ლარგვისის მონასტერი
ლარგვისის მონასტერი
ლარგვისი სოფელია ახალგორის რაიონში. ამ ტერიტორიაზე ადრიდანვე მდგარა ლარგვისის წმინდა თეოდორეს სახელობის ეკლესია (XIV-XV ს.ს.), რომელიც რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. მის ადგილზე 1759 წელს დიდი გუმბათიანი ეკლესია აუგიათ. დღემდე მოღწეული ლარგვისის მონასტრის ეკლესიის აგების შესახებ ცნობებს გვაწვდის ღვთისმშობლის ხატის ასომთავრული წარწერა: "...ოდეს ეკლესია ესე ლარგვის მონასტრისა აღშენდა კეთილმსახურის ერისთავის დავითის და კეთილ მორწმუნის დედისა მისისა ქეთევანის მიერ, ძისა მათისა შალვას კეთილად აღსაზრდელად, მას ჟამსა მე უღირსმან არქიმანდრიტმან ამის მონასტრისამან დავხატე ხატი ესე ყოვლად წმიდისა მცველად და მფარველად ერისთავისა დავითისა, საოხად სულისა ჩემისა. ქვს. ჩღდ. მხატვარი იოანე".

წარწერის მიხედვით, წმინდა თეოდორეს ეკლესია დავით ერისთავსა და დედამისს - ქეთევანს აუგიათ.

წმინდა თეოდორეს სახელობის ეკლესია ცენტრალურგუმბათოვან ტიპს მიეკუთვნება. ტაძრის ძირითადი სივრცე შექმნილია ჯვრის მკლავებითა და მათ შუაში აღმართული გუმბათით. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ეკლესიის სინათლის წყაროა გუმბათის მაღალ ყელში განლაგებული ათი სარკმელი. საკურთხევლის გვერდებზე ორსართულიანი სადგომებია: ქვემოთ სადიაკვნე და სამკვეთლოა, ზემოთ კი - სამალავები. ამგვარი სამალავები ამ ტიპის ეკლესიებში თითქმის ყველგანაა და მათ ეკლესიის განძეულის შესანახად, სამალავად იყენებდნენ. ლარგვისში კი მათ თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონდათ.

ეკლესიის კედლები ნაგებია ყორექვითა და აგურით, ხოლო კამარები და თაღები - აგურისაა. საკურთხეველი დარბაზიდან ხის მოჩუქურთმებული კანკელით ყოფილა გამოყოფილი.

ლარგვისის მონასტერი ადრიდანვე ქართული მწიგნობრობისა და კულტურის კერა იყო. აქ მრავალი გამოჩენილი ღვთისმსახური და მწიგნობარი მოღვაწეობდა. XIV საუკუნეში აქ მოღვაწეობდა ცნობილი მწიგნობარი, "ძეგლი ერისთავთას" ავტორად მიჩნეული ავგაროზ ბარდაის ძე. ავგაროზის საქმიანობა ლარგვისის მონასტერში მისმა ვაჟმა გრიგოლმა გააგრძელა, რომელმაც აღწერა თემურ ლენგის ლაშქრობები საქართველოში. მონასტრის ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მოღწეულია ძვირფასი ხელნაწერები და საეკლესიო სიწმინდეები.

მოდინახეს ციხე
ეს ციხე ზემო იმერეთში, მდინარე ყვირილას ნაპირზე მდებარეობს. მოდინახე სათავადო ციხე იყო. იგი XVIII საუკუნეში აუშენებია პაპუნა წერეთელს ძველი სასიმაგრო ნაგებობის საფუძველზე. ეზოში დგას დაზიანებული ერთნავიანი ბაზილიკური ტიპის ტაძარი. ჩადგმულია წყალსაცავები და მარანი. ლეგენდა ციხის აშენების ამბავს ასე მოგვითხრობს: წერეთელს თავად დავით აბაშიძის ლამაზი ასული შეჰყვარებია და მისთვის დამოყვრების სურვილი გაუმხელია. დავითს სასიძო გაუკილავს: - უციხო წერეთელს ქალს არ მივცემო. შეურაცხყოფილ საწერეთლოს აზნაურებს აბაშიძეზე გალაშქრება მოუნდომებიათ, მაგრამ ისინი პაპუნა წერეთელს დაუმშვიდებია - ძმათა სისხლის ღვრას ოფლის დაღვრა სჯობსო და ციხის მშენებლობა დაუწყია. მშენებლობა რომ დასრულებულა, აბაშიძისთვის კაცი გაუგზავნია და შეუთვლია, - მოდი, ნახეო. ამის შემდეგ დარქმევია ციხეს "მოდინახე". აბაშიძეს მოსწონებია მკვიდრად ნაშენი უზარმაზარი ციხე და წერეთელი დაუმოყვრებია. ამ გადმოცემაში სიმართლის ანარეკლი შეინიშნება.

ციხის მშენებლობა მაშინ არსებულმა პოლიტიკურმა მიზეზებმა განაპირობა. XVIII საუკუნეში იმერეთის მეფის კარზე აღზევდა საჩხერელი წერეთლების შტო. მდიდარმა ფეოდალმა, პაპუნა წერეთელმა იგრძნო, რომ საკუთარი სათავადო უციხოდ იოლად ვერ გავიდოდა და საჩხერის მახლობლად, მიუდგომელი კლდის წვერზე ააგო ძლიერი ციხესიმაგრე. ეს ამბავი იმერეთში ალექსანდრე V-ის მეფობაში უნდა მომხდარიყო. ალექსანდრემ რამდენჯერმე სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. ციხე წერეთლებმა მეფეს დაუთმეს.

იახსარი
იახსარი წარმართული ღვთაებაა ფშავ-ხევსურეთში. მისი კულტი გავრცელებულია თუშეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, ერწო-თიანეთში. იახსარის ხატი ქისტაურთა თემის მთავარი სალოცავია. მისი საკულტო ცენტრი ფშავშია (სოფელ შუაფხოში). იახსარი ხშირად მოიხსენიება თქმულებებში, სასულიერო ტექსტებში. იახსარი მიაჩნდათ ავსულებთან მებრძოლ ღვთაებად, რომელიც მათგან იცავდა საკუთარი საყმოს წევრებსა და მის მავედრებელ უცხო მლოცველებს. იახსარის დროშის მეშვეობით ხევსურები ცდილობდნენ, სულით ავადმყოფისგან განედევნათ ბოროტი ძალა, გამოეხსნათ არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილის, წყალში დამხრჩვალის, მეხდაკრულის, მეწყერით დაღუპულის სული.

სიწმინდეები
გადმოცემით, ანტონ მარტყოფელის სახელს უკავშირდება საქართველოში უდიდესი სიწმინდის, მაცხოვრის პირი ღვთისას ხატის - კერამიონის (კეცზე გამოსახულის) ჩამოსვენება. ამას გვამცნობს ცნობილი ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, რომელმაც მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს საგალობელი მიუძღვნა. საეკლესიო ტრადიციით, მაცხოვრის პირი ღვთისას ხატი - კერამიონი, რომელიც წმინდა ანტონ მარტყოფელმა საქართველოში ჩამოასვენა, ასლია ამავე სახელწოდების მანდილიონის (ტილოზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატის) იმ ხატისა, რომელიც უფალმა ედესის დასნეულებულ მეფე ავგაროზს გაუგზავნა სამეფო კარის მხატვრის, ანანიას ხელით.

გადმოცემის მიხედვით, ძვირფასი სიწმინდით ედესისკენ მიმავალი ანანია ღამის გასათევად გაჩერდა ქალაქ იერაპოლის განაპირას მცხოვრებ ერთ-ერთ მექოთნესთან, მანდილიონის ხატი კი, იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შუა ჩაასვენა. შუაღამისას ქალაქის მოსახლეობამ და გამგებელმა იხილეს უჩვეულო ცეცხლოვანი სვეტი, რომელიც ხატის თავზე იდგა. კეცებიდან ხატის ამოღების შემდეგ გაირკვა, რომ ზემო კეცზე ხელთუქმნელი ხატის სახე იყო გამოსახული. ქალაქისთავმა შეიტყო პირი ღვთისას ხატის ისტორია. მან მანდილიონი მეფე ავგაროზთან მხატვარ ანანიას გაატანა, ხოლო კეცზე გადასული ხატი თავის სასახლეში დაასვენა. გადმოცემით, კერამიონი შემდგომ ნესტორიანელების კუთვნილება გამხდარა და მათ ეს სიწმინდე თავიანთი მასწავლებლის ტაძარში დაუსვენებიათ. გამომგზავრებამდე ედესაში მყოფ ანტონ მარტყოფელს ნესტორიანელთაგან ეს სიწმინდე გამოუსყიდია და საქართველოში წამოუსვენებია. წმინდა ანტონმა აკრიანში დამკვიდრების შემდეგ იქ ხატის სახელზე ააშენა ღვთაების სახელობის ტაძარი. XIII საუკუნის მოღვაწის, ტბელი აბუსერიძის ინიციატივით, ძველი სტილით 16 აგვისტოს აღესრულება ხელთუქმნელი ხატის დღესასწაული, რომელიც ამასთანავე მონასტრის დღედ ითვლება, რადგან მარტყოფის ღვთაების მონასტერი უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელზეა დაარსებული.

მეტეხის ხიდი
მეტეხის ხიდი მდებარეობს მეტეხის კლდის ძირში, მდინარე მტკვრის კალაპოტის ყველაზე ვიწრო ადგილას. იგი აგებულია 1951 წელს. მოპირკეთებულია ბაზალტის ფილებით. დიდი ხნის განმავლობაში იგი ერთადერთი დამაკავშირებელი იყო ორივე სანაპიროსი. ხიდთან და მისკენ მიმავალი გზის გაყოლებით შენდებოდა დუქნები, სახელოსნოები, ეკლესიები. წერილობითი წყაროებით დასტურდება, რომ ხიდი დიდი იყო და მტკიცე. მტრებმა მრავალჯერ დაანგრიეს. ადრე მას ხის მასალით აშენებდნენ, რაც აადვილებდა მტრის შემოსევის დროს მის დაშლას და შემდეგ აწყობას. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას (1795წ.) დანგრეული ხიდი 1797 წელს აღადგინეს, მაგრამ 1805 წელს ადიდებულმა მტკვარმა წაიღო. 1808 წელს ააგეს ახალი რიგელებიანი ხიდი, რომელიც 1826 წელს ხისავე ახალი თაღოვანი ხიდით შეცვალეს, ხოლო 1870 წელს ახალი "ამერიკული სისტემის" ლითონის ხიდი აშენდა. 1805 წლიდან დიდი ხიდის მახლობლად მოქმედებდა მეორე - უფრო პატარა და თანაც არასაიმედო ხიდი. დიდ ხიდს ავლაბრის ხიდს უწოდებდნენ, პატარას - მეტეხისას. 1849 წელს პატარა ხიდი ლითონის ხიდით შეიცვალა. ავლაბრის ხიდზე ფეხით მოსიარულეთა გარდა ურმები, ეტლები და იმ დროის სხვა ტრანსპორტი გადადიოდა, პატარა კი მხოლოდ ქვეითთა და სახედრების სავალი იყო. ამის გამო მას "ვირის ხიდი" შეარქვეს. ახალი, რკინაბეტონის ხიდის გახსნის შემდეგ პატარა ხიდი აიღეს.

ძველი გაზეთები
"კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში სწირა პატივცემულმა მამა არქიმანდრიტმა ლეონიდმა. წირვის შემდეგ მამა ლეონიდი გამოეთხოვა ხალხს და გამოუცხადა, - დღეს უკანასკნელად ვწირავ ამ ტაძარში და თქვენთან ერთადო. ბევრს ცრემლი მოერია თვალში და აუჩუყდა გული ამის გამგონეს.

სასულიერო მთავრობამ დაინახა, რომ ზაქათალის ოლქში სამისიონერო საქმის კეთილწარმატებისათვის უთუოდ საჭირო არის, რომ ოლქს თავისი საკუთარი მისიონერი ჰყავდეს და მუდმივ აქ ცხოვრობდეს. მამა ლეონიდს თავისის მრავალგვარი თანამდებობის აღსრულება ნებას არ აძლევდა, მუდამ ჩვენში ეცხოვრა და ემოქმედა. ამისათვის დანიშნეს განსაკუთრებული მისიონერი, აქაურივე მცხოვრები ტარასი ივანიცკი. იმედია, რომ ახალი მისიონერი ივანიცკი, როგორც აქაურივე მამულიშვილი, ეცდება შრომას თავისს წმინდა საქმისა და მამულისათვის.

მამა ლეონიდის მიერ აშენდა ორი ეკლესია, ქურმუხისა და თასმალოსი, რომლის აღმშენებელ კომიტეტთა თავმჯდომარეც იყო. დააარსა სამი სამრევლო სასწავლებელი - კახისა, ალიბეგლოსი და ყორაღნისა. ააშენა კახის სკოლისთვის მშვენიერი ქვითკირის სახლი და სხვა.

ძნელად სათქმელია, რა შევიწროება და სულიერი ტანჯვა გამოიარა მამა ლეონიდმა სოფელ თასმალოში - 1892 წელს, როდესაც უქადაგებდა და დარიგებას აძლევდა 12 კომლს გადამდგარ ქრისტიანებს. მამა ლეონიდი ერთ ვიწრო, კომლიან და ცივს ოთახში ცხოვრობდა და ულოგინოდ და თითქმის უსაჭმელოდ და ამ შევიწროებასთან ერთად სულიერად იტანჯებოდა. მაგრამ მამა ლეონიდი არ უჩიოდა თავისს შევიწროებას და სულიერ ტანჯვას, ოღონდ კი ღმერთს დაეჯილდოებინა იმის მეცადინეობა გადამდგარ ქრისტიანეთა შეერთებით. შრომას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. გადამდგარები ისევ ქრისტიანებს შეუერთდნენ და ამ სიხარულმა სულ დაავიწყებინა მამა ლეონიდს ტანჯვაც და შევიწროებაც.

აკაკის ნაკვესები
აკაკი დალაქთან შევიდა თმის გასაკრეჭად. დალაქი ერთ მელოტს თავს დასტრიალებდა. მელოტს დალაქმა ორი აბაზი გამოართვა. აკაკიმ ქუდი დაიხურა და კარეთ გამოსვლა დააპირა.

- სად მიბრძანდებით, ბატონო?

- თუ იმას ორი აბაზი გადაახდევინე, მე მთელი საცხოვრებელი უნდა მოგცე ჩემი თმის გაკრეჭაშიო, - უპასუხა დიდთმიანმა პოეტმა.

***
"დროების" რედაქციაში ერთხელ ამ გაზეთის თანამშრომლები შეყრილიყვნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. იქ იყო იონა მეუნარგიაც, რომელიც "ლელოს" ფსევდონიმით წერდა "დროებაში". ამ დროს რედაქციაში შემოვიდა აკაკი და შეუტია მეუნარგიას: - სუ, ლელო!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler