იოსებ ნონეშვილი - დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს
იოსებ ნონეშვილი - დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის...
დიდგორში მაშინ დანთებულ სანთლებს
არ ჩაქრობიათ ჯერ კიდევ ალი...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის.

...და წასალეკად ჩვენს ველს და ზეგანს
მოაწყდა მტერი მუქარით, დავით...
მაგრამ თურქ-სელჯუკ დუშმანთა ზედან
აღიღო ხმალი
მეფემან დავით.

და სცეს ნაღარას და ბარბითს რა წამს
წამოიგრაგნენ რაზმები ფიცხლად.
პირველ დავითმა ცხენ-კაცი გასჭრა
და წვერი ხმლისა უწვდინა მიწას.

გაიძგრიალა ცაში ჰოროლმა,
მოზიდეს შვილდიც,
ბოძალიც სტყორცნეს...
მეფის ნახმლევი თითო-ოროლა
ახლაც შრეებად ატყვიათ ბორცვებს.

დაზაფრეს მტერი,
თავზარი დასცეს,
დაცხრილეს ზეცა,
გატორეს ტევრი...
და თუმც სჭარბობდათ მომხდური ასჯერ,
დაცალეწეს და აოტეს მტერი...

რამეთუ დედასამშობლოს დაცვა,
რამეთუ დაცვა
მშობელი ერის,
რამეთუ დაცვა
რჯულის და ენის
ერთს აქცევს ასად...

დიდგორის ომმა მაშინ ჰყო ნათელ, -
როდია მთავარ
სიმრავლე ჯარის...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის.

დიდგორით მტერი შემდეგშიც ვმუსრეთ,
რეკდა დიდგორი "ჰკა მაგრად", "ვაშად"...
ცოტნე დადიანს ეხატა გულზე,
ხმალს უფხავებდა შამქორში ლაშქარს.

ხმა დიდგორისა
დედების ლოცვად,
ხმა დიდგორისა
მამების რისხვად
გვიხმობდა მებრძოლს,
გლეხკაცს თუ მგოსანს:
- სამშობლო ვიხსნათ!

დიდგორით მტერი შემდეგშიც ვძლიეთ,
გმირი აჩრდილი მრავალგზის ვიხმეთ...
იქნებ დიდგორიც
რუსთველის გმირებს
აღებინებდა ქაჯეთის ციხეს?!

რუხს და ბასიანს,
მარტყოფს, მარაბდას
გვედგა დავითის აჩრდილი დიდი.
ის გვამხნევებდა და გვიფარავდა
და დავითფერულს თამამად ვცდიდით.

...დრო გადის
...ჩვენს მთებს,
დიდგორის კალთებს
მთვარედ დაჰნათის დავითის ფარი...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის!

1972
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.10.2017
ანგელოზის დღეს - წმიდა მოწამის კალისტრატეს ხსენებას ვულოცავთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის უპირატეს მღვდელმთავარს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს კალისტრატეს.
07.09.2017
უჩინარი მტერი უტევს ჩვენს სამშობლოს. კუთხე არ დარჩა საქართველოში, ცეცხლის კერა რომ არ მოდებოდა ულამაზეს ტყეებს.
17.08.2017
თამარ მეფის სიტყვა სამღვდელოების მიმართ:

"წმინდანო მამანო, თქვენ დადგენილნი ხართ ღვთისაგან მოძღვრებად და გამგებლებად ეკლესიისა,
15.08.2017
2008 წლის ომის დროს გორისა და სამთავისის ეპარქიის ეპისკოპოსმა და მღვდელ-მონაზვნებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, დაბომბილ ქალაქში დარჩენილიყვნენ
14.05.2017
შენს წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!
14.05.2017
კვალად დამიდგნენ თვალწინა
წარსულთა დროთა გმირები.
ტანზე აესხათ აბჯარი
და უღიმოდათ პირები.
14.05.2017
თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) იგონებს: "ჯერ კიდევ ერისკაცი ვიყავი (მონასტერში ამის შემდეგ მალევე წავედი), სიონის საკათედრო ტაძარში ერთ-ერთი მღვდელმთავარი აღავლენდა წმინდა თამარ მეფის პარაკლისს.
11.05.2017
ქართველი საზოგადო მოღვაწეები ყოველთვის დიდ როლს ანიჭებდნენ სპორტს ერის ცხოვრების განვითარებასა და წინსვლაში.
18.04.2017
აღსავლის კარის გახსნა და დახურვა მანიშნებელია იმისა, რაც ზეცაში ხდება. საკურთხეველი სასუფეველს განასახიერებს.
15.04.2017
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა

წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. 
საიტის პარტნიორები