სად არის თამარ მეფის საფლავი
სად არის თამარ მეფის საფლავი
1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მან გადაწყვიტა, ეწარმოებინა გათხრები გელათის ტაძარში. ამისთვის სჭირდებოდა მთავრობიდან შესაბამისი ნებართვა, რაც  მალევე მიიღო. ეს იყო პირველი და ერთადერთი მცდელობა, მოეძებნათ თამარ მეფის საფლავი.
ყველა საისტორიო წყარო, თამარის თანამედროვე თუ შედარებით გვიანდელი, ხაზგასმით მიუთითებს, რომ თამარი გელათშია დაკრძალული.
სხვადასხვა დროს მკვლევართა მიერ დასახელებული იქნა რამდენიმე სავარაუდო ადგილი, სადაც შესაძლებელია იყოს დაკრძალული ქართველთა მეფე.

1. ტაძრის სამხრეთ მინაშენი;

2. გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის საკურთხეველი (თუმცა ეს ვერსია ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ქალის საკურთხეველში დაკრძალვა ქრისტიანული ტრადიციით დაუშვებელია. საკურთხევლის მოხატულობაშიც კი ერთადერთი წმინდანი ქალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია);

3. ამბიონის წინ.
ეს ცნობები თუ ვარაუდები, იმედია გახდება საფუძველი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხდება თამარ მეფის საფლავის პოვნა.
ბეჭდვა
1კ1