლომდე გამოცლის ამ წუთისოფლის ტანჯვით სავსე ფიალას და მაინც მას გააჩნია უნარი, რომ ადამიანთა გულებში რწმენა და სიხარული დაამკვიდროს. გააჩნია ძალა, შეცვალოს მათი ცხოვრება.
განგებამ მარტოობა არგუნა. ან იქნებ, მის სულში არსებულმა სრულყოფილებისკენ ლტოლვამ აარჩევინა ასეთი გზა. მახსოვს, ერთხელ გავკადნიერდი და ვკითხე: "რატომ არ გათხოვდით?" "უბრალოდ, არავინ იყო" - მოჭრით მომიგო. არსებითად კი, მის უცნაურ, მაშინ ჯერ კიდევ სახელდაურქმეველ მარტოობას სხვა, უფრო ღრმა საფუძველი ჰქონდა. "სასაცილოდ მეჩვენა ადამიანური სითბოს უილაჯო ძებნით გამოწვეული ტანჯვა. სიმარტოვე _ დამოუკიდებლობაა. მე თვითონ მეწადა იგი და აი, უკვე რახანია, მოვიპოვე კიდეც. ცივი იყო ეს სიმარტოვე, მაგრამ თან მშვიდიც. დიახ, ისეთივე მშვიდი და უკიდეგანო, როგორც მოტორტმანე ვარსკვლავებით მოჭედილი, მდუმარე სივრცე." პასუხს ჩემს კითხვაზე ჰესეს ამ სიტყვებში მივაგენი. თუმცა მერე და მერე უფრო ნათელი გახდა ეს მიზეზი.

KARIBCHE


როცა უკურნებელი სენით დაავადდა, ოდნავადაც არ განელებია სიცოცხლით ჯანსაღი ტკბობისა და სიხარულის მთელი სისავსით შეგრძნების უნარი, რაც მისი ბუნების დამსახურება გახლდათ. იუმორით სავსე იყო ყოველთვის. თუმცა არასდროს უკადრებია ვინმეს დაცინვა ან უკბილო ხუმრობა. მეც არაერთხელ მქონია ბედნიერება მისი სტუმრობის. ერთხელ, ჩემთან ყოფნისას, თავის სახლში დარეკა. უცნაური ის არის, რომ კარგად იცოდა, არავინ გამოეპასუხებოდა. ...და რომც გამოპასუხებოდა კიდეც ვინმე, ალბათ იკითხავდა, მე ხომ არ ვარო?!. ეს ირონია ცხოვრებასთან გამკლავების ხელოვნება იყო მისთვის... თავის მარტოობაში ისეთი სიბრძნე შეეძინა, რომ მასთან საუბარი ერთი დიდი სკოლა იყო. ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ არც ერთი მისი სიტყვა არ იყო ზედმეტი. და იმ სიტყვებს ახლაც დიდი გავლენა და შთაგონების ძალა აქვთ ჩემზე... და არა მარტო...

ერთხელ სადღეგრძელოში ვუთხარი, სიყვარულის ახსნა არ მეხერხება, მაგრამ თქვენ უნდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ-მეთქი. თვალები აემღვრა, მეც ძალიან მიყვარხარო. თქვენობით ნუ მომმართავ, თავი ორასი წლის მგონიაო. რაღაც ვერ ვახერხებ-მეთქი. იმდენი გრძნობა მაქვს თქვენ მიმართ და იმდენნაირი, ყველა რომ შევაერთოთ და ერთი სიტყვა დავარქვათ, ამ სიტყვას ჰქვია რუდუნება-მეთქი. რაღაც სხვანაირად მისმენდა ხოლმე.

ცხოვრების ბოლო წლებში, ახლა უკვე წმინდანად შერაცხილ, გაბრიელ ბერის საფლავზე დადიოდა ხშირად. განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს გრძნობდა ამ წმინდანთან, თავადაც დიდი სიყვარულის და სითბოს დამტევი. ტანჯვით სავსე იქ ჰპოვებდა შვებას. მოსწავლეებიც ხშირად მიჰყავდა და უჩვენებდა ხსნის გზას. უპირველესად იმით, რომ ძალიან უყვარდა ადამიანი. ყველანაირი!.. უსაზღვრო სითბოს გასცემდა.
"რამხელა გული გქონდა. ყველა გიყვარდა. დიდი მადლობა, რომ არსებობდი, დიდი მადლობა უფალს, რომ შეგხვდი! დიდი მადლობა, რომ მამა გაბრიელს დამაახლოვე! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე! მთელი ცხოვრება ტკბილად გავიხსენებ შენთან გატარებულ საათებს და მაქსიმალურად შევეცდები, ყველა შენი რჩევა და გამოცდილება გამოვიყენო."

KARIBCHE


"როგორ მენატრები და ძალიან მაკლიხარ, მაგრამ ვიცი, სულ ჩემს გვერდით ხარ. რამდენჯერ ამიღია ტელეფონი, დავურეკავ, გავახარებ-მეთქი, მაგრამ ვიცი, რომ შენ, ჩემო ტკბილო პეპელა, ეს ყველაფერი იცი და მახარებ. მიყვარხარ და მჯერა, დადგება დრო და ერთმანეთს შევხვდებით!" - არ წყდება მისი მოწაფეების, ნამოწაფრებისა თუ უბრალო ნაცნობების მონატრების ტკივილით გაჟღენთილი კომენტარები მის ფეისბუქის გვერდზე, რომლის ავატარადაც მარტოხელა, ხანში შესული ქალის ფერწერული პორტრეტი დაუდევს, საიდანაც პირქუშ ფონზე, სავარძელში ნაღვლიანად მჯდომარე, კეთილშობილი და მარტოსული ქალის ნათელი, მაგრამ თვალებში სევდაჩამდგარი, ცივი სიდიადე იმზირება. აქაც იხუმრა. თავისებურად, სევდანარევად.

ქრისტეს სასძლოდ იყო დაბადებული და ამ ხვედრში, ამ "სხვაგვარად ყოფნის შეუძლებლობაში" იმალებოდა მისი მარტოობის ყველაზე ნამდვილი მიზეზი. უფლის წინაშე მონაზვნად, დედა ანად, წარდგა. თუმცა ის ყოველთვის დედა იყო თავისი არსით. ბევრ შემთხვევაში, ბიოლოგიურ დედაზე უფრო ღრმად შემცნობი ბავშვის სულისა, შემწე და მფარველი. და ახლა უკვე მარადისობიდან მომზირალი, უფრო მეტად ძალაშემოსილი, თავისი ლოცვით ეხმარება ათასობით ბავშვს, რომ არ დაუსახიჩრდეთ სული, არ გამოეცალოთ საყრდენი და არ გადაიჩეხონ სადმე, ცხოვრების "ციცაბო კლდის პირას", დაუნდობლობისა და თვალთმაქცობის თვალუწვდენელ უფსკრულში.


ბეჭდვაელფოსტა
23.02. 2016
ღმერთმა დაუმკვიდროს სსუფეველი..
უსყვარლეს ადამიანს..
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler