მართლად და პირიანად შეჰყროდეთ თქვენს მონატრებულ ქვეყანას... ძალიან გვჭირდებით, დაგვიბრუნდით...
მართლად და პირიანად შეჰყროდეთ თქვენს მონატრებულ ქვეყანას... ძალიან გვჭირდებით, დაგვიბრუნდით...
* ჩვენ, ქართველები, ძალიან მოუთმენელი ხალხი ვართ. არ გვიყვარს პროგრესი, ყველაფერი მზამზარეული გვინდა... ასე არ არის? ასე არ შეიძლება! უნდა გვესმოდეს, რომ თუ იდეალურ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, პირველ რიგში, ჩვენვე უნდა შევიცვალოთ - დავიბრუნოთ ჩვენი ტრადიციული ზნეობრიობა, რომელიც ადამიანის კეთილშობილებას შობს... როცა ქვეყანაში განათლებული და ზნეობრივი ერი იცხოვრებს, რაც არ უნდა ცუდი მეთაური ჩაუყენო სათავეში, წესიერ ხალხს მაინც ვერ შეცვლის. ხოლო როცა ქვეყანაში ზნეობრივად გახრწნილი საზოგადოებაა და ასევე უზნეოდ ზრდის მომავალ თაობას, რაც არ უნდა განათლებული და კარგი მეთაური დაუყენო, მისი სიკარგე მაინც არ გამოჩნდება. ასე რომ, პრობლემები საკუთარ თავში, საკუთარ უარყოფით საქციელსა და ჩვევებში უნდა ვეძიოთ. ხელს როცა შევუწყობთ ერთმანეთს, აი, მაშინ გვექნება შედეგიც, თორემ მთავრობის გინებით ქვეყანას ვერ ავაშენებთ. თუ რამის გაკეთება გვინდა, უნდა გავაკეთოთ კიდეც, არადა ხშირად უაზროდ ვლაყბობთ.

* საქართველოდან წასულებო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გელით... თითოეული თქვენგანი აკლია საქართველოს. იცით, როგორ დაბრუნებას გისურვებთ? აი, ილია ჭავჭავაძეს რომ აქვს ნათქვამი: ,,როგორ შევეყრები მე ჩემს სამშობლოს და როგორ შემეყრება იგი მე?.." გისურვებთ, მართლად და პირიანად შეჰყროდეთ თქვენს მონატრებულ ქვეყანას... ძალიან გვჭირდებით, დაგვიბრუნდით... ღმერთი გფარავდეთ!

* მაშინ მივხვდი "მგზავრის წერილების" სიღრმეს, როცა თვითმფრინავით საქართველოში ვბრუნდებოდი... და შემეშინდა: ღმერთო, ისე ხომ არ გარდავიქმენი, რომ იქ მიუღებელი ვიყო-მეთქი! იმდენად მძიმე იყო ჩემთვის ასეთი ფიქრები, რომ ცრემლი ვერ შევიკავე.

ჩამოვედი... და რამდენიმე საათი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მეგრძნო ის სითბო, რომელიც ყოველი ჩემი მეგობრისა თუ უბრალო ნაცნობისგან მოდიოდა. დავრწმუნდი, საერთოდ არ შევცვლილვარ.

შუა ქუჩაში ვიდექი, მეგობრებს ვკოცნიდი და ვფიქრობდი: ღმერთო, რით დავიმსახურე ამხელა ბედნიერება - ვიყო ქართველი-მეთქი. გმადლობ, უფალო!

* ქართველებს განსაკუთრებული სიამაყის გრძნობა გვახასიათებს. რა თქმა უნდა, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში; ვამაყობ, რომ "იავნანას" მიმღეროდნენ და ვამაყობ, რომ მე და დავით აღმაშენებელი ერთი ქვეყნის შვილები ვართ! განა საამაყო არ არის?

რატომ? არ ვიცი... უბრალოდ, ესაა სულის მდგომარეობა, გულის კარნახი, რომელსაც ახსნას ვერ უპოვი. და მაპატიეთ, მაშ, ჩემი ქართველობა! ჩემთვის საქართველოს ერთი მუჭა მიწა უფრო ღირებულია, ვიდრე მთელი მსოფლიო...

* ქართველობა ძნელია, მაგრამ მადლიანი და სასიამოვნო... ჩემი ქართველობა ჩემს ყოველდღიურობაში უნდა გამოიხატებოდეს: რწმენაში, ადამიანობაში, ტრადიციების დაცვასა და სიყვარულში.

* რას შევწირავდი საქართველოს? ყველაზე დიდებული, რაც ღმერთმა მიბოძა, სიცოცხლეა. ჰოდა, სწორედ ამ სიცოცხლეს შევწირავდი ჩემს სამშობლოს, სიცოცხლეს, რომელიც ყველაფერზე ძვირფასია...

* ქართველები შურიანები ვართ. ერთმანეთის გვერდით არ ვდგავართ და ერთმანეთის გვშურს. და კიდევ, საკუთარ თავზე შეყვარებული ერი ვართ. ჩვენი მთავარი დევიზია: მე ვიყო კარგად!@და სწორედ ეს დაგვღუპავს. ერთმანეთს ვერ ვუგებთ და ამაზე საშინელი არაფერია. ქართველი ქართველს რომ ვერ გაუგებს...

* ერთს დავლევ... ორსაც დავლევ... მესამემ რაღა უნდა მიქნასო და ვერ ვხვდებით, ის მესამე როგორ გვირევს გონებას, უფალს გვავიწყებს და სიბინძურეს გვაკეთებინებს. მეორე დღეს, წინა დღის ამბავი რომ აღარ გვახსოვს, იმავეს ახლა სხვას ვსაყვედურობთ... სულიერი მარხვა გვინდა, გამოწრთობა, თავის შეკავება, რომ სულმა არ წაგვძლიოს და სასმლისგან გონებაამღვრეულებმა საწამლავი არ დავლიოთ.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler