ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
ჯიხეთის დედათა მონასტერი
ჯიხეთის დედათა მონასტერი სოფელ ჯიხეთში, ნიგოთის მთაზე, ლანჩხუთის ახლოს მდებარეობს.

მონასტერი დაარსებულია XIX საუკუნის მიწურულს, მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი 1896 წელს აუგია ოზურგეთელ ილარიონ მენაბდეს.

ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუვალ ალაგას ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა. ამიტომ გადაუწყვეტიათ, ტაძრისთვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისთვის მიუნდიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინავდნენ მტრედები. სამებად იწოდებოდა ის ადგილი, ამიტომაც ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი უწოდებიათ. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმინდე, მოკრძლებით და რუდუნებით აუშენებიათ ახალი მონასტერი. უბედნიერესი ხანა დაუდგათ და შედგა პირველი საზეიმო წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგაზრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია. პირველი წინამძღვარი და დედათა მონასტრის დამფუძნებელია დედა ელენე (მგალობლიშვილი).

ჯიხეთის მონასტრის მონაზვნები იყვნენ: ანასტასია ლორთქიფანიძე, მარინე გოგეშვილი, ელისაბედ ჯანჯღავა, იღუმენია თეოდორა მორჩილაძე, სქემმონაზონი მარიამი, მონაზონი მართა სიხარულიძე, მონაზონი ელისაბედ ხონელია, იღუმენია თეონა თევზაძე, მონაზონი ბარბარე მახარაძე და სხვები. ღირსეული მოძღვარნი ჰყავდა სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერს: დეკანოზი ივანე წეროძე, დეკანოზი ეპიფანე ხონელია, იღუმენი დავით ჯინჭარაძე, მღვდელმონაზონი მელქისედეკ მიქავა, მღვდელმონაზონი ნიკოლოზ ღლონტი, არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია და სხვები.

დედათა უმრავლესობა ღმრთის სადიდებელი ლოცვა-ვედრებით მონასტერშივე აღესრულა. რამდენიმე ტაძრის ეზოშივეა დაკრძალული.

სამება-ჯიხეთის მონასტერს მზრუნველობა არასდროს მოჰკლებია ღმრთივკურთხეული მღვდელმთავრებისგან, რომელთაგან პირველი იყო გურია-ოდიშის ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი), მეუფე ალექსანდრე (ოქროპირიძე), მღვდელმთავარი დიმიტრი (აბაშიძე) და სხვანი.

მძიმე ჟამი ბევრჯერ დასდგომიათ დედებს, მაგრამ უმძიმესი მაინც რევოლუციის პერიოდი იყო. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები. ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ. მიუხედავად ამისა, სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია.

მონასტრის დედებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ათონის წმინდა იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იოანემ სამება-ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

1984 წლიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი).

სიწმინდეები
ჯვარი პატიოსანი
ჯვარი პატიოსანი, რომელიც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული, ერთ-ერთი იმ ჯვართაგანია, რომელიც წმინდა ნინომ გამოაკვეთინა სასწაულმოქმედი ხისგან და აღამართვინა მტკვრისა და არაგვის შესართავთან (დღევანდელი ჯვრის მონასტერი). ჯვარში ჩაბრძანებულია ცხოველმყოფელი ჯვრისა და წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის წმინდა ნაწილები.

მირიან მეფეს და ახალმოქცეულ ქართველობას ჯვრისთვის შესაწირი შეუწირავთ და მისი მსახურების დღეც დაუდგენიათ. ჯვარი უზომო სასწაულებსა და კურნებებს აღასრულებდა. არსებობდა ამ ჯვრის წინაშე ფიცის დადების ტრადიცია, რადგან ვერავინ იკადრებდა სიცრუეს წინაშე მისსა.

1725 წელს მეფე თეიმურაზ II-მ პატიოსანი ჯვარი ვერცხლის პერანგით შემოსა. ლეკთა შემოსევისას გაძარცული სიწმინდე 1751 წელს ხელმეორედ შეამკო ვერცხლის პერანგით ნაზირმა დავით ავალიშვილმა.

1964 წელს იგი ორგზის გაძარცვეს. წმინდა ჯვრიდან მირონდენა დაიწყო. 2004 წელს სვეტიცხოველში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჯვარს რესტავრაცია ჩაუტარდა.

მრავალგზის გაძარცული ჯვარი ჩააბრძანეს ძველი ქართული ტრადიციით მომინანქრებულ ვერცხლის მოოქრულ ლუსკუმაში.

საუკუნეებგამოვლილი ჯვარი პატიოსანი, დღესაც სასწაულებრივად კურნავს რწმენით მიახლებულებს.

***
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ, რომელიც "ცრემლი დავითისას" სახელითაა ცნობილი. წმინდანისადმი მიძღვნილ "ცხოვრებაში" აღნიშნულია, რომ დავით გარეჯელი და ლუკიანე გარეჯის ხრიოკ უდაბნოში დაბინავების შემდეგ შეწუხებული იყვნენ უწყლობით. გადმოცემის მიხედვით, დავით გარეჯელი გულმხურვალე ლოცვით შეევედრა უფალს და ცრემლით შესთხოვა წყაროს წარმოდენა. უფალმა შეისმინა მისი ლოცვა და მათ გამოქვაბულში აღმოცენდა წყარო, რომელიც ცრემლებივით მოწანწკარებდა და ერთ ადგილას გროვდებოდა. დავითის ცრემლის წყარო დღესაც არსებობს.

გადმოცემით, "ცრემლი დავითისა" უსათუოდ დაშრებოდა, თუკი მას ურწმუნო შეეხებოდა. ურწმუნოს ხელი წყალს მართლაც ორჯერ შეხებია და წყალი ორჯერვე დამშრალა. ორივე შემთხვევაში ლავრის ბერმონაზვნებს წმინდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ამოტანილი მადლის ქვა მიუსვენებიათ წყაროზე და პარაკლისის გადახდის შემდეგ წმინდა მამა დავით გარეჯელის ლოცვითა და მარხვით გამოთხოვილი წყალი კვლავ აღმოცენდა. ორივე სასწაული XIX საუკუნის 70-80-იან წლებში მომხდარა.

სამშვილდე
სამშვილდე მდებარეობს თეთრიწყაროს მახლობლად, ჭივჭავისა და ხრამის შესართავთან, შემაღლებულ კონცხზე. იგი იყოფა სამ ნაწილად - აღმოსავლეთით, კონცხის ბოლოს არის შიდაციხე, შუა ნაწილი კედლებით შეზღუდული ციხეა, ხოლო დასავლეთით საკუთრივ ქალაქია. ქალაქის ამ ნაწილს გალავანი არ ჰქონია. გზის მახლობალდ დგას ოდესღაც თლილი ქვით მოპერანგებული წმინდა გიორგის სახელობის პატარა, დარბაზული ეკლესია. ამჟამად მას მთლიანად შემოცლილი აქვს პერანგი, აღარ არის წარწერაც, რომელიც 80 წლის წინათ ამოიკითხა ექვთიმე თაყაიშვილმა. ამ წარწერის მიხედვით, ეკლესია 1672 წელს აუგია ვახტანგ V-ის თანამეცხედრის გამზრდელს ზილიხანს.

აქ ყველგან შეიმჩნევა შენობათა კვალი, რომელიც შუა საუკუნეების პატარა, ძლიერი ქალაქის სურათს აღადგენს. აქვეა რამდენიმე ორსართულიანი სასახლის ნანგრევი. პირველი სართული ალბათ მარანი და სამეურნეო დანიშნულებისა იყო, ხოლო მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახებია კედლის ნაშთებითა და ბუხრებით. გალავნის მახლობლად დგას ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ეკლესია. მდინარე ხრამის მხარეს დგას კიდევ ერთი ეკლესია "თეოგენიდა".

ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში სამშვილდის არსებობას ისიც მოწმობს, რომ აქ დედოფალ საგდუხტს აუგია პირველი ეკლესია. ის დღეს აღარ არსებობს. მის ადგილას 759-777 წლებში ერისთავმა ვარაზ-ბაკურმა და შემდეგ ერისთავმა იოანემ ააგეს სამშვილდის სიონი. ეს დიდებული ტაძარი მტერთა შემოსევებმა ნანგრევებად აქცია.

მესამე ეკლესია დგას სიონის გვერდით. კარის თაღში ფერწერაზე შემორჩენილი წარწერის მიხედვით იგი აგებულია დავით აღმაშენებლის მეფობაში...

***
კვიპროსში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, ღალიის მონასტერში დაკრძალულია მდიდარი ქართველი ქალბატონი, რომელსაც ისეთი სიმდიდრე ჩაატანეს, მთელ კვიპროსს ააყვავებსო. ამიტომ დროდადრო თხრიდნენ ახლომახლო ტერიტორიას და ეძებდნენ განძს. ერთხელ თურმე ამ მიზნით იქ ორი კაცი ჩასულა. გათხრების დროს მათ თავს დასხმია სამი დიდი გველი. თუმცა ქვეწარმავლებს ისინი არ დაუკბენიათ, მხოლოდ თავზე შემოხვევიან. შეშინებულებს სამუშაო იარაღი დაუყრიათ და გაქცეულან. სამიოდე თვის შემდეგ მოსახლეობამ შეიტყო, რომ ორივე თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. მოსახლეობაში შიში გაჩნდა, ამბობდნენ, წმინდა მამა იცავს ამ ქართველი ქალბატონის საფლავსო.

"ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერები
პირველ ხელით ნაწერ "ვეფხისტყაოსანს" ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. ყველაზე ძველი ტექსტის ხელნაწერი XVII საუკუნის ყოფილა, თუმცა ზოგიერთ, კიდევ უფრო ძველ ხელნაწერებზე შემორჩენილია პოემის ნაწყვეტები. მაგალითად, ორი პატარა ბწკარი XIV საუკუნის ხელნაწერზეა მიწერილი. ბერთის მონასტერში XV საუკუნეში გადაწერილი სახარების გვერდებზეც გვხვდება "ვეფხისტყაოსნის" ერთი ნაწყვეტი, რომელიც, როგორც ხელნაწერი გვამცნობს, ვიღაც იორდანეს მიუწერია.

ვარძიის მონასტრის ახლოს, ვანის ქვაბებში ადრე მონასტერი იყო. სწორედ იმ მონასტრის კედლებზე შემოგვრჩა "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები, რომლებიც XV-XVI საუკუნეების დროინდელი უნდა იყოს.

პირველი თარიღიანი ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი" 1646 წლისაა. იგი სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანის შეკვეთით გადაუწერია მდივან მამუკა თავაქარაშვილს და ხელნაწერი პატარა ნახატებითაც შეუმკია.

სულ კი ჩვენამდე მოღწეულია 162 ხელნაწერი და კიდევ 32 ნაწყვეტი, რომლებიც სხვადასხვა წიგნის ხელნაწერებზეა მიწერილი.

აკაკის ნაკვესები
ერთი ვინმე სადილად კარგ გუნებაზე იყო, სულ "მიმინო მყავდას" მღეროდა. იმდენი იმღერა ეს "მყავდა-მიყვარდა", რომ ყველას თავი მოაბეზრა და განსაკუთრებით - აკაკის.

KARIBCHE- არ გეტყობა, რომ მიმინო გყოლოდეს, მაშინ მაგდენი მწყერი აღარ გეყოლებოდაო, - შენიშნა მომღერალს აკაკიმ.

***
გრიგოლ დადიანმა მოიწვია სადილად აკაკი და, სხვათა შორის, თავისი მამულის ღვინო, "კალოშისა", დაალევინა.

- როგორ მოგწონს, აკაკი, ეს ღვინო? - ჰკითხა მასპინძელმა.

- ახლა, ბატონო, კახური მირჩევნია, მაგრამ ზამთარში კი კალოში უნდა სჯობდესო, - უპასუხა აკაკიმ.

***
სამეგრელოში აკაკის ჩაი მიართვეს. შაქარი დავიწყებოდათ თუ როგორღაც იყო, აკაკიმ ზედიზედ ერთი და იმავე ჭიქისთვის სამჯერ მოითხოვა შაქარი.

- რამდენი შაქარიც უნდა ჩააგდო, რაკი შენი ენა მოხვდება, გამწარდებაო, - უთხრა პოეტს მასპინძლის ახალგაზრდა ქალმა.

- ჯერ თქვენ უნდა დააწოთ შაქარს ენა, რომ აღარ გამწარდესო! - მიუგო პოეტმა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler