ის თავბრუდამხვევი წარმატებებიც კი არაფრად ჩანს იმ მიღწევასთან, რასაც ჩემი ღვთის სამსახურში მოსვლა ჰქვია
ის თავბრუდამხვევი წარმატებებიც კი არაფრად ჩანს იმ მიღწევასთან, რასაც ჩემი ღვთის სამსახურში მოსვლა ჰქვია
თემურ წიკლაურის სიმღერა სიკეთის ქადაგებაა. უსმენ და რწმუნდები ერთი ფილოსოფოსის ნათქვამის სიმართლეში: "ადამიანები რომ მღეროდნენ, მღეროდნენ ბევრს და, რაც მთავარია, მღეროდნენ სწორად, ქვეყანაზე ნაკლები ბოროტება იქნებოდაო". ღვთისგან ესოდენ უხვად ბოძებულ სულიერ ენერგიას, ულამაზეს თვისებებს და ღირსებას, მშვენიერებას თემურ წიკლაური მხოლოდ სიმღერაში როდი აქსოვს... იგი მრავალმხრივ ემსახურება თავის ერსა და სამშობლოს. რამდენიმე წლის წინ ბატონი თემურის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, როცა ლურჯი მონასტრის (აწ განსვენებული) მოძღვრის დეკანოზ გრიგოლ კუმელაშვილის მრევლის წევრი გახდა. მისივე ლოცვა-კურთხევით, სტიქარით შეიმოსა. ამ ფაქტს იგი თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად თვლის.

- ბატონო თემურ, როგორ დაიწყო თქვენი ეკლესიასთან ურთიერთობა?

- მორწმუნე ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ეს რწმენა უფრო სპონტანური იყო, ვიდრე ღრმა და შეგნებული, როცა გულიც ჩართულია და გონიც. ახლა, როცა უფრო მეტად ჩავიხედე ეკლესიური სწავლების სიღრმეში, ჩემთვის ცხოვრების აუცილებელ წესად იქცა ამ სწავლების იდეალების არა მარტო აზრით გაზიარება, არამედ ქმედითად აღსრულება. ეკლესიური წესით ცხოვრება ყველაზე სწორი და დიდი ნაბიჯია, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში დგამს. სხვა გზა არცა აქვს კაცს - უამისოდ ვერ დააღწევს თავს ცხოვრების მღვრიე მორევს, რომელიც ითრევს და უკარგავს სიხარულს, სიყვარულს, ყველაფერს, რაც კაცობის არსს შეადგენს და რაც სულის გადამრჩენელი და ცხოველმყოფელია.

ღვთის ნებითა და განგებით, მეც მივედი ამ გადაწყვეტილებამდე და დავემოწაფე ჩემს აწ გარდაცვლილ მოძღვარს - მამა გრიგოლს. მამა გრიგოლმა უდიდესი სიყვარული მაჩუქა. იგი იყო ჩემი საყრდენი. მან თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და სტიქარი ჩამაცვა. წარმატება არაერთხელ მიგემია, მაგრამ ამას არაფერი შეედრება. ის თავბრუდამხვევი წარმატებებიც კი არაფრად ჩანს იმ მიღწევასთან, რასაც ჩემი ღვთის სამსახურში მოსვლა ჰქვია. უდიდეს პატივად ვთვლი საკურთხეველში შესვლის უფლებას. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაც არის. გამაღლებს კიდეც სულიერად, და ამავე დროს საოცრად გამდაბლებს. რაღაცნაირი ბავშვური სიწრფელე და სისუფთავე ისადგურებს გულში. ამ დროს უფრო მეტად ძლიერდება ლოცვითი განწყობილებაც. შემოდის განცდა, რომ შეგიძლია უფალთან ისაუბრო, გულისნადები გაანდო, სხვებსაც დაეხმარო, მოიხსენიო ლოცვებში და ა.შ.

მამა გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ, ცოტა არ იყოს, დავიბენი, არ ვიცოდი, ვის მივკედლებოდი. მას შემდეგ მამა დავითს (შარაშენიძე) ჩავაბარე აღსარება და ის გახდა ჩემი მოძღვარი.

- მიუხედავად იმ თავბრუდამხვევი წარმატებებისა, ცხოვრებაში რომ მიაღწიეთ, მაინც საოცრად უბრალო და თავმდაბალი ბრძანდებით, რასაც მსმენელი აფასებს. ზოგიერთისთვის პოპულარობა გარკვეული საცდურია.

- არანაირი ძალისხმევა ამისთვის არ დამჭირვებია. თავმდაბლობა არა მარტო ქრისტიანის, არამედ ყველა ადამიანის სამკაული უნდა იყოს. ამპარტავნულ და ქედმაღლურ ცხოვრებას სიკეთე არ მოაქვს. სიყვარულით უნდა იარო. სიყვარული კი ყოველთვის პოულობს სათანადო გამოძახილს. დღესაც მახსოვს ის პერიოდი, როცა პოპულარული გავხდი და ხალხმა გამიცნო. მართალი გითხრათ, არასოდეს მაწუხებდა სურვილი, პოპულარული გავმხდარიყავი. უბრალოდ, ვიმღერე და გამიცნო ხალხმა. მაგრამ რაც ვიმღერე, ვიმღერე გულით, ლაღად, ძალდაუტანებლად. და რაც მე მომწონდა, თურმე ხალხსაც მოსწონდა. მე მეტად სკრუპულოზურად ვუდგები იმ საკითხს, რასაც სიტყვისა და მელოდიის ურთიერთობა, სიმღერა ჰქვია. დიდი ჰუმანისტი ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი ამბობდა: "ადამიანი ჭეშმარიტად მომღერალი არსებაა, ოღონდ სიმღერის ხმას იგი აზრს აქსოვსო". თუ ჩემს მსოფლმხედველობასა და ფილოსოფიას არ შეესაბამება სიმღერის აზრი და ტექსტი, ვერაფრით ვიმღერებ. მადლობელი ვარ, რომ ხალხი აფასებს გულწრფელობასა და პატიოსნებას და ტაშით მაჯილდოებს.

- ილია ამბობდა: "სიმღერა გულისთქმაა. ეს გულისთქმა, გულის გამომეტყველება ყოველ ერს თავისი აქვს და ამ განსხვავებას თავისი კილოთი და ჰანგით გამოხატავსო". ქართველთა გულისთქმას თქვენი სიმღერებით გამოხატავთ. თქვენს შემოქმედებაში ეროვნულ-პატრიოტული მოტივი სჭარბობს...

- ეროვნულ-პატრიოტული მოტივი ყოველთვის იყო და იქნება აქტუალური ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც ჩვენი ერია. თუ თვითონვე არ შევუძახეთ ჩვენს თავს და არ შევინარჩუნეთ სულიერი გამძლეობა, არაფერი გამოვა. ჩვენს ერს სჭირდება გამხნევება. ჩვენ გმირული წარსული გვქონდა. ქედი არავისთვის მოგვიხრია. ჩვენი წინაპრები თავგანწირული მებრძოლები იყვნენ და ჩვენც თავს გავწირავთ სამშობლოს გადასარჩენად. ქართველ ერს მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე სიხარულზე მეტი მწუხარება ჰქონია, მაგრამ ჩანგი არასოდეს დაუდუმებია, მისი შემოქმედებითი ნიჭის ელვარება არასოდეს განელებულა. ქართველთა გულისთქმა მიწის სიყვარულია და ამიტომაც დაძრულა ჩვენი სიმღერა მიწის წიაღიდან. როგორც აკაკი ამბობდა: "ქართული სიმღერა არის ქართველი ხალხის ნაგრძნობისა და ნაფიქრალის, თავგადასავლის გამოხატვა". სიმღერა სულის ალია და მასზე დიდი ზემოქმედების იარაღი არავის გააჩნია. სიმღერაში შეგიძლია ჩადო მთელი სიყვარული და ამ სიმღერით გაუხარო ხალხს გული, აღუზარდო, გაუღვივო პატრიოტიზმის გრძნობა, გრძნობა იმისა, რომ ის არის შვილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისა, უფლის კვართის და კიდევ იმ უამრავი სიწმინდის სამყოფელია, რითაც ვამაყობთ და ვისჯებით კიდეც, რადგან ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. სოლომონის სიბრძნეში ვკითხულობთ: "ღმერთს რომელი შვილიც უყვარს, მას მეტად სჯის". ღმერთს სურს, რომ უფრო გამოვფხიზლდეთ, უფრო ძლიერნი და შეკრულნი გავხდეთ, ერთად ვიყოთ, ეკლესიის შვილები ვიყოთ. დედაეკლესიის წიაღში თუ ვიქნებით, ვერანაირი მტერი ვერ მოგვერევა. ახლა, როცა სტიქარი მაცვია და ღვთისმსახურებაში ვმონაწილეობ, უფრო მეტს ვხედავ. მიხარია ახალგაზრდობის მოსვლა ტაძარში. მათ გულწრფელად სწამთ, რომ ეკლესია გადარჩენის აუცილებელი პირობაა. ლოცულობენ, საეკლესიო საიდუმლოებებში აქტიურად მონაწილეობენ. ეს მახარებს და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მომავალი ნამდვილად გვაქვს, თანაც ძალიან საიმედო და საამაყო.

- ბატონო თემურ, მსმენელი მოუთმენლად გელოდებათ, როდის წარდგებით ახალი რეპერტუარით...

- სამწუხაროდ, ბოლო ხანებში ეროვნულმა თემატიკამ ქართულ სასიმღერო ხელოვნებაში რატომღაც უკან გადაიწია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც უკან უნდა გადავწიო. ანსაბლი "ივერია" ყოველთვის ამკვიდრებდა ეთიკურ საწყისს ხელოვნებაში. იგი აღმოცენებული იყო ზნეობრივ-ესთეტიკურ ღირებულებებზე. უმღეროდა სამშობლოს, სიყვარულს, სიკეთეს, პატიოსნებას, ვაჟკაცობას, მეგობრობას, ერთგულებას... ბოლო წლებში 30-40 სიმღერა ჩავწერე და დავალაგე. ამ სიმღერებს თავ-თავისი ენერგია გააჩნია. ღვთის წყალობით, მათ მალე მოისმენთ.

- ბატონო თემურ, რამ ითამაშა როლი თქვენი ღვთის გზაზე შედგომაში?

- ადრეც ვიყავი მორწმუნე, დავდიოდი ეკლესიაში, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ეს არც ისე იოლი გახლდათ. შვილის გარდაცვალების შემდეგ უწმინდესმა დიდი თანადგომა გაუწია ჩემს ოჯახს. ამ მძიმე განსაცდელის შემდეგ, ბუნებრივია, გამიქრა სიმღერის სურვილი, აღარაფერი მახარებდა. ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი, უწმინდესთან მიმიყვანეს. პირველად მაშინ შევხვდი მას. მან საოცარი სიტყვებით გამამხნევა: - არც ღვთის და არც ხალხის წინაშე უფლება არ გაქვს, არ იმღერო. მე ვილოცებ შენთვის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენს თავში იპოვო ძალა, სცენაზე დადგეო. მან მომცა სანთელი და დავითნი. მაკურთხა, რომ 40 დღე მეკითხა ეს წიგნი და დამენთო ეს სანთელი. თან მითხრა, - თავს ძალას ნუ დაატან, რამდენსაც შეძლებ, იმდენი წაიკითხეო. ღვთის განგებით, პატარა სასწაული მოხდა: ზუსტად მეორმოცე დღეს დავამთავრე ფსალმუნების კითხვა და მეორმოცე დღეს ჩაიწვა სანთელიც (არადა ეს არ დამიგეგმავს). თან კონცერტები გვქონდა. მეათე დღესვე ადგნენ და სცენაზე გამომიყვანეს. "არგონავტებში" კოლხთა მეფის - აიეტის როლს ვთამაშობდი. მასაც ხომ შვილს უკლავენ. სულ ჩემს თავზე გადმომქონდა აიეტის გოდება, როდესაც იგი თავის შვილს დასტირის. მას შემდეგ უწმინდესთან ხშირად დავდიოდი. ახლაც ხშირად მივდივარ მასთან და მისი წყალობით და ლოცვა-კურთხევით ვარ დღეს ისეთი, როგორიც ვარ.

- ბატონო თემურ, თქვენ ჩვენი ეკლესიისა და ერისთვის სასიკეთო არაერთი საქმის თაოსანი და აღმასრულებელი ბრძანდებით. ბევრმა არ იცის, რომ იერუსალიმში ჩვენს საპატრიარქოს სწორედ თქვენ შეუძინეთ მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი...

- უფლის დიდი წყალობაა, რომ მომეცა საშუალება, ჩვენი ეკლესიის აღმშენებლობის საქმეში ერთი აგური მეც დამედო. ორი წლის წინ თბილისელმა ბიზნესმენმა, ქველმოქმედმა, ბატონმა გელა ხარებოვმა შემომთავაზა, - მოდი, იერუსალიმში სახლი შევიძინოთო. ისრაელში უამრავი მეგობარი მყავს, ამიტომ ბატონმა გელამ ამ საქმისთვის თავის მობმა მე დამავალა. ჩავედი იერუსალიმში. ჩემი მეგობრების დახმარებით მოვნახეთ სახლი. შემდეგ უწმინდესს შევუთანხმეთ, სად ჯობდა გვეყიდა, როგორ ჯობდა და ა.შ. ჩვენც მისი რჩევისამებრ მოვიქეცით. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შევიძინეთ საკმაოდ დიდი სახლი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ამ საქმეში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ გელა ხარებოვს. ღვთის წყალობით, საქართველოში არიან მისნაირი ადამიანები, რომლებიც ჩუმად, რუდუნებით აკეთებენ დიდ საქმეებს. ძალიან მინდოდა, რომ საქართველოს იერუსალიმში ჰქონოდა თავისი საკუთარი მიწა. მოგეხსენებათ, 200 წლის წინ მაცხოვრის საფლავის მიმდებარე ტერიტორიებზეც და ძველ ქალაქშიც საქართველოს გააჩნდა თავისი საკუთრებები. გურჯების მთელი უბანი იყო იქ... დავკარგეთ... სხვებმა შეიძინეს ჩვენი საკუთრებები. მადლობელი ვარ ისრაელის მთავრობისა, რომ დამიმტკიცეს მიწა და თითქმის 2 საუკუნის შემდეგ საქართველოს კვლავ გაუჩნდა თავისი საკუთარი მიწა, რომელიც, იმედია, ღვთის წყალობით იქნება მანამ, სანამ სამყარო იარსებებს. ეს მიწა დღეს საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა. ის სახლიც, რომელიც შევიძინეთ (15 ოთახს შეიცავს), საპატრიარქოს ეკუთვნის. დღესდღეობით იქ ჩვენი მონაზვნები მოღვაწეობენ და ლოცულობენ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთისა, რომ მომცა საშუალება ამ საქმეში მონაწილეობისა.

- ბატონო თემურ, თქვენს ოჯახზე რას გვეტყოდით?

- ჩემი შვილიშვილი - ანდრია 11 წლის ვაჟკაცია. ლურჯ მონასტერში მოვნათლეთ, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელზეა აგებული. ანდრიაც ამიტომ დავარქვით. "მშვიდობას" ნიშნავს. მეამაყება, ასეთი შვილიშვილი რომ მყავს. მზრუნველობას არ ვაკლებთ. ჩემი ქალიშვილი ქეთევანი თავგადადებული დედაა. ნამდვილი ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრობს და შვილსაც მაღალი ესთეტიკური იდეალებით ზრდის. ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში დადიან, აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან. სხვა დღეებში არ სცალიათ. ანდრია სკოლაში გადატვირთულია. რუდუნებით ეუფლება ხელოვნების სხვადასხვა დარგს: სწავლობს ფანდურის, ჩონგურის დაკვრას, ხალხურ სიმღერებს. ჩემი მეუღლე დიდი ოჯახის უბადლო დიასახლისია. მთელი დღე ფუსფუსებს. გვიმზადებს სადილებს, გვეფერება, გვანებივრებს სითბოთი და სიყვარულით.

დედაეკლესიამ რომ მიმიღო თავის წიაღში და მომეფერა, ეს ჩემთვის არის უდიდესი სიხარული, ხელახალი დაბადების ტოლფასი. ვთვლი, რომ სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. დაახლოებით 2-3 წელიწადია, ახლებურად შევხედე ჩემს ცხოვრებასაც და ჩემს ქვეყანასაც. უფრო ჩავუღრმავდი ყველაფერს და რაღაცნაირი სიმშვიდე შემოვიდა ჩემში. იმედის თვალით შევყურებ მომავალს და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.
ბეჭდვაელფოსტა
05.04. 2016
წყალობა ღვთისა ნუ მოგიშალოთ!
უფალმა გაგაძლიეროთ.
18.11. 2015
maia dugladze
dzalian gviyvarxar batono temur! didxans icocxlet tqveni ojaxit da gaaxaret qartveli xalxi tqveni shemoqmedebit!
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler