გულო, ჩადექ საგულესა
გულო, ჩადექ საგულესა
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: "გული - ეს არის სასიცოცხლო ორგანო, რომელიც რიტმული შეკუმშვებით ამოძრავებს სისხლს". ამავე დროს, ესაა ადამიანის განცდათა, გრძნობათა და განწყობილებათა სიმბოლო. ისევე, როგორც მედიცინაში, ეს სიტყვა უდიდეს როლს თამაშობს ყოველდღიურ მეტყველებაშიც. "გულ" შემადგენელი ნაწილია რთული ფუძეებისა და გულთან დაკავშირებულს ნიშნავს. მოდით, თვალი გადავავლოთ იმ სიტყვებს, რომელთა ფუძედ სწორედ "გულია" გამოყენებული.

ყველასთვის ნაცნობი სიტყვები:
საგულე, ერთგული, ორგული, გულნაკლული, გულწრფელი, გულანთებული, გულღია, გულწასული, გულმოსული, გულთბილი, გულითადი, გულსაბნევი, გულმხურვალე, გულთმისანი, გულჩათხრობილი, გაგულისებული, შუაგული, გულკეთილი, გულამოსკვნილი, გულსისხლძარღვი, გულიანი, უგულებელყოფა, გულისწვერი, გულღრძო, გულზვიადი, გულსწრაფი, გულუხვი, გულხელდაკრეფილი, გულძმარვა, გულისძგერა, უგულო, გულიანი, გულუბრყვილო, გულნატკენი, გულდათუთქული, გულამღვრეული, გულაცრუებული, გულახდილი, გულგადაღეღილი, გულგანგმირული, გულგახეთქილი, გულგრილი, გულდასმით, გულმაგარი, გულსაკიდი, გულჩათხრობილი, გულწითელა...

ნაწილი სიტყვებისა, რომლებშიც გამოყენებულია "გული":
თაიგული - ყვავილების კონა

ლომგული - იტყვიან ძალიან გულად, უშიშარ კაცზე, ვაჟკაცზე

გულავშარა - აღვირის მეორე წყვილი ტოტი, მიმაგრებული სამკერდულზე

გულბოყვი - გულმკერდის არე

გულ-გვამი - იგივეა, რაც გულ-მუცელი

გულგული - მცენარის ღეროს შიგნითა რბილი ნაწილი

გულნამცეცა - სულმდაბალი, სულმოკლე

გულადი - მამაცი, უშიშარი

გულამღვრეული - ძალიან ცუდ გუნებაზე მყოფი

გულყრა - გულის შეღონება

გულისყური - ყურადღება, ინტერესი, გულისხმიერება

გულაღმა - გულმკერდით, სახით ზევით

გულაყრილი - გულაცრუებული

გულაჩქროლებული - აღელვებული

გულახდილი - იგივეა, რაც გულწრფელი

გულგატეხილი - ვისაც იმედი, რწმენა აქვს დაკარგული

გულგახეთქილი - ძალიან შეშინებული

გულდაკოდილი - გულნატკენი

გულზვიადი - ამპარტავანი, ქედმაღალი, ყოყოჩა

გულთმისანი - (ძვ. ცრურწმენა) მკითხავი, ჯადოქარი, მისანი

გავრცელებული სახელები:
აგული - (ქართ.) შესაძლოა, იგი უკავშირდებოდეს სახელს "ავაგ"

მაგული - (ქართ.) მეგრულად ნიშნავს "მსგავსს" (შეადარეთ ქართული "მაგვარი")

გულისვარდი - (ქართ.)

გულისა - (ქართ.) აქედანაა გვარი გულისაშვილი. ამავე სახელის კოლხური ვარიანტია "გულიშა"

გულიკო - (ქართ.) ნაწარმოებია "გულ" სიტყვისგან საალერსო "იკო" სუფიქსის დართვით, გვხვდება კაცის სახელადაც. მის სრულ ფორმად ითვლება "გულისა"

გულიზარ, გულიზა - (სპარს.) "ვარდნარი", "ყვავილნარი"

გულია - (ქართ.) ისტორიულ საბუთებში (XVI-XVII ს.ს.) გვხვდება ვაჟის სახელადაც. აქედანაა გვარი გულიაშვილი

მამაგულა - (ქართ.) დადასტურებულია დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთებში. აქედანაა გვარი მამაგულაშვილი

გულსუნდა - (ქართ.)

გულო - (ქართ.) გვხვდება კაცის სახელადაც

გულთამზე - (ქართ.)

გულნარა - (სპარს.) "ბროწეულის ყვავილი"

გულნაზი - (სპარს.) "კოხტა ყვავილი"

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler