შევიმოსე კვართი უფლისა
შევიმოსე კვართი უფლისა
მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურებას ასრულებენ ამისთვის არჩეული და ნაკურთხი პირები და ეკლესიის მრევლს ღვთის წყალობას უზიარებენ. სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმსახურებაში ერისკაცები - სტიქაროსნები ანუ მნათეებიც არიან ჩართულნი. კვართით ანუ სტიქარით შემოსვა თავად სტიქაროსნებსაც წმინდა, ანგელოზებრივ მსახურებას ავალებს. კვართი სიწმინდის სიმბოლოდ არის მიჩნეული საეკლესიო მსახურებისას და სასულიერო დასი ამ შესამოსელს გამორჩეული სიწმინდის ნიშნად ატარებს. "შევიმოსე კვართი უფლისა", - ამბობს მოძღვარი საკურთხეველში შესვლისას და შემოსვისთანავე ანგელოზებრივად წარდგება ღვთისმსახურების წინაშე.

ტაძრის უმთავრეს ნაწილში - საკურთხეველში მნათეები, სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევით, მრევლისგან დაფარულად უფლისთვის სათნო მსახურებას აღასრულებენ. თანაც ისე, რომ ამას ხშირად მრევლის თვალი ვერც ამჩნევს.

ლევან ანთაძე დიდი ხანია მნათეა და უფლის მსახურებაშია. უფალი თავად გამოარჩევს ხოლმე თავის რჩეულს თავისივე სამსახურში და უფლისთვის სათნო საქმეს აკეთებინებს. ეს ლევანზეც ითქმის. კეთილშობილ გარეგნობასთან ერთად, ასეთივე შინაგანი სამყარო აქვს. გაწონასწორებული, სათნო, ღვთისნიერი საუბარი მისი ცხოვრების მეგზურია. ლევანს კარგა ხანია ვიცნობ და მახარებს, რომ მსგავსი თვისებების მქონე ადამიანები ღვთისმსახურნი არიან. ამჟამად ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის და დიდი სამების ტაძრების მნათეა. ყველაფერი სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდიდან დაიწყო.

- 1989 წლიდან, ეროვნული მოძრაობის შემდეგ მოხდა ჩემი სულიერი გარდატეხა. მამა არჩილ მინდიაშვილის სატელევიზიო ქადაგებებმა კი უდიდესი სულიერი მარცვალი ჩადო ჩემში, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა, სულიერი მოძღვარი მყოლოდა. ახლობელმა მიმიყვანა წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში, ჩემს მოგვარე მოძღვართან, მამა ზურაბ ანთაძესთან (ახლა უკვე მამა იოანეა). თუმცა, მანამდე ლოცვების კანონს ვასრულებდი და მეგონა, რომ ეს საკმარისი იყო სულიერი ცხოვრების წინსვლისთვის. მერე გავიგე, რომ მოძღვრის, ეკლესიური ცხოვრების გარეშე ყველაფერი ამაოა. დღევანდელთან შედარებით, მაშინ ცოტანი დადიოდნენ ტაძრებში. ვინც ვიყავით, ყველა ვიცნობდით ერთმანეთს. თანდათან დიდი სურვილი გამიჩნდა უფრო მივახლოებოდი უფალს და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. თან რჩევა მომცა, მესწავლა ხუცური კითხვა და დავხმარებოდი მსახურებისას. უზომოდ ბედნიერად ვთვლიდი თავს. ჩემი სტიქაროსნად კურთხევაც ასე მოხდა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით,Mვინც სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, სიონის ტაძარში უნდა ემსახურა სტიქაროსნად. სემინარიაში სწავლის პერიოდი საოცრად დასამახსოვრებელია. ვიდრე სემინარიაში ჩავაბარებდი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი. სემინარიაში მოძღვართან ყოველდღიური ურთიერთობა და საუბარი ჩემთვის დღესასწაული იყო. მაშინ რელიგიური ლიტერატურაც არ იშოვებოდა.Uუფრო მეტად რუსულ გამოცემებს ვკითხულობდით. ჩვენს დროს მართლაც გამორჩეული მოშურნეობა ჰქონდათ სტუდენტებს, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა მოძღვრებთან.

***
საკურთხეველში შესვლისას მნათე აკეთებს სამ დიდ მეტანიას წმინდა ტრაპეზის წინაშე. ასევე გარეთ გამოსვლის დროსაც. ტრაპეზი არის ადგილი, სადაც შეიწირება მსხვერპლი. სულიერად ტრაპეზი გოლგოთასაც განასახიერებს.Aამ წმინდა ადგილას დევს წმინდა ნაწილები, რომლებიც შეიწირება დიდ ხუთშაბათს და ინახება ტრაპეზთან.Aამ წმინდა ნაწილებით მთელი წლის განმავლობაში ხდება ზიარება სნეულებაში მყოფებისა, ვისაც ტაძარში მოსვლა არ შეუძლია. მოძღვარი ტრაპეზიდან აღებული წმინდა ნაწილებით მერე სხვებსაც აზიარებს. ტრაპეზზე ხილულად წმინდა სისხლი და ხორცი დევს. ჩვენ ვეთაყვანებით ტრაპეზს, სადაც წმინდა ნაწილების სიწმინდეებია ჩადებული და ამავე დროს მასზე დაბრძანებულ უფალს. მღვდლის საიდუმლო ლოცვებში წერია საკურთხეველში შესვლის ლოცვები: "შევიდე სახლსა შენსა, თაყვანივსცე ტაძარსა წმინდასა შენსა". საკურთხეველში შესვლისთანავე სტიქაროსანი იღებს სტიქარს, მოძღვარი კი ჯვარს გარდასახავს და ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ ვიმოსებით. განმოსვაც კურთხევის შემდეგ ხდება.

მნათეს მოვალეობაა, დაეხმაროს მოძღვარს ღვთისმსახურების დროს. ასევე საკურთხეველში მნათემ უნდა მოამზადოს საცეცხლური. სანთლის დაჭერასაც თავისი დრო აქვს. აუცილებელია სახარების კითხვის დროს წინ წაუძღვე მოძღვარს. წირვაზე, კვეთის დროს მოსახსენიებლების წაკითხვაც მისი მოვალეობაა. თუკი არ იცის მრევლმა, რა დროს იწყება მოხსენიება მათი ახლობლებისა, მოძღვარი პატარა ზარს რეკავს საკურთხეველში. ამ დროს იწყება მოსახსენიებლების წაკითხვა. თუ ვინმემ ვერ მოახერხა საკურთხეველში მოსახსენიებლის შეგზავნა, მრევლს შეუძლია თავად წაიკითხოს მოსახსენიებელი. მეორე ზარის დარეკვა კი ცოცხლების მოხსენიებას გვამცნობს. მნათე ზიარების დროსაც ეხმარება მოძღვარს ბაღდადის დაჭერაში. საკურთხეველში, ტრაპეზის წინ მდგარი მლოცველი მოძღვრისგან ვიღებთ კურთხევას ყოველ მოქმედებაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მრევლი გულისყურით იყოს ჩართული ღვთისმსახურებაში, რადგან მსახურების ყველა დეტალი სიმბოლურად რაღაცის მიმანიშნებელია. მაგალითად, საღამოს ლოცვის დაწყების დროს, როდესაც მოძღვარი ტაძარს აკმევს, ეს განასახიერებს სულიწმინდის მადლით სამყაროს შექმნას. ამ დროს იკითხება 103-ე ფსალმუნი. სამყაროს შექმნიდან უფლის აღდგომამდე და ამაღლებამდე ყველა მომენტი ღვთისმსახურების დროს მეორდება. თუ მრევლმა არ იცის, რა დროს რა მოდის და ლოცვებში არ არის ჩართული, გონება ძალიან ეფანტება. მაგალითად, ცისკარზე სახარების წაკითხვა ნიშნავს უფლის ქადაგებას ხალხის წინაშე. წმინდაო ღმერთოს წინ, როდესაც "მომიხსენენი" იკითხება, მოძღვარი გამოაბრძანებს სახარებას, რაც ნიშნავს უფლის სვლას გოლგოთაზე.

- საკურთხევლის გარეთ როგორი უნდა იყოს სტიქაროსანი?

- რა თქმა უნდა, მოწიწება სიწმინდესთან დგომის დროს გაცილებით მეტია, ვიდრე სიწმინდის გარეთ. ვცდილობ, წირვა-ლოცვის დროს მიღებული მადლი კვირიდან კვირამდე არ გამინელდეს. თუ ადამიანთან მადლი არ არის, რაც არ უნდა შეეცადო ყველა წესის ზედმიწევნით აღსრულებას და დაცვას, ღვთისმსახურების და სულიწმინდის მადლის გარეშე ვერ შეძლებ. ამიტომაცაა აუცილებელი ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრება და ეკლესიური ცხოვრება. სულიერი წინსვლა შეუძლებელია ამ ყველაფრის გარეშე.

როცა მნათე ხარ და საკურთხეველში მსახურობ, დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობ, საკუთარი ქმედებით მოყვასი არ დააბრკოლო. ღვთის მადლით, ვცდილობ, ასე ვიცხოვრო. Y

კვირამონაცვლეობით სამების საკათედრო ტაძარში ვესწრები წირვა-ლოცვას.Mსაკურთხეველში უწმინდესის, მღვდელმთავრების გვერდით დგომა დიდი მადლი და ბედნიერებაა. უწმინდესის შორიდან დანახვაც კი დიდ მოწიწებას ბადებს ჩემში. უწმინდესი თავისი მზრუნველი და კეთილი სახით დაგვლოცავს ხოლმე სტიქაროსნებს. წირვაზე, "რომელი ქერუბიმთას" დროს ჩვენი პატრიარქი კვეთს წმინდა ნაწილებს. კვეთის დროს მიმდინარეობს მოსახსენიებლების წაკითხვა. სტიქაროსნებს ამ პერიოდში შესაძლებლობა გვაქვს, წავიკითხოთ საკუთარი მოსახსენიებელიც. დასრულების შემდეგ უწმინდესს ვემთხვევით მხარზე, მერე კი მღვდელმთავრებს.

რაც დრო გადის, უფრო მეტად მიძლიერდება სურვილი, აქტიურად ჩავერთო ღვთისმსახურებაში. ამის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. კაცის ცხოვრება უნდა იყოს მოწოდება ღვთისმსახურებისთვის და ღვთისადმი სამადლობელი მსხვერპლის შეწირვა. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ზეიმი გაგრძელდეს ზეციურ სასუფეველში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler