მუსლიმანობიდან მოქცეულები
მუსლიმანობიდან მოქცეულები
წმინდა აჰმედ კალფა (მწერალი). წმინდა აჰმედი თურქი მუსლიმანი გახლდათ. ცხოვრობდა სტამბოლში XVII საუკუნის ბოლოს. მდიდარი და ცნობილი იყო, მსახურობდა მწერლად არქივში და ქრისტიანად საკმაოდ ხნიერი მოექცა.

ცოლი არ ჰყავდა, სამაგიეროდ, ჰყავდა ორი რუსი მხევალი. ორივე დედაკაცი ძალზე ღვთისმოშიში იყო. მოხუცი დღესასწაულებზე ტაძარში დადიოდა და ახალგაზრდა თანამემამულისთვის სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი მოჰქონდა. აჰმედმა ერთხელ შეამჩნია, რომ სეფისკვერის ჭამის მერე ქალის ბაგეები კეთილსურნელებას გამოსცემდა, არადა, მანამდე პურის გარდა არაფერი ჰქონდა მიღებული. დაინტერესდა და მღვდელს პატრიარქის წირვაზე დასწრების სურვილი განუცხადა. ნება დართეს. შარიათის კანონებით, მუსლიმანს შეუძლია ქრისტიანულ ტაძარში შესვლა (ოღონდ არა სალოცავად).

და აი, ლიტურგიაზე მუსლიმანმა მოხელემ უეცრად დაინახა, რომ როცა პატრიარქმა ხალხი დალოცა, ორტოტა და სამტოტა შანდლებიდან სხივები გამოიფრქვა და ყველა ქრისტიანს თავზე დაადგა. ამგვარი სასწაულით გაოცებულმა მაშინვე მოისურვა მონათლულიყო და ერთ-ერთმა მღვდელმა საიდუმლოდ მონათლა კიდეც. ერთხანს მომავალი მოწამე ფარულ ქრისტიანად დარჩა. ამგვარი ქრისტიანი მუსლიმან დიდებულებსა (მათ შორის მოლებს) და გლეხთა შორის ბევრი იყო. ისინი მრავალი წლის განმავლობაში მიდიოდნენ აიასოფიას მეჩეთში და საიდუმლოდ ქრისტიანულად ლოცულობდნენ.

ეტყობა, ფარული ქრისტიანობის პერიოდში აჰმედი სულიერად წარემატებოდა, მისი რწმენა კლდეზე დაშენებულ ციხესიმაგრესათვის მყარი და დაუძლეველი გახდა. აჰმედის ფარული ქრისტიანობა გაგრძელდა მანამდე, სანამ ერთხელ სუფრაზე მისმა მეინახეებმა არ დაიწყეს კამათი იმაზე, თუ რა იყო ყველაზე აღმატებული. ერთმა თქვა, ყველაზე დიდი რძის მდინარეებია, თორემ ყურანში არ იქნებოდა ის დასახელებული, როგორც მართალთა სანეტაროდ განკუთვნილიო. აჰმედმა მოულოდნელად ხმამაღლა განაცხადა: - ყველაზე უმაღლესი ქრისტიანთა სარწმუნოებააო. "ნუთუ შენც ქრისტიანი ხარ?" - ჰკითხეს გაღიმებულმა თანამეინახეებმა. "დიახ," - მიუგო აჰმედმა მშვიდად, ნელა და გარკვევით. იქ მყოფებს ღიმილი პირზე შეაშრათ. შეეძლო აჰმედს საუბრის თემა შეეცვალა, რომ მისი ქრისტიანობა ვერ შეეტყოთ, მაგრამ სწორედ ამ წუთში მოუხმო უფალმა და აჰმედმაც ხმა გასცა: "აქა ვარ, უფალო". იგი მოწამებრივად აღესრულა 1682 წლის 2 მაისს.

წმინდა იოანე ალბანელი. წმინდა იოანეს 23 სექტემბერს (ძვ. სტ.) მოიხსენიებენ სერბეთისა და ელადის ეკლესიები. წმინდა იოანე ალბანელი იყო, დაბა კონიციდან. იგი დაიბადა XIX საუკუნის დასაწყისში. მშობლები მუსლიმანები ჰყავდა. მამამისი შეიხი იყო სუფიათა საზოგადოებისა. 12 წლის იოანე სუფიათა ორდენში შევიდა და მამამისის მეგობარ ეთოლიის ფაშასთან გაემგზავრა, სადაც სიყვარულით მიიღეს. შეუდარებლად მცირე დროში იოანემ მისტიკური "სრულყოფილების" სულიერი საფეხურების უმეტესი ნაწილი გაიარა, რაც კი სუფიათა მოძრაობაშია დადგენილი. მერე რუსებთან მოუხდა ბრძოლა იონიის კუნძულებთან. სწორედ აქ გაეცნო იგი წმინდა მართლმადიდებლობას. შინ უკვე ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტებაში განმტკიცებული დაბრუნდა და უარი თქვა ისლამსა და სუფიზმზე. თურქების შიშით მის მონათვლას ვერავინ ბედავდა, მეზობელ კუნძულზე მონახა მღვდელი, მოინათლა და იოანე ეწოდა.

დაბრუნდა მატერიკზე, დასახლდა მართლმადიდებელთა სოფელში, ცოლად შეირთო მართლმადიდებელი გოგონა და იმ რაზმის წევრიც გახდა, რომელიც სოფელს მუსლიმანი ყაჩაღებისგან იცავდა. ეს რომ მამამისმა შეიტყო, ორი სუფია გაუგზავნა - ისლამს დაუბრუნდიო, მაგრამ უარი მიიღო: "ნუ იფიქრებთ, კვლავ სიბრმავეს მოვისურვებო". მაშინ ზოგიერთმა იოანე დააბეზღა. ის დააპატიმრეს და თურქულ სასამართლოში მიიყვანეს. აქ წმინდანმა კვლავ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. წამებისა და ცემის მერე, 1814 წლის 23 სექტემბერს თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ წმინდა იოანემ წამოიძახა: "მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა".

წმინდაო მოწამეო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

წმინდა ბარბაროსი (ავაზაკყოფილი). ამ წმინდანზე მეტად მწირი ცნობებია შემორჩენილი, მისი სახელიც არ შემონახულა. კონსტანტინე აკროპოლიტი მოგვითხრობს: "წმინდა ბარბაროსი დაიბადა VIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ აფრიკის მუსლიმანურ ოჯახში. ტომით არაბი მუსლიმანური არმიის წევრი იყო, ნიკოპოლზე ლაშქრობაშიც მონაწილეობდა, ქრისტიანებს ხოცავდა. მაჰმადიანთა არმია მაშინ დამარცხდა, ბევრი დაიხოცა, ზოგმა თავს გაქცევით უშველა. ერთი მათგანი ვენახში ჩაიმალა. როცა სამალავიდან გამოვიდა, თავის გაქცეულ ჯარს ვერ დაეწია, დარჩა მტრის მიწაზე და ავაზაკობდა. დაძრწოდა, ძარცვავდა და ხოცავდა მარტოხელა ქრისტიან მგზავრებს. იმ მხარის ხალხი დაშინებული ჰყავდა. ასე გაგრძელდა ერთხანს. მისი ფანატიზმი (როგორც ისლამის ჯარისკაცისა) ერთგვარად დაცხრა. ერთხელ ბარბაროსი ეთოლიის მხარეში წმინდა გიორგის ეკლესიაში შევიდა მღვდლის მოსაკლავად. წირავდა ნიკოპოლელი მღვდელი იოანე. ალაჰის მარტოხელა, სიძულვილით სავსე მეომარი კუთხეში მომწყვდეული მხეცივით იდგა მტრის მიწაზე, ტაძარში და წირვის დამთავრებას ელოდა... ამ დროს უფალმა სასწაული მოახდინა, ბარბაროსს აეხილა სულიერი თვალნი და დაინახა ბრწყინვალე ანგელოზები, რომლებიც მთელი დიდებულებით მსახურებდნენ მღვდელთან ერთად, ის რომ მოკვლას უპირებდა. განცვიფრებული ავაზაკი მუხლებზე დაემხო, წირვის დასრულების მერე მივიდა მღვდელთან, აღიარა ჩადენილი ცოდვები და მონათვლა სთხოვა. მამა იოანემ შეუსრულა სურვილი.

ქრისტიანმა ავაზაკყოფილმა მთებს მიაშურა, იქ მარტოდმარტომ თორმეტი წელი დაჰყო, გაურბოდა მოსახლეობასთან ურთიერთობას. მარხვაში, ლოცვასა და სინანულში განლევდა დღეებს. ეპიტიმიის სახით კისერსა და ხელ-ფეხზე ჯაჭვი მოიდო. "ამგვარი სახით, სინანულის ღვაწლით ცხოვრობდა მთებში, ბალახს ძოვდა, დაითმენდა სიცხეს და სიცივეს, მხეცივით მიწაზე ოთხით დადიოდა". დასტიროდა საკუთარ ცოდვებს და თავის მიერ ქრისტიანთა დაღვრილ სისხლს სინანულის ცრემლით აღხოცდა.

მიუხედავად ამხელა ღვაწლისა, წმინდანს მაინც ქრისტესთვის მოწამეობა ენატრებოდა, მაგრამ ის ხომ ქრისტიანებს შორის ცხოვრობდა, როგორ აისრულებდა თავის სურვილს! ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება. ერთხელ, გვიან ღამით ნიკოპოლელი მონადირეები ღამის გასათევად შეჩერდნენ. შორიდან თვალი მოჰკრეს უცნაურ "მხეცს". ისარი ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. ღიმილი დასთამაშებდა მომაკვდავს სახეზე. მან შეუნდო თავის უნებურ მკვლელებს, რომლებიც მწარედ ტიროდნენ თავიანთ შეცდომას.

მოგვიანებით მისმა სულიერმა მამამ ამოიცნო წმინდა ბარბაროსი, მისი ცხედარი ეკლესიაში გადაასვენეს. მალე უხვად წარმოადინა სასწაულმოქმედი და კურნებისმომნიჭებელი სურნელოვანი მირონი. წმინდანის ცხოვრების აღმწერელის, კონსტანტინე აკროპოლიტის პატარა ქალიშვილი სნეულებისგან წმინდა ბარბაროსის სხეულიდან წარმოდენილმა მირონმა განკურნა. წმინდა ბარბაროსი ჩრდილოეთ საბერძნეთში, კელიის მთების სავანეში განისვენებს.

წმინდა ანტონი-რაბაქი დამასკელი. წმინდა აბო ტფილელის დროს ქალაქ დამასკოში ცხოვრობდა მუსულმანი, რომელიც ცნობილ არაბულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. რაბაქს სძულდა ქრისტიანები. ის მუჰამედის - ყურვიშების ტომს მიეკუთვნებოდა. ცხოვრობდა დამასკოს ერთ-ერთ უბანში, ნაირაბში, წმინდა მოწამე თეოდორეს ეკლესიის ახლოს.

ერთხელ რაბაქი ქრიტიანული საიდუმლოებების დასაცინად ეკლესიაში შევიდა. დადგა წმინდა თეოდორეს ხატის წინ. უეცრად თვალი მოჰკრა თეთრ კრავს, რომელიც მღვდელმა წმინდა ტრაპეზზე დაკლა. გაბრწყინვებული მტრედიც დაინახა, რომელიც კრავზე ჩამოეშვა. ნანახმა გააოცა, ღვთისმსახურების დასრულებას დაელოდა და მოძღვარს აუხსნა, რომ კრავი მხოლოდ მან დაინახა, ყველა დანარჩენმა კი პური და ღვინო. რაბაქმა ჩაილაპარაკა, - დიდება ღმერთს! ქრისტიანთა რელიგია ჩვენს რელიგიაზე აღმატებულიაო და გაქრისტიანება მოინდომა. მღვდელმა უარი უთხრა: - თუ მართლა გსურს, წმინდა ნათლისღების ღირსი გახდე, იერუსალიმში წადი პატრიარქთან და შესაძლოა მან გცეს ნათელიო.

რაბაქი იერუსალიმში წავიდა და დიდი წვალების შემდეგ პატრიარქსაც შეხვდა. მუსლიმანთა შიშის გამო პატრიარქმა ილიამ არაბის მონათვლა თვითონ ვერ გაბედა და მკვდარი ზღვის მეუდაბნოე მამებს გაუგზავნა. მათ ახალმოქცეულს ანტონი უწოდეს. ის ერთხანს მამებთან დარჩა და მათგან მრავალი სულიერი სიკეთე მიიღო. ექვსი წლის მერე, სულიერად გაძლიერებულმა, მამებისგან აიღო კურთხევა და თავის თანატოლებთან ქრისტიანობის საქადაგებლად დამასკოში დაბრუნდა. გამოეცხადა თავისიანებს და ამცნო: "მე ქრისტიანი ვარ, მწამს უფალი ჩემი, იესო ქრისტე". ცოტა ხანს შინ დარჩენის ნება მისცეს, იფიქრეს, ეს გატაცება გადაუვლისო. ანტონის გაქრისტიანების ამბავი მთელ დამასკოში გავრცელდა. როცა ეკითხებოდნენ, ეს მართალია თუ არაო, პასუხობდა, დიახ, ქრისტიანი ვარო.

მალევე დაიჭირეს ერთ-ერთი ქადაგებისას. რამდენიმეთვიანი ტანჯვის მერე დასაკითხად ხალიფას წარუდგინეს, ეს მოხდა 799 წლის 25 დეკემბერს. მან ხალიფასთანაც ამოწმა: "მე ქრისტიანი ვარ, მწამს მამა, ძე და სულიწმინდა".

ხალიფას საამისო ცოდნა არ ეყო და რაც იცოდა, ისა ჰქნა: ანტონი რაბაქყოფილს მისი ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

მოწამე ჰაჯიჯა-მარიამი. ბულგარელ ახალმოწამეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია როდოპელ მოწამე ჰაჯიჯა-მარიამს. ის გამაჰმადიანებულ ბულგარულ ოჯახში დაიბადა. ჭირმა თითქმის მთელი საგვარეულო გაწყვიტა. მარტო მარიამი და მისი ძმები გადარჩნენ. მან ქრისტიანი მეგობრებისგან შეიტყო მაცხოვრის შესახებ და შეიყვარა იგი. გადაწყვიტა მონათლულიყო და ფარულ ქრისტიანად დარჩენილიყო. 1844 წელს ერთ ძველ ეკვდერში მიტროპოლიტმა ილარიონმა ჰაჯიჯა მონათლა. ქალი მთელი წელი მალავდა ქრისტიანობას. სხვისი ხელით უგზავნიდა ტაძარს სეფისკვერსა და სანთელს. შინ კი ლოცულობდა და მეტანიებს ასრულებდა. მისი მონათვლის ამბავი ხალხში მაინც გავარდა. შეიტყვეს მისმა ფანატიკურად განწყობილმა ძმებმა. ქალიშვილი უარობდა, რომ მოინათლა.

შემდეგ წელიწადს მარიამი (ასე ერქვა ქრისტიანულად) აღდგომის შესახვედრად ემზადებოდა: შეღება კვერცხები, ჩამოქნა სანთელი, გამოაცხო პასქა და სეფისკვერი. ძმები სხვა სოფელში ცხოვრობდნენ. ჩუმად შეიპარნენ მარიამის სახლში ჭორების შესამოწმებლად. 1845 წლის დიდ ხუთშაბათს ეკლესიიდან დაბრუნებული მარიამი მეზობელთან შევიდა. ამასობაში ძმებმა მარიამის სახლში შეღებილი კვერცხები, პასქა და ანთებული ლამპარი ნახეს. დარწმუნდნენ, რომ მათი და "გიაური" გახდა. საბძელში დაიმალნენ და მის მოსვლას დაელოდნენ. გოგონა საღამოს დაბრუნდა შინ, ხანგრძლივი ლოცვის მერე დაწვა და დაიძინა. გამძვინვარებული ძმები თავს დაესხნენ და გაგუდვა დაუწყეს. ცოცხალ-მკვდარი გაათრიეს და აყვავებული ქლიავის ხის ძირში ორი გასროლით მოკლეს. მეორე დღეს მეზობელმა ქალებმა ბავშვები გაგზავნეს, - გაიგეთ, რა მოხდა მარიამის სახლშიო. ქალიშვილის უსულო სხეული აყვავებული ქლიავის ხის ქვეშ ეგდო. სამი დღე შიშით ვერავინ მიეკარა. მარიამი თავის გარდაცვლილ მაჰმადიან ნათესავებთან დაკრძალეს სხვა ადგილას. მისი მომნათვლელი მღვდელი იძულებული გახდა, გაქცეულიყო და გარიდებოდა მარიამის ძმების რისხვას.

მარიამის საფლავზე ვარდი დარგეს. ყოველ გიორგობა დღეს 23 აპრილს (ძვ. სტ.) ქალებს მარიამის საფლავიდან ყვავილები მოჰქონდათ და მთელი წელი სამკურნალოდ ინახავდნენ.

მოწამე პლატონიდა. XIX საუკუნის რუსეთში, ერთ თათრულ ოჯახში გოგონა ცხოვრობდა. მან მისიონერისგან მართლმადიდებლობის შესახებ შეიტყო, მთელი გულით შეიყვარა ქრისტე და გადაწყვიტა, მონათლულიყო. მშობლებს უნდოდათ, შვილი მეზობელი თათრისთვის მიეთხოვებინათ. მისთვის არაფერი უკითხავთ, მაგრამ გოგონას ქრისტესადმი სიყვარული მშობლების სიყვარულს აღემატა, ქორწილის წინა დღეს შინიდან გაიპარა და ერთ დედათა მონასტერს შეეფარა. აქ მოინათლა, გაეკლესიურდა, შემდეგ პლატონიდას სახელით მონაზვნად აღიკვეცა. რამდენიმე წლის მერე განდეგილად ცხოვრების უფლებაც მიიღო. ეკატერინბურგის ერთ უკაცურ ადგილას, უღრან ტყეში, ქალაქ რევდას სიახლოვეს, დედა პლატონიდამ კელია აიშენა, იქვე მისი ლოცვით წყარო აღმოცენდა. აქ იღვწოდა იგი და სულიერად მოსაგრეობდა.

პლატონიდას ფანატიკოსი ნათესავები შემთხვევას ეძებდნენ მის მოსაკლავად, მაგრამ მისი სიწმინდის გამო მონაზონს დათვი დარაჯობდა. მათ ჯერ დათვი მოკლეს და მერე მონაზონიც განგმირეს. დედა პლატონიდა თავისი მოღვაწეობის ადგილას დაკრძალეს და საფლავზე ეკვდერი ააგეს, რომელმაც რევოლუციამდე მოაღწია. პლატონიდას წყარო დღემდე სასწაულმოქმედად ითვლება.

ღირსმოწამე ქრისტეფორე საბაწმინდელი. იგი მუსლიმანი გახლდათ და VIII საუკუნის ბოლოს პალესტინაში ცხოვრობდა. ხელისუფლებამ შეიტყო მის შესახებ, შეიპყრეს და ჯერ ამირას წინაშე წარადგინეს, მერე ხალიფამ გაუმართა სასამართლო. მიუხედავად ათასნაირი მუქარისა და დაპირებებისა, წმინდა ქრისტეფორე ურყევად იდგა ბოლომდე. მას 789 წლის 14 აპრილს თავი მოჰკვეთეს.

წმინდა აბრაამ ბულგარელი. X საუკუნეში რუსეთის მეზობლად ვოლგის შუაწელზე და კამისპირეთში შეიქმნა სახელმწიფო - ვოლგის ბულგარეთი. იგი ევროპისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა, რაც ამ ქვეყანას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ბულგარელები განთქმული ვაჭრები იყვნენ. სწორედ ერთ მათგანზე უნდა მოგითხროთ. ეს სახელგანთქმული ვაჭარი XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა და გამოირჩეოდა თავისი მოწყალებით: მშიერს აჭმევდა, შიშველს აცმევდა, სნეულებს ნახულობდა და ყველაფრით ეხმარებოდა. ალბათ ამ მოწყალებამ მოწყალე ჰქმნა მასზე სახიერი უფალი და მუსლიმანური სიბნელიდან ქრისტეს ნათლისკენ მოაქცია. ისლამზე გულგატეხილმა თავის მეგობარ რუს ვაჭრებს მონათვლა სთხოვა, ნათელიღო და აბრაამი ეწოდა. ნათლისღების შემდეგ წმინდანმა მეტი ასკეტური მოღვაწეობისთვის დაფარულად ტანზე ჯაჭვი აისხა. მას არ შეეძლო ეყურებინა თავისი თანამემამულეების სულიერად დაღუპვისთვის, დადგა ქალაქის შუა ბაზარში და ხალხს ჭეშმარიტი ღმერთისკენ მოქცევა მოუწოდა, ამასთან ამხილებდა და განაქიქებდა მაჰმადიანთა ცრურწმენას.

მდიდარი ქალაქელის სიტყვებმა თავიდან დააბნია მსმენელი. ჯერ "კეთილი სიტყვით" მიმართეს, ამას მუქარა მოჰყვა, რომელიც საქმით აასრულეს - ისე სცემეს, რომ სხეულზე ერთი ადგილი არ ჰქონდა უვნებელი. მიუხედავად ამისა, წმინდა აბრაამი მაინც "შეაჩვენებდა მუჰამედსა და ბულგართა რწმენას". 1229 წლის 1 აპრილს გაიყვანეს ქალაქგარეთ, ჯერ ხელ-ფეხი, მერე კი თავი მოჰკვეთეს. ალბათ არც ეს იყო შემთხვევითი, ჩვენი უფლის მკვდრეთით აღდგომა ხომ 1-ელ აპრილს მოხდა. წმინდანის სხეული ქრისტიანმა ვაჭრებმა ქრისტიანთა სასაფლაოზე დაკრძალეს. 1230 წელს რუსებმა გამოისყიდეს და ვლადიმირში გადაასვენეს. უფალმა მალევე სასწაულებით განადიდა თავისი წმინდანი - იგი განსაკუთრებით სნეულ ბავშვებს შეეწევა, ასევე ბრმებსაც. მისი მოწამეობის ადგილას დღემდე მაკურნებელი წყარო მოედინება. აღსანიშნავია ისიც, რომ წყაროდან მოშორებით კილომეტრნახევარზე წყალს ორმოც მეტრ სიღრმეზეც ვერ ნახულობენ. წმინდა აბრაამი ყაზანის მართლმადიდებელი სამწყსოს მფარველად ითვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ წმინდა აბრაამს ქრისტიანებთან ერთად პატივს მაჰმადიანებიც მიაგებენ. თურქეთიდანაც კი მოდიან წმინდა აბრაამის წყაროზე.

წმინდა პეტრე და სტეფანე ყაზანელები. არ გასულა ათი წელიც წმინდა აბრაამის წამებიდან და მონღოლებმა დაიპყრეს ვოლგის ბულგარეთი, რომელიც ოქროს ურდოს შემადგენლობაში შევიდა, თუმცა ერთგვარი ავტონომია შეინარჩუნა. XIV საუკუნეში ოქროს ურდო, ბულგარეთთან ერთად, თემურ-ლენგმა გაანადგურა, დამოუკიდებელი მარტო ყაზანი დარჩა, რომელიც შეიქმნა ყაზანის სახანოს დედაქალაქად. ბულგარელები კი სხვა ეთნოსს - თათრებს შეერივნენ, რომელთაც გადასცეს წინაპართა რწმენა - ისლამი. აქაურ ორ თათარზე გვსურს მოგითხროთ, რომლებიც XVI საუკუნეში ცხოვრობდნენ. ყაზანის სახანომ 200 წელი იარსება. ის ხშირად ესხმოდა თავს რუსებს, არც რუსები რჩებოდნენ ვალში ყაზანს. 1552 წელს, როცა ყაზანი ივანე მრისხანემ აიღო, ეს ორი ყაზანელი თათარი მაშინ მოინათლა. მათ პეტრე და სტეფანე უწოდეს.

წმინდა სტეფანე ხანშიშესული იყო, როცა ქრისტიან მღვდელს მონათვლა სთხოვა. მღვდელმა ჰკითხა: - შიში ან სიღარიბე ხომ არ არის ამის მიზეზიო. წმინდა სტეფანემ უთხრა: "ოცდაათი წელი ფეხების ტკივილის გამო მყარად დგომა არ შემეძლო. როცა მოსკოვის მეფემ ჩვენს ქვეყანას სძლია, მაშინ შევიტყვე ქრისტიანთა ღმერთის შესახებ და ჩემთვის ვთქვი: - დიდია ღმერთი, რომელიც ქრისტიანებს სწამთ, მას ჩემი ფეხების განკურნებაც ძალუძს. მოდი, მას ვიწამებ და მოვინათლები-მეთქი. ამის თქმა იყო და იმავე დღეს ფეხები განმეკურნა. ახლა მოვედი, რომ აღთქმა შევასრულო, გთხოვ მომნათლო". იფრთხილე, თანატომელებმა ქრისტიანულ რწმენაზე უარი არ გათქმევინონო, - უთხრა მღვდელმა. მაშინ ბერიკაცმა წვერიდან თმის ღერი გამოიძრო, დაწყვიტა და თქვა: - უარს ვერ მათქმევინებენ. თუნდაც დამანაწევრონ ისე, როგორც ჩემი წვერი დავგლიჯეო. ცოტა ხნის მერე იგი მოინათლა სტეფანეს სახელით. შინ დაბრუნებულ სტეფანეს ყველა აუმხედრდა და ქრისტიანული რწმენის უარყოფას აიძულებდნენ, ემუქრებოდნენ. იმავე დროს მონათლულა წმინდა პეტრეც.

რუსულმა არმიამ ყაზანი დატოვა. აჯანყდნენ ყაზანელები, ამოჟლიტეს ქალაქში დარჩენილი რუსი ჯარისკაცები და ვაჭრები. წმინდა სტეფანეს ქალაქიდან გაქცევა შეეძლო, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა სარწმუნოებისთვის მომკვდარიყო. წმინდა სტეფანე ასო-ასო აქნეს, მისი ქონება კი დაიტაცეს. წმინდა პეტრეც შეიპყრეს, ჯერ მშობლები მიუგზავნეს, მაგრამ არ დაჰყვა მათ სურვილს, რამდენიმე დღე აწამებდნენ, მაგრამ ქრისტიანობა ვერ განაგდებინეს.

წმინდა სტეფანე და წმინდა პეტრე ყაზანელების ხსენების დღე 24 მარტსაა (ძვ. სტ.). შეგვეწიოს მათი წმინდა ლოცვა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler