ივნისში ინდოეთიდან ჩამობრძანდება დელეგაცია და საქართველოს გადმოეცემა წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილები
ივნისში ინდოეთიდან ჩამობრძანდება დელეგაცია და საქართველოს გადმოეცემა წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილები
წმინდა დედოფალი არ მოგვაკლებს მეოხებას
პროფესორ ილია ტაბაღუას გამოკვლევა, "საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში", გვთავაზობს მონაცემებს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფლის შესახებ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც 1625 წლის 4 იანვარს კათოლიკე ბერებმა მალულად მოიპოვეს ეს უდიდესი სიწმინდე სპარსეთში, მისიონერების მეოხებით, იგი განაწილდა სხვადასხვა სავანეში. ხსენებული წიგნის ავტორი გვამცნობს, რომ ქეთევან დედოფლის ნეშტის რელიკვიების სხვადასხვა ადგილას გაგზავნის შესახებ ლაპარაკია ამბროზიო დუშ ანჟუშის "ნამდვილ ცნობებში". ამ ცნობების მიხედვით, ქეთევან დედოფლის მკლავის ძვალი და მარჯვენა ხელის მტევანი ინდოეთში, ქალაქ გოაში გაგზავნეს და იქ დაგრასას პორტუგალიელ ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერში შავი ქვის კუბოში ჩადებული საკურთხევლის უკან დაასვენეს. მსოფლიოს მასშტაბით ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები იყო საქართველოში, ისპაანში, გოაში და რომში, შესაძლოა ნამიურშიც. ისპაანსა და გოაში ზემოხსენებულ მონასტრებში უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს, გოაში მონასტრის მხოლოდ ნანგრევები დარჩა.

ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარს წმინდა ქეთევანისადმი განსაკუთრებული კრძალვა და სიყვარული სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში გაუჩნდა. უფლისა და წმინდა ქეთევანის შემწეობით, უწმინდესისა და მრევლის დახმარებით, მამა გიორგიმ ავჭალაში მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძველი ტაძრის ნანგრევი აღადგინა და წმინდა ქეთევანის სახელზე აკურთხა (ტაძრის ტრაპეზი მეუფე იობმა აკურთხა). შემდეგ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოძიება დაიწყო და უფლის შეწევნით დღეს წმინდანის ხატშივე (ხატმწერი ქეთევან ხაჟომია) ჩაბრძანებული წმინდა ქეთევანის ნეკნის ნაწილი ტაძრის მთავარი სიწმინდეა.

როგორც აღვნიშნეთ, წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიმოფანტული. მამა გიორგის უდიდესი სურვილია, მოხდეს ყველა მათგანის მოძიება და სამშობლოში ჩამობრძანება. უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და მამა გიორგის წინამძღვრობით შედგა სპეციალისტთა ჯგუფი, რომელმაც მოინახულა ის ადგილები, სადაც სიწმინდეებია დავანებული. პირველი ექსპედიცია ინდოეთში 2000 წელს მოეწყო. უწმინდესისა და ამბა ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ლოცვა-კურთხევით, ბოლო ექსპედიცია ახლახან, აპრილში შედგა. პროფესიონალი სპეციალისტებით დაკომპლექტებული დელეგაცია, მამა გიორგის ხელმძღვანელობით, ინდოეთს გაემგზავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვესაუბრე მამა გიორგი რაზმაძეს:

- ინდოეთში, გოაში მდებარე დაგრასას მონასტერში წლების წინ მივაკვლიეთ წმინდა ქეთევანის მარჯვენა მკლავის წმინდა ნაწილებს. ინდოეთის მხარე შეგვპირდა, რომ დნმ-ს ანალიზის შემდეგ საქართველოს გადმოსცემდნენ ამ სიწმინდეებს. ჩვენდა სასიხარულოდ, ინდოეთიდან მომივიდა ცნობა, რომ ჩატარდა ანალიზი და ახლო მომავალში გადმოგვცემენ წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილებს. უწმინდესისა და ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ლოცვა-კურთხევით გავემგზავრეთ ინდოეთში. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური მოწვევით ივნისში ინდოეთიდან ჩამობრძანდება დელეგაცია და მოლაპარაკების შედეგად საქართველოს გადმოეცემა წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილები.

ინდოეთში ყოფნისას ყველა ჩვენი საუბარი იქაურ მხარესთან ჟურნალისტების თანხლებით მიმდინარეობდა. ჟურნალ-გაზეთები იქაურ სამღვდელოებას ამცნობდნენ, რომ საქართველოდან ჩამოსულია დელეგაცია მამა გიორგის ხელმძღვანელობით, რომელიც იკვლევს წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელს. მნიშვნელოვანია, რომ წმინდა ქეთევანის სახელი მთელ ინდოეთშია ცნობილი. იციან მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. იციან ისიც, რომ ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოს კუთვნილებაა. მწამს, რომ წმინდა ქეთევანის კურთხევა და ლოცვა შეგვეწევა და მისი წმინდა ნაწილები მრავალი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.

წლების წინ, როცა ჩვენი დელეგაცია ინდოეთში, ნამიურში გაემგზავრა (რაშიც უდიდესი დახმარება გაგვიწია ბატონმა დავით ქორიძემ), მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, წავიღეთ ოფიციალურად შედგენილი წერილი. ამჯერად კი ჩვენს ვიზიტს მეუფე დავითი ჩაუდგა სათავეში. მოგეხსენებათ, რომ წმინდა ქეთევანის ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია ალავერდის ეპარქიასთან. როცა მეუფეს ჩემი სურვილი გავუმხილე წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილების ალავერდის ეპარქიისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, ძალზე გაიხარა. მეუფემ წერილობით მიმართა დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოს. მეუფის ლოცვით უფალი შეგვეწია და ინდოეთიდან ნაყოფიერად დავბრუნდით. საქართველოში ინდოეთის დელეგაციის სტუმრობას თავად მეუფე ჩაუდგება სათავეში. შეხვედრა ალავერდის ეპარქიაში შედგება. მეუფის ლოცვა-კურთხევით, ინდოეთის წარმომადგენლობა, ის წევრები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით სიწმინდეების მოძიებაში, დაჯილდოვდებიან თელავის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებით. ამით ქართველები მცირეოდენ მადლიერებას გამოვხატავთ ინდოელების მიმართ.

- მამა გიორგი, კარგი იქნება, თუ გაიხსენებთ თქვენს ექსპედიციებს ინდოეთში.

- როცა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სპეციალისტებთან ერთად პირველად გავემგზავრე ინდოეთში, თან გვახლდა ინდოლოგი ნიკოლოზ კენჭოშვილი. ჩვენი მიზანი იყო, მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, რათა ქართველი დედოფლის ნეშტის აღმოსაჩენად დაგვეწყო არქეოლოგიური სამუშაოები. მოვინახულეთ გოაში ნანგრევებად ქცეული დაგრასას მონასტერი, სადაც, წერილობითი წყაროების მიხედვით, წმინდა ქეთევანის საფლავი გვეგულებოდა. აქ დავაფიქსირეთ ოთხი საფლავი, რომლებიც ვიდეოფირზე აღვბეჭდეთ. 1624 წლით დათარიღებული ერთ-ერთი ძვალთშესალაგის გერბი ბაგრატიონთა გერბს წააგავდა. შემდეგ ვეწვიეთ გოას უნივერსიტეტს. შევხვდით უნივერსიტეტის რექტორს, რომელსაც მივართვით პატრიარქის სარეკომენდაციო წერილი, რათა ჩვენთვის დახმარება აღმოეჩინათ. დახმარების დასტურად მათ გამოგვატანეს საპასუხო წერილი უწმინდესისადმი, რომელსაც გთავაზობთ.

"თქვენო უწმინდესობავ!
ინდოლოგ ნიკოლოზ კენჭოშვილისა და მამა გიორგი რაზმაძის მიერ ჩემს სახელზე წარმოდგენილი ერთობლივი განცხადების საფუძველზე გაცნობებთ, რომ გოას უნივერსიტეტი სიამოვნებით დაეხმარება თქვენს მიერ რეკომენდებულ მეცნიერთა ჯგუფს, რათაA ჩაატაროს საკვლევი სამუშაოები ქეთევან წამებულის ნეშტის ნაწილების არსებობასთან დაკავშირებით ძველი გოას წმინდა ავგუსტინეს მონასტრის ნანგრევების ტერიტორიაზე".

ბელგიის უძველეს ქალაქ ნამიურში მდებარე წმინდა ობენის საკათედრო ტაძარშიც არის წმინდანის საძვალე. 1914 წლის გაზეთ "სახალხო ფურცელში" გამოქვეყნებული ფოტოს თანახმად, ყოველი ქართველისთვის სათაყვანებელი ქეთევან წამებულის საძვალე ყოფილა. 1857 წლის ჟურნალ "ცისკარში" არის ცნობა, რომ თეიმურაზთან მოვიდნენ ლათინელები, მოწამის ნაწილები მოართვეს და პატარა ნაწილი წაასვენეს ბელგიის ქალაქ ნამიურში, რომელიც დღემდე იქ ინახება. 1893 წლის გაზეთ "ივერიაში" აღწერილია ალავერდის ტაძარი და ქეთევან წამებული, რომ ლათინებმა ზოგიერთი ნაწილი მისი გვამისა - მარჯვენა ხელი და შედედებული სისხლი მიართვეს მეფე თეიმურაზს, რომელიც იმ დროს იყო გოაში, "ხოლო ეს ნაწილი ეხლაც დაცულნი არიან ბელგიაში".

ბელგიაში მოგზაურობის დროს იქაურებს აინტერესებდათ, როგორ მოხვდა მათ ქვეყანაში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. პორტუგალიის ერთ-ერთ არქივში აღმოჩენილია ცნობა რომელიღაც ბერის შესახებ. იგი შირაზში წმინდა ქეთევანის წამებას ესწრებოდა და ისე უმოქმედია მასზე ამას, რომ წმინდანის სხეულის მცირე ნაწილი ჩუმად აუღია და შეუნახავს. ეს ბერი წარმოშობით ნამიურიდან ყოფილა. შემდეგ მას ნაწილი ობენის საკათედრო ტაძარში დაუსვენებია, სადაც დღემდე ინახება.

2006 წლის ზაფხულში ქალაქ გოას არქეოლოგიური ცენტრიდან მივიღეთ წერილი. გვატყობინებდნენ, რომ გათხრების შემდეგ პორტუგალიელმა და ინდოელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ის შავი ქვის კუბო, რომელშიც წმინდა ქეთევანის მარჯვენა ხელის ძვალი იყო ჩაბრძანებული. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს კუბო ჩასვენებული იყო ერთ-ერთი პორტუგალიელი მისიონერის შვილის საფლავში, დაგრასას მონასტერში, საკურთხევლის მარჯვენა მხარეს. ეს სიწმინდე შავი ქვის კუბოთი ინდოეთის არქეოლოგიურ მუზეუმში გადავაბრძანეთ. ჩვენი შეთანხმებით, წმინდა ქეთევანის ქანდაკება უნდა ვაჩუქოთ გოას მუნიციპალიტეტს, დაგრასას მონასტერს, სადაც დაიდგმება წარწერით - აქ განისვენებდა საქართველოს დედოფალი ქეთევან წამებული, რომელიც ეწამა მართლმადიდებლობისთვის სპარსეთში შაჰ-აბასის მიერ.

წმინდა ქეთევან დედოფლის პირად, XIII საუკუნის მედალიონზე გამოსახული არიან წმინდა გიორგი და წმინდა დიმიტრი თესალონიკელი. იგი შუაზე იხსნება. მასში ოდესღაც ინახებოდა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური და საარქივო მასალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნამდვილად წმინდა ქეთევანს ეკუთვნის წმინდა ნაწილები.

ჩვენს ტაძარში არის დაცული წმინდა ქეთევანის ნეკნის ნაწილი. ინდოეთიდან წამოვიღეთ მარჯვენა მკლავის მცირე ზომის წმინდა ნაწილი. ღვთის შეწევნით, იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში დედოფლის წმინდა ნაწილები მთლიანად დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას და წმინდა ქეთევანი არ მოგვაკლებს მეოხებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler