...მოიყვანე სული ჩემი ცოდვილი სინანულად
...მოიყვანე სული ჩემი ცოდვილი სინანულად
წინამდებარე სტატიის ავტორი პატიმარია. იმედია, მკითხველი მკაცრად არ განსჯის ავტორის ნააზრევს, რადგან რეალობას მოწყვეტილს შესაძლოა არარეალური რეალურად მოსჩვენებოდა.

ბ-ნი ალექსანდრე კვერნაძე საქართველოს პატენტრწმუნებული (საქართველოს სულ 20 პატენტრწმუნებული ჰყავს) გახლავთ და ემსახურება საქართველოში უცხოელი და ადგილობრივი განმცხადებლების სამრეწველო საკუთრების ობიექტების, გამოგონებებისა და პატენტების დაცვის სფეროს. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე მუშაობდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ფირმის "ინტერბროკერის" დირექტორად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულზე სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დაწესებულების მონახულებისას ბრძანა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ზის ციხეში, რაც არანაირად არ უწყობს ხელს მათ გამოსწორებას და ქვეყნის სამსახურში ჩაყენებას. უწმინდესი ბრძანებს, რომ ადამიანის სიცოცხლე ერის უდიდესი საუნჯეა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლესთან ერთად დაცული უნდა იყოს მისი ღირსებაც, რადგან ღირსებააყრილი ადამიანი ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნის ვერც თავისი თავისთვის და ვერც ქვეყნისთვის.

დღეს ფართოდ არის გაშლილი პოლემიკა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სასჯელაღსრულების სისტემა. საკითხი განიხილება ყველა დონეზე – სამთავრობო, საკანონმდებლო და არასამთავრობო სტრუქტურებში. საინტერესოა, რას გვასწავლის დანაშაულისა და სასჯელის შესახებ წმინდა წერილი, რადგან "მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში" (II ტიმ. 3.16).

1. ადამიანის თავისუფლება ცოდვას წარმოშობს
დანაშაული და სასჯელი არსებობს მას შემდეგ, რაც არსებობს ადამიანი. A

ადამიანის შექმნის შესახებ იოანე დამასკელი გვასწავლის, რომ ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შექმნა. შეცოდების შესაძლებლობა ადამიანის თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს, ანუ ადამიანს ჰქონდა არჩევანი - თუკი ისურვებდა, ან მარად სიკეთეში ყოფილიყო და სათნოებაში წარმატებულიყო, ან განშორებოდა სიკეთეს და ბოროტებაში დარჩენილიყო.

პირველი ადამიანი იყო უბიწო, უმანკო, წმინდა ყოველგვარი უკეთურებისგან - "შუქი ღვთაებრივი სინათლისა", მაგრამ მან ვერ შეითვისა ღმრთისგან ბოძებული ნეტარება. "შემდგომ მის შეცოდებისა მას და მასთან ყოველ მის შთამომავლობას, რომელიც თვითვე შეუდგა მისგან გაკვალულ ცოდვის გზას, მოესპო ყოველივე სიკეთე. ის სახე და მსგავსება ღვთისა, რომლითაც დაგვაგვირგვინა ყოვლადსახიერმან შემოქმედმან - ეს უმაღლესი სიწმინდე ჩვენ დავამდაბლეთ, დავაბნელეთ, დავამახინჯეთ; ეს უძვირფასესი საუნჯე ჩვენ გავფანტეთ და მოვიშორეთ და ყველა ამასთან მოგვშორდა ის ენით გამოუთქმელი ნეტარებაც, რომელიც იყო დანაშაული მისი შთამომავლობისთვისაც სამუდამოდ" (არქიმანდრიტი მაკარი (მატათიაშვილი), ქადაგებანი).

ადამიანი განდევნილ იქნა ედემიდან, რომელიც სიკეთითა და ჰარმონიით აღსავსე "ერთდროულად გრძნობადიც არის და გონისეულიც, აქვს რა ორმაგი გააზრება" (წმინდა იოანე დამასკელი) და აღმოჩნდა წუთისოფელში, რომელიც "ბოროტებაში ძევს" (I იოან. 5,9). და "ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა - მამისაგან არ არის, წუთისოფლისაგან არის" (I იოან. 2,16). წუთისოფელი დაცლილია ორმაგი გააზრებისაგან და მასში მხოლოდ გრძნობადი განზომილებაა, რაც წუთისოფელს ხრწნადად და ამაოებას დამორჩილებულად აქცევს: "და იხილა ღმერთმან ქვეყანა და იყო გახრწნილი, რამეთუ გახრწნა ყოველმან ხორციელმან გზაი თვისი ქვეყანასა ზედა" (დაბ. 6,12).

ასევე მნიშვნელოვანია უფლის სიტყვები: "არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამისა მარტოს" (დაბ. 2,18). ამ შეგონებით ღმერთმა მცნებად დაუდო ადამიანს, რომ მარტოობა, გარიყვა, განდგომა არ არის კეთილი, ანუ ბოროტია. თუ ადამიანი მარტოა, ეულია, მასში არ არსებობს თავისუფალი არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის, ხოლო "სათნოება როდია ის, რაც გარედან იძულებით კეთდება" (იოანე დამასკელი). არავინ მოსთხოვს ცხოველს ღვთივსათნო საქციელს; ვერც ეული ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, მაგალითად, უკაცრიელ კუნძულზე, იქ, სადაც არ არის სოციუმი, საზოგადოება.

პირველ ადამიანს ღვთის აღთქმის შესრულებით შეეძლო, ღვთაებრივი სრულყოფისათვის მიეღწია, რადგან მას ჰქონდა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა - თვითსრულყოფით მიეღწია აბსოლუტური სრულყოფისათვის და ამით აღესრულებინა უფლის კიდევ ერთი აღთქმა: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი სრულ არს" (მათ. 5,48).

2. უძღები შვილი
სახარებაში არის საოცრად ამაღელვებელი იგავი უძღები შვილისა (ლუკა 15,11-32). ეს იგავი მოგვითხრობს უმცროსი შვილის ამბავს, რომელიც გაეყარა მამას და მთელი თავისი სიმდიდრე უცხო ქვეყანაში გარყვნილებასა და თავაშვებულ ცხოვრებაში გაფლანგა. ბოლოს ისე გაუხდა საქმე, რაკი აღარაფერი ებადა, ერთ კაცს დაუდგა მეღორედ და მზად იყო, იმით მაინც გამოკვებულიყო, რითაც იკვებებოდნენ ღორები, მაგრამ იმასაც კი ხანდახან ვერ შოულობდა.

ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა კაეშანი ტრიალებს მამის გულში. მართალია, მას ჰყავს მეორე, უფროსი შვილი, აქვს დიდი მეურნეობა, ჰყავს მსახურნი და მონანი, მაგრამ მაინც უმცროს შვილზე დარდობს, გამუდმებით გასცქერის ცრემლიანი თვალებით შორეული ქვეყნის გზას და ელის უმცროსი შვილის დაბრუნებას; და როგორი გახარებული იქნება მამა, როდესაც მისი უმცროსი შვილი, რომელიც მიხვდა თავს დატეხილ უბედურებას, დაადგა სინანულის გზას და ამ სინანულის გზამ იგი კვლავ მიიყვანა თავის მშობელ მამასთან. უძღები შვილის მონანიება გულწრფელი იყო, "ცხვარივით გზააბნეული... დაუბრუნდა მწყემსს და სულის ზედამხედველს" (I პეტ. 2,25), თავის საყვარელ მამას, რომელმაც ასეთივე გულწრფელი სიყვარულით მიუტევა მას შეცოდება და მიიღო საყვარელი შვილი. იგავი თავდება მამის საოცრად თბილი სიტყვებით, უფროს შვილს რომ მიმართავს: "უნდა ვიხარებდეთ და ვმხიარულებდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა" (ლუკ. 15,32).

წარმოვიდგინოთ, როგორ განრისხდებოდა მამა, თუ მისი უმცროსი შვილი მეორე დღეს, მისი დაბრუნების აღსანიშნავი ლხინის შემდეგ, ნაბახუსევზე, უხეშად ეტყოდა: "ჰე, ბებერო, შენ რა, მართლა გეგონა, რომ მე შენს სახლში უბადრუკ ცხოვრებას მივყოფდი ხელს? აბა, ჩქარა, მომეცი ჩემი ქონება, ახლავე მივდივარ შორეულ ქვეყანაში, სადაც ლამაზმანები და საამური ცხოვრება მელის!"

სახარებისეულ იგავში ასეთი გაგრძელება არ არის, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში?

3. წუთისოფელი
წმინდა წერილში პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ უფალი ცოდვით დაცემის შემდეგ არ მიატოვებს ადამიანს: "კეთილი არს უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილს აყენებს გზაზე. წარუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.Yყველა გზა უფლის წყალობაა და ჭეშმარიტება - მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის" (ფს. 24,8-10). უფალმა ადამიანს მისცა ათი მცნება, რომელთაგან პირველი ოთხი გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება უფლისადმი, ხოლო დანარჩენი ექვსი გვიხსნის ადამიანებთან, მოყვასთან სწორი თანაცხოვრების პრინციპებს. უფალმა ასევე აღუთქვა მას ცხრა ნეტარება, რათა თვითსრულყოფით მიეღო ღვთის შეწევნა და ღვთის მადლი და აღსრულებულიყო ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების ძირითადი არსი - "სულიწმინდის მადლის მოხვეჭა" (წმინდა სერაფიმე საროველი).

მაგრამ ადამიანი კვლავ რჩება წუთისოფელში და ეთაყვანება და ემსახურება მას. წუთისოფელი დაცლილია სულიერი განზომილებისაგან, იგი მხოლოდ ხორციელში ძევს და თუ ასეა, "თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ქნას?" - კითხულობს დავით მეფსალმუნე (ფს. 103).

ხორციელ წუთისოფელში მყოფი თავისუფალი ნების ადამიანისთვის ცოდვა ფატალური გახდა და მისთვის თავის არიდება ადამიანის ძალას აღემატება. "ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს" (I კორ. 15,33), რასაც აუცილებლად მოჰყვება ცოდვა და დანაშაული.

თუმცა წუთისოფელშივე არის მაცხოვარი - იესო ქრისტე. უწმინდესი და უნეტარესი ილია II გვასწავლის: "ღმერთი განკაცდა არა მარტო იმისთვის, რომ გვასწავლოს გზა ჭეშმარიტი და გვაჩვენოს მაგალითი ცხოვრებისა, არამედ უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ დაგვაკავშიროს თავისთან და თავისი ღვთაებრივი მადლით ჩვენი დაზიანებული, დაცემული შინაგანი სამყარო განაახლოს და აღადგინოს" (საშობაო ეპისტოლე).

4. მონანიება, მორჩილება, სიყვარული
ჩადენილ ცოდვას ყოველთვის მოჰყვება სასჯელი. წმინდა წერილი გვაფრთხილებს: "ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა - კეთილს თუ ბოროტს" (II კორ. 5,10).

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ადამიანი "ბოროტის გავლენით ყოველდღიურად მრავალ ცოდვას სჩადის, რაც მის სულს დაღუპვას უქადის. იესო ქრისტე საეკლესიო საიდუმლოებების საშუალებით საოცარ მადლს გვანიჭებს ეშმაკის მახისგან თავის დასაღწევად. ამ მადლთა შორის უმთავრესია სინანული".

ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა უფალი იესო ქრისტეს წინაშე ადამიანს შეუძლია ცოდვათა მონანიებით. უფალი მოისმენს და მიიღებს თავისი შვილის გულწრფელ სინანულს, ისე, როგორც მამამ შეუნდო უძღები შვილის იგავში. სინანულის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანი განახლდება და იცვლება, სრულიად განიწმინდება და გარდაიქმნება.

"არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არ სცოდოს", მაგრამ როგორ ჩნდება ცოდვა? არქიმანდრიტი რაფაელი თავის ქადაგებაში ასკეტურ სწავლებაზე წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, ამბა დოროთეს, იოანე კიბისაღმწერელის, ისააკ ასურისა და სხვათა მოძღვრებაზე დაყრდნობით აღწერს ამ პროცესს: წუთისოფელი ანუ "დემონი სთავაზობს ადამიანს რაიმე ცოდვით წარმოდგენას, ცოდვით იდეას; ეს შესავალია, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ იმორჩილებს ადამიანის ნებას. მას შეუძლია მიიღოს ან უარყოს იგი, ან სულაც გულგრილი დარჩეს. ცოდვითი წარმოდგენა დასაწყისია, პირველი სტადიაა. იგი ცოდვად არ შეირაცხება. მეორე სტადია - ესაა ცოდვით აზრთან, წარმოდგენასთან შეთვისება, როცა ადამიანი გონებით ატარებს მას და არ ცდილობს თავიდან მოიშოროს მაცდური წარმოდგენები. შემდგომ ეტაპზე ადამიანი ნებაყოფლობით იღებს მათ და თანდათან უჩნდება სურვილი, საქმით განახორციელოს ბოროტი ზრახვა.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაზები უკვე ცოდვაა ადამიანისთვის. ისინი ბილწავენ მის სულს. ადამიანს შეუძლია, ამ მდგომარეობაშიც კი განთავისუფლდეს დემონური ზეგავლენისაგან, თუმცა რაც უფრო ღრმაა პროცესი, მით უფრო ძნელია ამის გაკეთება. შემდგომ ადამიანს უჩნდება სურვილი ანუ ემოციური სოლიდარობა ცოდვისადმი; სურვილის შემდეგ კი ცოდვის ჩადენის გადაწყვეტილება ანუ გეგმა მისი განხორციელებისა. მას მოსდევს თვით ქმედება". მაცხოვარი გვაფრთხილებს: "ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა" (იონ. 8,34); და პავლე მოციქული გვიმოწმებს: "ვინც თქვენს თავს მისცემთ მონებად მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ ან მორჩილებისა სიმართლისათვის" (რომ. 7,16).

ჩადენილი ცოდვა, თუ დროულად არ იქნა გააზრებული და მონანიებული, ახალ ცოდვას წარმოშობს, ხოლო "ცოდვათა სიმრავლე სიყვარულს ფარავს" (I პეტ. 4,1), და რადგან "ღმერთი არის სიყვარული" (I იოან. 4,8), სიყვარულის დეფიციტი ღმერთის დეფიციტია და ადამიანის სულს მთლიანად ეუფლება ბოროტი.

ადამიანის დანაშაული ღვთის წინაშე აღსარების საიდუმლოს მეშვეობით გაქარწყლდება. "ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: "ვაღიარებ ჩემს ცოდვას უფლის წინაშე" და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა" (ფს. 31,5). ხოლო წმინდა პავლე მოციქული გვასწავლის: "ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდებულნი" (I კორ. 11,31).

თუმცა ეს სულიერი კათარზისი ადამიანისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) გვმოძღრავს: "ცოდვის დათმენა, რომელიც ადამიანმა შეიყვარა და ბუნებად ექცა, ადვილი არ არის. მასზე ხელის აღება დიდი ტანჯვის დათმენას მოითხოვს. თუ კაცმა ამ ტანჯვას გაუძლო და ცოდვა დაამარცხა, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ჯვარს ეცვა ქრისტესთან ერთად, ხოლო თუ ქრისტეს თანა ჯვარს ეცვა - უთუოდ აღსდგება მასთან ერთად მკვდრეთით". მართალია, ძნელია ცოდვის დათმენა, მასზე ხელის აღება, მაგრამ საზღაური განუზომლად დიდია. უფალმა თავად აუწყა ადამიანს ის ჯილდო, რაც ცხოვრებისეულ ასპარეზზე გამარჯვებულ კაცს ელის: "ვინც გაიმარჯვებს, ვაგემოვნებ ცხოვრების ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია" (გამოცხ. 2,7). ღვთის წინაშე ჩადენილი "თითოეული ცოდვა სინანულით უნდა განიწმინდოს, რადგან იგი (სინანული) თავის თავში ატარებს საზღაურის მიგებას და სასჯელს" (არქიმანდრიტი რაფაელი, ქადაგებანი). უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხსენებულ ეპისტოლეში გვასწავლის, რომ "ჩვენი ერთგულება ქრისტესადმი სწორედ იმაში უნდა გამოიხატოს, რომ მას ცოდვის შესაბამისი სინანული ვაჩვენოთ და თუ ღირსი ვართ, მოძღვრის მიერ დადებული სასჯელი (ეპიტემია) მორჩილებითა და სიყვარულით მივიღოთ, როგორც წამალი ჩვენი განკურნებისა".

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ადამიანმა სასო არასოდეს არ უნდა წარიკვეთოს, უნდა მიენდოს უფალს, ჭეშმარიტი სულით მოინანიოს და უფალიც მიუტევებს მას შეცოდებებს. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: "დაგესლილი ჭურჭელი მრავალგზისაც რომ გარეცხო წყლით, გესლი არ გაშორდება, მაგრამ თუ ცეცხლის ბრძმედში შეაგდებ - განახლდება და ბრწყინვას დაიწყებს.Aასევეა სულიც - ცოდვისგან დაგესლილს თუ დაუდევრად გარეცხავ, ყოველდღეც რომ წარმოაჩენდე სინანულს, სარგებელს ვერ მიიღებ, მაგრამ თუ ღვთის შიშის ბრძმედში გაატარებ, ყოველგვარ გესლს, უკეთურებს განწმენდ უმოკლეს დროში, სულს გააბრწყინებ და მისი მეშვეობით სხვა სულიც გაბრწყინდება".

5. მართალი სამართალი
ღმერთმა შექმნა სამყარო და ადამიანს დაუწესა სამართალი, რომელიც აყალიბებს ადამიანის დამოკიდებულებას ღვთისა და სხვა ადამიანისადმი. უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის შეგონებით, "ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ყველა ბედნიერი იქნება - უტოპიაა, რადგან, როგორც ნათქვამია, ქვეყანა სამოთხე არ არის, არამედ - ადგილი სამოთხიდან განდევნილთა" და რადგან ქვეყანა, წუთისოფელი არ არის სამოთხე - შექმნა ისეთი საზოგადოება, სადაც არ იქნება ბოროტმოქმედება და დანაშაული, ასევე უტოპიაა.

ღვთის მიერ კურთხეულია ხელისუფლებისა და კანონისადმი მორჩილება. პეტრე მოციქული გვასწავლის: "დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის, თუნდ მეფეს, როგორც უმაღლეს ხელისუფალს, გამგებელთ, როგორც მის მოვლინებულთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა სადიდებლად" (I პეტ. 2, 14-15).

პავლე მოციქული აფრთხილებს ხელმწიფების (ხელისუფლების) მქონეთ, რომ ისინი ღვთის მსახურები არიან და თუ ასეა, ევალებათ ქმნან "მართალი სამართალი".

უფალი სულგრძელია, უყვარს თითოეული ადამიანი. თვით იესო ქრისტეც ხომ შეგვაგონებს: "რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნელად, ვიდრე არ იპოვის?" (ლუკ. 15,4). ამ იგავით უფალი პირდაპირ აფრთხილებს ხელისუფალთ, რომ თითოეული ადამიანი ძვირფასია და რომ უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ" (ლუკ. 15,7).

პეტრე მოციქული, განგვიმარტავს რა უფლის მეორედ მოსვლის მოლოდინს, ბრძანებს: "არ აყოვნებს უფალი დათქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებულად მიაჩნია, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ყოველი მოვიდეს მოსანანიებლად" (I პეტ. 3,9). ამ შეგონებით მოციქული გვიმოწმებს უფლის ნებას, რათა ყოველ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა და პირობები, მივიდეს უფალთან, მოინანიოს. ეს პრინციპი უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის სანიმუშო, რათა ქმნას "მართალი სამართალი" ისე, რომ ყოველ დამნაშავეს მიეგოს დანაშაულისამებრ, უზრუნველყოს საზოგადოების უსაფრთხოება და ამავე დროს შექმნას იმის პირობა და შესაძლებლობა, რომ დამნაშავემ მოინანიოს, ანუ "ქმნას სამართალი" სიკეთით და არა შურისძიების გამო.

დღეს საქართველოში სასჯელაღსრულების ძირითადი ფორმა პატიმრობაა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 19 000 პატიმარია და მათთვის ყოველწლიურად 111 მილიონი ლარი იხარჯება. ეს არის პირდაპირი ხარჯი, რომელიც ბიუჯეტიდან გადის, მაგრამ ქვეყნისთვის ზარალი გაცილებით დიდია, ვინაიდან პატიმრებს შორის უმეტესობა ახალგაზრდაა და სწორი სისტემის შემთხვევაში მათ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლიათ.

იძულებით თავისუფლებააღკვეთილი ადამიანის გული დანაღვლიანებულია, მძიმეა ამ დროს მისი ფიქრები და ძალზე მგრძნობიარე - შეგრძნებები. აი, რატომ არის აღწერილი დავითის ფსალმუნებში ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს: "რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე. დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა. ჩემი კვნესის ხმისგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს. ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსასა, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანგრევებში. უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე" (ფს. 101,4-9). რაც არ უნდა დამნაშავე იყოს და სამართლიანად დასჯილი, ტუსაღის ფიქრები მიმართულია თავისუფლებისკენ და თუ მას გვერდით არ ჰყავს გამოცდილი მოძღვარი, რომელიც გონებას გაუხსნის და სწორი მიმართულებით წაიყვანს მის ფიქრებს, ნაღველი, რომელიც დაიბუდებს ტუსაღის გულში, აგრესიას წარმოშობს. მართლაც, დავით მეფსალმუნე გვიმოწმებს, რომ მხოლოდ მორჩილება არ არის საკმარისი ღვთის მცნებათა გასაგებად, აუცილებელია და საჭიროა ადამიანს ჰქონდეს მომზადებული გონება: "მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიცნო მცნებანი შენნი" (ფს. 118,125). ეს აგრესია ვერანაირად ვერ იქნება სათნო საზოგადოებისათვის და მით უმეტეს - ღმერთისთვის, რადგან "ღვთის გულისათვის დანაღვლიანება წარმოშობს სინანულს სახსნელად და არ გახდება სანანებელი, ხოლო წუთისოფლის ნაღველი სიკვდილს წარმოშობს" (II კორ. 7,10).

გულში ჩადებული აგრესია აუცილებლად გამოიწვევს ახალ დანაშაულს პატიმრის განთავისუფლების შემდეგაც და ადამიანი განმეორებით მოხვდება სამსჯავროს წინაშე. ამის მაგალითები ძალიან ბევრია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისეთი დანაშაული, როგორიცაა ნარკომანია. ეს დანაშაული საქართველოში ძალიან მკაცრად ისჯება. მსჯავრმოხდილი ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში - ახალგაზრდა კაცი, რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა ციხეში და ფაქტობრივად აღარ არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე, ციხიდან გადის არა საკუთარი დანაშაულის გრძნობის განცდითა და სინანულით, არამედ აგრესიით გულში. იმავე სიტუაციაში რომ აღმოჩნდება, რომელშიც დაიწყო მისი ნარკომანობა და ამავე დროს არ აქვს გააზრებული და მონანიებული დანაშაული, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ დაუბრუნდეს ძველ ცოდვას. სამწუხაროდ, ამის მაგალითებიც ძალიან ბევრია. ასეთ პირობებში სასჯელი ვერ აღწევს თავის ძირითად მიზანს - მომავალი დანაშაულის პრევენციას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სასჯელაღსრულების სისტემის ცვლილებების კუთხით, რაც იგეგმება პატიმრების შესახებ ახალი კოდექსის მიღებით, სასურველია განხილულ იქნეს სასჯელის მოხდის არასაპატიმრო ფორმა, როგორიცაა ე.წ. მიმაგრება და/ან ჩასახლება. სასჯელის მოხდის ასეთი ფორმის შემთხვევაში შეიძლება ფართოდ იქნეს გამოყენებული საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი და პოტენციალი; განხილულ იქნეს სხვადასხვა მოდელი, რომელთა ძირითადი საფუძველი იქნება - საზოგადოების უსაფრთხოება, სარგებლიანობა და პატიმრებისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ მათ გულში გაატაროთ თავს დატეხილი სასჯელი და შეგნებულად, სრული რწმენით მიუახლოვდნენ უფალს, რადგან, როგორც პავლე მოციქული შეგვაგონებს, "თუ ჩვენი გული არ გვდებს მსჯავრს, კადნიერება გვაქვს უფლის მიმართ" (I იოან. 3,21) და მოგვიწოდებს: "მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სრულებით განწმენდილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი, მტკიცედ მივყვეთ იმედს აღსარებისას, ვინაიდან აღთქმული სარწმუნოა" (ებრ. 10,22-23).

მაგალითად შეიძლება განვიხილოთ არასაპატიმრო ფორმით სასჯელის მოხდის შემდეგი მოდელი: საქართველოში მრავლად არის რაიონები, განსაკუთრებით პერიფერიაში - სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების (გზა, სკოლა, წყალი და ა.შ.), მკაცრი ბუნებრივი პირობების, მწირი შემოსავლების, მოუსავლიანობისა და სხვათა გამო მოსახლეობა მასობრივად ტოვებს საცხოვრებელს. ამით სარგებლობს მეზობელი სახელმწიფოების მიმდებარე რაიონების მოსახლეობა და რადგან ჯერ კიდევ არ არის მკაცრად დემარკირებული ამ ქვეყნებთან საქართველოს საზღვარი, ხდება საქართველოს მიწების მიტაცება. როგორც იტყვიან, ზღვა კოვზით დაილევაო და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა საქართველო შაგრენის ტყავივით ხელში შემოგვადნეს.Aარც ის არის გამართლებული, რომ თბილისში, თბილ ადგილას მოკალათებულებმა პატრიოტიზმისკენ მოვუწოდოთ ამ რაიონების მოსახლეობას. მეორე მხრივ, ვერც სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პრობლემის ეფექტურად გადაჭრას, რადგან ერთჯერადი პროექტები არ არის ეფექტური, საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და, სამწუხაროდ, ჯერ მიუწვდომელია. პრობლემა კი იმდენად სერიოზულია, რომ დღესვე ითხოვს გადაწყვეტას.

ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრის მიზნით შესაძლებელია ასეთ ადგილებში ეკლესიის ინიციატივითა და მონაწილეობით მოეწყოს ერთგვარი ჩასახლებები, სადაც საპატრიარქოს მიერ მივლინებული ღვთისმსახურების ზედამხედველობითა და წინამძღოლობით იცხოვრებენ და იშრომებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ნებაყოფლობის პრინციპით ჩასახლებული პატიმრები - მოხალისეები. ყოველ ასეთ ჩასახლებას (საძმოს, კოლონიას) შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული მიზანი და შეასრულოს კონკრეტული, საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები. მაგალითად: სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, ადგილობრივი ხუროთმოძღვრების ძეგლების რესტავრაცია-აღდგენა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა და ა.შ. ასეთი ჩასახლების მატერიალური უზრუნველყოფისთვის (საკვები, საყოფაცხოვრებო საქონელი, წამლები...) შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდები, სადაც სახსრებს შეიტანენ როგორც იქ მცხოვრები პატიმრების ოჯახები და ახლობლები, ასევე შევა შემოწირულობები.

ასეთ ჩასახლებაში ცხოვრება და შრომა ხელს შეუწყობს პატიმარს, გადააფასოს განვლილი ცხოვრება; შეიგრძნოს, რომ მისი იქ ყოფნა ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ემსახურება თავის სამშობლის; მოძღვრის მუდმივი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით, სრული რწმენით მიენდოს ღმერთის სიტყვას, მით უმეტეს, რომ პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით მას უკვე გადადგმული აქვს, რამეთუ თავისი ნებით მოხვდა ასეთ ჩასახლებაში. ყოველივე ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს: "ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი და აღწევს სამშვინველს და სულს, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე და სჯის გულს, აზრებსა და ზრახვებს" (ებრ. 4,12), ხოლო ჩვენი ეკლესიის მონაწილეობა წარმატების მტკიცე საფუძველია.

რა თქმა უნდა, ამ მოდელის განხორციელებით ვერ გადაიჭრება ყველა პრობლემა, მაგრამ მისი მეშვეობით თუნდაც ერთი ადამიანი მაინც თუ გადარჩება, მიეახლება უფალს, ეს ათგზის აანაზღაურებს გაწეულ ძალისხმევას.

ალექსანდრე კვერნაძე
პატიმარი
14 მარტი, 2009 წელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler