ღმერთი გვჩუქნის შვილებს და თავადვე გვაძლევს ძალას მათ გასაზრდელად
ღმერთი გვჩუქნის შვილებს და თავადვე გვაძლევს ძალას მათ გასაზრდელად
ვანო შუშტაკაშვილისა და ნინო ქურდაძის მეექვსე კლასში, 168-ე სკოლაში დაწყებული სიყვარული ღვთის ნებით 1994 წლის 22 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში ჯვრისწერით დაგვირგვინდა. მოსიყვარულე და ქრისტიანული ოჯახი უფალმა მალევე დაასაჩუქრა პირველი შვილით, რომელსაც ბებიის პატივსაცემად ნათია დაარქვეს. ცოტა ხანში ნათიას ნიკოლოზიც მოჰყვა.

გავიდა დრო. ბავშვები წამოიზარდნენ. ნათია 13 წლისაა, ნიკოლოზი - 11-ის. შუშტაკაშვილების ოჯახური ცხოვრება ეკლესიის წიაღში მიედინება. ქალბატონი ნინო ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლია. ბავშვებიც იქ დადიან: აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან. მოძღვარიც ჰყავთ - მამა დავითი (დათუნაშვილი). უწმინდესის მოწოდებამ, რომ იქნებოდა ყველა ქართულ ოჯახში მოვლენილი მესამე და შემდეგი შვილის ნათლია, მათ ოჯახურ ცხოვრებას სხვაგვარი სხივი მოჰფინა. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქალბატონმა ნინომ მტკიცედ გადაწყვიტა, თუკი ღმერთიც ინებებდა, ამქვეყნად კვლავ მოევლინებინა სიცოცხლე. ასე დაიბადა კიდევ ერთი ღვთის სასწაული. ახალშობილს მათე დაარქვეს. მათე თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის სამშობიაროში დაიბადა.

გვესაუბრება ქალბატონი ნინო:

- როდესაც დავფეხმძიმდი, ექიმებს მივაკითხე. მითხრეს, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტისმეტად შემაშფოთებელი იყო და ნაადრევი მშობიარობის (ანდა მუცლის მოშლის) დიდი საშიშროება არსებობდა. შევშინდი, მაგრამ ღმერთს მივენდე. გამუდმებით უფალს ვთხოვდი დახმარებას და მანაც არ დააყოვნა შეწევნა - გამომიჩინა გზა.

ღვთის წყალობითა და ნებით საპატრიარქოს სამშობიაროში მივედი. შესვლისთანავე გულში რაღაც სხვაგვარი სითბო ჩამეღვარა. საოცარი მადლი და ნუგეში ვიგრძენი. ირგვლივ სულ ხატებია, სანთლები, საკმევლის სუნი ტრიალებს. გავმხნევდი, იმედი მომეცა. მირჩიეს, რომ მივსულიყავი განყოფილების გამგესთან, ბატონ რაულ მანგალაძესთან. როგორც კი ჩემი მდგომარეობის შესახებ მოვუყევი, ბატონმა რაულმა მამაშვილური სითბოთი მირჩია: - შვილო, ნუ შფოთავ, ღმერთს მიენდე. რასაც გეტყვი, ყველაფერი ისე გააკეთე და ყველაფერი კარგად იქნება. ამაზე მძიმე მდგომარეობიდანაც კი გამოსულანო. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამხნევება. ღმერთი ხომ ხშირად თავის ნებას ადამიანების პირით გვაუწყებს და ამით გვანუგეშებს. ფეხმძიმობის პერიოდში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ყველა რჩევას ზედმიწევნით ვასრულებდი. ღვთის ნებით, 9 თვის თავზე მშვიდობიანად ვიმშობიარე. მართლაც დიდი სასწაული იყო, ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი გაჩნდა. მათეს დაბადებას ღვთის უდიდეს საჩუქრად ვთვლი. მან დიდი სიხარული მოგვიტანა და ამიტომაც დავარქვით მახარებლის სახელი. ჩემი მეუღლეც საოცრად ბედნიერია. სულ მოუხარია შინ, სხვაგვარად აღიქვამს მამობას. ახლა ადრინდელზე მეტად გამოხატავს სიყვარულს.

უფროსები თითქოს უფრო ჭირვეული ბავშვები იყვნენ ჩვილობაში, მათე კი მშვიდი და ადვილად გასაზრდელი ბავშვია. ყველას უღიმის, ადამიანები ძალიან უყვარს.

ჩვენი პატრიარქის მოწოდების დამსახურებაა, დღეს საქართველოში ახალშობილების რიცხვმა რომ იმატა და ეს სტატისტიკამაც დაადასტურა. მიუხედავად მწირი სოციალური პირობებისა, პატრიარქის ნათლულობა იმდენად დიდი მადლია, რომ ალბათ ყველა დაბრკოლებას მოერევა. ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე დიდი საჩუქარი რა უნდა იყოს. ხანდახან ვფიქრობ, თუკი რამე სიკეთე მაქვს ამქვეყნად გაკეთებული, ღმერთმა ასეთი სახით გადამიხადა-მეთქი. უწმინდესმა და უნეტარესმა მომავალში ისიც კი აღუთქვა ქართველ ხალხს, გმირის წოდება მიენიჭებათ მრავალშვილიან ოჯახებსო. მისი ამ ნათქვამით კიდევ ერთხელ ცხადად ვიგრძენი, თუ როგორ უყვარს თავისი ერი, როგორ ზრუნავს, როგორ აქვს გასიგრძეგანებული ქვეყნის ბედი და ქვეყნის გადარჩენის პროგრამა. პატრიარქი თავის ნათლულებს ქმედითად, რეალურად ეხმარება. საპატრიარქოსთან გახსნილია სხვადასხვა საგნის შემსწავლელი წრეები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ (სრულიად უსასყიდლოდ) მისი ნათლულების დედმამიშვილებმა. ასევე გადაწყვეტილი აქვს, გამოსცეს დიდი კატალოგი, რომელშიც იქნება ყველა თავისი ნათლულის ფოტოსურათი. უწმინდესი აპირებს, აღასრულოს საგანგებო ლიტურგია, სადაც ყველა მისი ნათლული ერთად ეზიარება ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს.

სხვათა შორის, უწმინდესის ერთ-ერთი წარმომადგენელი გვეწვია ოჯახში და კატალოგისთვის მათეს რამდენიმე ფოტოსურათი წაიღო. ეს დასტურია იმისა, რომ პატრიარქს აინტერესებს ყველა თავისი ნათლულის საცხოვრებელი პირობები, ოჯახური გარემო. სურს, უფრო ახლოს გაიცნოს ყველა, წარმოდგენა ჰქონდეს ყველა ნათლულზე. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ სიტყვა და მოწოდება. იგი ზრუნავს ყველაზე, როგორც შეუძლია და მატერიალურად ხელშესახებ დახმარებასაც თავი რომ დავანებოთ, მთავარი ხომ მაინც ის არის, რომ იგი ლოცულობს მთელი ერისთვის და განსაკუთრებით - თავისი ნათლულებისთვის. მოგეხსენებათ, რამხელა ძალა აქვს მის ლოცვას. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, მისცეს გამძლეობა ისევ ჩვენი ერის საიმედოდ და საკეთილდღეოდ!

KARIBCHE- უფროსი ბავშვები როგორ შეხვდნენ მათეს დაბადებას?

- ძალიან თბილად. ნათია მეტისმეტად ზრუნავს მასზე. ყველანაირად მეხმარება. ხელში იჭერს, აძინებს... ეს მისთვის გარკვეული პრაქტიკაა, რომელიც მომავალში გამოადგება. ბავშვები ღვთის უდიდეს წყალობად მიიჩნევენ მათეს და შეხარიან მას. ვერ ვიტყვი, ჩემი შვილები ფრთაშესხმული ანგელოზები არიან-მეთქი, ხანდახან ჩხუბობენ კიდეც, მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვართ. ამ ბავშვის დაბადებამ თითქოს უფრო გააერთიანა ჩვენი ოჯახი.

- აღზრდასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა ხომ არ გექმნებათ?

- ბავშვებში არსებულ ენერგიას რომ სწორი გეზი მიეცეს, უფროსები დატვირთული მყავს სხვადასხვა წრეში. ნათია ჩოგბურთზე დადის, ქართულ ხალხურ ცეკვასა და სიმღერას სწავლობს. ნიკა 5 წლიდან ფეხბურთს თამაშობს, დადის ცურვაზე, ცეკვაზე... სწავლა არ ეზარებათ, ძალიან უყვართ კითხვა. უამრავი კარგი წიგნი გამოდის ხელოვნებაზე, მითოლოგიაზე, ჩემი თქმაც არ უნდათ, თვითონ მიდიან და ყიდულობენ. საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკაც აქვთ.

ყოველთვის ვცდილობ, გავაკონტროლო, რა წრეში ტრიალებენ, როგორი სამეგობრო ჰყავთ. ჩემი ნებართვის გარეშე ბავშვები არსად მიდიან. თუმცა არც ის მინდა, რომ ზედმეტად შევზღუდო.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ბავშვებს ჩვენი თაობისნაირი მორჩილება აღარ ახასიათებთ, მაგრამ ვფიქრობ, მშობელმა შვილს თავად უნდა უპოვო გასაღები. ზოგთან მოფერება ჭრის, ზოგთან - სიმკაცრე. თანაც ყველას ერთნაირი მონაცემები და შესაძლებლობები არ აქვს. ვფიქრობ, ბავშვს თავისი შესაძლებლობების მიხედვით უნდა მოსთხოვო და წაახალისო.

მადლობა ღმერთს, ჩემი მეუღლე მუშაობს და ოჯახს არჩენს. მე პროფესიით ეკონომისტი გახლავართ. ერთხანს სტატისტიკის დეპარტამენტში ვმუშაობდი, მაგრამ ახლა ოჯახს ვუვლი.

- პატრიარქის ნათლულის ოჯახს ეს პატივი ალბათ გარკვეულ პასუხისმგებლობასაც აკისრებს?

- შეუძლებელია, ასეთი ოჯახი არ იყოს მორწმუნე, ღვთისმოსავი. ჩვენს ბობოქარ დროში რთულია შვილების სწორი აღზრდა, სათანადო განათლების მიცემა, სწორ გზაზე დაყენება... სიკეთის სწავლების საუკეთესო საშუალება კი პირადი მაგალითია. უამისოდ ყოველგვარ შეგონებას ძალა ეკარგება. იმედი მაქვს, პატრიარქის ამ მოწოდებას კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოეხმაურება. მატერიალური სიდუხჭირის და უპერსპექტივობის მიუხედავად, ამდენი ბავშვის ნათლია რომ გახდა უწმინდესი, მეტყველებს იმაზე, რომ ხალხს ძალიან უყვარს თავისი სულიერი მეუფე. მომავალში ალბათ გაიცნობენ ერთმანეთს პატრიარქის ნათლულები, დაახლოვდებიან. ეს მოამზადებს საფუძველს ჩვენი ერის გაერთიანებისა და გამთლიანებისთვის. ქართველ ხალხს რწმენა, პატრიარქის სიტყვა და მისდამი სიყვარული აბედვინებს ისეთ თავდადებას, რასაც მრავალშვილიანობით ქვეყნის მსახურება ჰქვია.

ყველას ვუსურვებ რწმენაში გაძლიერებას. თითოეულ ბავშვს თავისი მადლი მოაქვს, თავისი მფარველობა მოჰყვება. ღმერთი გვჩუქნის შვილებს და თავადვე გვაძლევს ძალას მათ გასაზრდელად. ღმერთმა ამრავლოს და გააძლიეროს ქართველი ერი!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler