მაგრამ ჩემთვის სულერთია, მაინც ჩემი საქართველოა!
მაგრამ ჩემთვის სულერთია, მაინც ჩემი საქართველოა!
ირმა სიხარულიძე კარგა ხანია, ოჯახთან ერთად ესპანეთში - ბარსელონაშია დაფუძნებული. მანამდე რამდენიმე წელი საბერძნეთში ცხოვრობდა. ემიგრანტული ცხოვრება მისი ოჯახისთვის ცხოვრების წესად იქცა. საქართველოდან წასულს ყველაზე მძიმედ მშობლიური მიწა-წყლის დატოვება ახსენდება. გარემო პირობებით გამოწვეულმა შედეგმა მის ოჯახს ემირგაციაში ყოფნა არგუნა. ირმას "სკაიპის" დახმარებით ვესაუბრე.

- უკვე რვა წელია, მე და ჩემი ოჯახი ესპანეთში ვართ. რაც არ უნდა კარგად მოეწყო უცხოეთში, თუ სულიერ შიმშილს განიცდი, ძალიან გაგიჭირდება არსებობა. რთულია ამ ყველაფრის გადმოცემა - თავად უნდა გამოსცადო.

დაახლოებით ხუთი წლის წინ ბარსელონაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის რუსული მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა, რომელმაც ცოტა შეღავათი მოგვცა და სულიერებისკენ შემოგვაბრუნა. ქართველები ერთმანეთს ვხვდებოდით და ზიარების მაკურნებელ ძალას ვიღებდით. მაგრამ სული ქართული ტაძრის დაფუძნებას, წირვა-ლოცვის და გალობის მოსმენას გვთხოვდა. მადლობა ღმერთს, უწმინდესს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპლიტს მეუფე აბრაამს, რომ ბარსელონაში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი გაიხსნა. ვერ აღგიწერთ, რამდენი ქართველობა შემოიკრიბა ტაძრის წინამძღვარმა იღუმენმა ლუკამ (ფალავანდიშვილი). ქართულმა ტაძარმა სული გაგვინათა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს სამშობლოში შემოვდივარ. დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვარსაც... მამა ლუკა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ სულიერებას გვაზიაროს. ხშირად ტარდება სამრევლო გაკვეთილები. ლიტერატურული საღამოები, სამრევლო სკოლაში ემიგრანტი ბავშვები ეუფლებიან მშობლიურ ენას და ლიტერატურას, სწავლობენ ქართულ წერა-კითხვას. ჩვენი მოძღვარი მუდამ იმის ფიქრშია, რომ სამშობლოს სიყვარული გაგვიღვივოს. წირვის დასრულების შემდეგ მუდამ გვიქადაგებს სამშობლოში დაბრუნებას. მადლობა უფალს, მადლობა უწმინდესს, მეუფე აბრაამს, რომ გადაგვარებისგან იხსნა უცხოეთის ქართველობა.

აქაური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რთულია შეინარჩუნო ქართული სულისკვეთება. ქართული ტაძრის გახსნამ ამისი საშუალება მოგვცა. რა თქმა უნდა, არიან ისეთი ქართველებიც, ჯერჯერობით ტაძარში სიარულს რომ ვერ ახერხებენ, მაგრამ მწამს, ისინიც ეზიარებიან ღვთის სიტყვას.

ბარსელონაში სატაძრე შენობა მოსაწესრიგებელი იყო. მრევლთან ერთად ფიზიკურად შრომობდა მამა ლუკა და ასე ერთობლივად შეუძლებელი შევძელით. დღეს უკვე წარმოუდგენლად მიგვაჩნია ტაძრისა და მამა ლუკას გარეშე ცხოვრება. როცა მოძღვარი საქართველოში ბრუნდება ხოლმე ვიზის გასაგრძელებლად, ამ პერიოდში ძალიან გვიჭირს... ბევრჯერ გვიფიქრია, როგორ ვცხოვრობდით ტაძრის გარეშეო...

მალე ტაძარში მედავითნეები და მგალობლებიც შემოგვემატნენ. მეც მედავითნედ ვმსახურობ. მამა ლუკას ლოცვა-კურთხევით, მედავითნეობა რამდენიმე ქართველმა ბარსელონაში შევისწავლეთ. წირვა-ლოცვის შემდეგ ვრჩებით და ტაძარს ვასუფთავებთ. თითოეულმა ჩვენი საკეთებელი ვიცით.

- სამსახურთან ერთად ხომ არ გიჭირთ ღვთისმსახურებაზე დასწრება?

- კაცმა მოინდომოს და ყველაფერს შეძლებს უფლის დახმარებით. ვცდილობ, შაბათ-კვირას არ დავიტვირთო და წირვა-ლოცვაზე მოვიდე.

- რელიგიურ დღესასწაულებს როგორ აღნიშნავთ?

- სადღესასწაულო წირვის შემდეგ ვიკრიბებით და ვტრაპეზობთ. ეკლესიამ და მამა ლუკამ ერთ ოჯახად გაგვაერთიანა. აქ ყველა ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გამზიარებელია.

მეუფე აბრაამი სტუმრობდა ჩვენს ტაძარში და ძალიან კმაყოფილი დარჩა. ქართული გალობისა და მედავითნეობის მოსმენის შემდეგ გვითხრა, - საქართველოში მაგრძნობინეთ თავიო.

ჩემი შვილი სტიქაროსანია, მეუღლეც დადის ეკლესიაში. ვცდილობთ, ვიცხოვროთ ღვთისა და მამა ლუკას ლოცვა-კურთხევით. წმინდა ნინოს ტაძართან არსებულ სამრევლო სკოლაში, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, სხვა მრავალი ქართველი ცდილობს მოვიდეს და ქართულ სიტყვას ეზიაროს. პატარა საქართველო გვაქვს ბარსელონაში... მჯერა, რომ მალე ყველანი დავბრუნდებით და საქართველოს ერთად გავაძლიერებთ.

პატარა მარიამის ფიქრები
მამა ლუკა რამდენიმე ხნის წინ საქართველოში ბრძანდებოდა. დიდი სიყვარულით მოგვიკითხა და თავისი სულიერი შვილის, პატარა მარიამ სეხნიაშვილის წერილი გადმომცა.

KARIBCHE"მე, მარიამ სეხნიაშვილი, 1995 წელს ქალაქ რუსთავში დავიბადე. 6 წლის ასაკში მშობლებმა საფრანგეთში წამიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ სახლი მოგვცეს ქალაქ მაზერში. სწავლაც იქაურ სკოლაში დავიწყე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცოტა ხანში მოგვიწია ამ სახლის დატოვება და საცხოვრებლად სასტუმროში გადავედით. სკოლაც ამიტომ შევიცვალე. მალე ისევ მოგვცეს სახლი ერთ-ერთ სოფელში - მონტეგუტ-პლანტოდელში. სკოლაში ყოველ დილით ავტობუსით დავდიოდი მეზობელ სოფელში. სახლი კიდევ შევიცვალეთ და დღეს საფრანგეთის ქალაქ ფუაში ვცხოვრობ მშობლებთან და პატარა ძმასთან, თეიმურაზთან ერთად.

მყავს ძალიან ბევრი მეგობარი... ჩვენი ქალაქიდან 80 კილომეტრში, ქალაქ ლიმუში მართლმადიდებლური ეკლესიაა. მშობლებთან ერთად ხშირად დავდივარ ტაძარში. იქ ბევრი ქართველი მოდის. ამიტომაც იქაურმა ქართველებმა მოთხოვნა გაუგზავნეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს - ქართველი მოძღვარი გამოუშვითო. მათ ძალიან უხარიათ. იმედი აქვთ, რომ მალე ქართული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება და მოძღვრები იქ დარჩებიან.

მე საქართველოში არ ვარ, მაგრამ ძალიან მინდა, იქ ვიყო. საქართელოში ახლა ომია, მაგრამ ჩემთვის სულერთია, მაინც ჩემი საქართველოა. რომ შემეძლოს, მეც ვიომებდი. ემიგრაციაში ყოფნა ჩემი ბრალი არ არის. პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, რა იყო სამშობლოს სიყვარული. ახლა გავიზარდე და ვნანობ, საქართველოში რომ არ ვარ. ვცდილობ, არ დამავიწყდეს ქართული წერა-კითხვა, რაც ყველაზე საჭიროა.

აქ ფრანგულად მოლაპარაკე პატარა ქართველებს რომ ვნახულობ, ძალიან მწყდება გული. სულ ჩავჩიჩინებ - ქართულად ილაპარაკეთ-მეთქი.

სკოლაში მუდამ საქართველოზე ვლაპარაკობ. სადაც არ უნდა ვიყო, გულში მხოლოდ ერთ რამეზე ვლოცულობ - ღმერთო, შენ დაიფარე ჩემი საქართველო! ეკლესიაში სანთლებს ვანთებ და სამშობლოზე ვლოცულობ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler