ათენში ქართულ წირვა-ლოცვას ხუთი ათასამდე ქართველი ესწრება
ათენში ქართულ წირვა-ლოცვას ხუთი ათასამდე ქართველი ესწრება
თითოეულ ქართველ ემიგრანტს რომ ჰკითხო, - ყველაზე მეტად რა გენატრებათო, დაუფიქრებლად გიპასუხებს, - საქართველო, ჩემი სახლი და ახლობლებიო. ზოგი საჭმელ-სასმელსაც ჩამოთვლის და გუნებაზეც მოგიყვანს. თითქოს ცხოვრება უცხოეთში არ უნდა ჭირდეს, მაგრამ ჩანს, ქართველობას უსამშობლოდ ცხოვრება ძალიან უჭირს. უჭირს ტრადიციებთან განშორება და უცხოურთან შეგუება. გაჭირვებას რა ვუთხარით, თორემ ქართველი კაცი დაუდგებოდა სხვას მოჯამაგირედ?

საბერძნეთის ქართველ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუნუ ღურჯუმალაძე დაახლოებით სამი წელია, ათენში ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მისი მთავარი მიზანია, ყველანაირი დახმარება გაუწიონ ათენში სამუშაოდ ჩასულ ქართველ ქალბატონებს. საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულებსაც არ ივიწყებენ და შეძლებისამებრ ეხმარებიან კიდეც. ამ ყველაფერს კი ათენში მოღვაწე ქართველი მოძღვრის, არქიმანდრიტ თეიმურაზის (კალანდაძე) ლოცვა-კურთხევის მადლი აკეთებინებთ.

ქალბატონმა ნუნუმ საუბარი წარსულის გახსენებით დაიწყო:

- საქართველოდან წასვლა მძიმე ეკონომიკურმა მდომარეობამ გადამაწყვეტინა. ვანის #1 საშუალო სკოლაში მათემატიკას ვასწავლიდი, მაგრამ პედაგოგის ხელფასით, მოგეხსენებათ, ოჯახის რჩენა შეუძლებელია.

ჩამოვედი ათენში. ცოტა ხანში ორგანიზაციაც ჩამოვაყალიბე, რომელიც დაიცავდა ქართველი ემიგრანტი ქალების ინტერესებს და ღირსებას. ჩვენი ორგანიზაცია ასევე აწყობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას, შემოსული თანხით კი კეთილ საქმეებს ვაკეთებთ.Pპირველი ღონისძიება დედაენის დღეს მივუძღვენით. შემოსული თანხა გადავეცით ათენში ქართულ საკვირაო სკოლას, ასევე გავხსენით სკოლის სახელზე ანგარიში და დავურიცხეთ გარკვეული თანხა. ამით მაგალითი მივეცით ქართულ თუ ბერძნულ ორგანიზაციებს, დახმარებოდნენ საკვირაო სკოლას. ცოტა ხნის შემდეგ გამოვეცით ქართული ჟურნალი "ემიგრანტი ქალი", რომელიც ასახავს ორგანიზაციის მუშაობას და ემიგრანტი ქალის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ორგანიზაციამ საქართველოდან ათენში მოიწვია: თემურ წიკლაური, გიო ხუციშვილი, ნუგზარ ჯაში, მამუკა ონაშვილი, ნუკრი კაპანაძე, გიორგი პიპინაშვილი, პიანისტი შოთა კობიაშვილი. მათ მიერ ჩატარებულმა საღამოებმა ქართველი ემიგრანტები უფრო გააერთიანა და დააახლოვა.

აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს ქართველ ემიგრანტ ქალთა ორგანიზაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო მანიფესტაციებში. ომის თემას საგანგებოდ მივუძღვენით ჟურნალ "ემიგრანტი ქალის" გამოცემა.

"მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა", - ამ დევიზით შევაგროვეთ ჰუმანიტარული ტვირთი და გამოვგზავნეთ საქართველოში. ქუთაისში ომისგან დაზარალებულ ოჯახებს ტანსაცმლითა და საოჯახო ნივთებით დავეხმარეთ. ასევე დავეხმარეთ თბილისში ომით დაზარალებულ პედაგოგებს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მცირეოდენი შესაწირი გავიღოთ საქართველოს ეკლესიის მიმართ. ვანისა და ბაღდათის ეპარქიასთან ერთად დავეხმარეთ თბილისის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარს, დვანსა და ტახტისძირში მოღვაწე სქემმღვდელმონაზონ ნიფონტს.Gგურჯაანის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატში გავგზავნეთ ეტლები, ტანსაცმელი, სათამაშოები. ორგანიზაციამ შეაგროვა თანხა ათენში მყოფი ავადმყოფი ხათუნა პეტრიაშვილის დასახმარებლად და ვიზრუნეთ მის საქართველოში გამომგზავრებაზე. ჩვენი ორგანიზაცია აწყობს ავადმყოფის დღეს, იწვევს ექიმებს და უფასო კონსულტაციებს უტარებს ქართველ ემიგრანტ ქალბატონებს. ახლახან დავეხმარეთ ქუთაისში მცხოვრებ ობოლ ბავშვებს და მრავალშვილიან ოჯახებს.

ჩვენი ორგანიზაციის აქტიური წევრების მხარდაჭერა რომ არა, ალბათ ვერ შევძლებდით კეთილი საქმეების განხორციელებას. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქალბატონი ელენე გორგაძე, რომელიც დიდ დახმარებას უწევს არა მარტო ათენში მცხოვრებ ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებთაც. კიდევ ბევრი ჭეშმარიტად ქველმოქმედი ქართველი გვყავს, მაგრამ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ცოტა არ იყოს, მეუხერხულება კიდეც ჩვენი ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ საქმეებზე საჯაროდ საუბარი. ღვთის წყალობით, ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა.

დალხენილი ცხოვრება არც ერთ ქართველ ემიგრანტს არ აქვს. ნოსტალგია თითოეულ მათგანს ტანჯავს. მძიმე სამუშაო გრაფიკთან ერთად არალეგალურად მცხოვრობნი მუდმივ შიშს განიცდიან.

ათენის ქართველობა ეკლესიაში ვიკრიბებით ხოლმე. ყოველი კვირის დასაწყისში ბერძნულ ტაძარში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა ტარდება.Mმამა თეიმურაზი (კალანდაძე) სულიერი წინამძღვარი და ჩვენი საუკეთესო მეგობარია. ჭირსა და ლხინში გვერდით გვიდგას. მისი ლოცვა-კურთხევით ვაკეთებთ ყოველ საქმეს. მამა თეიმურაზის კურთხევით, ქართველმა ემიგრანტმა ქალებმა ტაძარში მსახურების დროს, მაშინ, როცა ზეთისცხება მიმდინარეობდა, წავიკითხეთ სამოციქულოები, რისთვისაც ვმადლობ უფალს.

როცა საქართველოში ვიყავი, დავდიოდი ეკლესიაში, შეძლებისდაგვარად ვცხოვრობდი ეკლესიურად. ათენში ჩამოსვლის შემდეგ კი უფრო გამიღრმავდა ეკლესიასთან სიახლოვის სურვილი. ათენში ქართულ წირვა-ლოცვას თითქმის ხუთი ათასზე მეტი ქართველი ესწრება. აქ ტაძარშიMმამა თეიმურაზის სიტყვით ცხადდება ყველა ის პრობლემა, რაც ათენის ქართველობას გვაწუხებს. შემდეგ ვაგროვებთ გარკვეულ თანხებს და საჭიროებისამებრ ვეხმარებით გაჭირვებულებს.

მომავალი თაობა ქართველებისა, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობენ, სულ სხვა ტრადიციებით იზრდება. სამწუხაროდ, ივიწყებენ დედაენას და ითვისებენ ბერძნულს, რაც დიდი უბედურებაა. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა ქართული სკოლა. სკოლის დირექტორი გახლავთ დარეჯან ღამბაშიძე. მათემატიკას თავად ვასწავლი. ქართველი პედაგოგების დახმარებით ვცდილობთ, მომავალ თაობას ტრადიციები შევუნარჩუნოთ. ამ სკოლასთან გაიხსნა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "ნერგები". გული გვწყდება, რომ საქართველოს მთავრობა ნაკლებად აქცევს ყურადღებას ათენში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს.Aასე რომ არ იყოს, მოზარდი უფრო მეტად დაუახლოვდებოდა ფესვებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეები ერთად მიგვყავს ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე. მამა თეიმურაზი რომ არა, შეუძლებელი იქნებოდა ამ სკოლის დაარსება. მოძღვარი პერიოდულად უკითხავს ბავშვებს სამოციქულოს. რელიგიას ასწავლის ლევან ბუკია. ვასწავლით ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას, გეოგრაფიას, პატრიოტიზმს, საღვთო სჯულს.Eეკლესიამ მოგვცა სკოლისთვის დიდი შენობა და საუკეთესო პირობები შეგვიქმნა. ჩვენი სკოლა ქართულ ეკლესიასთან არსებულია, რაც ძალიან მახარებს. იმედი გვაქვს, რომ მალე გამოსწორდება საქართველოში როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მდგომარეობა და დავუბრუნდებით სამშობლოს. ჩვენს საკეთებელს საქართველოში გავაკეთებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler