ღირს სერაფიმე საროველთან მიახლება
ღირს სერაფიმე საროველთან მიახლება
ბატონი დავით გიორგობიანი ღირს სერაფიმე საროველთან მიახლებას ასე იხსენებს:

-ღირსი სერაფიმე ყველასთვის საყვარელი წმინდანია. გავიხსენებ, რა შეხებაც მქონდა მის დიდ სასწაულებთან. მას ჩემთვისაც მოუგვრია დიდი ნუგეში. როცა დივეევოში ჩავედი, თოვდა და ყინავდა, მაშინ იქ ახალი გახსნილი იყო დედათა მონასტერი... იქ აღსარება ჩავაბარე ერთ-ერთ მოძღვარს. ეს მღვდელი ფიზიკურად ძალიან მსუქანი გახლდათ და ბოროტმა აზრებმა შემაწუხა _ ვაითუ არც მარხულობს და იქნებ არასწორად ვიქცევი, აღსარებაზე რომ მივდივარ-მეთქი. ქართულად მქონდა ჩემი აღსარება ჩამოწერილი. გულში წმინდა სერაფიმეს ვევედრებოდი შემწეობას. მეც დავიწყე ქართულად აღსარების ჩამოთვლა. მოძღვარმა შემაჩერა და თავად გააგრძელა ყველა ჩემი ცოდვის თქმა. შუა ტაძარშია დაბრძნებული წმინდანის უხრწნელი სხეული. იქვეა მისი წმინდა ნივთები, მთელი მსოფლიოდან მოდიან მორწმუნეები წმინდა სერფიმე საროველისგან მადლის მისაღებად. წმინდა სერაფიმეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროზე კი მრავალი ადამიანი განკურნებულა. პირადად მე სულიერად განვიკურნე, იმიტომ, რომ განვიკითხავდი მსუქან მღვდელს. მივხვდი, რომ მოძღვრის გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, უფლის მლოცველი იყოს.


ბეჭდვა
1კ1