დავუბრუნოთ ქართული ხორბალი ქართველ კაცს და მთელ მსოფლიოს!
დავუბრუნოთ ქართული ხორბალი ქართველ კაცს და მთელ მსოფლიოს!
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში (2009 წ.) საგანგებო ყურადღებას უთმობს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარების საკითხებს. იგი აღნიშნავს: "საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა და ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა; და ეს უნდა აღდგეს".

საქართველო ხორბლისა და პურის სამშობლოა. ხვნას, თესვას, პურეულის მოყვანას ქართველი მიწათმოქმედის საქმიანობაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ცნობილია, რომ წმინდა ილია მართალს საგურამოში თავად ჰქონდა მრავალდარგოვანი მეურნეობა, სადაც ხეხილთან ერთად მოჰყავდა პური, სიმინდი, ქერი. საქართველოში მან პირველმა შეიძინა პურის სალეწი მანქანა. მან არაერთი წერილი მიუძღვნა პურეულის საკითხებს.

დღეს ძალზე აქტუალურ მნიშვნელობას იძენს ქართული პროდუქტის, და მათ შორის ყველაზე მეტად - უნიკალური ქართული ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაფართოების საკითხი. როგორც მისი უწმინდესობა აღნიშნავს: "ხორბლის ადგილობრივი წარმოება კატასტროფულად არის შემცირებული და ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების მხოლოდ 9%-ს აკმაყოფილებს; სამწუხაროდ, ამ 9%-შიც არ შედის ჩვენი ტრადიციული ადგილობრივი ჯიშები. სავალალოა, რომ უნიკალური ქართული ხორბალი სრული გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად ასაღებენ და ამით ამაყობენ; ხოლო საქართველოდან ექსპორტირებული ხორბალი და პურის ფქვილი, რომელიც მოხმარებული პროდუქციის 91%-ს შეადგენს, იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ასე რომ, ქართული სოფლის მეურნეობის და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა: დავუბრუნოთ ქართული ხორბალი ქართველ კაცს და მთელ მსოფლიოს!"

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ქართული ხორბლისა და პურის აღორძინების საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც ბატონი გიორგი ანდრიაძე ხელმძღვანელობს. ეს ცენტრი აწარმოებს ქართული ჯიშის - დოლის პურს, კათოლიკოს-პატრიარქი მოგვიწოდებს, მივირთვათ ეს ჯანსაღი პური, რომელიც, მისივე სიტყვებით - "ჯანმრთელობის და გამრავლების საწინდარია".

რა უპირატესობა აქვს ქართულ დოლის პურს სხვა პურთან შედარებით, რატომ არის საჭირო ქართული ხორბლისა და პურის წარმოების აღორძინება და ზოგადად, რა საქმიანობას ისახავს მიზნად ქართული ხორბლისა და პურის აღორძინების საკოორდინაციო ცენტრი - ამის შესახებ გვესაუბრება ბატონი გიორგი ანდრიაძე.

- საქართველო უძველესი დროიდან პურის მწარმოებელი ქვეყანა იყო. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ამ დარგის აღდგენა-გაფართოება?

- სამწუხაროდ, საქართველო დღესდღეობით აღარ წარმოადგენს ხორბლის მწარმოებელ ქვეყანას. ხორბლის უძველეს სამშობლოში მოხმარებული ფქვილის აბსოლუტური უმეტესობა იმპორტირებულია. არადა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ქართული ხორბალი საექსპორტოდაც კი გადიოდა. სწორედ ამ მიზნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ ხორბლის უძველესი ქართული ჯიშების შესწავლა და აღორძინება, ხოლო პურის ცხობაში ტრადიციკული მეთოდების გამოყენება.

- როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა და რას გულისხმობთ პურის ცხობისას ძველი ქართული მეთოდების გამოყენებაში?

- 2008 წლის შემოდგომაზე დაითესა რამდენიმე უნიკალური ქართული ჯიში, მათ შორის დოლის პური. ამავე პერიოდში ქარხნული მასშტაბებისთვის დამუშავდა ტრადიციული უსაფუვრო მცენარეული (სვია) გამაღვივებლით პურის ცხობის ტექნოლოგია.

წისქვილებში ხდება ხორბლის ისეთი დამუშავება, რომ ფქვილში არ შედის უჯრედისი და იგი ქატოსთან ერთად იყრება. ეს იწვევს ადამიანის კუჭ-ნაწლავისათვის ბუნებრივი გამწმენდი კომპონენტის ამოღებას პურიდან და ხდება მიზეზი ადამიანის ორგანიზმის პარაზიტული დაავადებებისა.

- დოლის პური, რომელიც სხვა პურებისგან სასიამოვნო არომატითა და ოდნავ მომჟავო გემოთი გამოირჩევა, როგორც ვიცი, არ არის გამდიდრებული ხელოვნური დანამატებით და ვიტამინებით. მასში არ არის საფუარი. რა უპირატესობა აქვს ასეთი ტექნოლოგიით დამზადებულ პურს, თუნდაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით?

- ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული პური სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო ამ სახეობის "ცეხვილი პური" უნიკალური დიეტური პროდუქტია. მცენარე სვია სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებებით ხასიათდება. იგი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებების პრევენციას. მისგან გამაღვივებლის (საფუვრის შემცვლელის) დამზადება ხელით ხდება. ბუნებრივი მცენარეული გამაღვივებლის მაგივრად საფუვრის გამოყენება მრავალ დაავადებას, არაბუნებრივ სიმსუქნეს იწვევს და სიმსივნური პროცესების დამაჩქარებელი ელემენტია. დოლის პურის "ცეხვილი" სახეობა კი შეიცავს უჯრედისს, რაც მას უნიკალურ დიეტურ და პროფილაქტიკურ თვისებებს ანიჭებს.

- უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს: "ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, დღეს უკვე სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. ვფიქრობ, რომ ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ვფიქრობ, დოლის პურის წარმოებაც ამ საქმის ხორცშესხმას ემსახურება..."

- დიახ, თანამედროვე მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები დიდად ფასობს, ხოლო ამ მხრივ საქართველოში ჩვენი პური, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენს მიერ გამოყენებულ ეკოლოგიურად სუფთა ფქვილში არ ხდება ვიტამინებისა და სხვა გამამდიდრებლების დამატება. ცომის აფუებასა და დაყოვნებას 9 საათი სჭირდება. ცხობა კი ეკოლოგიურად უსაფრთხო ღუმლებში მიმდინარეობს. ამდენად, ეს პური მთლიანად ბიოპროდუქტს წარმოადგენს

- ესე იგი, რა კომპონენტებს უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი?

- ჯანსაღი პურის მისაღებად, როგორც უკვე ითქვა, საჭიროა ოთხი ძირითადი კომპონენტი: 1. ხორბალი; 2. წისქვილი, საიდანაც მიიღება ფქვილი; 3. ბუნებრივი მცენარეული გამაღვივებელი (საფუარი) და ასევე მეოთხე კომპონენტი - ღუმელი ანუ საცხობი. საცხობიც მნიშვნელოვანი ელემენტია, ვინაიდან სწორედ მასში ხდება პურის საბოლოო, თერმული დამუშავება და თუ ამ დროს გამოიყოფა მავნე ელემენტები. ისინი მყარად თავსდება პურის სტრუქტურაში.

დღევანდელ პურის ცხობაში ეს ოთხივე კომპონენტი დარღვეულია და სასარგებლო-პროფილაქტიკური პროდუქტის მაგივრად ვიღებთ საზიანო საკვებს.

- რა რაოდენობით მზადდება ეს პური?

- ხელით ცხობისა და ცომის დიდი ხნით დაყოვნების გამო პური შეზღუდული რაოდენობით მზადდება. ჩვენი პროდუქცია მიეწოდება საქართველოს საპატრიარქოს, პირადად კათოლიკოს-პატრიარქს და დიდი მოწონებით სარგებლობს.

- რა არის საჭირო საქართველოში ქართული ხორბლისა და პურეულის მრეწველობის განსავითარებლად?

- ამისათვის საჭიროა:

* ხორბლის მწარმოებელი რეგიონების მხარდაჭერა და ქართული სამომხმარებლო ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი ქართული ხორბლის პროდუქციის მიწოდება;

* საქართველოს ეკლესიის ინფრასტრუქტურის გამოყენება, კერძოდ, მისი ეპარქიებისა და მრევლის წევრების საკუთრებაში არსებულ მიწებზე აღნიშნული ხორბლის დათესვა;

* ქართული ხორბლით დაინტერესებულ გლეხთა და ფერმერთა აღნუსხვა და მათი კოორდინაცია;

* ქართული ხორბლის პოპულარიზაცია როგორც საქართველოს მოსახლეობაში, ისე მთელ მსოფლიოში, ძირითადად კი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მომხმარებელი ქვეყნების მოსახლეობაში.

შენიშვნა: ინტერნეტში თითქმის არ არსებობს ელემენტარული ინფორმაცია ქართულ ხორბალზე. ამიტომ საჭიროა დამზადდეს ვებგვერდი - ქართული ხორბალი, ამ გვერდისათვის (უცხო ენებზეც) შეიქმნას ვიდეორგოლები.

- რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის ეკონომიკური წინსვლისთვის ქართული ხორბლისა და პურის პოპულარიზება?

- ქართული ხორბლისა და პურის პოპულარიზება გამოიწვევს მასზე მზარდ მოთხოვნილებას, რაც წაახალისებს ქართული ხორბლის მწარმოებლებს და ქართულ ბაზარს სრულად დაიკავებს ეს უნიკალური ქართული პროდუქცია. სათანადო საქმიანობის წარმართვის შემთხვევაში სრულიად რეალურია მისი ექსპორტიც. ყოველივე ეს კი განუზომლად გაზრდის როგორც გლეხობის, ისე სახელმწიფოს შემოსავალს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler