თითო აგური ყველამ უნდა დადოს სულიერი შენობის ასაგებად
თითო აგური ყველამ უნდა დადოს სულიერი შენობის ასაგებად
მომავალი თაობის აღზრდასა და მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაში სკოლას რომ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, კარგად ვუწყით. ამიტომაცაა აუცილებელი, მოზარდები დასაბამიდან ეზიარებოდნენ ღვთის სიტყვას და წმინდა მამების სწავლების წიაღში საზრდოობდნენ. დასანანია, რომ ამგვარი მასაზრდოებელი გარემო სკოლებში ნაკლებად მოიძებნება. გამიხარდა, როცა გავიგე, თბილისის 105-ე საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლეები ბეთანიელი მამების ცხოვრებასა და მოღვაწეობას წარმოადგენენო.Aამ წმინდა მამების ცხოვრება ბავშვებმა გულიდან ამოსული სითბოთი და დიდი სიყვარულით გადმოგვცეს, რითაც საერო და სასულიერო პირთა მოწონება დაიმსახურეს. ისანი-სამგორის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ირინა გოგონაიას თქმით, მისასალმებელია ამგვარი ღონისძიებები, რისი წყალობითაც მომავალი თაობა უკეთესად შეისწავლის წმინდა მამების ცხოვრებასა და მოღვაწეობას. დიდი სითბოთი მიესალმნენ დამსწრე საზოგადოებას წალენჯიხიდან საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული სკოლის დირექტორი და მოსწავლეები.

- მოგეხსენებათ, სკოლაში გარკვეულწილად ყალიბდება პიროვნება. აქ გატარებული წლები კი "ჭაბუკის ტვინსა და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა, ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომლიდანაც მშვენიერი მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა" (ილია), - აღნიშნა 105-ე სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა, ინფორმატიკის მასწავლებელმა ბელა ინჯგიამ მისივე თქმით, კარგი ნაყოფის მისაღებად აუცილებელია, ახალი თაობა თავისი დიდი წინაპრების მაგალითებით სულდგმულობდეს, მათ მიბაძვას ცდილობდეს, რადგან "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაეცემის".

როცა ღვთის სიტყვა თითქმის აღარსად გაისმოდა საქართველოში, ბეთანიის მონასტერი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ხმამაღლა ქადაგებდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანობის სწავლებას. ბეთანიელი მამები შუქურასავით იყვნენ და გზას უნათებდნენ ღვთისკენ მიმავალ ადამიანებს.

105-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მამაცაშვილი: - ბედნიერი ვარ, რომ მომავალი თაობა ეზიარა წმინდა მამების მადლს. ჩვენს სკოლას ესტუმრნენ წალენჯიხის სკოლის მოსწავლეები დირექტორთან ერთად. ამ წმინდა მამების შესახებ მიძღვნილი ღონისძიება პირველად წალენჯიხის სკოლაში ჩატარდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი მერაბიშვილი: - სასიამოვნოა, რომ ჩვენს სკოლაში ასეთი ლამაზი საღამო ჩატარდა. ბეთანიელმა მამებმა ხომ თავიანთი მოკრძალებული ცხოვრებითა და მოღვაწეობით მაგალითი მოგვცეს - როგორ უნდა იცხოვროს ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა. ბავშვებიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საქმეს და სიყვარულით და მთელი გულით გადმოგვცეს მამების ცხოვრება და მოღვაწეობა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

KARIBCHEისტორიის მასწავლებელი ნინო რამიშვილი: - დიდება უფალს დღევანდელი დღისთვის. აუცილებელია მსგავსი ღონისძიებები ჩატარდეს სკოლებში, თუნდაც იმისათვის, რომ ბავშვებმა სულიერება დაინახონ და სულიერად ამაღლდნენ.

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ასათიანი: - ძალიან კარგია ამგვარი ღონისძიებების ჩატარება. ეს არის თითო აგური, რომელიც ყველამ უნდა დადოს სულიერი შენობის ასაგებად. ვინც სულიერ ცხოვრებას ელტვის, აღიზრდება ზრდილობიანი, პატიოსანი და არასდროს ჩაიდენს ცუდს. ბერ-მონაზვნების ცხოვრების ძიებით კაცი თავის ცხოვრებას ეძიებს. შეიძლება ერში იყოს, მაგრამ მათი ცხოვრების წესი ხშირად გამოიყენოს.

სოციოლოგი ლეონ ფირცხალავა: - უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა, შეესწავლა ბეთანიაში მოღვაწე მამის, მამა ვასილ ფირცხელავას ცხოვრება-მოღვაწეობა და მისი ნეშტის გადმოსვენება ბეთანიის მონასტერში. ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ სკოლებმა დაიწყეს მამა ვასილის ცხოვრების შესწავლა. მათი ღონისძიებები მიზნად ისახავდა წარმოეჩინათ ბეთანიელი მამების ცხოვრება-მოღვაწეობა. ამგვარი საღამოები უფრო შეუწყობს ხელს, საფუძვლიანად გავიცნოთ ჩვენი დიდი მამების ყოფა, მათი სულიერი ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის მაგალითი გახდეს. მამა ვასილის გადმოსვენება კი დაკავშირებულია მისივე ანდერძთან - დაეკრძალათ ბეთანიაში, მამა იოანეს გვერდით, მაგრამ ოჯახის წევრთა მოთხოვნით, დაიკრძალა მშობლიურ მხარეში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზუმში. მამა გაბრიელის (ურგებაძე) ანდერძი გახლავთ, რომ გაიხსნას მისი მოძღვრის საფლავი. მამა ვასილის გადმოსვენება ვერ მოხდება, სანამ არ გაიხსნება ბეთანიაში მოღვაწე მამა გიორგის საფლავი. ამიტომ ორი დიდი მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მოხდეს - მამა გიორგის წმინდა ნაწილების აღმოყვანება, რაც მიღებული წესია მართლმადიდებლურ სახელმწიფოში, და მამა ვასილის გადმოსვენება ბეთანიაში (თურმე წმინდა იოანე მანგლელის საფლავი გიორგი XII-მ ორჯერ გაახსნევინა სიწმინდის თაყვანსაცემად). ბეთანიაში, მარტყოფში, ქოზიფაში და კიდევ სხვა მონასტრებში არის სასულიერო პირების წმინდა ნაწილები. ეს იმას მოწმობს, რომ წესად იყო წმინდა მამების საფლავების გახსნა და წმინდა ნაწილების აღმოყვანება. უწმინდესმა ბრძანა, რომ მამა ვასილის სული გაიხარებს, როცა მას ბეთანიაში გადმოასვენებენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler