მინდა მთელი ცხოვრება უფალს ვემსახურო
მინდა მთელი ცხოვრება უფალს ვემსახურო
გურამ მჭედლიშვილი მეუფე ეფრემის ერთგული სტიქაროსანია. ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ იმდენად გაუღრმავდა სულში ღვთის სიყვარული, რომ ეკლესია-მონასტრების მოლოცვა ცხოვრების წესად ექცა. უფალთან მიახლოებას მადლიანი მამების დახმარებით შეეცადა და დღეს ბოლნისის ეპარქიაში მეუფეს ეხმარება ღვთისმსახურებაში. სასულიერო სემინარიაში სწავლას წირვა-ლოცვაზე მსახურებას სიყვარულით უთავსებს. "ეკლესიური ცხოვრება ცოტა გვიან, 19 წლის ასაკში დავიწყე. მას შემდეგ აღარ შემიძლია ვიცხოვრო ეკლესიის გარეშე, - მიამბობს გურამი, - თავიდან დიდ დიღომში, ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ტაძარში, მამა კახაბერმა (ასათიანი) მაზიარა უფლის სიტყვას. გამიჩნდა სურვილი, მომელოცა ეკლესია-მონასტრები და მეგობრების დახმარებით ძამის ხეობაში, ქოზიფის მამათა მონასტერში წავედი. აქ გავიცანი იღუმენი ეფრემი (ახლა უკვე მეუფე ეფრემი), მონასტრის წინამძღვარი. იმდენად დიდი სითბო და სიყვარული დავინახე ქოზიფის მონასტერში, რომ გული და სული იქით მიმიწევდა. ვცდილობდი, ყოველი მარხვა ქოზიფაში გამეტარებინა. ერთ-ერთი ღამისთევის მსახურებაზე წინამძღვარმა სტიქარით შემმოსა. ვერ გადმოგცემთ, რა გახარებული ვიყავი. დაუვიწყარია ის დღე. 2006 წლის შობის მარხვაში ქოზიფაში წასასვლელად ვემზადებოდი, როცა გავიგე იღუმენ ეფრემის ეპისკოპოსად გამორჩევა. მას შემდეგ, რაც მეუფე ეფრემს ბოლნისის უძველესი ეპარქია ჩააბარეს, მის გვერდით ვარ. დასაწყისში არ ჰყავდა მეუფეს სტიქაროსნები, რამდენიმე ბერი და მონაზონი გადმოყვა მონასტრიდან, რომლებიც გალობასა და მედავითნეობაში ეხმარებოდნენ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში გაიზარდა ღვთისმსახურთა რაოდენობა. დაახლოებით 30 სტიქაროსანი, 10 მედავითნე და ქალთა და ვაჟთა მგალობელთა გუნდია.

მეუფე ეფრემთან მსახურებისას ბევრი რამ ვისწავლე ქრისტიანული ცხოვრებისა. ვცდილობ, მას მივბაძო. ეს ძალიან რთულია, რადგან დიდი სულიერება, მადლი და წყალობა მმართებს.

მონასტერში თუნდაც მცირე ხნით ცხოვრება ერისკაცს სულ სხვაგვარად უყალიბებს აზროვნებას და ბევრ რამეზე დააფიქრებს. ქოზიფაში ხშირმა სტუმრობამ ჩემზე დიდად იმოქმედა. ერთხელ მხოლოდ მე ვიყავი ერისკაცი ბერების გარემოცვაში. ამ პერიოდში მონასტრის ძმობამ დიდი სიყვარული დამანახა ლოცვაში, საუბარში, ფიზიკურად მუშაობის დროს... ბერული ცხოვრება მომეწონა... როდესაც მონასტრიდან ერში ვბრუნდებოდი, სხვაგვარად ვუყურებდი ყოველივეს. მთლიანად შეიცვალა ჩემი აზროვნება და უფრო გამიღვივდა სურვილი, ბევრი გამეგო მონასტრული ცხოვრებისა და ქრისტიანობის შესახებ. მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლამ ბევრი რამ შემძინა. კვირის ბოლოს ბოლნისში ვმსახურობ, ასევე დღესასწაულებზეც მეუფის გვერდით ვარ. როცა დასვენება მაქვს, იმ დღეებშიც ვცდილობ მეუფესთან ვიყო. დიდი სურვილი მაქვს, რომ სწავლის შემდეგაც გავაგრძელო საეკლესიო მსახურება.

მეუფეს ბოლნისში ძალიან ცოტა მოქმედი ეკლესია-მონასტერი დახვდა. სასულიერო პირების ნაკლებობაც იყო. მეუფის ჩამობრძანება საგრძნობლად დაეტყო აქაურობას. ბევრი ტაძარი ამოქმედდა, მოძღვრებთან ერთად მრევლმაც იმატა. ამჟამად ბოლნისში ერთი დედათა და ოთხი მამათა მონასტერია. მეუფესთან მსახურების დროს მევალება სამეუფო შესამოსლის მომზადება. დიდი პასუხისმგებლობა და ყურადღება მომეთხოვება. მართალია, ცოტა რთულია მღვდელმთავართან მსახურება, მაგრამ მადლს და შეწევნას ვგრძნობ. წუთისოფელი განსაცდელებითაა სავსე და მის დათმენაში მეხმარება ეკლესიური ცხოვრება. დიდი მღვდელმთავარი, წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "როდესაც მოვა კეთილდღეობა, ვმადლობდეთ უფალს და იგი ხანგრძლივი იქნება, მოვიდა უბედურება, ვმადლობდეთ უფალს და იგი დასრულდება". განსაცდელებმა არ უნდა დააბრკოლოს ადამიანი, მით უმეტეს, ღვთისმსახური და გააგრძელოს მოღვაწეობა ლოცვასა და შრომაში.

სტიქაროსნობა დიდი მადლია და ამას ბევრი ვერ აცნობიერებს. საკურთხეველთან კრძალვა და ღვთისმოშიშებაა აუცილებელი. მეფე სოლომონ ბრძენი ბრძანებს: "დასაბამი სიბრძნისა არის შიში უფლისა". ეს ყველა სტიქაროსანმა და ღვთისმსახურმა უნდა გაითვალისწინოს. მას შემდეგ შეეძინება სხვადასხვა სათნოება. ზოგჯერ მეუფის გვერდით მედავითნეობაც მიწევს. ესეც მეტად საპასუხისმგებლოა. მედავითნე პირველ რიგში თავად უნდა აცნობიერებდეს, რას კითხულობს. თუ მედავითნე ლოცვისთვის სულიერად არ არის განწყობილი, ეს აისახება მრევლზე და ხელს უშლის ლოცვაში. წმინდა მამები ბრძანებენ: თუ მედავითნეს ღრმად არ ესმის, რას კითხულობს, იმას უფალი ვერ გაიგებს. რასაკვირველია, ხალხისთვისაც გაუგებარი იქნება და ასეთი ლოცვა ნაყოფს ვერ გამოიღებს. იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებს გავიხსენებ: - ღვთისადმი უდებებით მკეთებელი წყეულიმც იყოსო. ეს არა მარტო მედავითნეს ეხება, არამედ ყველა ღვთისმსახურზეა ნათქვამი. რაც დრო გადის, მიჭირს ეკლესიური ცხოვრების გარეშე ყოფნა. ყველა ადამიანმა, ვინც ტაძარში შედის, უნდა დაუტევოს ამქვეყნიური ზრუნვა და ყურადღება მიაქციოს ღვთისმსახურებას, გულისყურით უსმინოს ღვთის ხმას. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, თუ გონება გეფანტება, ეცადე, მაინც უსმინო მსახურებას, მაგრამ არ ილაპარაკო. თუ ჩუმად იდგები ლოცვაზე, უფალი შენს სიჩუმესაც შეიწირავს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler