"როცა ებრაელი ქართველს ლოცავს, ეს ღვთის დალოცვაა"
"როცა ებრაელი ქართველს ლოცავს, ეს ღვთის დალოცვაა"
ქართულ-ებრაული ურთიერთობა მრავალ საუკუნეს ითვლის. ისრაელში ძალიან უყვართ ქართველები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ებრაელებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ საქარ­თველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბიბლიური პერსონაჟებიდან გამორჩეული სიყვარულით და მოწიწებით იხსენიებს მეფე დავით წინასწარმეტყველს. თავის ქადაგებებში და ეპისტოლეებში იგი ხშირად მოუხმობს ფსალმუნთა სტრიქონებს. ძველი თბი­ლისის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ქუჩაზე ამ რამდენიმე წლის წინ დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია გაიხსნა, სადაც, უწმინდესის კურთხევით, წირვა-ლოცვა ძველებრაულ ენაზეც უნდა აღესრულებოდეს, დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში მისი ინიციატივით ორ ქუჩას ბიბლიური მეფეების - დავითისა და სოლომონის სახელები ეწოდა, ხოლო უწმინდესის რეზიდენციის კედლებს ამ ორი მეფე-პოეტის ფერწერული ხატები ამშვენებს, რომელიც თავად პატრიარქის ხელით არის შესრულებული.

ამ ფაქტში უდავოდ გამოკრთის იმ კეთილისმყოფელი ტრადიციის ინერცია, რომლითაც დამშვენებულია ქარ­თულ-ებრაული ურთიერთობის მრა­ვალ­საუკუნოვანი ისტორია. თავად პატრიარქს არაერთხელ აღუნიშნავს თავის ქადაგებებში, რომ ებრაელობა არის ის ხალხი, რომელმაც პირველმა გაიგონა ერთი ღმერთის ხმა და სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც ერთღმერთიანობა მოუტანა. საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია არასოდეს ჩაბმულა ანტიიუდეურ პოლემიკაში; მეტიც - ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ქართულ ენაზე არ შექმნილა იუდაიზმის განმაქიქებელი რაიმე წერილობითი ძეგლი; ქართული ეკლესიის ამგვარმა დამოკიდებულებამ მისი დიდი ავტორიტეტის გამო დიდად განსაზღვრა ადგილობრივი მოსახლეობის კეთილი ურთიერთობა ებრაელობასთან.

"ებრაელი და ქართველი ერის ურთიერთობა 26-საუკუნოვან ისტორიას ითვლის. როცა ჩვენ ვამბობთ, გავიდა 26 საუკუნე, ეს მთლად სწორი არ უნდა იყოს. საქართველოში ებრაელი ჩამოვიდა მათი დევნისას, ნაბუქოდონოსორის დროს. ებრაელი უცხო ქვეყანაში არ ჩამოვიდოდა, ისინი ჩამოვიდნენ თავის ძმებთან, ნაცნობ ქვეყანაში. ებრაელებმა საქართველოს ჩამოუტანეს ორი დიდი საუნჯე: ჭეშმარიტი სარწმუნოება და წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი. 26 საუკუნის მანძილზე საქართველო არის ერ­თადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი. დიდად ვაფა­სებთ ამ ურთიერთობას ქართველებსა და ებრაელებს შორის", - ბრძანებს პატრიარქი.

უწმინდესის თქმით, "როცა ებრაელი ქართველს ლოცავს, ეს ღვთის დალოცვაა".

გთავაზობთ ინტერვიუს ისრაელში მცხოვრებ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწესთან, ავიგდორ ესკინთან, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარული და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსა და ქართველ ხალხთან.


- ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რომ საქართველოში ებრაელები ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ, ნაბუქოდონოსორის მიერ მათი დევნის დროს მოვიდნენ და უცხო მიწაზე არ მოვიდოდნენ, არამედ თავიანთ ძმებთან, ახლობელ ქვეყანაში ჩამოსახლდნენ. მართლაც, ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია საერთო კულტურულ და სულიერ ფასეულობებზე. თქვენ როგორ აფასებთ ამას?


- ქართულ-ებრაული ურთიერთობა, რომელსაც ორი ათასზე მეტი წლის წინ დაედო სათავე, უნიკალური მაგალითია ორი ერის მეგობრობისა. ებრაელ ერს სასტიკად დევნიდნენ და ავიწროებდნენ სხვადასხვა ხალხები, აპროტესტებდნენ ჩვენი ერის ცხოვრებას მათ მიწაზე. ამ მხრივ საწინააღმდეგო ვითარება იყო საქართველოში.

ყურადსაღებია ის გარემოებაც, თუ როგორ არამარტივად ვითარდებოდა კავკასიელ ხალხებსა და ტომებს შორის ურთიერთობები. დღეს კავკასია კვლავ "ცხელ წერტილად" რჩება მსოფლიო რუკაზე. მაგრამ ეს დაძაბული ვითარება ოდნავადაც არ ახდენს გავლენას ქართველ და ებრაელ ერებს შორის შექმნილ ატმოსფეროზე, რომელიც ყოველთვის იყო და კვლავაც დარჩება ძმური და მეგობრული.

ჩემი მეგობარი, ცნობილი ისტორიკოსი, სიმონ მასხარაშვილი თავის ნაშრომებში მეცნიერულად ასაბუთებს, რომ ქართული ელიტის 20%-ს მაინც აქვს ებრაული ფესვები. ეს კი ბევრ რამეს ხსნის.

- ებრაელებმა საქართველოში მოიტანეს ორი დიდი სიწმინდე: ჭეშმარიტი სარწმუნოება (ერთი ღმერთის რწმენა) და ილია წინასწარმეტყველის ხალენი...

- სანამ ზეცად ამაღლდებოდა, ილია წინასწარმეტყველმა მდინარის წყალი გააპო და მასზე გაიარა თავის მოწაფესთან - ელისე წინასწარმეტყველთან ერთად. ეს სასწაული, როგორც ვიცით, აღესრულა ილიას სასწაულმოქმედი ხალენის (ივრითით - ადერეტი) მეშვეობით. სწორედ ეს ხალენი იქცა განსაკუთრებულ სიმბოლოდ იუდეურ ტრადიციაში.

შეიძლება ითქვას, რომ ისრაელმა და საქართველომ ერთად გაიარეს განსაკუთრებული გზა, თავ-თავიანთი სასწაულებრივი ასპექტებითა და პერიპეტიებით. მაგრამ ჩვენი გულები არასოდეს გაყოფილა. უამრავი განსაც­დელისა და სირთულის მიუხედავად, ჩვენი ძალები უფრო განმტკიცდა.

- როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, ქართველებსა და ებრაელებს შორის სისხლის ნათესაობა არსებობს. იმდენად, რამდენადაც, ბაგრატიონთა დინასტია სათავეს იღებს დავით და სოლომონ მეფეებისგან. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?

- არა მხოლოდ ბაგრატიონთა და ებრაელთა სისხლით ნათესაობა დასტურდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთელ ქართულ ელიტას აქვს ღრმა ურთიერთობა ებრაელ ხალხთან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ებრაელი ერის ღრმა სულიერი ფესვები ქართულ მრავალხმიან მუსი­კასთან. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ იერუსალიმის ტაძარში გაჟღერებული ზოგიერთი საგალობელი გადმოღებულია და აისახა ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციაში. მუსი­კალური კავშირი ჩვენს ერებს შორის - განსაკუთრებული თემაა, რომელიც საფუძვლიან და ღრმა გამოკვლევებს საჭიროებს.

- საქართველოში არსებობს ასეთი აზრი (გამოთქმა), რომელზეც პატრიარქმაც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. როდესაც ებრაელი ქარ­თველს ლოცავს, ეს არის ღმერთის დალოცვა. გჯერათ ამ მოსაზრების?


- ეს თქვენი პატრიარქის ძალზე საინტერესო მიგნებაა. ამ ბრძენმა ადამიანმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობის განსამტკიცებლად. ჩვენი კავშირი, უპირველესად, სულიერ ასპექტებს ემყარება და გულისხმობს. ჩვენს ერებს შორის ურთიერთობის საფუძველი პოლიტიკურ სარგებლიანობას კი არ უკავშირდება, არამედ ყველაზე არსებით მხარეებს. ქართველი ერის დიდებულება უპირველესად, ბიბლიასთან მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების ფორმით აიხსნება. ბიბლიის განსაკუთრებული აღქმა და გაგებაც აახლოებს და ანათესავებს ქართველ ერს ებრაელ ერთან.

- ჩვენს პატრიარქზე რას გვეტ­ყვით?

- საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მოყოლებული, თქვენს ქვეყანაში დეფიციტია ისეთი პოლიტიკური ლიდერებისა, რო­მ­ლებიც ხალხს გაუძღვებოდნენ სუ­ლიერი და სახელმწიფოებრივი განმტკიცების გზაზე. ვფიქრობ, ამ ფონზე, ისეთი სულიერი ლიდერის არსებობა, როგორიც თქვენი პატრიარქია, ეს განსაკუთრებული ღვთის კურთხევა გახლავთ.

- როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი, ზოგადად, და განსაკუთრებით, ისრაელთან ურთიერთობის თვალსაზრისით?

- დარწმუნებული ვარ, თქვენი ხალხი განსაკუთრებული ზეციური წყალობითა და კურთხევით არის დაჯილდოებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა შეინარჩუნოთ თქვენი თვითმყოფადობა და დარჩეთ ქართული სულის მატარებლებად (არ დაემორჩილოთ ბრმად უცხოურ გავლენებს და არ გახდეთ მიმბაძველები დასავლეთის მიერ თავსმოხვეული ფსევდოკულტურების). თქვენ გაქვთ მშვენიერი ქვეყანა და დიდებული სულიერი ტრადიციები, განსაკუთრებით, რელიგიური კულტურა. შეინარჩუნეთ ეს უნიკალური და ამაღლებული ტრადი­ციები და გაამყარეთ ერთობა ისრაელთან. მჯერა, რომ გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას და გაიმარჯვებთ! მიიღეთ ლოცვა-კურთხევა სიონიდან!


რესპოდენტის თხოვნით გამონაკლისის სახით აქვე სტატიის რუსულენოვან ვერსიასაც გთავაზობთ:

 

Грузино-еврейские отношения насчитывает множество веков. В Израиле очень любят грузин и грузинского  патриарха. Евреи не раз отмечали, что грузинский каталикос, его святейшество Илья второй, из всех библейских персонажей с особой любовью упоминает царя Давида. В своих проповедях и эпистолах он часто обращается к строкам  из псалтыря. На одной из самых примечательных улиц старого Тбилиси несколько лет назад открылась церковь имени пророка Давида, где по благословению  его святейшества, литургии и молитвы  должны проводиться на древнееврейском языке. В престижном районе столицы, по его инициативе, две улицы были названы в честь еврейских царей - Давида и Соломона. Стени резиденции  его святейшества украшают живописные иконы этих царей - поэтов, которые  выполнены рукой самого патриарха.

В этом факте бесспорно проявляется инерция тей добропорядочной  традиции, которую украшена многовековая история грузино еврейских отношении.

В своих проповедях патриарх не раз отмечал, что евреи -  это тот народ,  который первым услышал  голос единого бога и вместе  с другими странами принёс  единобожие и в Грузию.

Во всеуслышанье должно быть  заявлено, что грузинская церковь  никогда не вступала  в антииудейскую  полемику;  и более - в отличие от многих других стран, на грузинском языке не был создан какой-либо писменный документ, критикующый  иудаизма; подобная позиция грузинской церкви  из за её высокого авторитета сильно обусловила добрые отношения  местного населения с евреями.

Взаимоотношения грузинского и еврейского народов насчитывают 26 вековую историю Когда  мы говорим,  что прошло 26 веков ,это не совсем верно.  Евреи прибыли в Грузию в период  их гонений,  во время Набуходоносора. Евреи не пришли бы в чужую страну,  они прибыли к своим братьям, в знакомую страну.  Они привезли в Грузию две большие драгоценности: истинную веру и милот святого пророка Ильи.

На протяжении 26 веков Грузия является единственной страной, в которой никогда  не было проявления антисемитизма.

"Мы очень ценим эти отношения между грузинами и евреями", - заявляет патриарх.

По словам его святейшества, "когда еврей благославляет грузина - это божье благославление."

Предлагаем вам интервью с живущим в Израиле публицистом и общественным деятелем, Авигдором Эскином, которого связывает с грузинским народом особая любовь и дружба.

 

- отношения грузинского  и израельского народов числит 26 вековая история. когда мы говорим, что прошло 26 веков, это не совсем правильно сказано. В Грузию евреи приехали в то время, когда было их гонение, во время Набукодоносора. Евреи не приехали бы в чужую  страну, они приехали к своим братьям, в знакомую  страну.  Как вы цените эти отношения между грузинами и евреями?

-   Еврейско-грузинские взаимоотношения на протяжении двух с половиной тысяч лет - это уникальный пример дружбы между двумя народами. Народу Израиля пришлось пройти через горькое изгнание в среде народов, которые обычно противились нашему присутствию на их земле. Совсем иначе дела обстояли в Грузии во все времена нашего проживания у вас, со времен разрушения Первого Храма.

Обратите внимание, как непросто складывались отношения между народами и племенами Кавказа. Мы видим по сей день, что Кавказ остается "горячей точкой" на карте мира. Все эти потрясения не влияют на атмосферу между грузинами и евреями, которые были и остаются братскими.

Мой друг, известный историк Симон Масхарашвили, доказывает в своих трудах, что грузинская элита имеет еврейсские корни не менее, чем на 20 %. Это объясняет многое.

 

- Евреи в Грузию принесли с собой два великих  сокровищя: истинную веру и  мантию пророка  Ильи...

-  Прежде, чем вознестись  на Небеса, пророк Илия прошел через разверзшиеся воды реки вместе со своим приближенным Елисеем. Это чудо осуществилось при помощи милоти пророка (на иврите - адерет). Надо сказать, что эта милоть стала особым символом пророка Ильи в иудейской традиции.

Можно сказать, что Израиль и Грузия прошли вместе необычный путь, имеющий свои чудесные аспекты. Но наши сердца не разделились и после прохождения всех испытаний и лишений,  напротив, -  наши узы стали только крепче.

 

- Как наш  патриарх говорит,  между грузинами  и евреями  существует кровная родственность, потому что династия Багратионов берёт начало от Давида и царя Соломона.  Какова ваша мысль об этом?

- Да, кровная связь прослеживается на примере рода Багратионов, но не только. Как мы уже сказали, вся грузинская элита имеет отношение к народу Израиля.

Особо важно отметить глубинные духовные корни грузинской музыки. Есть основания полагать, что некоторые напевы из Иерусалимского Храма перекочевали именно в грузинскую литургическую традицию. Наша связь через музыку - это особая тема, которая заслуживает глубинного исследования. Думаю, об этом напишут еще много книг...

 

- В Грузии есть такое мнение, произношение: "Когда  еврей благославляет грузина, это благословление Господа". Вы верите в это?

-  Это очень интересное наблюдение вашего патриарха, Ильи Второго. Этот мудрый человек сделал очень много для укрепления собза между Грузией и народом Израиля. Наша связь носит, в первую очередь, духовные аспекты. Корни надо искать не в политической выгоде, а в самих основах существования. Народ Грузии стал великим благодаря особой форме приобщения к Библии. Эта форма как раз близка еврейскому восприятию.

Евреи называются в Библии народом священников. Их задача благословить тех, кто чуток к слову Бога. Поэтому вы можете верить в искренность такого благословения.

 

- Что вы хотели  бы сказать о нашем  патриархе?

- С начала обретения независимости Грузии не удалось выдвинуть политических лидеров, которые вели бы народ к духовному и государственному укреплению. Вместе с тем, надо отметить, что присутствие выдающегося духовного лидера в лице партиарха Ильи  Второго - это особое благословение.

 

- Как  вы представляете  будущее Грузии в целом и, особенно,  в  отношении с Израилем?

- Я не сомневаюсь, что ваш народ отмечен особым благословением Небес. Очень важно, чтобы грузины оставались грузинами, а не становились американцами или европейцами. У вас прекрасная страна и великая духовная традиция. Прежде всего, это ваша религиозная традиция. Держась за нее и укрепляя узы с Израилем, вы прорветесь и победите. Примите благословение из Сиона!

Лела Чхартишвили

ბეჭდვა
1კ1