ყველას მშვიდობიან შობას ვუსურვებ - მშვიდობის ფასი არაფერი ყოფილა...
ყველას მშვიდობიან შობას ვუსურვებ - მშვიდობის ფასი არაფერი ყოფილა...
ზაფხულის მიწურულს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ოთხი თვე გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა, ცხოვრება გრძელდება - ამუშავდა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, განახლდა ვაჭრობა, მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა... ისინი კი, ვისაც სახლი დაენგრა, დღემდე საბავშვო ბაღებს შეხიზვნიან და უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. კარადებით აღმართული "კედლები", რომლებიც არათუ ხმაურს, ცნობისმოყვარე თვალსაც ვერ აკავებს, გასაშლელი საწოლები და ერთადერთი საერთო გაზქურა... ოთახში ადგილიც კი აღარ რჩება, აღელვებულმა ბოლთა რომ სცე...

***
გორში, სამგორის ქუჩაზე მდებარე მე-7 საბავშვო ბაღში დროებით შესახლებულ ქალბატონებთან გასაუბრების შემდეგ, ბუნებრივია, ძალზე სევდიანი განწყობა დამეუფლა. მშობლიურ სოფლებს, საკუთარ სახლ-კარს, თავიანთი ხელით მოწეულ საზრდოსა და ნორმალურ ცხოვრებას შეჩვეულნი, რამდენიმე დღის წინ კოტეჯებს თუ იწუნებდნენ ("ასე სწრაფად აშენებული რა უნდა იყოს, სარდაფი იმას არ აქვს და არაფერიო..."), ახლა საოცნებოდ გაუხდათ.

აი, უკვე დაგვიზამთრდა და ადამიანს ელემენტარული პირობები: თბილი ბინა და სამოსი - სჭირდება. შობა-ახალი წელი ახლოვდება და სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ღმერთს მადლობენ, რომ საკვები მაინც აქვთ, რომელიც ყოველდღე, დღეში სამჯერ გამზადებული მიაქვთ საბავშვო ბაღში. სამოსიც, ასე თუ ისე, აქვთ, მათ მდგომარეობაში რომ ჩაიცვამ, ისეთი. მედიკამენტებითაც ეხმარებიან ჯერჯერობით, თუმცა ოპერაცია რომ დასჭირდეთ, არავითარი შეღავათი არ არის გათვალისწინებული.

***
ზამთრის დადგომას ყოველმხრივ "უსაბუთოდ" შეხვდნენ: ყველანაირი მოწმობა და პასპორტი დევნილთა უმეტესობას შინ დარჩა და მათ საცხოვრებელთან ერთად განადგურდა. 17 სექტემბერს ქალბატონმა მარიკა დათაშვილმა საპასპორტო სამსახურს მიაკითხა. იმის გამო, რომ საბუთები რუსთაგან ოკუპირებულ თამარაშენში დარჩენოდა, მათ დაკარგულის სტატუსი მიანიჭეს და ქალბატონ მარიკას ჯარიმაც გადაახდევინეს. დეკემბერში მისულს აცნობეს, რომ ყველაფერი ხელახლა იყო შესადგენი, სექტემბერში შევსებული ინფორმაცია დაკარგულიყო. დღემდე ელოდება საბუთებს...

***
იხსენებდნენ, რა ხდებოდა სოფელში ომამდე თუ ომის შემდეგ. ჯერ კიდევ "მშვიდობიანობის" დროს, ტყის გავლით, თოვლსა და ტალახში უწევდათ დიდი მანძილის გავლა - სოფელ თამარაშენიდან ცხინვალამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია, ასე რომ, შემოვლითი გზებით უნდა ესარგებლათ. სოფელს გუშაგებიც ჰყოლია. ისინი ამავე სოფლის მცხოვრებნი იყვნენ და მრავალი წლის განმავლობაში ზამთარ-ზაფხულ მორიგეობით იცავდნენ თამარაშენს იარაღმომარჯვებულნი. ქალბატონ ლიზიკო დათაშვილს რამდენიმე წლის წინ ვაჟი დაღუპვია სოფლის სადარაჯოზე - ზამთრის სუსხიან ღამეში გაციებულა...

ქალბატონ ლიზიკოს 80 წელი 5 სექტემბერს გორის საბავშვო ბაღში შეუსრულდა...

15 წლის მარიტა დათაშვილი:

- სახლ-კარზე რომ აღარაფერი ვთქვა, უამრავი მეგობარი მყავდა და მათთან დაშორება ძალიან მიჭირს...

შობას აქამდე სახლში ვხვდებოდით ხოლმე, მთელი ოჯახი ერთად. ახლაც დაგვპირდნენ, ახალ სახლებში შეხვდებითო, მაგრამ ხალისი აღარ მაქვს. ყოველთვის მიხაროდა შობა, ახალი წელი... ახლა - აღარ...

სკოლაში სიარულიც კი მიჭირს. ეკლესია, მთავრობა, სხვადასხვა ორგანიზაცია გვეხმარებიან, თუმცა ყველაზე მეტ თანადგომას ჩემი - მერვე საჯარო სკოლისა და მეგობრებისგან ვგრძნობ. ფულით კი არა, უბრალოდ, ჩემ გვერდით არიან...

ყველაზე მეტად შინ დაბრუნება გვინდა, მაგრამ აღარავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ დავბრუნდებით. ვიცი, სახლები დანგრეულია, გადამწვარია ყველაფერი...

ყველას მშვიდობიან შობას ვუსურვებ - მშვიდობის ფასი არაფერი ყოფილა...

მარიკა დათაშვილი:

- მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ვუსურვებთ მშვიდობას. მათ კი, ვინც ეს უბედურება დაატრიალა, ეშინოდეთ უფლისა - აუცილებლად ყველას მოეთხოვება პასუხი ამ დიდი ცოდვების გამო.

***
საუბარში გაირკვა, რომ ბევრმა ჩაწერა და გადაიღო მათი მდგომარეობა, თუმცა ჯერჯერობით დახმარების ხელი არავის გაუწვდია. ეს სულისშემძვრელი ისტორიები ზამთრის სუსხში გახვეულ საბავშვო ბაღის კედლებს შორის რჩება...

ვეცადე, დამეხატა ის სევდიანი სურათი, საბავშვო ბაღში რომ დამხვდა. თუმცა რეალობა კიდევ უფრო საშინელია.

მინდა მივმართო მკითხველს: ჩვენს თანამემამულეებს უჭირთ. ჩვენ, ქრისტიანები, თუ არ დავეხმარეთ ერთმანეთს, უცხო არავინ გამოგვიწვდის ხელს. მათ ადგილას წარმოვიდგინოთ თავი... გავუკეთოთ საშობაო საჩუქარი დევნილებს, ვისაც რით ძალგვიძს: სიტყვიერად თუ ფინანსურად, წიგნებით თუ სამოსით, გავუძლიეროთ რწმენა, რათა უფალი შობილიყოს ყოველი მათგანის გულში...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler