ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, მდინარე კავთურას ხეობაში მდებარეობს. პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს და 1126 წლით ათარიღებს. სხვა წყარო კი მის მშენებლობას წმინდა მეფე თამარს უკავშირებს. გადმოცემით, ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისივე სახელობისაა.

ათეისტური ხელისუფლების დროს სამონასტრო ცხოვრება XX საუკუნის 90-იან წლებში კვლავ აღდგა სტავროპიგიალური მონასტრის სტატუსით. ამჟამად მონასტერი სამთავისისა და გორის ეპარქიის შემადგენლობაშია. აქაურ სიწმინდეთაგან აღსანიშნავია: ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც უშვილოები შვილიერებას ევედრებიან. თურმე კანკელს ამშვენებდა ხუცურწარწერებიანი ხეზე ამოკვეთილი ოქროთი დაფერილი ღვთისმშობლის მიძინების, იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ნინოს, თორმეტი მოციქულის და სხვათა ხატები. ტაძრის მთავარი ხატი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, კანკელზე სამეუფო კარის მარცხნივ ყოფილა დასვენებული, რომელიც ხშირად ვლაქერნისად იხსენიება და ქართველთა სალაშქრო ხატს წარმოადგენდა. ეს სასწაულმოქმედი ხატი, პლატონ იოსელიანის აღწერით, კაკლის ხის ფიცარზე იყო შესრულებული.

ხატი XVII საუკუნეში მეფე არჩილმა რუსეთში წაიღო, საიდანაც 1751 წელს დააბრუნეს და მონასტერში იმყოფებოდა 1827 წლამდე, სანამ თბილისში ფერისცვალების ტაძარში გადაიტანდნენ. ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულნი მფარველობდნენ. მოღწეულია მეფე ლაშა-გიორგის შეწირულობის სიგელი ქვათახევისადმი: "ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მონასტრისა მისისა ქვათახევისად, სალოცავად და წარსამართებლად მეფობისა ჩუენისად". 1386 წელს თემურ-ლენგმა მონასტერი დაარბევინა და ამოაწყვეტინა იქ შეკრებილი "გარემო მახლობელთა მონასტერთაგანი მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანი და მღვდელნი და დიაკონნი და თვით მონასტრისა მის მამანი". უღმერთოებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს, "განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი". მტერმა ტაძარი გადაწვა.

მონასტერი წმინდა ალექსანდრე დიდმა (1412-1442წ.წ.) აღადგინა. ის იმდენად წმინდად მიიჩნეოდა, რომ იქ ქალს ფეხი აღარ დაუდგამს. მათთვის დაახლოებით 1488 წელს ტაძრის შორიახლო ნიში აიგო და იქ ევედრებოდნენ ყოვლადწმინდა დედას. ამ წესს 1796 წლამდე იცავდნენ.

XVIII საუკუნის 30-იან წლებში ქართლ-კახეთში ლეკთა თავდასხმების გამო მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. ქვათახევის მონასტერიც დატოვეს ბერ-მონაზვნებმა და დაიკეტა, ხოლო აქ დაცული სიწმინდეები მონასტრის ახლოს გამოქვაბულში გადამალეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბერ-მონაზვნები დაბრუნდნენ.

მონასტერთან არსებულ სამედავითნეო სკოლაში განათლება მიუღია შემდგომში წილკნელ ეპისკოპოსს ტარასის (კანდელაკს), რომელმაც მონათლა ჩვენი უწმინდესი.

2002 წელს მონასტერი სამთავისისა და გორის მღვდელმთავარს, მეუფე ანდრიას (გვაზავა) გადაეცა, რომლის წინამძღვრობითაც დაიწყო მონასტრის განახლება. აშენდა სატრაპეზო, განახლდა ბერების საცხოვრებელი სენაკები. ქვათახევის წმინდა სავანე, დედა ღვთისმშობლის შეწევნით, კვლავ იბრუნებს ძველ დიდებას.

ქვათახევის სიწმინდეები
საუკუნის წინ ქვათახევში დაცული სიწმინდეები გარკვეული მიზეზების გამო მღვიმეში გადაიტანეს. მათ შორის ქვათახევის ერთ-ერთი წამებულის თავის ქალა (ზოგიერთი ცნობით, წმინდა თომასი), წმინდა მოწამე ევგენის თავის ქალა, წმინდა დიდმოწამე გიორგის თეძოს ძვლის ნაწილი, წმინდა დიმიტრის ხერხემლის ნაწილი... რომლებიც ღვთისმშობლის გამოსახულებიან ვერცხლის ყუთში ინახებოდა. ქვათახევში დაცულ სიწმინდეთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო მოოქრული ვერცხლის თხელი ფირფიტით დაფარული ხის სინი, რომელზეც, გადმოცემის მიხედვით, საიდუმლო სერობისას ტრაპეზი დამზადებულა. ეს სინი მზითევში მოჰყოლია ბერძენთა მეფის ასულს, ელენეს. ელენე ბაგრატ კურაპალატის მეუღლე იყო.

KARIBCHEქართველი ქალის თავსაბურავი
დასავლეთ საქართველოში ტრადიციულ თავსაბურავთაგან გამოირჩევა რაჭველი ქალის თავმორთულობა. ის მხოლოდ რაჭის სამ სოფელშია (ღები, ჭიორა, გლოლა) გავრცელებული. ამ თავსაბურავის ნაწილია ჩიქილა - თეთრი მიტკლის შუა ნაწილის ქვედა მხარეს შემოკერებულია აბრეშუმის ძაფის ფოჩებიანი ჩიმჩიყი - ბადე. ჩიქილას ზემოდან ეხვევა რამდენჯერმე გადახვეული ოთხკუთხა, ფოჩებშემოკერებული ქსოვილი - თაუსაკონი. ამგვარი თავსაბურავები იციან მთიულეთში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, მესხეთში.

ბატონის ციხე
თელავში ბატონის ციხე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო XVII-XVIII საუკუნეებში და ეს სახელიც ამიტომ შეერქვა. როგორც მეფეთა სამყოფი, ყველაზე დიდიც გახლდათ. ამჟამად შემორჩენილია მისი ვრცელი გალავანი, სასახლე, აბანო, ეკლესიები. მეფის სასახლეს და კარის ეკლესიას ცალ-ცალკე ჰქონდათ ალაყაფის კარი. ერთ მხარეს ალაყაფის კარი ორსართულიან ოთხკუთხედ კოშკშია ჩაშენებული. კოშკის მეორე სართული საცხოვრებელი და საგუშაგოა. მემატიანე პაპუნა ორბელიანის ცნობით, ერეკლე მეფემ 1753 წელს განასრულა გალავანი თელავისა. შესაძლოა მასში ჩართული იყოს XVII საუკუნის გალავნის კედლები.

ზღუდეში მოქცეული იყო აგრეთვე ერეკლე II-ის მიერ დაარსებული სემინარია. XIX საუკუნის II ნახევარში დაზიანებული კომპლექსი შეაკეთეს და ახალი შენობებიც დაუმატეს - სასულიერო სასწავლებელი, ხაზინა, სატუსაღო, სამრეკლო.

ეზოში ორი ეკლესიაა. პატარა, არჩილ მეფის კარის ეკლესია, ქეთევან წამებულის სახელობისაა და XVII საუკუნეში უნდა იყოს აგებული, უფრო მოზრდილი - ერეკლე II-ის კარის სამლოცველოა.

KARIBCHEბოდბის ღვთისმშობელი
მონასტრის ერთ-ერთი სიწმინდეა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი საავადმყოფოს ერთ თანამშრომელ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთმა ურწმუნო ადამიანმა ხატი შეურაცხყო, დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა - სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ჩხარის წმინდა გიორგი
ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიაში იყო წმინდა საბას ოქროთი დაფერილი და 94 ძვირფასი ქვით შემკული დიდი ვერცხლის ხატი. გადმოცემით, ეს ხატი საფარიდან ყოფილა ჩამოტანილი და XVIII საუკუნის ბოლოს სრულიად განუახლებიათ იმერეთის მეფეებს - სოლომონ პირველს და სოლომონ მეორეს. ხატი კარედია, დასაკეცი. აქვს შუა ტანი და ორი ფრთა. ჭედურ ხატზე მრავალი სცენაა წარმოდგენილი. ხატის შუა ნაწილში მუხლზევით გამოსახული წმინდა საბაა. აქვს ასომთავრული წარწერა: "წმინდა საბა განწმენდილი". ხატს 15 უჯრიანი სანაწილე აქვს, უმეტესი ნაწილი XX საუკუნის 20-იან წლებში გაძარცვულა. აქვე ყოფილა მოოქრული ვერცხლით შეჭედილი წმინდა საბას მეორე დიდი ხატი.

აკაკის ნაკვესები
გასული საუკუნის 80-იან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენაზე მუშაობდა.
ერთხელ აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც არჩევდნენ რუსთაველის სტრიქონებს:

"იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
დახოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს".

კომისიის წევრთა შორის კამათი იყო გამართული. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, სიტყვა "ცათა" გადამწერს დაუმახინჯებია, ცა ერთია და რუსთაველსაც ალბათ "ცასა" ექნებოდაო. ასეც აპირებდნენ ტექსტის გასწორებას, მაგრამ ამ დროს აკაკი წამოდგა, სიტყვა ითხოვა და წამოიწყო ლოცვა: "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა".

საბუთი უკეთესი აღარ შეიძლებოდა. რუსთაველის ტექსტში დარჩა "ცათა ღმერთი შეარისხეს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.11.2019
პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს, -ასე მიმართა მრევლს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) სამების საკათედრო ტაძარში.
10.11.2019
8 ნოემბერს, პრემია "საგურამოს" დაჯილდოვების ცერემონიაზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) ერგო.
25.10.2019
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა და პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა.
12.10.2019
საქართველოში ოდითგანვე ატარებენ ეროვნულ სამოსს, ჩოხას, რაც ქართული სულისა და ცნობიერების სიმბოლოდ აღიქმება.
01.10.2019
-წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დამკვიდრდა.
31.07.2019
მეტანია ორი სახისაა-დიდი და მცირე. დიდი მეტანია, ანუ მუხლდრეკა, სრულდება შემდეგნაირად.
22.04.2019
თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა.
15.02.2019
2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში.
20.01.2019
ხშირი საჯანმრთელო პარაკლისები და წმინდანების წინაშე ვედრება დიდ სასწაულებს და ნუგეშს მოგვიტანს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის
07.01.2019
-ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ”ღირს არს ჭეშმარიტად”