ძალიან გვინდა, მალე დავბრუნდეთ სამაჩაბლოში
ძალიან გვინდა, მალე დავბრუნდეთ სამაჩაბლოში
სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ზრუნავენ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე, მით უმეტეს, მომავალ თაობაზე. ამას წინათ ბავშვთა ახალგაზრდულმა რესპუბლიკურმა ცენტრმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ ბავშვებს მშვენიერი საღამო აჩუქა. ვოკალურ-ქორეოგრაფიულმა სტუდია "ლურჯა ცხენებმა" ეს პატარა ადამიანები გააერთიანა და მათი სევდანარევი გულები გაახალისა. ბავშვების თვალებში იმ დღეს სიხარული ენთო. სევდას კი მხოლოდ მშობლიურ სახლ-კარზე საუბარი გვრიდათ.

"ლურჯა ცხენების" ხელმძღვანელის ქალბატონ ნანა ბალახაშვილის თქმით, სტუდია თხუთმეტი წელია, არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მათ ძალიან ბევრი საქველმოქმედო კონცერტი აქვთ ჩატარებული. ვიდრე აგვისტოს ცნობილი მოვლენები მოხდებოდა, მანამდეც არ აკლდათ ყურადღება აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს. საქველმოქმედო საღამოები ჩატარდა ბავშვთა სახლებშიც. "შარშან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში მოხდა ჩვენი სტუდიის აუდიოალბომის პრეზენტაცია, ბავშვთა სახლების პატარები სიმღერებით და ცეკვებით გავამხიარულეთ, - გვითხრა ქალბატონმა ნანამ, - ჩვენს საქველმოქმედო აქციას კიდევ რამდენიმე კომპანია შემოუერთდა. ამგვარი ღონისძიებები ძალიან სჭირდება დღეს ბავშვებს.

KARIBCHEჩვენს სტუდიაში თავად მოვიდნენ დევნილი ბავშვები, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ დაუფლებოდნენ სასცენო ხელოვნებას, სიმღერას, მუსიკას. მათი უმრავლესობა ხეობიდან არიან. მათ, როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით. დღეს უმრავლესობამ თავად მიიღო მონაწილეობა საქველმოქმედო კონცერტში. ჩვენი სტუდიის ბავშვების გვერდით იდგნენ ვარსკვლავების აკადემიის პროექტის მონაწილეები. მომღერლებმა: რომან რცხილაძემ, ბესიკ კალანდაძემ, თემურ წიკლაურმა, ნუგზარ კვაშალმა, ვერიკო ტურაშვილმა განსაკუთრებული სიხარული აჩუქეს ბავშვებს.

უფრო მეტად რომ გავულამაზოთ თითოეული დღე, კარგი იქნება, თუ ამგვარი ღონისძიებები ხშირად მოეწყობა. მოდით, ვაჩუქოთ ამ ბავშვებს სითბო, სიყვარული. კარგი იქნება, თუ სხვებიც გამოგვეხმაურებიან და გვერდით დაგვიდგებიან. ამჯერად საქველმოქმედო საღამოს ორგანიზება გაუწია ვაკის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელმა მარიკა ზედელაშვილმა და ჩვენმა სტუდიამ. მომავალში დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამგვარმა საქველმოქმედო ღონისძიებებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და ეს ყველაფერი მარტო კონცერტებით არ შემოიფარგლოს. დევნილ ბავშვებს ხომ მეტი მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ".

თამარაშენელი მარიამ ბუბუტიშვილი 7 წლისაა. სტუდია "ლურჯა ცხენებში" არც ისე დიდი ხანია მღერის. ძალიან ენატრება თავისი კუთხე, სახლი, იმედი აქვს, რომ მალე დაბრუნდება შინ და იქ გააგრძელებს სწავლას.

- ჩვენ აფხაზეთიდან ვართ წამოსულები, - მიამბობს 11 წლის სოფო გორგიშვილი, - თავიდან ქირით ვცხოვრობდით თბილისში, მერე ახლობლის ოჯახში. მათივე რჩევით, ცოტა ხანში ზარდიაანთ კარში გადავედით საცხოვრებლად. იქ ბინა გვაჩუქეს. იქაც რომ დაიწყო ომი, ისევ თბილისში წამოვედით. კვლავ დევნილები ვართ. ყველაზე მეტად საკუთარ სახლს ვნატრობ. სტუდიაში ბედნიერი ვარ. სიმღერა ვარჩიე.

- მე კი სამაჩაბლოდან, ხეობიდან ვარ, - საუბარში კიდევ ერთი პატარა ანი შემოგვიერთდა, - სამაჩაბლოში ცეკვაზეც დავდიოდი და მუსიკაზეც. იქიდან წამოსვლის შემდეგ ამ სტუდიაში მოვედი. აქ ჩემი ბევრი ახლობელი დადის, ერთმანეთს არ ვკარგავთ და სიყვარულს ვუნაწილებთ. ძალიან გვინდა, მალე დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, სამაჩაბლოში. მოგვენატრა იქაურობა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler