შეხვედრა მოძღვართან
შეხვედრა მოძღვართან
"ღმერთი, მიღმიერი სამყარო არსებობს და შენ მისი მოქალაქე ხარ"
25 თებერვალს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ჟურნალმა "კარიბჭემ" მოძღვართან მკითხველების მორიგი შეხვედრა გამართა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
- ჩვენი უცოდინარობა არის ხოლმე საფუძველი იმისა, რომ რწმენაში ეჭვი გვეპარება და გვერყევა იგი. ხშირად გვითქვამს: დღევანდელი ადამიანებისთვის გაცილებით იოლია რწმენა სამყაროს შემოქმედისა, ვიდრე XVIII-XIX საუკუნეებში მცხოვრებთათვის, რადგან ცოდნა, რომელიც იმხანად არსებობდა, ათეისტებს მეტი ბრძოლის შესაძლებლობას აძლევდა. დღეს მეცნიერებას საოცარი აღმოჩენები აქვს გაკეთებული...

ამბობენ ხოლმე: ღმერთს ვერ ვხედავ და რწმენაც, აქედან გამომდინარე, არ მაქვსო. რასაც ვხედავთ, რა არის? ყველაფერი ილუზიაა. მე რასაც ვხედავ, თუ ნამდვილია, მაშინ მზე ამოდის და ჩადის, მზეც და ვარსკვლავებიც ძალიან პატარები არიან, რადგან ასეთად ჩანან. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. ამით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხედვა რეალობას არ შეესაბამება.

ხშირად გამიგონია: უსამართლობა გამეფებულა ამ ქვეყანაზე; ყველაფერი კეთდება ისე, როგორც ბოროტს სურს; ბოროტი ადამიანები ზეობენ, სულ გამარჯვებულნი არიან...

ჩვენ ვერ ვხედავთ საღვთო კანონებს სამყაროში. ესეც უცოდინარობის ბრალია. ისინი ჩანან, უბრალოდ, დანახვა უნდა.

უზნეობა და უსამართლობა რომ გაბატონებულა - ესეც საღვთო კანონია. მაგრამ რა საღვთო კანონია, ბოროტება რომ ბატონობს? ძალიან მარტივი კანონია: არა ხარ ღმერთთან - ხდები ურჩხული; არ არის სამყარო ღმერთთან და ხდება ისეთი, როგორიც ახლაა. ეს კანონია. ჩვენ გვინდა, ადამიანებმა პირუტყვებივით და დემონებივით იცხოვრონ და თან ყველაფერი ლამაზად იყოს. ასე სად ხდება?! სწორედ ეს იქნებოდა კანონების დარღვევა.

უამრავი საღვთო კანონი არსებობს და ისინი აბსოლუტურად ყველაფერში მოქმედებს. სამყაროში უმთავრესი კანონი კი, რომელიც ღმერთმა დააწესა, ეს არის: საწყისი სამყაროსი პიროვნებაა და არა განყენებული ბუნება, თუნდაც უაღრესად მოწესრიგებული და კანონზომიერი. როგორ? ჩვენ გვეუწყა უფლის მიერ, რომ ღმერთი, როგორც სამყაროს შემოქმედი, არის ყოვლადწმინდა სამება. მათ ბუნება ერთი აქვთ, მაგრამ საწყისი სამებაში პიროვნულია - მამა ღმერთი, რომლისგანაც მარადიულად იშვება ძე და მარადიულად გამოდის სულიწმინდა. ასევე უმთავრესი კანონია სიყვარული, რადგან ღმერთი სამებაა და არა მარტო მყოფი (მარტო მყოფი ვერ იქნება სიყვარული). ამ კანონებიდან გამომდინარე (პიროვნული ყოფიერება, სიყვარული, სიმშვიდე, მორჩილება...), უნდა იყო: გონიერი, შემოქმედი, სიკეთის მატარებელი, გაწონასწორებული, არ იყო აფექტური, დაიმორჩილო ემოცია და არა - პირიქით.

სამყაროში ყველაფერს აქვს მიზეზშედეგობრივი კავშირი. ერთადერთი რამ, რაც მიზეზშედეგობრივი ჯაჭვიდან არის ამოგლეჯილი და არ ემორჩილება საღვთო კანონებს - ადამიანია. იცი, რომ ასეა სწორი, მაგრამ აკეთებ სხვანაირად. ეს იმიტომ, რომ ამის სრული თავისუფლება გაქვს. რომ არა ეს სრული თავისუფლება, პირუტყვებივით, სადაც დაგვაბამდნენ, სულ იქ ვიქნებოდით. ზნეობრივი თავისუფლების არსებობა ადამიანში, როცა მას შეუძლია, არჩევანი გააკეთოს სიკეთესა და ბოროტებას შორის, ყველაზე დიდი არგუმენტია იმისა, რომ შენ, ადამიანი, ამ ქვეყნის, ამ სამყაროს მოქალაქე არ ხარ; ღმერთი, მიღმური სამყარო არსებობს და შენ მისი მოქალაქე ხარ. ასე დავეხმაროთ ხოლმე საკუთარ თავს და დავამარცხოთ ჩვენში პერიოდულად აბობოქრებული ათეიზმი.


კითხვა-პასუხი:

- როგორ დაიძლევა გულგრილობა?

- გულგრილობის შემოტევა დაიძლევა რწმენის გაძლიერებით, რწმენის გაძლიერება კი შესაძლებელია უფლის ერთგულებით ანუ მცნებების აღსრულებით. უფალი პირდაპირ ამბობს: მე იმას ვწამვარ, ვინც ჩემს მცნებებს აღასრულებსო. ე.ი. თუ გულგრილი ვარ ან რწმენა მაკლდება, უნდა ვაიძულო თავი, უფლის ერთგული ვიყო.

- როგორ მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც შავ მაგიასთან აქვთ კავშირი?

- თუ ვიცი, რომ ესა და ეს პიროვნება შავ მაგიას მისდევს, ვეტყვი: თავს იღუპავ, ეშმაკს ემსახურები-მეთქი. უნდა უთხრა, მით უმეტეს, თუ ის შენი მეგობარია, არ უნდა შეგეშინდეს. მარტო უფლის უნდა გეშინოდეს, ადამიანი კი შენსა და ღმერთს შორის ვერ ჩადგება, არ შესწევს ძალა, უფალი დაგაკარგვინოს, რადგან ღვთის გარეშე ერთი ღერი თმა არ ვარდება. ვილოცოთ მისთვის, რომ უფალმა შეიწყალოს, ჩვენ კი აგვარიდოს მისგან წამოსული ცეცხლოვანი ისრები.

- ერთმა ათეისტმა სტუდენტმა თქვა: იმიტომ არ მწამს ღმერთი, რომ ადამიანი სრულფასოვანი არ შექმნა, ისეთი, რომ ცოდვა ვერ ჩაედინა. როგორ შეიძლება ამის ახსნა?

- რას ნიშნავს, ცოდვა არ ჩაედინა? ადამიანის თავისუფლება თავისთავად გულისხმობს, რომ მას აქვს ცოდვის ჩადენის უნარი. მე თუ არ შემიძლია, არჩევანი გავაკეთო სიკეთესა და ბოროტებას შორის, რას ნიშნავს ჩემი თავისუფლება? თუ ღმერთთან ყოფნა ჩემი არჩევანი არ არის, მე ვერ ვარ ღმერთთან ბედნიერი. გაიხსენეთ უძღები შვილის იგავი. ორივე შვილი მამასთან იყო, მაგრამ იყო კი უმცროსი ბედნიერი? ბედნიერი რომ ყოფილიყო, ხომ აღარც ბედნიერების საძებნელად წავიდოდა? წარმოიდგინეთ, იყოთ ღმერთთან და იყოთ უბედური. ბედნიერება ჩემი თავისუფალი გადაწყვეტილებაა, ვიყო ღმერთთან იმ პირობებში, რომ მქონდეს შესაძლებლობა ვთქვა: ღმერთო, მე შენ არ მინდიხარ. ადამიანს თუ ეს არ ესმის, ის ბიორობოტია.

- ლოცვისას მიჩნდება პროტესტის გრძნობა - რატომ უნდა ვილოცო გამუდმებით?

- სულისა და ხორცის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რაც ხორცში ხდება, სულზე აისახება და პირიქით. მუდმივი სუნთქვა და გულისცემა გამოვლინებაა სულის სუნთქვისა, რადგან სულსაც ესაჭიროება სუნთქვა. ეს ყველაფერი საოცრად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს შეიძლება სულიერი ცხოვრების გარეგან გამოვლინებად ჩაითვალოს. სუნთქვა და გულისცემა სიმბოლოა სულის სუნთქვისა ანუ ლოცვისა. ეს უკანასკნელი სულის ჟანგბადია, სიცოცხლის წყარო - ღმერთია. და ამის მერე ჩნდება კითხვა: სულ უნდა ვილოცო?

ღმერთის მადა არ გაქვს, ღმერთი არ გშია და არ გწყურია. "ნეტარ იყვნენ მშიერნი და მწყურვალნი სიმართლისათვისო", - ამბობს უფალი, სიმართლე კი თვით ღმერთია.

ხანდახან ადამიანს დრო მართლაც არ აქვს. ერთ-ერთი მამა ამბობს: "დაემხე, თუ დამხობა არ შეგიძლია, გულში დაემხე და ხელები აღაპყრე - ღმერთო, როგორ მინდა ახლა შენი ქება-დიდება, მაგრამ არ მაქვს ამის საშუალება და ეს სურვილი მაინც შეიწირე!" ადამიანს მუდამ უნდა ჰქონდეს ამის სურვილი და როცა არ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ცოდვილი ხარ. ცოდვაა, როცა ღმერთთან ყოფნა არ მსურს. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ლოცვის დაზარება.

- მთელი ოჯახი და ახლობლები დამიპირისპირდნენ იმის გამო, რომ ფერი ვიცვალე, გავხდი ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანი. ჩემს გაკიცხვაზე არ ვწუხვარ, მაგრამ მათ ხომ არ ვაგდებ ცოდვაში ჩემი საქციელით? ჩემი თავი ასე, უბრალოებაში ვიპოვე, რაც მეხმარება უფალთან მიახლოებაში. სურვილი მაქვს ვიცხოვრო სოფელში, მყუდროდ. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე...

- თუ არავის აწუხებ შენი უბრალოებით, უნდა იყო ისე, როგორც სული გთხოვს. ოჯახის წევრებს უნდა დავუჯეროთ მანამ, სანამ ისინი უზნეობას არ დაგვკიჟინებენ.

ძალიან რთულია ასე, ზოგადად პასუხის გაცემა ამ კითხვაზე, რადგან შესაძლოა, ვალდებული ვიყო ვიღაცის წინაშე და სოფელში წასვლით ამ ვალდებულებას გავექცე. მაგალითად, მეუღლეს თუ არ შეუძლია, სოფლის მეურნეობას მისდიოს, ძროხა მოწველოს, არ მაქვს უფლება, ვაიძულო.

- როგორ ავხსნით დედამიწაზე ადამიანის წარმოშობის მეცნიერულ და ბიბლიურ თარიღებს შორის ესოდენ დიდ სხვაობას?

- ვერ ავხსნი, იმიტომ რომ მეცნიერება როცა ამას ამბობს, არ ასაბუთებს. თქვენ უნდა წაიკითხოთ არა მარტო ევოლუციურ, არამედ კრეაციული თეორიაზე დაფუძნებული წიგნები. აქ სულ სხვა ფაქტებია. ეს არის აქსიომები, რომლებსაც საფუძვლად იღებენ და მერე მათზე აგებენ მთელ გამოკვლევას. ეს სამეცნიერო ვერსიები კი რამდენად მართალია - ამის შემოწმება აბსოლუტურად შეუძლებელია.

ეს უდიდეს ბიზნესთანაა დაკავშირებული. როდესაც დაიწყეს საუბარი ევოლუციურ თეორიებზე, მასონებმა აიტაცეს, რადგან მათ წისქვილზე ასხამდა წყალს. მეცნიერს თუ სურს, კარიერა გაიკეთოს, კრეაციონიზმზე უარი უნდა თქვას. ვინც კარიერაზე ფიქრობს, ის მიდის ამ გზით - უღმერთობას ქადაგებს და ეს ხელს აძლევს.

- რას ნიშნავს თეორიული ცოდნა? კიდევ როგორი ცოდნა არსებობს და როგორი ცოდნისკენ უნდა ვისწრაფოთ?

- თეორიული ცოდნა მაშინ გვაქვს, როცა პრაქტიკული გამოცდილება არ გაგვაჩნია. ქრისტიანობაში ორივე საჭიროა: თეორიული ცოდნაც და პრაქტიკული ცხოვრებაც. პრაქტიკული ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ თეორიულის გარეშე შეიძლება შეცდომა დავუშვათ. ის, ვინც კითხულობს, მაგრამ შესაბამისად არ ცხოვრობს, დემონურ ხიბლში ვარდება - თავი ეზრდება და გული უპატარავდება. ეს ორივე ჰარმონიულად უნდა განვითარდეს.

- მამაო, ყოველთვის, განსაკუთრებით კი ლოცვის დროს, ათასი ბილწი და საშინელი ფიქრი მაწუხებს. ვერაფერი ვუშველე. როგორ შევძლო ამისგან გათავისუფლება?

- ყურადღება არ მიაქციო და დამთავრდება. ქრისტიანი არ აქცევს დიდ ყურადღებას არც აზრებს და არც გულის მდგომარეობას. ეს აზრები დემონური წარმოშობისაა. ბოროტის მიზანია, ამ აზრებისკენ შემოტრიალდე და ღმერთისკენ ზურგით დადგე, ეჭიდაო ამ აზრებს, რითაც არაფერი გამოვა და ისევე დაიმსხვრევი, როგორც დონ კიხოტი დაიმსხვრა, ქარის წისქვილებს რომ შეებრძოლა.

მეუბნებიან: აი, მამაო, გული გამეყინა და დავკარგე ღმერთის განცდაო. მერე რა? რომელი წმინდანები ჩვენ ვართ, რომ გული სულ გამთბარი გვქონდეს?

ქრისტემ თქვა: მე ვარ გზა... ჩვენ ამ სოფელში მოგზაურები, მწირები ვართ, რომლებიც ამ გზაზე მივდივართ. თუ მადლი მეხმარება, მივქრი, თუ არა - მივღოღავ. არ ვაქცევ ყურადღებას არც გულს და არც გონებას - ეს არის ქრისტიანობა.

- მამაო, ჩემი ოჯახის წევრი არ არის ეკლესიური და ვერაფრით მოვახერხე, ეკლესიური გახდეს. როცა დავუწყებ საუბარს, ირონიულად იცინის. როგორ მოვიქცე?

- ილოცე მისთვის. ადამიანს არ უნდა ღმერთი, შენ კი ეუბნები - გიყვარდეს! რწმენა საიდუმლოებაა და ნუ გიკვირს, მას საერთოდ რომ არ აქვს. რა თქმა უნდა, თავიდან უნდა აუხსნა, განუმარტო, ისიც - ფაქიზად, შენი ცხოვრების მაგალითით.

- მამაო, გახარებული ველოდები მარხვის დაწყებას, რაც მანამდე არ განმიცდია. რა ხდება?

- უფალი შეეხო შენს გულს. ეს კარგია, თუმცა ილუზია არ შეიქმნა, რომ სულ ასე იქნება. ხან მოვა, ხან წავა. როცა წავა, გაიხსენე, რა კარგი იყო...

- როგორ მოვექცე ჩემს მეთორმეტეკლასელ შვილიშვილს, რომელიც არ სწავლობს, არ მუშაობს, ითხოვს სამოსს. თუ არ აქვს, რცხვენია გარეთ გასვლა. თუმცა ცუდი არ ეთქმის: არ ეწევა, არ სვამს, აქეთ-იქით არ დადის, ზის ტელევიზორთან...

- როდესაც უმადურ ადამიანს აჭმევ და ასმევ, ის უფრო და უფრო უმადური ხდება. შავ პურზე გადაიყვანე, არაფერი უყიდო და ტელევიზორიც გამოურთე, თუ არ სწავლობს და არც მუშაობს. ამის შემდეგ კეთილს ინებებს და ან ისწავლის, ან იმუშავებს.

- რა არის ლოცვის წამალი? ვიცი, თავი უნდა ვაიძულო. კიდევ რა?

- დიახ, თავი უნდა აიძულო - ლოცვა ისევ ლოცვით ისწავლება, ისევე, როგორც ცურვა ისწავლება ცურვით. ოღონდ არის ისეთი ნიუანსები, რომლებიც უნდა იცოდე, თორემ შესაძლოა შეცდომა მოგივიდეს და თავდაყირა აღმოჩნდე. ეს უდიდესი საიდუმლოებაა.

- არსებობს თუ არა ბედისწერა?

- ბედისწერის რწმენა გამორიცხავს შენს ქრისტიანობას. ბედისწერა ნიშნავს თავისუფლების არარსებობას, თავისუფლება კი არსებობს. არც სამყაროში არსებობს ბედისწერა - არსებობს საღვთო განგებულება, რომელიც საღვთო კანონების მიხედვით მოქმედებს.

- ჯვრის აყრა რა შემთხვევაში შეიძლება? თუ ქმარი ნარკომანია?

- თუ ნარკომანი ქმარი ამით ოჯახს აუბედურებს და ცუდ მაგალითს აძლევს შვილებს - შესაძლოა დაუშვან ჯვრის აყრა. საერთოდ, აყრა ხდება მაშინ, როცა ადამიანი გადაწყვეტს მეორე ქორწინებას. ერთი სიტყვით, ეს დიდი უბედურებაა. ცოტა მაქსიმალისტი ვარ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არ დავწერდი წყვილს ჯვარს, თუ ისინი ეკლესიურად არ ცხოვრობენ. ბიზანტიის იმპერიაში ეკლესია ცნობდა სამოქალაქო რეგისტრაციას. ეს არ ითვლებოდა გარყვნილებად და მრუშობად.

- რას გვეტყვით ბოლო ჟამზე? არის თუ არა ახლა ეს დრო? ამას ხშირად ამბობენ, მათ შორის - ზოგიერთი მოძღვარიც. იცის ვინმემ, თუნდაც პატრიარქმა, როდის მოხდება ეს?

- საღვთისმეტყველო განმარტება ასეთია: ქრისტეს განკაცების, მისი ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების მერე სულ ბოლო ჟამია. ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტეს დიდებით დაბრუნების მოლოდინში. თუმცა არ ვიცით, როდის იქნება ეს, რადგან მეორედ მოსვლა არ მოხდება მაშინ, როცა ღმერთს მოუნდება, არამედ მაშინ, როცა კაცობრიობა არსებობის მიზანს დაკარგავს. კაცობრიობის არსებობის მიზანი კი არის შესაძლებლობა - ეძებოს ღმერთი. როცა ეს შესაძლებლობა მოისპობა, კაცობრიობის არსებობას აზრი აღარ ექნება და მაშინ დაბრუნდება უფალი.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler