ქართველ ბავშვებს წმინდა ილია მართლისეული ღვთაებრივი სამებიდან იქნებ ორი მაინც შევუნარჩუნოთ: ენა და სარწმუნოება, სანამ მესამეს - მამულს დაუბრუნდებიან
ქართველ ბავშვებს წმინდა ილია მართლისეული ღვთაებრივი სამებიდან იქნებ ორი მაინც შევუნარჩუნოთ: ენა და სარწმუნოება, სანამ მესამეს - მამულს დაუბრუნდებიან
პროფესიით მხატვარი ზაზა პაპიძე 14 წელია, ესპანეთის ქალაქ არნედოში ცხოვრობს. საქართველო შექმნილმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა მდგომარეობამ დაატოვებინა. მერე ზაზას მრავალი თვისტომი მიემატა და თავი სამშობლოში რომ ეგრძნოთ, ესპანეთში სულიერების კერა დააფუძნეს უწმინდესისა და დასავლეთ ევროპის მღვდელმთავრის მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დღეს ღვთისმსახურებას ბერი სერაპიონი (გრიგოლიშვილი) აღავლენს. მამა სერაპიონის ლოცვა-კურთხევით, სკაიპით ზაზა პაპიძეს ვესაუბრე.

- ზაზა, მოგესალმებით.

- დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ. აქაური ქართველების სახელით მინდა ჩვენს პატრიარქს მივულოცო აღსაყდრების და დაბადების იუბილე. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.

- ზაზა, როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?

- მე მხატვარი ვარ და დროს ნებისაებრ განვკარგავ, თუ მოწაფეები არ მყავს და არ მაქვს კონკრეტული სამუშაო განრიგი. დანარჩენები დროის უმეტეს ნაწილს შრომაში ხარჯავენ. თავისუფალ დროს, ვცდილობთ, ხშირად ვიყოთ ერთმანეთთან. აქამდე მიწევდა სხვადასხვა ტიპის სამუშაო ჩემს საქმესთან შემეთავსებინა. ამჟამად მარტო შემოქმედებითად ვმუშაობ. ეკლესიაში ყოველდღე ტარდება ღვთისმსახურება, რასაც, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, არ დავაკლდე. რაც დრო გადის, მრევლიც თანდათან მატულობს.

- როგორ დაფუძნდა ტაძარი?

- ეს აზრი ალბათ ბევრ აქაურ ქართველს ჰქონდა გუნებაში. მერე ავთო სილაგაძე, ალექსანდრე (მისი გვარი, სამწუხაროდ, არ მახსოვს) და მე ვესაუბრეთ სტრასბურგში მოღვაწე მოძღვარს. მისი რჩევით, ჩამოვაყალიბეთ ასოციაცია (რამაც საფუძველი მოუმზადა ამ საქმის აღსრულებას) და დავუკავშირდით საქართველოს საპატრიარქოს. ამ პერიოდში ბარსელონაში მამა ბასილი (ახლა უკვე ბერი იოანე) კიკვაძე ჩამობრძანდა. ის ხშირად ჩამოდიოდა ბარსელონიდან, რომელიც დაახლოებით 500 კილომეტრითაა ჩვენგან დაშორებული, ხვდებოდა ხალხს და პარაკლისებს ატარებდა ნაქირავებ შენობაში. აქვე ვაპირებდით პატარა ბაზილიკური ტიპის შენობის აგებას, რომელიც გადაეცემოდა საქართველოს საპატრიარქოს და იქ დაფუძნდებოდა ქართული ეკლესია. ამისთვის მოძღვარი ფულითაც კი დაგვეხმარა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს პროექტი ვერ განხორციელდა, მაგრამ გვაქვს მომავლის იმედი. ცოტა ხანში ბარსელონაში ჩამობრძანდა იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი). მამა ლუკას ლოცვა-კურთხევით, ეკლესიის შესაბამისად მოვაწყვეთ შენობა. მეუფე აბრაამიც ბრძანდებოდა ჩვენს ტაძარში. მოგვიანებით მამა მელქისედეკი იყო ჩვენი მოძღვარი. მისი აქ ყოფნის პერიოდში ჩამოყალიბდა მრევლი და მგალობელთა გუნდი. ამჟამად ჩვენი ეკლესიის წინამძღვარია მამა სერაპიონი. მრევლიც მატულობს და საგალობლებიც იხვეწება. გვყავს სამრევლო საბჭო. მას ხელმძღვანელობენ ავთო სილაგაძე, მარინა ფრიდონიშვილი, დავით საველიევი და ირმა ბენიძე. ვცდილობთ, ყველანაირად შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ეს პატარა ქართული სავანე, რაც ესოდენ საჭიროა თითოეული ჩვენგანისთვის.

- სად მდებარეობს წმინდა გიორგის ტაძარი?

- ჩვენ ვცხოვრობთ ლარიოხის შტატის პატარა ქალაქ არნედოში, სადაც უამრავი ფეხსაცმლის ფაბრიკაა და აქაურებიც ძირითადად ფეხსაცმლის ბიზნესით ცხოვრობენ. ამიტომ იზიდავს ეს ქალაქი უცხოელებს. მათ შორის ქართველებიც არიან. ჩვენი ტაძარი არნედოს ცენტრში მდებარეობს. აქაურ კათოლიკურ ტაძარში დაცულია წმინდა კოზმა და დამიანეს და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები. აქაური კათოლიკე მღვდლის, დონ ლუისის დახმარებით, ქართველებს საშუალება გვეძლევა, ეს წმინდა ნაწილები ქართულ ტაძარში დავაბრძანოთ ხოლმე (ეს ადამიანი ბევრ რამეშიც გვეხმარება, რისთვისაც მადლობას ვუხდით).

ამ პატარა ქალაქში დაახლოებით 300 ქართველი ცხოვრობს. ეკლესიამ გაგვაერთიანა ქართველების დიდი ნაწილი. ერთმანეთს ვხვდებით და ვესიყვარულებით. ეკლესიაშივე კვირაში ერთხელ დედა ენასა და ზოგადად საქართველოს ისტორიას ვასწავლით ბავშვებს. აქ ძალიან ბევრი ქართველი ბავშვი ცხოვრობს და დასანანია, რომ ზოგს უჭირს მშობლიურ ენაზე მეტყველება. ამ სკოლის მიზანია, აქაურ ქართველ ბავშვებს წმინდა ილია მართლისეული ღვთაებრივი სამებიდან იქნებ ორი მაინც შევუნარჩუნოთ: ენა და სარწმუნოება, სანამ მესამეს - მამულს დაუბრუნდებიან.

- ზაზა, ქართული ასოციაცია ახსენეთ. ხომ არ დააკონკრეტებდით?

- თავიდან, მოძღვრის რჩევით, ჩამოყალიბდა ასოციაცია "საქართველოს შვილები ლარიოხაში". აქ საქართველოდან სხვადასხვა ეროვნებისანი არიან ჩამოსულები და ჩვენს ასოციაციას ასეთი სახელი იმიტომ დავარქვით. ასოციაციას ხელმძღვანელობენ ავთანდილ სილაგაძე და მარინა ფრიდონიშვილი. ამ ასოციაციის დახმარებით ვთხოვეთ საქართველოს საპატრიარქოს, არნედოში ქართული ტაძარი გვქონოდა. ჩვენი ასოციაციის თაოსნობითა და ორგანიზაცია "კარიტასის" დახმარებით მოეწყო საქველმოქმედო აქციები, შეგროვდა ფული და ტანსაცმელი. ქართველებმაც შევკრიბეთ ფული შეჭირვებულთა დასახმარებლად. ღვთის წყალობით, იმედია, კიდევ შევძლებთ კეთილი საქმეების გაკეთებას.

- საქართველოში თუ ჩამოსულხართ ამ ხნის განმავლობაში?

- რამდენიმე წლის წინ ვიყავი ჩამოსული და სულ სხვანაირი საქართველო დამხვდა. ალბათ გაცილებით უკეთესი და იმედისმომცემი. ცოტა არ იყოს, ჩემი ქალაქი ამდენი ხნის შემდეგ მეუცხოვა კიდეც. გარეგნულთან ერთან, ბევრი რამაა შეცვლილი. მომეჩვენა, თითქოს ჩემი ადგილი აღარ არის ჩემს სამშობლოში. თუმცა, არც უცხოეთშია ჩვენი ადგილი - აქ ყველანი დროებით ვართ.

- პირადად თქვენ როგორ ზრდით შვილებს, საქართველოს სიყვარული თუ აქვთ?

- მყავს ესპანელი მეუღლე მაიტე და ქართველი შვილები - 11 წლის სამუელი და 7 წლის დალი. 2007 წლის ზაფხულში ვიყავი ოჯახთან ერთად ჩამოსული. სამუდამოდ ჩამოსვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ. ქართულად ორივე ლაპარაკობს.

- როგორ ეგუებით ქართული ტრადიციების მოყვარული სიძე ესპანელების ოჯახს?

- ადამიანებს შორის, პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემა უნდა არსებობდეს. ამით იწყება ნორმალური ურთიერთობა და სხვადასხვა ერის ტრადიციების დაფასება. ვცდილობ, მათი ტრადიციების მიმართ ტოლერანტული ვიყო. კათოლიკურ შობაზე მიწევს ცოლის ნათესავებთან ერთად ყოფნა, ხოლო შობას შინ ან მეგობრებთან ვდღესასწაულობთ.Aჩემი მეუღლე და უფროსი შვილი სამუელი მართლმადიდებლურად მოინათლნენ საქართველოში ყოფნის დროს, ბეთლემის ტაძარში. გოგონა კი აქ მოვნათლეთ, მადრიდის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ახლა შეძლებისდაგვარად დადიან ქართულ ტაძარში, ესწრებიან ღვთისმსახურებას, აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან.

- უცხოეთში საცდურისგან თავის დაღწევა არ გიჭირთ?

- საცდური საქართველოშიც ბევრია. ცოდვისადმი მიდრეკილება ალბათ ყველას გვაქვს მეტ-ნაკლებად. საჭიროა შესაბამისი სულიერი გარემო, რათა ადამიანმა სწორად იცხოვროს. მეც ვცდილობ, შვილები სწორად აღვზარდო, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ ეკლესიასთან.

ვფიქრობ, ჩვენს მძიმე, გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც ადამიანური ღირებულებები იცვლება და დეგრადაციას განიცდის, ეკლესიური ცხოვრება და ზნეობის შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის.

- როგორია თქვენი თვალით დანახული ესპანელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება?

- ჩემი აზრით, აქ ძალიან ცოტა დრო აქვთ ადამიანებს სხვა ხალხთან ურთიერთობისთვის. ყველაფერი მექანიკურ დონეზეა. უმეტესობა მარტოსულად გრძნობს თავს. არც სურვილი აქვთ ვინმესთან ურთიერთობისა. ჩვენი ცხოვრების წესი კი მათგან საკმაოდ განსხვავდება. ჩემი შვილები უკვე ხედავენ სხვაობას ჩვენსა და ესპანელებს შორის. როცა გზაში შეგვხვდება ხოლმე ქართველი, მათ მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას გამოხატავენ. ამიტომ მეტი სიყარული აქვთ ქართველებისა.

- ქართული ეკლესიის გახსნამდე სად ესწრებოდით წირვა-ლოცვას?

- ლარიოხას რუმინულ მართლმადიდებლურ და ასევე ბერძნულ ეკლესიებში.Aახლა ბასკების ქალაქ ვიტორიაში იხსნება ქართული ტაძარი, მადრიდშიც აპირებენ... ქართველები ნელ-ნელა ერთიანდებიან და ცდილობენ, შეინარჩუნონ სულიერება.

- როგორ აღნიშნავთ ხოლმე რელიგიურ დღესასწაულებს?

- ვცდილობთ, ისევე აღვნიშნოთ, როგორც საქართველოში. ერთმანეთთან მივდივართ და მივუსხდებით ტრადიციულ ქართულ სუფრას. ესპანეთში საკაბელო ტელევიზიაა და აქ ორი ქართული არხი განათავსეს. საქართველოს მონატრებას მისი ყურებით ვივსებთ.

- როგორი დამოკიდებულება აქვს ქართველების მიმართ ესპანეთის ხელისუფლებას?

- ესპანეთის ხელისუფლებისა რა მოგახსენოთ. ამ ქალაქის მერია, ვფიქრობ, ჩვენი ეკლესიის მიმართ უარყოფითად არ უნდა იყოს განწყობილი. ტაძრის შენობა ქალაქის მერის მამისგან ვიქირავეთ. ისიც ყველანაირად გვიწყობს ხელს. ქართული ეკლესიის კანონიზაცია, ცოტა არ იყოს, გაგვირთულეს. თუმცა, კარგია მაინც, რომ პრობლემებსაც არ გვიქმნიან.

- ქართველი მოძღვრის ჩამობრძანებამ რა გავლენა მოახდინა ემიგრანტ ქართველებზე?

- ჩვენი წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარი, ბერი სერაპიონი ძალიან გვიყვარს და დიდ პატივს ვცემთ. მის გარშემო ვერთიანდებით ყველანი. დიდად მადლიერნი ვარ მეუფე აბრაამისა. მისი დახმარებით საშუალება მოგვეცა, ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ქართულად მოვისმინოთ ღვთისმსახურება. ასევე დიდი სიყვარულით მინდა მოვიკითხო და მივესალმო მამა იოანეს, მამა ლუკას და მამა მელქისედეკს სიყვარულისა და სიკეთისთვის. მას შემდეგ, რაც ეკლესია დაფუძნდა, ჩვენც, ქართველებიც, ძალიან შევიცვალეთ, თუნდაც ერთმანეთის მიმართ.

- როგორ ცხოვრობენ ეკლესიის გარეთ ემიგრანტები?

- მგონია, რომ დროთა განმავლობაში ყველა ქართველი მოვა ეკლესიაში. ძალიან ბევრი ადამიანი გამოიყვანა ეკლესიურმა ცხოვრებამ მძიმე მდგომარეობიდან. თუ ეკლესიის გზას გავყვებით, იმედია, რომ ჩვენი ცხოვრება კეთილად წარიმართება.

ჩვენი სული და გონება სულ მანდ ტრიალებს და საქართველოში დაბრუნებაზე ვოცნებობთ. უცხოეთში ძალაუნებურად აფასებ საკუთარ კულტურას, ტრადიციებს. რა თქმა უნდა, ამას მოფრთხილება სჭირდება. თუ არადა იმ ნაცრისფერ მასას დავემსგავსებით, რომელიც ნელ-ნელა ეუფლება დანარჩენ "მაღალგანვითარებულ" ქვეყნებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler