მიყვარს ჩემი პატარა და "თვალცრემლიანი" საქართველო!
მიყვარს ჩემი პატარა და "თვალცრემლიანი" საქართველო!
* საქართველოს გაუსაძლისი დრო უდგას. თუ გადავრჩებით, მხოლოდ უფლის წყალობით, რჯულის კანონის დაცვით, გულიანი ლოცვით, ღალატის გადაჩვევით, მიტევებით, ერთმანეთის სიყვარულითა და გატანით, გაჭირვებულის გვერდით დგომით და იმით, რომ სულ გვახსოვდეს: ამ ქვეყნიდან ხელცარიელები მივდივართ, არაფერს გვატანენ. ყოველივე ამის შემდეგ უფალი გვერდით დაგვიდგება...

* გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ საქართველოს. ჩვენს დასახმარებლად არასდროს და არავის შეუწუხებია თავი და არც ახლა დაგვეხმარება ვინმე. ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. არ გავხდეთ დიდი სახელმწიფოების მარიონეტი, დავიცვათ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ნაანდერძევი: მამული - ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა, რომელიც სიცოცხლის ძალას გვაძლევს; ენა - ერის თვითმყოფადობის გარანტი და რწმენა - ქრისტიანული სარწმუნოება, ჩვენი ძლიერების საფუძველი... ხალხო, გამოფხიზლდით!

* აი, ახლა საზღვარგარეთ ვარ და მინდა ვთქვა: მრცხვენია, ქართველი რომ ვარ! ერთ-ერთ ფრანგულ ორგანიზაციაში მიმღებად გავდივარ სტაჟირებას და ზაფხულში საქართველოში მიწევს ჩამოსვლა, მაგრამ როგორ არ მინდა, რომ იცოდეთ... კარგია, როცა ამბობენ, "კარგი ეძებეო", იმიტომ რომ ქართველების უმრავლესობა ცდილობს, მხოლოდ ცუდი დაინახოს. მე კარგს ვეძებ, მაგრამ ამ ძიებაში უფრო მეტი ცუდი დავინახე და ეს მართლაც არ არის საამაყო... საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა... თუ არასწორად მახსოვს?!

* შარშან, აღდგომას, მიუნხენის ქართულ ეკლესიაში ხალხი ვერ ეტეოდა, მოდიოდნენ პატარა ბავშვებთან ერთად, ზოგი - ჩოხა-ახალუხით მოსილი... "ერისიონი" ჩამოვიდა და დიდხანს ვერ გავიდნენ სცენიდან, რადგან ყველანი "საქართველოს" ვყიჟინებდით და ვტიროდით. ტიროდნენ მოცეკვავეებიც... "ერისიონმა" მიუნხენის მეტროში ხალხური სიმღერები იმღერა... მატარებელი გაჩერდა, ხალხი აღარ ჩადიოდა. ტიროდნენ რუსები, გვეხვეოდნენ და გვეფერებოდნენ გერმანელები... როგორ გგონიათ, იქ რომ გეთქვა - მე ქართველობის მრცხვენიაო, რა მოხდებოდა?

* ეკლესია სიბრძნეა ღვთისა. იესო ქრისტემ მასთან დასაახლოებელი კარიბჭე დაგვიტოვა, სადაც შეგიძლია შენს თავში ჩაიხედო და განიწმინდო სულიერად, ეზიარო ღვთის ნებას.

* "მე ქრისტიანი ვარ" - ამ სიტყვების წარმოთქმისას მე პირადად სინანულს ვგრძნობ, რომ ისე ვერ ვცხოვრობ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერება.

* უფალს ვინც უყვარს, იმას ყოველთვის უგზავნის განსაცდელს, რათა გაძლიერდეს და ალბათ ჩვენც იმიტომ ვართ მუდმივ ტანჯვაში, რომ ამით ჩვენი ცოდვები გამოვისყიდოთ და გავძლიერდეთ...

* თუ ქვეყანაში რწმენაა, მაშინ იქ სიყვარულიცაა; სადაც სიყვარულია - ურთიერთგაგება, მეგობრობაა; ხოლო იქ, სადაც ეს ყველაფერია, უკვე ერთიანი და გაბრწყინებული ქვეყანაა.

* ერთმანეთი შევიყვაროთ ისე, როგორც ღმერთს ვუყვარვართ, სიყვარული ხომ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას გვასწავლის... ცხოვრება კარია, რომელშიც ზოგი შედის, ზოგი კი გამოდის. მთავარია, რას დატოვებ იმ კარს მიღმა.

* ვამაყობ, რომ ქართველი დედა ვარ და ჩემს სამშობლოს შვიდ შვილს ვუზრდი; ვამაყობ ჩემი ქვეყნის წარსულით და მინდა, მომავალიც საამაყო გვქონდეს; ყველაზე მეტად კი იმით ვამაყობ, რომ საქართველოს ილია II ჰყავს. ქართველებო, ერთმანეთის სიხარულით და ერთმანეთის ტკივილით ვიცხოვროთ, მოვუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს!

* შაჰ-აბასი ამბობდა: ღმერთმა ნუ ქნას, ქართველები გაერთიანდნენ, თორემ მერე მათ ვერაფერი დაამარცხებსო. ვეცადოთ, მართლა ისეთი გულით გავერთიანდეთ (ჩვენი ქვეყნის სიყვარულით), რომ ვერავინ და ვერაფერმა დაგვამარცხოს!

* პატრიოტი სულით უნდა იყო. ეს თანდაყოლილი ნიჭია. უნდა გტკიოდეს, უნდა განიცდიდე და იბრძოდე... ასე გახდები ნამდვილი პატრიოტი.

ამშობლოდ მერგო მე შენი მიწა,

ქაურ სურნელს ვერსად გავწირავ,

ართული ხმალი ყველგან დაგვიცავს,

ხალ ადათ-წესს ჩვენ თუ დავიცავთ.

ა ლამაზია, ნახეთ, ყოველი,

უნდაც წარსული, აწმყოს მშობელი.

იტვირთოთ ტვირთად ჩვენ ჩვენი ვალი,

რთმანეთს მივცეთ სიმშვიდის კვალი,

ოცვით გავუღოთ ერთმანეთს კარი,

რგული გულის დავცეთ ავდარი.

* ღვთისმშობელო დედაო, შენ ჩაისვი ღვთიურ კალთაში ჩვენი პატარა საქართველო შემკრთალი კრავივით!.. მიყვარს ჩემი პატარა და "თვალცრემლიანი" საქართველო...

* ჩემი თხოვნაა: უფალო, არასოდეს მიმატოვო, მე შენ მჭირდები... ყოველთვის მიმითითე სწორი გზა, ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ხელში აყვანილი მატარე; ვიქნები სულიერი შვილი და იყავი ჩემი სულიერი მამა, ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა გამინათე...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler