იქნებ, სწორედ ამათ მიეცეთ ღვთისაგან ის მადლი, რომლის ძალითაც მიაღწევენ დიდ სულიერ სიმაღლეებს და შეძლებენ გააკეთონ ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით
იქნებ, სწორედ ამათ მიეცეთ ღვთისაგან ის მადლი, რომლის ძალითაც მიაღწევენ დიდ სულიერ სიმაღლეებს და შეძლებენ გააკეთონ ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი სასწაული ადამიანია. უდიდესი მოვლენაა მისი დაბადება, რადგან ყოველ ადამიანში ღვთის მიერ შთაბერილი უკვდავი სული მყოფობს. სული, რომელმაც ღმერთი უნდა შეიცნოს და სასუფეველი დაიმკვიდროს.

ჩვენს მატერიალურად შეჭირვებულ ქვეყანაში, სადაც ხვალინდელი დღის შიშით ბევრი უარს ამბობს ღვთის საჩუქარზე, არაერთი მრავალშვილიანი დედისგან გამიგონია, რომ თითოეულ ბავშვს თავისი მადლი და წყალობა მოაქვს ოჯახში და ამ მადლის თანამდევი სიხარული ყოველგვარ გასაჭირს აღემატება.

"ზოგიერთი მეკითხება, განა პრობლემები გაკლდათ, მეოთხე შვილს რად აჩენდითო? მე კი ვპასუხობ: - სწორედ პრობლემები რომ გადავწყვიტოთ, იმიტომაც გავაჩინეთ დათუნა. თითოეული ახალმოვლენილი ბავშვი ოჯახში ანგელოზია და ის გვაძლევს ძალას, ყოველგვარ სირთულეებს ადვილად გავუმკლავდეთ", - გვეუბნება ოთხი შვილის დედა, ქალბატონი ნინო ძნელაძე. მან და მისმა მეუღლემ - ზაალ მამაცაშვილმა ერთმანეთი ოცი წლის წინ გაიცნეს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1989 წლის 4 ნოემბერს იქორწინეს.

"მშობლებს შორის არსებული კეთილშობილური სიყვარული და ურთიერთპატივისცემა უჩუმრად მოძღვრავს მათივე შვილების სულს", - ამბობს ბერი პაისი ათონელი. ნინოც და ზაალიც ამ სიყვარულსა და კეთილკრძალულებას გადასცემენ შვილებს: ფიქრიას, თორნიკეს, ვაჟასა და დავითს, რომლის დაბადებამაც ღვთის კიდევ უფრო დიდი წყალობა, სიმშვიდე და სიხარული შემოიტანა ამ ოჯახში. დათუნა პატრიარქის 673-ე ნათლულია. საშობაო დალოცვაც მიიღეს ნათლიისგან. ეს დალოცვა უხილავი საფარველივით თან სდევს პატრიარქის ყველა ნათლულსა და მათ ოჯახებს.

ქალბატონი ნინო: - მე და ზაალმა ოჯახი რომ შევქმენით, იმ პერიოდიდან დაიწყო ქვეყანაში არეულობა. პროფესიით ელექტროინჟინრები ვართ, უსამსახუროდ დავრჩით. ძირითადად მშობლებზე ვიყავით დამოკიდებული. სამწუხაროდ, მამამთილი მალე გარდაიცვალა და ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა მთლიანად ჩემი მეუღლის მხრებზე გადავიდა. მაშინ ორი პატარა გვყავდა. პური და რძეც კი არ იშოვებოდა. ღვთის შეწევნით, ის მძიმე წლები როგორღაც გავიარეთ და სირთულეები დავძლიეთ. იმხანად მამა არჩილ მინდიაშვილის მრევლის წევრები ვიყავით. სარწმუნოება და ღვთისადმი ნდობა გვაძლევდა ძალას, გვმატებდა მხნეობასა და გაბედულებას. კარგა ხნის მერე მესამე შვილი შეგვეძინა და დიდი სიხარულიც მოიტანა. თითქოს უფრო სრულყოფილი გახდა ოჯახი. მისი გაზრდა გაგვიადვილდა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურადაც. ზოგს ჰგონია, ბევრი შვილი მხოლოდ თავსატეხია. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, რადგან ყველაფრის გვერდზე გადადება, შრომა, ღამეების თევა, ექიმებთან სიარული გიწევს, მაგრამ ამის გამო არ უნდა გადავწვიტოთ, ვის შევუნარჩუნოთ სიცოცხლე და ვის არა. ყოველ ადამიანს თავისი მისია აქვს, რაც ღვთისთვის არის ცნობილი. მთავარია რწმენა, ღვთისადმი მინდობა. არავითარი დრტვინვა და განსჯა იმისა, თუ რა გველის ხვალ, არ შეიძლება. გვგონია, ბავშვის გაჩენას იმდენი პრობლემა მოჰყვება, რომ ვეღარ ავუვალთ. ხომ შეიძლება, შვილი არ გავაჩინოთ, მაგრამ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დავდგეთ? დედის გული, თუნდაც ერთი შვილი ჰყავდეს, ვერასდროს მოისვენებს, რადგან გამუდმებით შვილზე ფიქრობს და წუხს. ამ ზედმეტმა ყურადღებამ კი შეიძლება ყოველთვის არ მოუტანოს სარგებელი შვილს. ბავშვმა დაბრკოლებების დამოუკიდებლად გადალახვაც უნდა ისწავლოს. ამიტომ წუხილი, რომ ერთი შვილის ხარჯზე მეორეს ყურადღებას აკლებ, გაუმართლებელია. ბავშვები მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ. მათ მე ვზრდი, ისინი კი მე მზრდიან. უქმად დროის დაკარგვის საშუალება არ მეძლევა, არც უქმადმეტყველებისა. მადლიერი ვარ უფლისა ყველაფრისთვის. ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი. ადამიანმა არ იცის, რა პოტენციალი თვლემს მასში. ვინც პრობლემებს გაურბის, მაცხოვნებელ ჯვარს გაურბის. შვილებს ღმერთი გვიგზავნის და მასზე უნდა დავამყაროთ სასოება.

- ბავშვების აღზრდის პროცესში რაიმე სირთულეებს ხომ არ აწყდებით?

- სიძნელეებს ვაწყდებით განსაკუთრებით მოზრდილ ასაკში და ზოგ შემთხვევაში სერიოზულსაც. დღევანდელ დროში ძნელია ბავშვის აღზრდა, მისი დაცვა გარემოს მავნე ზეგავლენისაგან. ბავშვი პიროვნებად რომ ჩამოყალიბდეს, საჭიროა განუწყვეტელი თვალის მიდევნება სკოლაში, გაკვეთილებზე, ყველგან. დღევანდელი ბავშვი კამათის სულითა და კითხვებით არის აღსავსე. გარდატეხის ასაკი, მოგეხსენებათ, ყველაზე ძნელი ასაკია ადამიანისათვის. წმინდა იოანე ოქროპირმა იგი ასე დაახასიათა: "როგორები იქნებიან ბავშვები ამ ასაკის შემდეგ, კარგები თუ ცუდები, არავინ იცის, ღმერთის გარდაო". განსაკუთრებით მოქმედებს მოზარდის ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე თანატოლთა გარემო. მაგალითად, ჩემი უფროსი ქალიშვილი პატარაობიდანვე მორიდებული იყო, ხელოვნებას ესწრაფვოდა. საოცრად ფაქიზი სული ჰქონდა, ხატავდა, უკრავდა. მაგრამ ამ ბოლო დროს ვატყობ, გარემოს ზეგავლენით შეიცვალა, მასში ფასეულობები გადაფასდა. ახლა სკოლას ამთავრებს და სურს, ისეთ სპეციალობას დაეუფლოს, რომელიც დღევანდელი რეალობისთვის უფრო პრაქტიკულია. ვერ გაამტყუნებ ახალგაზრდებს. მათ სურთ ამ პრაგმატულ ცხოვრებაში დამკვიდრების გზები გამონახონ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შეუძლებელია აკეთო ის საქმე, რომელიც არ გეყვარება. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, ბავშვები სახარებისეული იდეალებით გავზარდოთ, მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენს დროში, ჩვენს პირობებში ძნელია ბავშვებმა შეინარჩუნონ ეს იდეალები და არ იგრძნონ კონტრასტი ამ ღირებულებებსა და გარე სამყაროს მიერ შემოთავაზებულ ფასეულობებს შორის. ვითვალისწინებთ, რომ ისინი თანამედროვე ბავშვები არიან და ვცდილობთ, ზომაზე მეტად არ დავამძიმოთ. ბავშვებს ხშირად უჩნდებათ პროტესტის გრძნობა, არაადეკვატურად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებებს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დროებითია. იმედია, ყველაფერი დაიწმინდება და დალაგდება. მიმაჩნია, რომ გულღია, გახსნილი ურთიერთობა ამ ასაკში უფრო მეტი სარგებლობის მომტანია, ვიდრე მკაცრი ცენზურის მცდელობა. ეს უკურეაქციას იწვევს. როდესაც ვცდილობ უფროსების ყოველი ნაბიჯისა და საქციელის გაკონტროლებას, სასტიკ წინააღმდეგობას ვაწყდები მათი მხრიდან. მესმის, მათში ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს, რაც ადვილი, ცხადია, არ არის. ამ დროს მათ სჭირდებათ განსაკუთრებული გაგება, ყურადღება, სიყვარული და ლოცვა, რათა ღმერთმა ისინი დაიფაროს მოსალოდნელი საფრთხისაგან. ადრე თუ გვიან ალბათ მივლენ სწორ დასკვნამდე. ბავშვებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ თავისუფალი არჩევანის გაკეთება. ვშიშობთ, ზედმეტმა სიმკაცრემ ბავშვები იმდენად არ გაანაწყენოს, რომ გული გაუცივდეთ, ჩვენი ნდობა და პატივისცემა დაკარგონ. გულსატკენია, როდესაც შვილები არ გიმხელენ სურვილებსა და ფიქრებს. საბედნიეროდ, შინიდან გასვლისას ყოველთვის მეუბნებიან, სად და რატომ მიდიან. ვცდილობ, კარგი წრე გამოძებნონ ურთიერთობისთვის, რათა კეთილი მაგალითები ჰქონდეთ მისაბაძად და განსხვავებული ღირებულებების გავლენის ქვეშ არ მოექცნენ. დედის გული ყოველთვის შეუმცდარად გრძნობს, თუ როგორ ადამიანებთან შეძლებს მისი შვილი საერთო ენის გამონახვას. მთავარია, ბოროტება არ ჩაიდონ გულში და პატიება შეძლონ, მოყვასის სიყვარული და თავგანწირვა ჰქონდეთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ იზრუნოს მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე?

- სახელმწიფომ ყველანაირი დახმარება უნდა აღმოუჩინოს მრავალშვილიან ოჯახებს. ეს ღირსების საქმეა. მრავალი შვილის ყოლა არის მოქალაქეობრივი გმირობა. თავისთავად, მოტივი იმისა, რომ გყავდეს ბევრი შვილი, მიუხედავად გაჭირვებისა, რაღაც გმირულს შეიცავს. ერთადერთი, რითაც დღეს შეგიძლია გამოამჟღავნო სიყვარული შენი ქვეყნისადმი და დაემსგავსო შენს წინაპრებს, არის ის, რომ მოავლინო ამქვეყნად სიცოცხლე და შემდეგ მას აჩუქო სითბო, სიყვარული, ყველაფერი, რაც შეგიძლია. სახელმწიფომ უნდა დააფასოს ეს გმირული თავგანწირვა და დაიცვას მრავალშვილიანი ოჯახები.

- პატრიარქის ინიციატივას, რომ თავად იყოს ყველა ქართულ ოჯახში მოვლენილი მესამე და მომდევნო შვილების ნათლია, ბევრი გამოეხმაურა. თქვენი აზრით, რამდენად შეუწყობს ეს ხელს ქართველი ერის გამრავლებას?

- პატრიარქს დღეს უკვე 2000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. ბევრისგან გამიგონია, რომ არ აპირებდა მესამე შვილის გაჩენას, მაგრამ ამის მერე გადაწყვიტა. ჩვენს ერში უდიდესი სიყვარულია პატრიარქის მიმართ. იმ უამრავი პრობლემის, უიმედობისა და უპერსპექტივობის გარემოცვაში, რომელშიც ვიმყოფებით, პატრიარქის სიტყვა და საქმე უდიდესი სტიმულისა და იმედის მომცემია. ტყუილად კი არ უწოდა მას ერთმა ქართველმა მწერალმა ,,ქართველი ერის გულთაბოძი". იმედი მაქვს, პატრიარქის ეს ინიციატივა აუცილებლად გამოიღებს მომავალში კეთილისმყოფელ ნაყოფს. იქნებ, სწორედ მის ნათლულთა თაობამ გაუთენოს საქართველოს კეთილი დღე. იქნებ, სწორედ ამათ მიეცეთ ღვთისაგან ის მადლი, რომლის ძალითაც მიაღწევენ დიდ სულიერ სიმაღლეებს და შეძლებენ გააკეთონ ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით. შემთხვევით ხომ არაფერი ხდება. ღვთის ძალითა და მადლით, იმედია, საქართველოსაც დაუდგება ჟამი გაბრწყინებისა.

- რას ეტყოდით მათ, ვინც ხვალინდელი დღის შიშით უარს ამბობს "ღვთის საჩუქარზე"?

- ვუსურვებ, გამოეცადოთ ის სიხარული და ბედნიერება, რაც მე განვიცადე მესამე და მეოთხე შვილების გაჩენის შემდეგ. ყველა დაბრკოლებას აღემატება ის სიხარული, რომელსაც ვგრძნობ მაშინ, როდესაც ვუყურებ, როგორ უყვართ ჩემს შვილებს ერთმანეთი, როგორ ცდილობენ, ერთმანეთი დაიცვან, გაიტანონ. დედმამიშვილი ყველაზე დიდი საყრდენია ადამიანისათვის ცხოვრებაში. მას ვერანაირი მეგობარი ვერ შეცვლის. უნდა შევიგნოთ, რომ მხოლოდ მატერიალური ღირებულებები არ არის ამქვეყნად მთავარი. ცხონებაზე უნდა ვიფიქროთ. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ მრავალი შვილის ყოლა არის ცხონებისკენ მიმავალი გზა. ამისთვის კი აუცილებელია რწმენა და ღვთისადმი მინდობა. დაე, ყველა ქართველის ოჯახში ყოფილიყოს პატარა და ყველა პრობლემა თავისთავად მოგვარდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler