მივხვდი, რომ ის წვიმა ჩემი არ იყო
მივხვდი, რომ ის წვიმა ჩემი არ იყო
"საქართველო აყვავდება, აყვავდება, მაგრამ როდის? მჯერა, რომ ჩემს ქვეყანაში გაზაფხული მოდის..." - წერს საზღვარგარეთ მყოფი ქართველი, რომელსაც საქართველო, ქართველები და საკუთარი სახლ-კარი მონატრებია...

ასეთი ნოსტალგია ალბათ ყველა ქართველს უჩნდება, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც წლებია, მშობლიურ მიწა-წყალზე ფეხი არ დაუდგამს. მათთვის უდიდესი საჩუქარი და შვება ალბათ ის არის, რომ ინტერნეტფორუმის საშუალებით გამოხატონ, თუ რა გრძნობაა, როცა წლობით შორდები შენს ქვეყანას, მეგობრებსა და ოჯახს, როცა ყოველდღე ელი დაბრუნებას და ამ იმედით ცოცხლობ...

შენი ქვეყნის მშვენიერება რომ განიცადო, აუცილებელი არ არის, მოშორდე სამშობლოს. ალბათ არანაკლებ რთული და საინტერესოა, იცხოვრო შენი ფესვებისგან მოუწყვეტლად და, როგორც წმინდა ილია მართალი იტყოდა, "სულგანაბულმა უგდო ყური მის ძარღვის ცემას", უკეთ შეიგრძნო, რა სტკივა, რა უხარია და ასე დააფასო სამშობლო...

რას ფიქრობ შენ, ქართველო?

ამ კითხვაზე ყველაზე უკეთ, ალბათ, ქართული ფორუმები გვიპასუხებენ:

* გული ყველას შეგვტკივა... როგორია, როცა ხეს ტოტს მოატეხ და სხვაგან ჩარგავ. მას ხომ გარემოსთან შეგუება სჭირდება. არც ჩამოშორების ტკივილი უყუჩდება... მაგრამ მას ყველაზე მეტად უყვარს ხე, რადგან იცის, როგორია ცხოვრება მის გარეშე...

ერთი ასეთი პატარა და ლამაზი ისტორიაც ამოვიკითხე:

* ასეთ ამბავს ინახავენ ფერეიდნელები: ერთ თურქ ხანს ცხენით ჩამოუვლია მარტყოფთან და მომრწყავს შეხვედრია. მომრწყავი მას ზრდილობიანად მისალმებია, ხოლო როცა თურქი ოდნავ გასცდენია, შეუგინებია. ხანი მოტრიალებულა და უკითხავს, ან ეგ ზრდილობიანი სალამი რა იყო, ან გინება რატომ მოაყოლეო. ქართველს უპასუხია, მოგესალმე იმიტომ, რომ უზრდელი არ გეგონო, შეგინებით კი იმიტომ შეგაგინე, რომ არ გამითამამდე და არ იფიქრო, ქართველებს თავიანთ მიწაზე ეშინიათ და იმიტომ მესალმებიანო. იცოდე, ქართველებს არავისი გვეშინიაო...

ოცნებობენ...

* მე რომ ბევრი ფული მქონდეს, სათითაოდ მოვატარებდი ქართველებს მსოფლიოს ქვეყნებს და მერე მიხვდებოდა ყველა, რა ლამაზია საქართველო...

* რას განვიცდი საქართველოს გარეშე? ტკივილს... მონატრების აუტანელ ტკივილს... როგორიცაა, ისეთი მენატრება. არ მეგონა, ასე თუ მიყვარდა, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი და მოლამ "დამჩხავლა" დილას, მაშინ გამაჟრიალა. კიდევ მაშინ, როცა პირველად იწვიმა. მივხვდი, რომ ის წვიმა ჩემი არ იყო და ვერც შევიგრძენი... მარტო გულმა იგრძნო, როგორ მინდოდა თვალი დამეხუჭა და ჩემი სოფლის წვიმა წარმომედგინა... ალბათ ბედნიერი ვარ, რომ აქ საქართველოს სიყვარული ვიგრძენი.

რაც საქართველოში ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო და ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, აქ ფუფუნებად მექცა. ღვთის მადლით, აქ წირვა-ლოცვაზე დასწრებასაც ვახერხებთ ბერძნულ ან რუსულ ტაძრებში, რომლებსაც ძირითადად შაბათ-კვირას აღებენ, სხვა დღეებში კი დაკეტილია. ერთი რამ მაინც მენატრება: ის, რომ თბილისში შეგიძლია გზად ეკლესიაში შეხვიდე, თუნდაც 5 წუთით, სანთელი დაანთო, ლოცვა წარმოთქვა და გზა გააგრძელო. ეს დიდი ბედნიერება ყოფილა! აქ მართლმადიდებლურ ტაძარში "შემთხვევით" ვერ მოხვდები.

ალბათ გამიგეთ, რასაც ვგულისხმობ...

იხსენებენ გაგონილს თუ საკუთარი თვალით ნანახს:

* მე ერთ პატიმარს ვიცნობ, რომელიც უცხოეთში ციხეში ზის. 13 წელი აქვს დარჩენილი (12 უკვე მოიხადა). ძალიან ცუდი ცხოვრება აქვს გამოვლილი, მაგრამ 5 წელია მართლმადიდებელი გახდა, ნამდვილი ქრისტიანი, და ასე ამბობს: ყველაზე ძალიან ეს ციხე მიყვარს... მე აქ ვეზიარე ჭეშმარიტ სარწმუნოებასო...

* მიწის კოცნაზე გამახსენდა... ადრე თბილისში მეც მინახავს, ჩამოსულა ვინმე, ფეხშველას გაუვლია, ქართული მიწისთვის უკოცნია. თავშეკავებული ადამიანი ვარ და ასეთი საქციელი ზედმეტობა მეგონა. მაგრამ დამიჯერეთ, როცა საქართველოში ჩამოვედი, მეც ისეთი დიდი სურვილი გამიჩნდა ფეხშველას გამევლო!.. ისევ ჩემი თავშეკავებულობა, თორემ ნამდვილად ვიყავი მაგის ჩამდენი...

მათი განცდილის გათავისება დაგვეხმარება, დავაფასოთ და შევიყვაროთ ჩვენი ეკლესია და სამშობლო. ალბათ დროა, ღმერთს შევთხოვოთ, გაგვაძლიეროს და მოგვცეს ძალა დანგრეულის აღდგენისა თუ ახლის შენებისა!..

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler