ეს არის ჩემი ქართული ბუნება, რომელიც ჩავაქსოვე ჩემს ხელოვნებაში
ეს არის ჩემი ქართული ბუნება, რომელიც ჩავაქსოვე ჩემს ხელოვნებაში
არაერთხელ ყოფილა ქართული ნიჭი მშობლიურ მიწას მოშორებული. ბევრი ქართველი ხელოვანი ათასგვარი მიზეზის გამო უცხოეთის ცის ქვეშ დაბადებულა ან ახალგაზრდობაში გადახვეწილა მშობლიური მიწა-წყლიდან.

ცნობილი კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძის 9 წლის ვაჟი, გიორგი, საბალეტო სკოლის კურსებზე შემთხვევით გავიდა, მაგრამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სკოლაში უსიტყვოდ ჩარიცხეს. 16 წლისამ სკოლის პატარა თეატრში ცეკვა დადგა. მალე 15 დამწყებ მოცეკვავესთან ერთად ჯგუფი ჩამოაყალიბა და პირველივე წარმოდგენის შემდეგ მთელი ქალაქი ბალანჩივაძეზე ალაპარაკდა.

1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიას თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი, შემდეგ პეტროგრადის კონსერვატორია. იყო პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი.

1924 წელს მოცეკვავეთა პატარა ჯგუფთან ერთად საზღვარგარეთ საგასტროლოდ წავიდა და რუსეთს სამუდამოდ დაემშვიდობა. მალევე პარიზის "დიაგილევის რუსული საბალეტო დასის" მთავარი ბალეტმაისტერი გახდა, შემდეგ - ფრანგული საბალეტო დასების "ბალე რიუს დე მონტე კარლოს" და "ბალე - 1933-ის" ბალეტმაისტერი.

1934 წელს მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შექმნა "ამერიკული საბალეტო სკოლა" და ჩამოაყალიბა დასი (1948 წლიდან - "ნიუ-იორკ სიტი ბალე").

ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანისა და სხვა ქალაქების თეატრებში.

მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია - მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვან მოძრაობათა საშუალებით მუსიკა ხილვადი გახადოს. ბალანჩინში თავმოყრილი იყო ქართული გენი, რუსული კლასიკური განათლება, მსოფლიო კულტურის შეცნობის სურვილი და საკუთარი სათქმელი.

ბალანჩინის ხელმძღვანელობით "ნიუ-იორკ სიტი ბალე" საგასტროლოდ ორჯერ იყო საბჭოთა კავშირში. სპექტაკლები თბილისში გაიმართა. ბალანჩივაძის დასის საგასტროლოდ ჩამოსვლას ასე იხსენებს კომპიზიტორი ალექსი მაჭავარიანი:

"ბალანჩინის დასის გასტროლები 1962 წელს ტრიუმფული გამარჯვებით ჩატარდა თბილისში, ოპერის თეატრში. ყოველი წარმოდგენა მართლაც ხელოვნების ზეიმი იყო. ამ პერიოდში მე ბალანჩინს რამდენჯერმე შევხვდი. საოცრად დინჯი, თავდაჭერილი ადამიანი იყო, სასიამოვნო ხმის ტემბრით, უბრალოდ, მაგრამ საოცარი გემოვნებით ჩაცმული. გასტროლების დამთავრების შემდეგ ჩვენმა მთავრობამ ბალანჩინს და მთელ მის დასს ფუნიკულიორის პარკში გაუმართა დიდი მიღება-ბანკეტი, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწენი. ამ საღამოს თამადობა მე დამეკისრა.

ჩემს გვერდით, ერთ მხარეს ისხდნენ გიორგი (ჯორჯ) ბალანჩინი და ანდრო ბალანჩივაძე, ხოლო მეორე მხარეს - დავით ჩხიკვიშვილი (კულტურის მინისტრი) და ვახტანგ ჭაბუკიანი. საღამომ შესანიშნავად ჩაიარა. სახელმწიფო ანსამბლის წევრები საოცარი შთაგონებით მღეროდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს.

- ამიერიდან ჩემი ოცნებაა, ქართულ ხალხურ მრავალხმიან სიმღერაზე შევქმნა მისი საკადრისი ქორეოგრაფია, - თქვა ბალანჩინმა თითქოს თავისთვის.

- თქვენ პირველად მოისმინეთ ქართული მრავალხმიანობა? - შევეკითხე.

- ბავშვობაში მომისმენია, მაგრამ არც კი მახსოვდა. დღეს, როდესაც უშუალოდ ვისმენ ამ საოცრებებს, მომაგონდა ბავშვობა და მამა, რომელიც ხშირად უკრავდა როიალზე ასეთ ჰარმონიებს, თუმც მაინც შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ვისმენ მათ მთელი ჩემი შეგნებით. ეს მართლაც ამ შედევრების რეალური აღქმის პირველი განცდაა.

ამ სიტყვების გაგონებაზე ჩემს სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი. აქამდე ბალანჩინი, ცოტა არ იყოს, უცხოდ მეჩვენებოდა, ვერ ვხედავდი მასში ქართველს, დღეს კი გიორგიში აჭიატდა მამა-პაპის კურთხეული სული. ქართულმა სიმღერამ აქაც გაჭრა, როგორც ერთ მამლუქში "ვაი, ნანამ"...

- მე თქვენ მოგართმევთ ხალხური სიმღერების კრებულს, რომლითაც გაეცნობით თქვენი სამშობლოს, უფრო სწორად, მამათქვენის სამშობლოს სულის ღირსებას, - ვუთხარი მე.

მან ოდნავ გაიღიმა და თითქოს უფრო მოიწყინა.

საღამოს მსვლელობის დროს ერთ-ერთმა სუფრის წევრმა ასეთი შეკითხვა დაუსვა ბალანჩინს:

- ბატონო გიორგი, თქვენ ქართველი ხართ თუ არა? რა არის თქვენში ქართული?

ბალანჩინი წამოდგა, ჩაფიქრდა და დინჯად უპასუხა:

- დიახ, ბატონო, ქართველი გახლავართ, მელიტონ ბალანჩივაძის შვილი, გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე. საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, ახლა პირველად ვარ. დავიბადე და გავიზარდე პეტერბურგში, საიდანაც წავედი უცხოეთში და გავხდი ამერიკის მოქალაქე. რა არის ჩემში ქართული? ხომ გაეცანით ჩემს ხელოვნებას, ხომ ნახეთ ჩემი ბალეტი? თუ მასში არის ტემპერამენტი, სიცოცხლე, ხალისი, ენერგია, ეს არის ჩემი ქართული ბუნება, რომელიც ჩავაქსოვე ჩემს ხელოვნებაში.

არასოდეს დამავიწყდება საოცრად აღგზნებული, ალეწილი სახე გიორგი ბალანჩინისა, როდესაც იგი იდგა ფეხზე და ქართული ღვინით სავსე ჭიქით ხელში (ალბათ, ეს სრულიად ბუნებრივია) ამბობდა თავის გულისნადებს, რომელსაც აღსარებას უწოდებდა..."

ჯორჯ ბალანჩინი, გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე, 1983 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. მაგრამ "შოუ უნდა გაგრძელებულიყო" - "ნიუ-იორკ სითი ბალეტმა" საღამოსთვის დანიშნული სპექტაკლი არ გადადო. ფარდის ახდის წინ ავანსცენაზე ლინკოლნ კერსტაინი (რომელმაც ჩაიყვანა მაესტრო ამერიკაში, რათა მას ახალი სამყაროსთვის კლასიკური ცეკვა ესწავლებინა) გამოვიდა და განაცხადა: "ბალანჩინი ჩვენთან აღარ არის; ის მოცარტთან, ჩაიკოვსკისთან, სტრავინსკისთანაა..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler