ყოველი ქართველი აქ საქართველოს დესპანია
ყოველი ქართველი აქ საქართველოს დესპანია
მოგეხსენებათ, რომ ევროპის თითქმის ყველა ქალაქში ქართული სავანეებია დაფუძნებული. დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია, ბრიუსელში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში, წირავს მამა დოსითეოზ (ბოგვერაძე). მამა დოსითეოზს ინტერნეტის დახმარებით შევეხმიანე. "კარიბჭის" მკითხველს მასთან საუბარს ვთავაზობთ.

- ჩემო თეა, მოგესალმები ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიიდან. შეგეწიოს ღვთის მადლი შენს კეთილ და საჭირო საქმეში. მისასალმებელია, რომ არ გავიწყდება საქართველოს გარეთ მცხოვრები თანამემამულენი. შეძლებისდაგვარად, ორი სიტყვით მოგითხრობ ბრიუსელში მცხოვრები ქართველების, უფრო სწორად, ჩვენი სამრევლოს შესახებ. ეს უფრო მართებული იქნება.

ბრიუსელში უკვე ექვსი წელია არსებობს წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო, თავისი პატარა ეკლესიით, საკვირაო სკოლით და, შეიძლება ითქვას, არაოფიციალური პატარა კულტურული ცენტრით. ეს ცენტრი სათვისტომოს ფუნქციებსაც ითავსებს და როცა საჭიროა, დიდ თუ მცირე, აქაური საზოგადოებისთვის საჭირო სხვა დანიშნულებასაც.

რამდენიმე წელია, ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ბრიუსელში წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარს ვწინამძღვრობ. გვაქვს ჩვენი ეკლესია, სამრევლოსთვის სატრაპეზო, ეზოში ვაზის ქართული ხეივანია გამართული. აქაურობას პატარა საქართველოს ვუწოდებთ ხოლმე. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია უცხოეთში მცხოვრები, საკუთარ ოჯახებს წლობით მოწყვეტილი ქართველებისთვის. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საკუთრება არაა, დაქირავებული გვაქვს ჩვენი მართლმადიდებელი მეგობარი სერბებისგან.

სამ წელზე მეტია აქ ვართ და უკვე ყველაფერში ქართული სული იგრძნობა. ეკლესია შეიმკო ქართული ხატებით. შეძლებისდაგვარად, "ქართულად" მოვაწყვეთ სატრაპეზო, საკვირაო სკოლა და სასტუმროც. როცა უცხოეთში განთესილ ქართულ დიასპორას თავისი ეკლესია და კულტურული შესაკრებელი ადგილი აქვს, ქართველს შეუძლია შეინარჩუნოს ჭეშმარიტი რწმენა და ეროვნულობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. უცხოეთში დაბადებული მხოლოდ ამ გზით შეინარჩუნებს თავის რწმენასა და ტრადიციებს. საკუთარი ეროვნული სულისკვეთების შესანარჩუნებლად აქ ერთადერთი ადგილი ეკლესიაა, სადაც ვლოცულობთ, ვიკრიბებით, ჭირსა და ლხინს ერთმანეთს ვუზიარებთ. მართალია, კომუნიკაციების განვითარების პირობებში საშუალება გვეძლევა, ახლოს ვიყოთ საქართველოსთან, მაგრამ სხვა ძალა აქვს ინფორმაციას, პასიურ ვირტუალურ ურთიერთობებს და სულ სხვა - ქმედით ერთობას, ურთიერთზიარებას, კულტურას, ენასა (რაც ძალიან მნიშვნელოვანია) და სხვა ყოფით მდგომარეობას.

იმ ოჯახების ბავშვები, რომელთაც ქართული სატელევიზიო არხები აქვთ, უფრო საუბრობენ მშობლიურ ენაზე. სამწუხაროდ, პატარების უმრავლესობა დღის უმეტეს ნაწილს ჩვენთვის არატრადიციულ გარემოში ატარებს, განსაკუთრებით თამაშის დროს და, ბუნებრივია, უცხო ენაზე საუბარს ამჯობინებენ.

ჩვენ რასაც უცხო ენას ვუწოდებთ, მათთვის უკვე "მშობლიური" გახდა.

მართალია, მხოლოდ ქართული მეტყველება არ არის საკმარისი ქართველობისთვის, მაგრამ ენა ხომ უპირველესია!

თითქმის ერთი წელია, ჩვენთან ქართული ცეკვის წრე გაიხსნა. ისეთი ცვლილებებია ჩვენს შვილებში, ვერ წარმოიდგენთ. ბავშვები ქართულ ცეკვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. მათ ურთიერთობაში გაჩნდა ახალი, "ქართული მოძრაობის ელემენტი". ახლა ეს შეიძლება მათთვის გართობაა, მაგრამ მომავალში, როცა კარგად დაეუფლებიან ქართულ ცეკვებს, მის პოპულარიზაციასაც შეეცდებიან. ყოველ შემთხვევაში, პირად ცხოვრებაში მაინც გამოადგებათ. აღარას ვიტყვი საკვირაო სკოლაზე, სადაც ისინი მშობლიურ ენასთან ერთად ლიტერატურასაც სწავლობენ, თან იმ ასაკში, როდესაც მათი სული და გონება ამას საჭიროებს.

მშობლების ეკლესიურობა და ქართული კულტურისადმი პატივისცემა მათთვის საუკეთესო მაგალითია. მგალობლები პატარებს ქართულ სიმღერებსაც ასწავლიან.

თუ ვინმეს დიდი საქმის კეთება უნდა და ისიც ევროპაში, ეკლესიისა და ქართული კულტურის ცენტრის არსებობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

***
ბრიუსელში და საერთოდ ბელგიაში, ბევრი ქართველი ცხოვრობს, სამი ათასზე მეტი უნდა იყოს.

უცხოეთში ცხოვრება იოლი არაა. ერთ დროს ქართულ ტელეარხებზე ანტირეკლამა გადიოდა - ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც საზღვარგარეთ წავიდოდა, უკიდურესად გაჭირვებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ტელეფონით თუ ფოტოებით ახლობლების წინაშე ცრუობდა, თავს აჩვენებდა, თითქოს კარგად იყო. მაგრამ, ღვთის მადლით, ყველა ასე არ ცხოვრობს.

ჯერ კიდევ არიან ჩვენი თანამემამულენი, რომლებსაც რვა, ათი წელია, თავიანთი ოჯახები არ უნახავთ და ვერ ახერხებენ შინ დაბრუნებას, რადგან სტატუსი ამის უფლებას არ აძლევთ. არიან ისეთებიც, რომლებსაც საბუთები საერთოდ არ აქვთ. სამსახურის შოვნა მოწესრიგებული საბუთების პატრონსაც კი უჭირს.

***
ეკლესია, უპირველესად, სულიერი ნავსაყუდელია. უცხოეთში ბევრმა ქართველმა დაიწყო ეკლესიის დახმარებით ახალი ცხოვრება. სულიერი აზროვნება ყველანაირად ცვლის ადამიანს. ევროპა საკმაოდ ცივია ადამიანურ ურთიერთობებში. აქაურებისთვის მისაღებია, მოხუცებული მშობლების თავშესაფარში მიბარება. მეზობლებთან ურთიერთობაზე ხომ ზედმეტია საუბარი (თუმცა არის გამონაკლისებიც), აღარას ვიტყვი სხვა თავისუფლებებზე, რომელსაც, ვისაც როგორ სურს, ისე იყენებს. ზოგჯერ მართლმადიდებელი თუ სწორად არ აფასებს გარე სამყაროს, თავს გარიყულივით გრძნობს. ამიტომ აქაური ქრისტიანების ცხოვრება ემსგავსება ადრექრისტიანული ეპოქის ქრისტიანთა ცხოვრებას, ერთ თემად რომ ცხოვრობდნენ.

ქრისტიანულ თემს საერთო სიხარული და პრობლემები აქვს. ერთობა აქაური სამრევლოებისთვის ყველაზე შესამჩნევი თვისებაა. ეს იგრძნობა ღვთისმსახურებაშიც. მაგალითად, სადაგ დღეებში, საღამოობით ვიკრიბებით ხოლმე ეკლესიაში, სამსახურის შემდეგ, დაუჯდომლის ან პარაკლისის ლოცვას აღვასრულებთ, ვკითხულობთ წმინდანთა ცხოვრებებს. დღესასწაულებს ყოველთვის წირვა-ლოცვით აღვნიშნავთ. წირვის შემდეგ სატრაპეზოში ვიკრიბებით, ვტრაპეზობთ ან ჩაის მივირთმევთ, ვსაუბრობთ.

სამრევლოში გვყავს მეფსალმუნეთა ორი ჯგუფი. ყოველ კვირას მრევლის ერთ-ერთ ოჯახში მიბრძანდება უწმინდესისა და უნეტარესის შემოწირული წმინდა გიორგის ხატი. ზოგჯერ 100-150 კილომეტრზეც კი.

ხშირად გვიწევს მსჯავრდადებულების მონახულება. ბელგიაში და ზოგადად ევროპაში ძალიან გაადვილებულია მსჯავრდადებულების მონახულება არათუ სასულიერო პირისთვის, ახლობებისთვისაც. მინდა შევნიშნო, რომ ციხეების ბიბლიოთეკებში თითქმის არ არსებობს ქართული ლიტერატურა და, ცხადია, არც წმინდა წერილი. გვინდა ამ საკითხის მოგვარება.

***
მადლობა ღმერთს, რომ ეკლესიებში მრევლი იზრდება, მათ რიცხვშია ჩვენი სამრევლოც.

***
უცხოეთში ჩვენს ეკლესიებს, სულიერის გარდა, საგანმანათლებლო-კატეხიზატორული და კულტურული მისიაც აკისრიათ. ყოველი ქართველი აქ საქართველოს დესპანია. სამოღვაწეო და გასაკეთებელი ბევრია. იქნებ უფალმა მცირეოდენი წვლილი ჩვენც შეგვიწიროს და ამით შეგვინდოს ჩვენი უძლურებანი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler