ვათოპედის მონასტერში უდიდესი სულიერი გამოცდილება მივიღე
ვათოპედის მონასტერში უდიდესი სულიერი გამოცდილება მივიღე
ღვთისმსახურია ის ადამიანი, რომელიც მთელი არსებით ჭეშმარიტად და შეუფარავად ემსახურება გამჩენ ღმერთს, თითოეულ ადამიანში ღვთის ხატებასა და მსგავსებას ხედავს და მუდამ სიყვარულს ღაღადებს. ღვთისნიერი ადამიანის შინაგანი, კეთილშობილური სულისკვეთება აისახება მის გარეგნობაზე. ღვთისმსახურებაში ჩაფლული ადამიანის ბუნება, ღვთის წყალობით, იწმინდება და განწმენდილი გული მის სულიერ და ფიზიკურ იერსახესაც უკეთესობისკენ ცვლის.

მე და გიორგი ხარებაშვილი წლებია ეკლესიურ ცხოვრებაში ერთად მოვდივართ. ერთი სულიერი მოძღვარი გვყავს და ერთი ბარძიმით ვეზიარებოდით. ოჯახიც შექმნა ჩვენს მრევლთან, ნათია გოგოლაძესთან. ჩვენს თვალწინ სულიერად გაიზარდა. ახლახან დიაკვნადაც კურთხეს. ამჟამად კვიპროსში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მსახურობს. მამა გიორგი მცირე ხნით საქართველოში გახლდათ. დრო ვიხელთე და საუბარიც ვთხოვე.

- მოწაფეობისას გავიცანი ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე. მაშინ დიაკვანი გახლდათ და მუხიანის სკოლაში - "ლაშარში" საღვთო სჯულს ასწავლიდა. მამა გიორგიმ შემაყვარა უფალი და მისი წყალობით მოვედი ეკლესიაში. სურვილი მუდამ მქონდა დამეწყო ეკლესიური ცხოვრება, უფალს ვთხოვდი, ჩემთვის სწორი გზა ეჩვენებინა. მალე მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და ცოტა ხანში წმინდა ქეთევანის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. უფლისMშეწევნით ტაძარი აშენდა. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით შევისწავლე მედავითნეობა, ვგალობდი და ვსტიქაროსნობდი კიდეც.

რამდენიმე ხნის შემდეგ ათონის ვათოპედის მონასტერში წავედი, სადაც წელიწადნახევარი დავყავი. თავიდან ფიზიკურად ვმუშაობდი, მერე, როგორც მონასტრის წევრი, ისე ვცხოვრობდი. როცა მონასტრის ერთ-ერთი წევრი, მამა სიმეონი შეუძლოდ გახლდათ, მის მორჩილებას მე ვასრულებდი. ხატმწერებს ვეხმარებოდი - დაფებს ვუმზადებდი.

ათონზე უდიდესი მადლი სუფევს. იქ ფეხის დადგმისთანავე გრძნობ დედა ღვთისას და მაცხოვრის მფარველობას, ღვთისმშობლის უდიდეს წყალობას. ვათოპედის მონასტერში შვიდი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არის გერონდა ეფრემი. ათონის მთა სულიერი გამოცდილების წიგნია, რომელიც შენს თვალწინაა გადაშლილი და შეგიძლია სულიერი თვალით ამოიკითხო სასარგებლო რჩევები. ათონზე ნაცხოვრები ვალდებული ხარ, ღვთისთვის სათნოდ შეცვალო ცხოვრების წესი. ვათოპედი ერთ-ერთი გამორჩეული მონასტერია. ის ბერი იოსებ ისიხასტის მემკვიდრედ ითვლება. იოსებ ისიხასტი გახლდათ XX საუკუნის უდიდესი მამა. მისი სულიერი შვილია იოსებ ვათოპედელი, რომელიც დღეს 80 წლისაა. მამა იოსები ვათოპედელი სულიწმინდით გაბრწყინებული ადამიანია. ერთხანს ეფრემ კატუნაკელთან ერთად ცხოვრობდა. მნახველების მიღებაზე უარს არ ამბობს. მეც შევხვედრივარ მამა იოსებს. მონასტრიდან ცოტა მოშორებით ცხოვრობს და ვათოპედში კვირაში ორჯერ მაინც ჩამოდის. უქადაგებს მონასტრის წევრებს. ამ მონასტერში უამრავი სიწმინდეა დაბრძანებული, მათ შორის იოსებ ისიხასტის წმინდა ნაწილები. ვათოპედში ბერის სქემაში აღკვეცა წმინდა მამის წმინდა ნაწილებთან ხდება. ამავე მონასტერშია დაბრძანებული იოანე ოქროპირის თავის ქალა, ღვთისმშობლის სარტყელი.

ერთ სასწაულზე მინდა გიამბოთ, რომელიც ჩემი იქ ყოფნისას მოხდა. ბერი იოსებისთვის გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. მონასტრის ძმობამ მოძღვარი გამოაცილა და გზა დაულოცეა. ამ დროს მომლოცველთა გემი მოადგა ვათოპედის მონასტერს. მგზავრებს შორის ბავშვებიც იყვნენ. როგორც კი გადმოვიდნენ გემიდან, ერთხმად დაიძახეს - ღვთისმშობელიო. როცა ჰკითხეს, სად ხედავთ ღვთისმშობელსო, უპასუხეს - აი, ამ ბერის თავზე (გულისხმობდნენ მამა იოსებს) ღვთისმშობელი გამოჩნდა და კალთა გადააფარაო. ბერის წასვლამდე მონასტერში საავადმყოფოდან უცნობმა ქალბატონმა დარეკა - მამა იოსები ნუღარ მოვა, სათანადო აპარატურა არ გვაქვსო. Mმამა იოსები სხვა საავადმყოფოში წაიყვანეს. ღვთის შეწევნით, ოპერაციამ კეთილად ჩაიარა. ცოტა ხნის შემდეგ იმავე საავადმყოფოდან დარეკეს - გელოდებით, სად ხართო. მონასტრის წევრებმაUუპასუხეს, - თქვენგან დარეკა ქალბატონმა და აპარატურის უქონლობის გამო ავადმყოფის მიღებაზე უარი თქვაო. როგორც გაირკვა, მსგასი აპარატურა მართლაც არ ჰქონდათ იმ საავადმყოფოში. თითქოს დედა ღვთისმშობელმა გააფრთხილა მამები და აარიდა იქ მიყვანას მამა იოსები. სასწაულები დღემდე გრძელდებაMათონის მთაზე.

მამა იოსები კელიაში მის სულიერ შვილთან, მამა ათანასესთან ერთად ვინახულე. ფიზიკურად ვეხმარებოდი კიდეც. როცა ათონიდან წამოსვლა დავაპირე, დავემშვიდობე მამა იოსებს და სასულიერო ცხოვრების გზაზე შედგომის წინ ლოცვა-კურთხევა ავიღე.

მამა გიორგის კურთხევით, ათონზე ყოფნის დროს ჩემი სული ვათოპედის მონასტრის მოძღვარს, მღვდელმონაზონ კვიპრიანეს ჩავაბარე. სასულიერო გზის არჩევაც მამა კვიპრიანეს სურვილი გახლდათ.

მამა კვიპრიანესა და არქიმანდრიტ ეფრემის დახმარებით ათონის მთიდან კვიპროსში გადავედი. კვიპროსში, ლიმასოლში მსახურობს მიტროპოლიტი ათანასე, რომელიც მანამდე ვათოპედის მონასტერში მოღვაწეობდა. მეუფე ათანასე ბერი პაისის, ეფრემ კატუნაკელის და იოსებ ვათოპედელის სულიერი შვილი გახლდათ. მათი ზედამხედველობით ცხოვრობდა სულიერად. უდიდესი წყალობაა ჩემთვის მეუფესთან ურთიერთობა. ის სულიერი ცხოვრების ცოცხალი მაგალითია. როცა ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს და ღვთისმსახური ხდება, თანაც ხელდასხმას იღებს, ყველაფერი მორჩილებით უნდა მიიღოს. განსაკუთრებული მადლი მოდის ხელდასხმის დროს და უდიდეს პასუხისმგებლობასაც გრძნობ. მას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, იმსახუროს ღვთის ტრაპეზის წინაშე. ადამიანს დიდი ყურადღება მართებს საკუთარი სინდისის, სულიერი ცხოვრების მიმართ. დიაკვნად კურთხევას წინ მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინა ჩემს მიმართ მიტროპოლიტმა ათანასემ. კურთხევამდე სულ მის გვერდით ვიყავი და უდიდეს მაგალითს მაძლევდა. თავისი ხილული მაგალითით მასწავლიდა ღვთისმსახურებას. კვიპროსში, სადაც მე ვმსახურობ, ბევრი ქართველი ცხოვრობს. იქ არის ძალიან კარგი ქართველი მღვდელი მამა ანდრია. წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ერთად აღვავლინეთ ღვთისმსახურება ქართულ ენაზე.

იმდენად დიდი საიდუმლია ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, რომ უდიდესი სულიერი გამოცდილება გინდა, ამ ყველაფერს საფუძვლიანად ჩასწვდე.

ადამიანმა მორჩილებით უნდა ატაროს ღვთისგან დაკისრებული ჯვარი. ვცდილობ, მორჩილებით წარვმართო ჩემი ცხოვრება.

ღვთის შეწევნის იმედი მაქვს, რომ უფლის მსახურებას ღირსეულად შევძლებ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler