"ლომებს შორის ვცხოვრობ"
"ლომებს შორის ვცხოვრობ"
ინტერვიუ არქიმანდრიტ დანიელთან (ბამბანგ დვი ბიანტრო)
ამსტერდამის ერთ პატარა წიგნების მაღაზიაში, შეთანხმებისამბერ, შემოვიდა არქიმანდრიტი დანიელი, მართლმადიდებელი მისიის დამაარსებელი მუსლიმანურ ინდონეზიაში. პირდაპირ ჯაკარტის აეროპორტიდან მოდიოდა. მიუხედავად დამქანცველი მგზავრობისა, დადიოდა და ათვალიერებდა მაღაზიის ვიტრინებს - ყველაფერი აინტერესებდა, განსაკუთრებით პატარა ზომის ნივთები. მამა დანიელის უჩვეულო მოგზაურობა ისლამიდან მართლმადიდებლობისკენ გეოგრაფიულად ასე მოხდა: ინდონეზიიდან - კორეაში, მერე ათონის მთაზე - შეერთებული შტატები და ევროპა.

მაღალი და ასკეტური გარეგნობისა მეგონა, რომლის მეტყველებას საღვთისმეტყველო განათლება ძნელად მისაწვდომ ფორმას მისცემდა. შუა ტანის ჩამრგვალებული კაცი აღმოჩნდა, ნათელი ღიმილი დასთამაშებდა ანგელოზებრივ სახეზე. მეჩხერი წვერით კი აღმოსავლელ ბრძენს მოგაგონებდათ. მე მაშინვე განმაიარაღა მისი ცხოვრების უბრალოებამ. ფეხსაცმელები ზღურბლზე დააწყო და ტრაპეზობას შევუდექით. რამდენიმე წუთის გაცნობილი მყავდა, მაგრამ მეგონა, დიდი ხნის უნახავი მეგობარი მეწვია-მეთქი. ტელეფონზე რეკავდა, რამდენიმე ენაზე ესაუბრებოდა თავისი მოგზაურობის შემდეგი ეტაპის გამო ვიღაცებს, სწრაფად ამზადებდა ნივთებს და მისიონერული შინაარის ელექტრონულ ფოსტას ათვალიერებდა. უამრავი წერილი შემოსულიყო - სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფის ლიდერებს სურდათ, ახლოს გაეცნოთ მართლმადიდებლობა, უნიშნავდნენ შეხვედრებს, რჩევას სთხოვდნენ, ფოსტაში იყო ახალი ამბებიც ინდონეზიაში ქრისტიანთა საშინელი დევნის შესახებ. მიუხედავად ამისა, სახეზე ბავშვური ღიმილი და უბრალოება არ მოსცილებია.

- როგორ ექცევით თქვენთან მოსულ ადამიანებს? თუ ისინი მუსლიმანები არიან, როგორ აუხსნით მათ ისლამსა და ქრისტიანობას შორის განსხვავებას? როგორ დააინტერესებთ ხოლმე მათ?

- ნებისმიერი მისიონერული მუშაობისას ძირფესვიანად უნდა ვიცნობდეთ ადგილობრივ კულტურას, უნდა შეგვეძლოს საუბარი მათ ენაზე, თორემ ჩვენს ნათქვამს ვერავინ გაიგებს. როცა მუსულმანს ესაუბრებით, უნდა გესმოდეთ მისი ფიქრებისა. ნუ ეცდებით, მასთან საუბრისას გამოიყენოთ მართლმადიდებლური ქრისტიანული ტერმინები - ვერ გაიგებენ. პირველ რიგში აუცილებელია, აქცენტი იმაზე გავაკეთოთ, რომ ღმერთი ერთია.

- რადგან მათ იგი უკვე სწამთ?

- მარტო ამის გამო კი არა, იმიტომაც, რომ ისინი ქრისტიანებს სამი ღმერთის თაყვანისცემაში სდებენ ბრალს. თქვენ უნდა გაუქარწყლოთ მათ ეს შეცდომა, თითქოს სამი ღმერთი გვწამდეს. ნუ ეცდებით გამოიყენოთ ტრადიციული ტერმინები: მამა, ძე და სულიწმინდა - ვინაიდან მათთვის ის სამი ღმერთია! მათ გონებაში ცალ-ცალკე დგას მამაც, ძეც და სულიწმინდაც. მათთან საუბრისას გამოვკვეთ, რომ ღმერთი ერთია - ერთადერთი ცოცხალი ღმერთი და როგორც ცოცხალ ღმერთს, აქვს გონება. მას რომ გონება არ ჰქონდეს, მაშინ, ბოდიში ამ სიტყვისთვის და, უგუნური იქნებოდა. ღმერთს უნდა ჰქონდეს გონება, და რადგანაც აქვს, მას სიტყვაც აქვს. სიტყვა ღმრთისა ღმერთში ივანებს (თავსდება). ღმერთი და მისი სიტყვა ორი კი არ არის, ერთია. ღმერთი ავსებულია თავისი სიტყვით. და ღმრთის ეს სიტყვა გამოეცხადა ადამიანებს. ვინმეს მუცელში მყოფი არსება როცა გარეთ გამოდის, მას მისგან შობილს ეძახიან. ამიტომაც უწოდებენ ღვთის სიტყვას ძეს, იგი შვილია, ღვთისგან შობილია, უწინარეს საუკუნეთა. ერთი ღმერთი იმიტომ იწოდება მამად, რომ მას ჰყავს სიტყვა, მისგან შობილი და ძედ წოდებული. მუსლიმანებს სწამთ, რომ ღმერთმა სამყარო თავისი სიტყვით შექმნა. ესე იგი, მას, ვინც მუსლიმანებს სწამთ, როგორც სიტყვა, ქრისტიანები ძეს უწოდებენ. ამგვარად შევძლებთ იმის ახსნას, რომ ღმრთისგან მისი ძე არ არის განყოფილი.

- ესე იგი, ღვთის ძეობის ჩვენეულ (მართლმადიდებლურ) იდეას მუსლიმანები ფიზიკურ ძეობად იგებენ?

- დიახ. ღმერთს არ ჰყავს ძე, ამგვარი გაგებით, ეს სიმართლეა. ის არ შობს, როგორც ადამიანი, ის მამად იმიტომ იწოდა, რომ თავისგან წარმოშობს საკუთარ სიტყვას და ეს სიტყვა ძე არის მისი. რადგანაც ცოცხალი ღმერთია, იგი საკუთარ თავში უნდა ფლობდეს სიცოცხლის წყაროს. ადამიანში სიცოცხლის საფუძველი - ადამიანის სულია. ღმერთშიც ასევეა. ღმერთში სიცოცხლის წყარო - ღვთის სულია. მას სულიწმინდა ჰქვია. სულიწმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის სახელი კი არ არის, როგორც მუსლიმანებს ჰგონიათ, იგია წყარო ცხოველი, ღმერთში სიცოცხლისა და ძალთა წყარო. ერთი ღმერთი მამად იწოდება, რადგან საკუთარი თავიდან წარმოშვა საკუთარი სიტყვა, რომელსაც ძეს უწოდებენ და სიტყვა ღმრთისა ძედ იმიტომ იწოდება, რომ იგი იშვა მამისგან უწინარეს საუკუნეთა დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. ცოცხალ ღმერთს საკუთარ თავში აქვს სულიც. ამგვარად, მამა, ძე და სულიწმინდა - ეს ერთი ღმერთია. ასე ვესაუბრებით ჩვენ მუსულმანებს სამებაზე, და არ უნდა გამოვიყენოთ ამ დროს ჩვეულებრივი ტერმინები: "მამა და ძე თანასწორია" და სხვა ამგვარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი მართლმადიდებლური ტერმინოლოგიაა, ისინი ამას ვერ გაიგებენ. ამოცანა ისაა, რომ მათთან ღვთისმეტყველური მანერით კი არ ვისაუბროთ, არამედ სახარების რეალობა ისე ავუხსნათ, როგორც მათ ესმით. პირველად უნდა გავაგებინოთ მოძღვრება წმინდა სამებაზე.

მეორე ძირითადი განსხვავება ისლამსა და მართლმადიდებლობაში ეხება გამოცხადებას. მუსლიმანთა სწავლებით, ღმერთმა კი არ გამოუცხადა საკუთარი თავი ადამიანებს, არამედ მათთან საკუთარი სიტყვა წარმოგზავნა. ისლამში "გამოცხადება" წინასწარმეტყველთა მიერ ღვთის სიტყვის წარგზავნას ნიშნავს. და ამ წარმოგზავნილმა სიტყვამ ნაწერის სახე მიიღო. ანუ ისლამში გამოცხადება ღვთის სიტყვის "წერილს" ნიშნავს. ქრისტიანობაში ეს სულ სხვა არის. პარალელები არის აზროვნებაში, მაგრამ შინაარსი აბსოლუტურად სხვადასხვანაირია. მთავარი განსხვავება ის არის, რომ მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში სიტყვა იქმნა ხორცი, მუსლიმანობაში კი სიტყვა იქმნა წიგნად.

- ისლამიდან ახალმოქცეულები როგორ ახერხებენ საკუთარი რწმენის შენახვას ინდონეზიაში, სადაც უმეტესობა მუსლიმანია? გაქვთ თუ არა მართლმადიდებელთა თემები, სადაც ერთად ცხოვრობენ და მხარში უდგანან მტრულ რელიგიურ გარემოში მყოფ თანამოძმეებს, ანდა იქნებ თქვენთან უფრო გავრცელებულია საეკლესიო ცხოვრების სამრევლო ფორმა?

- სხვა ქრისტიანებივით, ჩვენც გაფანტულნი ვართ მთელ ქვეყანაში და ტაძარში მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის ვიკრიბებით. მაგრამ როგორ ვუძლებთ ასეთ გარემოს - ჩემს მრევლში ფრიად სერიოზულად ვსწავლობთ წმინდა წერილს ინდონეზიურ ენაზე. ყოველდღე, წმინდა ზიარების წინ, ახალი აღთქმის გაკვეთილებს ვატარებთ: ცისკარსა და ლიტურგიას შორის ყოველთვის გაკვეთილი ტარდება. მეცადინეობაზე ერთმანეთს ვუდარებ მართლმადიდებლობას და ისლამს. ვცდილობთ, შევეწინააღმდეგოთ მუსლიმანურ შემოტევას და ქრისტეს ერთგულნი დავრჩეთ.

- მუსლიმანები ქრისტიანებზე ზეწოლას ახდენენ, დარწმუნებულნი არიან, რომ შეუძლიათ მუსლიმანურ კულტურულ გარემოში მყოფ ქრისტიანთა დამორჩილება?

- დიახ.

- რა სიძნელეებს ხვდებიან ქრისტიანები მუსლიმანურ გარემოში?

- როცა მუსლიმანური უმრავლესობის გარემოში ცხოვრობ, ხშირად უფრთხი, რომ შენს სარწმუნოებაზე არაფერი გკითხონ. მუსლიმანებში გაზრდილ ქრისტიანს ყოველთვის არ შეუძლია აუხნას თავისი სარწმუნოება, მუსლიმანებსაც ეშინიათ ქრისიტანული "ერესის" გავრცელებისა და ყოველთვის მზად არიან, თავს დაესხან "სამ ღმერთს", "ადამიანური არსების თაყვანისცემას", ჯვარს, ქრისტიანული რწმენის საფუძვლებს. ქრისტიანები ყოველთვის არ არიან მზად თავდასხმის მოსაგერიებლად. თითქმის ყოველ დილით ინდონეზიის სატელევიზიო არხები ისლამზე ლაპარაკობენ. თითოეული კაცი ისლამით იბომბება, მეჩეთებში ხმამაღლა მოლაპარაკეები აქვთ მოწყობილი და მუდმივად აკრიტიკებენ ქრისტიანობას. პოლიცია ამას ყურადღებას არ აქცევს. ასეთ სიტუაციაში ჩვენ ფსიქოლოგიურად დამარცხებული ვართ. უამრავი წიგნით ილაშქრებენ ქრისტიანობის წინააღმდეგ და პასუხის გაცემის საშუალება არ გაქვს. თუ ქრისტიანი შეპასუხებას შეეცდება, მან ისლამი უნდა გააკრიტიკოს, რაც ძალზე რთული საქმეა, რადგან ამას გაუთვალისწინებელი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს. ქალაქ სოლოში აჰმედ ვილსონი გაქრისტიანდა. საქმე აღძრეს და დააპატიმრეს, ვინაიდან რადიოპროგრამის წამყვანმა მას ტელეფონით ჰკითხა, რას ფიქრობ მუჰამედზეო. უპასუხა, ქრისტიანი ვარო. ეს ძალზე ხშირია.

- ანუ სინამდვილეში არავითარი რელიგიური თავისუფლება არ არსებობს?

- არა, და ნურც იფიქრებთ ამაზე!

- დასავლეთში ჩამოყალიბდა ორგვარი ტენდენცია: ან გულგრილად მიიღო ისლამის მიმდევრები და მათი იდეები, არ მიაქციო ყურადღება მათი რიცხვის ზრდას, კულტურულ და რელიგიურ გავლენას, ანდა მათში საფრთხობელას ხედავდე, რომელმაც სამყაროს მრავალი პოლიტიკური პრობლემა მოუტანა. რა თქმა უნდა, მათ შორის ბევრი მშვენიერი ადამიანია, უხვი, კეთილისმოსურნე ახლობლების მიმართ, მიუხედავად თავიანთი სარწმუნოებისა, მაგრამ ბევრი ჩვენგანისთვის თანამედროვე ისლამის საერთო გავლენა, განსაკუთრებით ქრისტიანულ რაიონებში, სერიოზული პრობლემაა, ჩვენ არც გულუბრყვილობა გვსურს და არც სხვების მიმართ შეუწყნარებლობა. რა აზრი გაქვთ ამის შესახებ?

- ეს მართლაც რთული საკითხია, ჩვენთვისაც კი, ვინაიდან ჩვენსა და მათ შორის მუდმივი დიალექტიკური ურთიერთმოქმედებაა. პირადი კონტაქტისას მათ ისევე უნდა მოვექცეთ, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს - სიყვარულით. მაგრამ როცა საქმე სარწმუნოებას შეეხება, ჩვენ ჭეშმარიტებაზე მყარად უნდა ვიდგეთ, უკომპრომისონი ვიყოთ.

- როგორ ხედავთ მართლმადიდებლობის მომავალს ინდონეზიაში?

- მომავლის განჭვრეტა არ შემიძლია, მაგრამ მწამს, რომ მართლმადიდებლობა გაძლიერდება. ამისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მეტმა მიიღოს მართლმადიდებლური განათლება, რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. დღეს ინდონეზიაში მართლმადიდებლობა ჩემთან ასოცირდება. როცა ადამიანები მართლმადიდებლობაზე ფიქრობენ, მათ მე ვაგონდები. ჩვენ უფრო მეტი განათლებული ახალგაზრდა გვინდა. ზოგჯერ ადამიანებს ეს არ ესმით და არც მე ვცდილობ მთელი ძალით ამის ახსნას. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გავგზავნო საზღვარგარეთ, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ინდონეზიაში საკუთარი ეპისკოპოსი ჰყავდეთ.

- როგორ არის სათემოები მოწყობილი ინდონეზიაში?

- ჩვენ ორგანიზაციის ორი დონე გვაქვს, ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში გარეგნულად პროტესტანტულ კონტინგენტში შედის. ინდონეზიაში არსებობს ხუთი აღიარებული რელიგიური მიმდინარეობა: რომაული კათოლიკობა, პორტესტანტიზმი, ისლამი, ინდუიზმი და ბუდიზმი. ჩვენ აქედან რომელიმე კატეგორიას უნდა მივეკუთვნებოდეთ, ამიტომაც მივეკუთვნებით პროტესტანტებს. ხელისუფლებასთან ურთიერთობისთვის ჩვენი რწმუნებული გვყავს. მე გამოვარჩიე ერისკაცი, რომელიც პასუხს აგებს ამაზე. ვეკუთვნით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, ჰონკონგის სამთავარეპისკოპოსოს. მრევლის დონეზე გვაქვს საბჭო, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი უდგას და მე. ასევე გვყავს ვიცე-პრეზიდენტი, მდივანი, ხაზინადარი და სხვა. მოვახდინეთ რელიგიური სწავლების ორგანიზება, შექმნილია ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც ივრითზე "ხანა არხიმი" ჰქვია, რათა ამით ვაჩვენოთ მუსლიმანებს, რომ ჩვენც ასევე სემიტური წარმოშობისა ვართ და არა დასავლური. ამიტომაც ბევრ ძველებრაულ სიტყვას ვიყენებთ, რომ თავი გარეგნულად აღმოსავლელებად წარმოვადგინოთ, ოღონდ არა არაბებად, ვინაიდან ყველაფერი არაბული ისლამის იმიტაციად გამოიყურება. გვაქვს ქალთა ასოციაცია, რომელსაც "წმინდა სოფია" ჰქვია, ასევე სამღვდელო პირთა ასოციაცია და სხვა.

- ინდონეზიელ მართლმადიდებლებს დასავლელთაგან რა განსხვავებული წეს-ჩვეულებები აქვთ?

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენ დასავლელები კი არ ვართ, არამედ აზიელები. ამიტომ ჩვენს რწმენას აღმოსავლურად გამოვხატავთ. ეკლესიაში სკამები არ გვიდგას. არ ვსხდებით ჭილოფზე. ტაძარში შესვლისას ფეხსაცმელს ვიხდით, ქალები იცვამენ კათერს - ტრადიციულ ინდონეზიურ სამკაულს და თავსაფარს. ჩვენ შევითავსეთ სხვადასხვა კულტურული ტრადიცია, მაგალითად, საქორწინო ცერემონია, რომლის დროსაც ტრადიციულ ინდონეზიურ მორთულობას ვიყენებთ. არ ვაკეთებთ ხორბლის კოლიოს, რადგან მას ვერსად იშოვი, ჩვენი კოლიო ბრინჯისგან მზადდება. ეს ყველაფერი ტიპურად ინდონეზიური, აზიურია. ასე რომ, მართლმადიდებელი ეკლესია ინდონეზიაში უფრო აღმოსავლურია. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს მართლმადიდებლობაში ადგილობრივი ფორმების გამოყენებისა.

- შესამჩნევი თუ არის კულტურაში მართლმადიდებლობის შეღწევა?

- დიახ. შინაარსი ხილული ხდება ფორმის მიხედვით. ეს ასევე ეხება ადამიანებს, ბერძნული ან რუსული ტიპის მართლმადიდებლობიდან მოქცეულებს, რომლებიც ეროვნებით არ არიან ბერძნები ან რუსები.

- რომელ ენაზე ატარებთ საეკლესიო მსახურებას?

- რა თქმა უნდა, ინდონეზიურზე.

- სხვა ენებზე?

- ზოგჯერ, როცა სტუმრები გვყავს, რაიმეს ვკითხულობთ ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ზოგჯერ სლავურადაც კი.

- ინდონეზიური რჩება მთავარ ლიტურგიკულ ენად, რომელიც საერთო იქნება ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის?

- დიახ, ღვთისმსახურებები ამ მიზნით გადავთარგმნე ინდონეზიურ ენაზე.

- რამდენი ენა და კულტურაა ინდონეზიაში?

- 350 ენა და დიალექტია, ერთი საერთოსახელმწიფოებრივი ენით. მე გადავთარგმნე კონდაკი საერთოინდონეზიურ ენაზე და ახლა მისი გადათარგმნა დავიწყე ჩემს მშობლიურ იავანის ენაზე. ვმსახურობთ პატლაკურ ენაზე, რომელზეც საუბრობენ სუმატრაში, გვინდა საღვთისმსახურო წიგნები გადავთარგმნოთ ბალიურ ენაზე, რომელზეც კუნძულ ბალის მოსახლეობა საუბრობს. მაგრამ საქმე წინ ნელა მიდის.

- ამგვარად, ადგილობრივი სამრევლოები ღვთისმსახურებას საკუთარ ენაზე შეასრულებენ?

- დიახ. თუ ეს საჭირო იქნება, მათ ასევე შეუძლიათ, ინდონეზიურად იმსახურონ.

- კიდევ ერთი პირადული კითხვა. რა არის ყველაზე დიდი საცთური თქვენს შრომაში?

- უფალი კვლავ და კვლავ მეხმარება, რომ დავრჩე იმად, ვინცა ვარ და მახსოვდეს ჩემი მოწოდება. ეს ძნელია, ვინაიდან ბევრი გადასახადი მაქვს. ვეხმარები ახალგაზრდებს, უნივერსიტეტში საღვთისმეტყველო განათლება მიიღონ, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ყოველთვიურად ფული უნდა გადავიხადო. ვფიქრობ, მე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაწევს, ვიდრე იმ კაცს, ვისაც საკუთარი შვილები ჰყავს.

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი წუხილი?

- ჩემი უდიდესი წუხილია... როცა გულმოდგინედ ვცდილობ საქმის გაკეთებას და ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ ეს ვერ შევძელი.

- თქვენი უდიდესი სიხარული?

- როცა ვიღაც მოიქცევა მართლმადიდებლობაზე.

- თქვენს ცხოვრებაში რომელი წმინდანის შეწევნას გრძნობთ?

- ჩემი წმინდანი - დანიელ წინასწარმეტყველია. მე მისი სახელი იმიტომ ავირჩიე, რომ მამაცურად იდგა მეფეთა და ლომთა წინაშე, მე ლომებს შორის ვცხოვრობ და ამიტომაც მჭირდება მისი სიმამაცე.

- ინდონეზიელი მართლმადიდებლები უფრო მეტად ძველი აღთქმის წმინდანებს ევედრებიან?

- მე პირადად წინასწარმეტყველი დანიელი ავირჩიე. მოვუწოდებ ხალხს, უფრო ახლოს იყვნენ თავიანთ წმინდანთან. მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავ, რომ ინდონეზიელები ნაკლებად ინტერესდებიან წმინდანებით და უფრო მეტად წმინდა წერილის შესწავლით არიან გატაცებულნი. ეს რჩება საფუძვლად.

- ტრადიციული ორიენტაცია აირეკლავს ქრისტიანული შინაარსის უფრო ისლამურ ფორმას?

- დიახ. მე აქ ფორმაზე ვამბობ და არა სარწმუნოებაზე. ნაკლები ყურადღება ექცევა წმინდანებს, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მათი სწამთ და წმინდანთა სახელებსაც კი ატარებენ. ჩვენს კულტურულ ტრადიციაში არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა წმინდა ადგილი (მიწა). ხშირად ეს არის სასაფლაო, სადაც დაკრძალული არიან ადგილობრივი "წმინდანები". ეს არც უცნაურობად გვეჩვენება და არც სიახლედ. მაგრამ მეშინია, რომ ახალმოქცეულებს ძველი ჩვეულებისამებრ ექნებათ წმინდანების მიმართ დამოკიდებულება.

- რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი რწმენის გასამყარებლად?

- როგორც დასავლეთის წარმომადგენლებმა, თქვენი სარწმუნოების გასაძლიერებლად სერიოზულად უნდა შეისწავლოთ დასავლური კულტურა, როგორიც იყო ის ადრე, მართლმადიდებლური ნათლით განათლებული ქრისტიანული საზოგადოება, რომელიც ღვთისკენ მიდიოდა. აი თქვენი ფესვები. ყველაფერი გააკეთეთ იმ საზოგადოების განსანათლებლად, რომელშიც ცხოვრობთ. ნუ შეუშვებთ სულში თანამედროვე დასავლური კულტურის ეროზიას, ის უშინაარსოა. ასევე ეცადეთ, იყოთ მართლები იმ სარწმუნოებაში, რომელიც გაქვთ და ნუ ეცდებით რევიზიას დროის სულის მიხედვით. თუ არ შეინარჩუნებთ საწყის რწმენას, დაიღუპებით ასეთ გარემოცვაში. ეცადეთ, თქვენი ცხოვრება თქვენს რწმენას ეთანხმებოდეს. როცა ადამიანებს არ აქვთ კულტურა, ფესვები, მაშინ ისინი ცარიელნი არიან. როცა მართლმადიდებლობას ზედაპირულად ვიგებთ, ისტორიული ფესვების შეცნობის გარეშე, მაშინ ჩვენც უშინაარსონი ვხდებით, როგორც ფანტაზია, როგორც რომელიმე "ახალი" რელიგია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი ადგილის პოვნა ეკლესიის ისტორიაში. ვთვლი, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, შენი ადგილი იპოვო ეკლესიაში.

- ეს დინების საწინააღმდეგოდ სვლას ნიშნავს, რადგან დასავლური კულტურა უმეტესწილად კარგავს სამყაროზე ქრისტიანულ შეხედულებას.

- ეს უდავოდ ძნელი საქმეა, მაგრამ უფალი დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდა.

- ელექტონულ საუკუნეში როგორ შეიძლება მართლმადიდებელმა იცხოვროს ტექნოკრატიულ საზოგადოებაში და მონაწილეობა არ მიიღოს მის უაზრობაში?

- გამოიყენეთ ისე, როგორც იყენებთ ხოლმე მანქანებს. რამდენადაც შესაძლებელია, მართლმადიდებლობის საქადაგებლად გამოვიყენოთ ინტერნეტი, ტელევიზია, ხალხს რომ მივმართოთ. ჩვენ ბევრს დავკარგავთ, თუ მასზე უარს ვიტყვით.

- რომელი რეალური სულიერი ღირებულებები შეუძლია შეითვისოს დასავლელმა აღმოსავლელისგან?

- მრავალი. სერიოზული გაკვეთილი იქნება მათთვის აღმოსავლელთა სტოიციზმი რელიგიაში. აღმოსავლელი ხალხი ძალზე რელიგიურია და ძალზე უცნაურია ინდონეზიელთათვის დასავლელთაგან იმის მოსმენა, რომ მათ ღმერთი არა სწამთ, ვინაიდან აზიელებისთვის ღმერთის არსებობა ძალზე ცხადია. თუ თქვენ უარყოფთ მას, მაშინ მხოლოდ თქვენს შეზღუდულ ცნობიერებასთან დარჩებით მარტო. თქვენ ვერ ხედავთ შემოქმედის ხელს ბუნების დიდებულებაში! ჩემთვის ძალზე ძნელია ცხოვრებაზე ამ დასავლური შეხედულებების გაგება. მე ბევრს ვმოგზაურობ, ბევრს ვკითხულობ, ბევრიც რამ შემიტყვია, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს, ღმერთი იწამონ. ვფიქრობ, საქმე გონებაში კი არა, გულშია. გული გასასტიკდა. აღმოსავლელი კაცისთვის ყველაფერს ღმერთისკენ მიჰყავხარ. ღმერთისკენ ან ღმერთებისკენ, მაგრამ მაინც სულიერი საწყისისკენ.

- კიდევ რა შეგიძლიათ უთხრათ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ინტერვიუს კითხულობენ?

- მსურს მოვუწოდო მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლობას, რომ შეიგრძნონ მართლმადიდებლობის ერთიანობა. ცუდია, რომ მართლმადიდებლობა ასე დაყოფილია კულტურული და ეთნიკური ბარიერებით. ვისურვებდი, ხალხში მენახა მართლმადიდებლური შეგრძნება ერთობისა: როცა მართლმადიდებლები საბერძნეთში, რუსეთში, ინდონეზიაში შეიტყობენ სხვათა ტანჯვა-წამების შესახებ, იტყვიან: "ესენი ჩვენი ძმები არიან" და არ გვეტყვიან, "შენ ბერძენი ხარ, მე - რუსი", ანდა "მაპატიეთ, მე ინდონეზიელი ვარ". ეს რა მართლმადიდებლობაა?! არ არის ეს კათოლიკური (ანუ საყოველთაო) და არც მსოფლიო ეკლესია. განცალკევებული მართლმადიდებლობა - არ არის მართლმადიდებლობა...

მართლმადიდებლობა არ არის არც ბერძნული და არც რუსული, ის საყოველთაოა, უნივერსალურია. ასეც უნდა იყოს. როცა კორეაში მართლმადიდებლობაზე მოვიქეცი, მართლმადიდებლობის ასოცირება რაიმე განსაზღვრულ კულტურასთან კი არ მოვახდინე, არამედ ეკლესიის ისტორიასთან გავაიგივე. მართლმადიდებლობა თავისი ნაჭუჭიდან უნდა გამოძვრეს და განუცხადოს მსოფლიოს: "აი, ჩვენ აქ ვართ!"

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენი დრო ამისთვის ზედგამოჭრილია, რადგან ჩათრეული ვართ ეგრეთ წოდებულ "გლობალური სოფლის შენებაში"?

- დიახ, ასე ვფიქრობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მწამს, რომ ყველა მართლმადიდებლურ ეთნიკურ ჯგუფში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომელთაც ეს ესმოდათ. ეს ადამიანები უნდა გახდნენ ლიდერები მართლმადიდებელთა დაახლოებაში, საწინააღმდეგოდ კულტურული და ეთნიკური განყოფისა - თუ ეს არ მოხდება, ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს აზიასა და აფრიკაში ბევრი სიძნელე შეხვდებათ. მსურს გავაფრთხილო დასავლელი მართლმადიდებლები, ვინც მისიონერობას აპირებს აზიასა და აფრიკაში: ნუ ეცდებით თქვენეული, ახალი ტიპის სულიერი კოლონიალიზმის დამყარებას. ჩვენ ვიცნობთ კოლონიალიზმს და შევეწინააღმდეგებით მას.

თუ ტრადიციული კულტურა დამსხვრეულია და არც ადგილობრივი ლიდერი ჩანს, მაშინ ადგილობრივი ქრისტიანები ადრე თუ გვიან უკმაყოფილონი დარჩებიან. დამთავრდა ის დრო, როცა ამბობდნენ, "ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ, ჩვენ თეთრები ვართ და ამიტომაც გჯობივართო". ახლა სხვა დროა. ჩვენ ყველანი თანაბრად ვართ შექმნილნი, ხატად ღმრთისა. ამიტომაც უნდა დავაფასოთ სხვისი კულტურა, ადგილობრივი ერები, დავინახოთ მათი შესაძლებლობები და პოტენციალი.

არქიმანდრიტ დანიელს ესაუბრებოდა თომას ხალბერტი.
ბეჭდვაელფოსტა
30.12. 2015
თამარი
უფალმა გაგაძლიეროთ!ამინ!
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler