"შიდა ქართლი თქვენი აღარ არის, დაივიწყეთ..."
"შიდა ქართლი თქვენი აღარ არის, დაივიწყეთ..."
ჩაჟამულ, მრუმე დერეფანში ბავშვები თამაშობენ. ძველი "კალიასკა" უპოვიათ, ხან ერთი ჩაჯდება, ხან მეორე. დანარჩენები ომახიანად დასძახებენ: წავედით! და მიდიან...

- სად მიდიხართ ასე ჟრიამულით?

- ქურთაში!

- ძარწემში!

- კეხვში!

- საცხენეთში!

პასუხს არ აცლიან ერთმანეთს. მერე ისევ თამაშს უბრუნდებიან:

- ნელა, ბიჭო, იმ მთაზე ბოევიკია!..

- ნუ გეშინია!

- დაწექით, გვბომბავენ!

- მოიცა... ტა-ტა-ტა! აი, მტრის თვითმფრინავი ჩამოვაგდე...

ბავშვი ბავშვია, მაინც თამაშობს, მაინც უხარია, თუმცა მათი თამაში, ვინც ძლივს გამოასწრო დაბომბილი სოფლიდან, სულ სხვანაირია... ისინი არც ბე-ემ-ვე-ში სხდებიან, არც ოპელში... ტანკებს გაურბიან თავიანთი ურიკით...

მერე უფროსებს უმტყუნათ ნერვებმა:

- ჩუმად, ბავშვებო, ყურთასმენა აღარ არი! ისედაც გულები გვაქვს დახეთქილი...

სხედან თავიანთ ჩამოქცეულ ოთახებში უსკამოდ და უმაგიდოდ. თითო ოჯახს თითო ქვაბი, ჭიქა, ლეიბი და პლედი მისცეს. ლოგინი იატაკზე გაუშლიათ. ზოგს სახელდახელო მაგიდაც გაუკეთებია ცარიელი ყუთისგან...

უფროსები ფიქრებს მისცემიან. უკვე ბევრჯერ მოუსმინეს ერთმანეთს - ვინ როგორ გამოვიდა, ვინ როგორ გადარჩა... ვინ ვერ გადაურჩა ტყვიას... როცა ხმას არ იღებენ, მაშინაც კი ამ ამბებს ჰყვებიან და უსმენენ გონებით...

- უფალმა გადაგვარჩინა, - ამბობენ დევნილები, რომლებმაც სააქაო ჯოჯოხეთი უკვე ნახეს...

მარი ხმიადაშვილი, დევნილი კარდიოლოგი:

- 8 აგვისტოს მორიგე ვიყავი. დილით შინიდან რომ გამოვედი, შეუწყვეტლივ ისროდნენ... მაინც არ მეგონა, რომ ხეობის დატოვება მომიხდებოდა. ვინც გასვლა ვერ მოახერხა ან არ ისურვა, საავადმყოფოს სარდაფში - "ბუნკერში" შეკრებილიყვნენ. პატარებიც თან ჰყავდათ - გაქცევას არავინ ფიქრობდა. ჩვენი ექთანი ჯენარი ბელიანცი მეორე დღეს, 9 აგვისტოს, ქირურგიულ განყოფილებაში მორიგე იყო და ცოცხალი თავით არ უნდოდა სამსახურის გაცდენა. საჰაერო დაბომბვა რომ გაძლიერდა, დაჟინებით მოვთხოვეთ და ძლივს გადავაწყვეტინეთ, რვა თვის შვილი გორისკენ გაეყვანა...

ბოლო გამოძახებაზე ქურთაში გავედი. ხალხი წივილ-კივილით გამორბოდა, პანიკა იყო სოფელში... ეს ის დრო იყო, როცა მორატორიუმი დამთავრდა - 6 საათი...

როგორც იყო, მივაღწიეთ პაციენტამდე. 80 წლის ქალი იყო, შიშისგან გონდაკარგული.

დაბრუნებულს ჩვენს სარდაფში თავშეფარებული ოფიციალური პირებიდან აღარც ერთი აღარ დამხვდა, ხალხიც ცდილობდა გაქცევას. მანქანა ყველას ჰყავდა. განსაკუთრებით მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ნერვიულობდა და პირველი ეგ ჩავსვით მანქანაში.

KARIBCHEჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ეს იყო - მთელმა სამედიცინო პერსონალმა მივატოვეთ სამუშაო ადგილი და ხეობა...

შერმადინ ნებიერიძე:
- კეხვში დავიბადე და ვცხოვრობდი. 72 წლისა ვხდები. სამი შვილი მყავს...

ეს უბედურება რომ დაიწყო, 8 რიცხვში, უკვე აღარ შეიძლებოდა გაძლება. არნახული იარაღი შემოედინებოდა რუსებისგან: ტანკები, ბეტეერები, სხვადასხვა სასროლი იარაღი... მეზობელი ცოლ-ქმარი მიდიოდა მანქანით. სასწრაფოდ დავსვი ჩემი ქალიშვილიც და გამოვუშვი გორისკენ. არ უნდოდა წამოსვლა... ვუთხარი, ტყუილად ნუ გაიფუჭებ თავსა-მეთქი... მალე ჩემი მეუღლეც გამოვიდა მეზობლის სახლიდან, სადაც ბეტონის სარდაფში თავს აფარებდა. ისიც სასწრაფოდ დავსვი ტრანსპორტზე და გამოვუშვი. მე დავრჩი... ჯერ ერთი, ჩემი შვილი ქირურგია, რძალი - გინეკოლოგი, ორივე ქურთაში მუშაობდა, მორიგეები იყვნენ იმ ღამეს. ისე როგორ წამოვიდოდი, არ მენახა, რა დღეში იყვნენ. ხომ ვხედავდი, რომ საავადმყოფოსაც ბომბავდნენ. მეორეც, 50 წლის მანძილზე რაც მიშრომია, ყველაფერი კეხვში მქონდა. სულ იმას ვფიქრობდი, ბევრი მეშრომა, რომ არავის შესახვეწი არ ვყოფილიყავი სხვისა კარად... ამოდენა მოსავალი მქონდა, საქონელი მყავდა, ფრინველი, ბოდიში ამ სიტყვაზე და, ღორი... როგორ დამეტოვებინა ყველაფერი?!

9-ში ვლადიკავკაზის მხრიდან 30 ტანკი შემოვიდა. ჩვენების ტანკი არცა ყოფილა ჩვენს სოფელში. მხოლოდ ცოტა ფეხოსანი ჯარი ვნახე, ისიც - ხეობის შუაგულ ადგილას. 10 აგვისტოს 400-500 მანქანა შემოვიდა ცოცხალი ჯარით ცხინვალიდან. ყველანი იყვნენ - რუსები, ოსები, სხვადასხვა ეროვნების ხალხი. შეიარაღება შემოჰქონდათ შეუკავებელი. ტანკებიც შემოვიდნენ. მოსახლეობას ამოწმებდნენ, რომ არავინ დარჩენილიყო... რუსებმა მნახეს - აქ რას აკეთებ, რატომ არ წახვედიო. ვუთხარი, ჩემი ცხოვრება აქ გავატარე და წასასვლელი არა მაქვს-მეთქი. დამტოვეს.

მეორე დღეს ახალი ეშელონები დაიძრა. თვითმფრინავებიც დაფრინავდნენ. ოსებმა სახლებში სიარული დაიწყეს. დავიმალე. ისეთი სროლა იყო, ყურებზე ხელს ვიფარებდი, არ გამისკდეს-მეთქი.

შემომიცვივდნენ შეიარაღებული ფორმიანი მძარცველები. მკლავზე თეთრი ნაჭრები ეკეთათ. მათაც დავემალე. გადმოყარეს ყველაფერი, ჩაალაგეს, რაც უნდოდათ. შემეშინდა, არ მომკლან-მეთქი და გადავხტი მეზობლის ეზოში. რომ ვნახე, ყველა სახლსა და ეზოს უპირებდნენ გაძარცვას, იქიდანაც წამოვედი.

ძარწემში გადავედი. იქ ნაცნობი ხალხი ვნახე, 5-6 ჩემი ხნის კაცი. ვუთხარი, რომ ტყეზე ვაპირებდი გადასვლას, ბილიკები ვიცოდი... იქაო რვა ტანკი დგას, თანაც იბომბებაო, - დამანახეს კიდეც. დამიწყეს ხვეწნა, არ წახვიდეო...

ძარწემიდან ვხედავდი - მოუკიდეს ცეცხლი ჩემს სახლს. მარტო ჩემი კი არა, ყველა სახლი იწვოდა ირგვლივ. მაინც ვერ გავჩერდი და ღამე წავედი კეხვში. გავიარე ჩემი დამწვარი, განადგურებული სოფელი... ნახევრად დამწვარი დამხვდა ჩემი სახლი, სახურავჩავარდნილი. საქონელი დახოცილი ეყარა გზაზე. ჩემს დამწვარ სახლში ერთი საათით წამოვწექი ტახტზე და წავიძინე.

დილით კიდევ ახალი ნაკადი შემოვიდა შეიარაღებისა. ისევ მოვიდნენ ოსები, პირდაპირ სახლში შემოვიდნენ დასაწვავად და შემამჩნიეს...

გამიყვანეს. ერთმა ავტომატი შეაყენა, - უნდა მოვკლაო. მერე მკერდზე დამარტყა ფეხი, წამაქცია. ამაყენეს. მეორემ ზურგში ჩამარტყა წიხლი...

კეხვში რუსი ჟურნალისტები იყვნენ. მალაპარაკებდნენ, მაგრამ რა ვიცოდი, დაწერდნენ თუ არა.

ოსი იყო უფროსი. იმან დამსვა და ცხინვალის იზოლატორში გადამიყვანა. იქ რომ შევედი, ერთმა ჩეჩენმა ყელზე დანა მომადო, ძარღვებს გადაგიჭრიო... ისევ მცემეს. ოთხლარ-ნახევარი მედო ფული და ის წამართვეს, საბუთებიც...

12-დან 27 აგვისტომდე იზოლატორში ვიყავი. მიწის ქვეშ 5-6 კამერა იყო. ამ პატარა ადგილას 144 ადამიანი ვიყავით შეყრილი, 43 ქალი, დანარჩენი - კაცები. ცხელოდა, სუნი იდგა, შუქი არ შემოდიოდა... წყალი იყო, დალევა არ შეიძლებოდა. ჩაის მაგივრად ცხელი წყალი მოჰქონდათ. იმას გავაციებდი და ვსვამდი. სკამზე ვიჯექი 9 ღამე... ფეხები დამისივდა... ენა ვერ იტყვის, რა ხდებოდა.

სამუშაოდ გავყავდით. მიცვალებულებს ამარხინებდნენ. მე მიცვალებულს ხელს ვერ ვკიდებდი, მეშინოდა. გზას ვწმენდდი. ხალხი გვლანძღავდა, იწევდნენ... ქალები მეტს შვრებოდნენ, კაცები თავს იკავებდნენ.

ჟურნალისტები მოიყვანეს. ავედით მე და ერთი თბილისელი კაცი, ბარბაქაძე, ინტერვიუზე. როგორ გექცევიანო. რას ვეტყოდით, რისი თქმა შეიძლებოდა... თვითონაც კი ეშინოდათ. ერთ ჟურნალისტს ნომერი ვუთხარი, შვილის ნომერი, - დარეკეთ და გადაეცით, რომ ცოცხალი ვარ-მეთქი. ვერ გაბედა დიდხანს ლაპარაკი, მარტო ერთი სიტყვა უთხრა ჩემს შვილს. მერე მოსკოვში დაერეკა ვიღაცასთან. იმან გადაურეკა და გადასცა ჩვენებს ჩემი ამბავი.

ძალიან დაგვეხმარა წითელი ჯვარი.

ლოთები შემოიყვანეს. სასმელი რომ არ ჰქონდათ, გაგიჟდნენ, ვეღარ ვაკავებდით, მოჩვენებები დაეწყოთ. ისინი პირველები გამოუშვეს გადაცვლაზე...

ბოლოს მეც მითხრა ოსმა ზედამხედველმა, სახლში მიდიხარ დღესო. სად სახლში, კეხვში-მეთქი? - ვკითხე. არა, გორშიო. კეხვი და მთელი შიდა ქართლიც თქვენი აღარ არის, დაივიწყეთო. ვეხვეწე, ოღონდ კეხვში გამიშვით და სხვა არაფერი მინდა-მეთქი. ნაცნობმა ოსებმა მითხრეს, რომ გაგიშვათ, შენც მოგკლავენ და ჩვენცაო...

გიორგი ბაშიშვილი:
- იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემია, მართლა გამორჩეულია ჩვენი კუთხე - რა წყალი გვაქვს, რა მიწა!.. ყველაფერი უგემრიელესი მოდის.

ქურთაში ვცხოვრობდი. 84 წლის კაცი ვარ, ომგამოვლილი. ომის ვეტერანის მოწმობამ გადამირჩინა სიცოცხლე. რუსის ჯარი რომ შემოვიდა, მაგ მოწმობას ვაჩვენებდი და აღარ მემუქრებოდნენ, მიშვებდნენ ხოლმე.

KARIBCHEოსები მომადგნენ. მთვრალები იყვნენ. ერთი იწევდა, მოვკლავო. მეორემ - არაო, არ გამოუშვა. მერე ღვინო მომთხოვეს. მაქვს-მეთქი, - ქვევრი ვაჩვენე. სანამ ისინი იქ ტრიალებდნენ, გამოვიქეცი. დავიმალე...

ჩემ თვალწინ დაიცალა სოფელი... ოჯახის წევრები სამშვიდობოს გამოვუშვი. მე დავრჩი. ყველა ხეს, ბილიკს ვიცნობდი - ხან იქით მოვექცეოდი სოფელს, ხან აქეთ.

8 აგვისტოს პირველი ბომბი ჩემს სახლს დაეცა...

10-ში მინდორში გავედი. დიდი შეიარაღება მოჰქონდათ. ზემოდან დავყურებდი. ჩემი თვალით ვნახე დამწვარი და განადგურებული სოფელი...

იქ დარჩენის საშუალება რომ აღარ მქონდა, წავედი სოფელ მონასტერში, სადაც ქართველი ზოდიაშვილები და ოსი კოტაევები ცხოვრობენ. იქ ნათლულები მყავს, მათთან მივედი. ორი დღე გავჩერდი და დავბრუნდი ქურთაში. მაგრამ სად მივსულიყავი? აღარაფერი დამხვდა. ვიფიქრე, წყალს მივყოლოდი და ცხინვალში ჩავსულიყავი. ომის ვეტერანი რომ ვიყავი, შეღავათს მომცემდნენ და არ მომკლავდნენ. ქალი შემხვდა, - ასე ნუ წახვალ, წითელი ჯვრის მანქანას დაელოდე, დილით გაიყვანა ხალხი და ისევ დაბრუნდებაო. დავუჯერე.

გზაზე ოსი ბოევიკები დამხვდნენ. ნახეს საბუთები. შეურაცხყოფა არ მომაყენეს. პურსა ჭამდნენ და კიდეც მიმიწვიეს. არ მინდა-მეთქი. რა მაჭმევდა ლუკმას! გორში წასვლა მინდა-მეთქი. მილიცია მოვა და გაგიყვანსო. მართლაც მოვიდნენ, ჩამსვეს. ცხინვალში ახალი ხიდია, იქ გამაჩერეს. რუს სამხედროებთან მივიდნენ. რა უთხრეს ერთმანეთს, არ ვიცი, უკან მომაბრუნეს და საპატიმროში ჩამსვეს.

ეს იყო ამქვეყნიური ჯოჯოხეთი. 160-მდე ტყვე იყო. 6 ოსიც იჯდა - იმათი დამნაშავეები. ორიც - რუსი. ისინი კარგად იყვნენ, ლეიბებს შლიდნენ, წვებოდნენ. ჩვენ ფეხზე ვიდექით - სხვა საშუალება არ გვქონდა. ბეტონის იატაკზე თუ დავსხდებოდით რიგრიგობით. იქ ჯეელი ხალხი თუ გაძლებდა და გადარჩებოდა... კაცები სამუშაოდ გაჰყავდათ...

მერე გადამცვალეს.

ახლა რომ გვითხრან, დაგაბრუნებთო, ვინ არ დაბრუნდება?! უსაყვარლესი მხარე იყო, მენატრება მისი გორაკები, წყალი, ჰაერი... გადასწორებული კი არის ყველაფერი... მოვესწრებიღა იქაურობის ნახვას?..

ნანა ბირკაძე:
- ჩვენ კი ვცხოვრობდით, მაგრამ სიმშვიდე როგორია, აღარც გვახსოვდა. სულ დაძაბულობა იყო, სულ სროლა, გზის გადაკეტვა... სარწყავ წყალსაც კი გვიკეტავდნენ ზედა ოსური სოფლიდან და ნარგავებს ვეღარ ვრწყავდით... ასე სიმწრით ვშრომობდით, მაგრამ მაინც არასოდეს ვიფიქრებდი, დამეტოვებინა ჩვენი სოფელი. ყველაფერი გვქონდა, მარტო ერთი წლის სამყოფი კი არა, სამი წელი არაფერს ვიყიდიდით...

ერთი კაბის ამარა გამოვიქეცი. მერე გავიგე, ყველაფერი ამოუღიათ - კარტოფილიც, ჭარხალიც, პომიდორიც დაუკრეფიათ და წაუღიათ...

არ მასვენებდა ჩვენს სოფელზე ფიქრი. ცოტა ხნის წინ გავბედე და შევიპარე. ათიოდე წუთი თუ დავრჩი სახლში. გული მოგიკვდებოდა - ყველაფერი გადმოეყარათ და წაეღოთ. მარანში სუფრა გაეშალათ, ქვევრი დაეცარიელებინათ... ოთახები გამჭვარტლული დამხვდა - ცეცხლი მოუკიდებიათ. აღარც ზეწრები, აღარც სათამაშოები, აღარც ნახმარი თეთრეული... პიანინო თავახდილი იყო, სკამიც მიედგათ - უკრავდა ვიღაც! სახლები რომ იწვოდა, აქ მღეროდნენ... მარტო ჯარისკაცები კი არა, მუსიკოსებიც შემოუყვანიათ...

შიშით ვიყავით ის რამდენიმე წუთი. მერე ისევ ხევ-ხევ გამოვიპარეთ... წამოსაღები ისეც აღარაფერი იყო და რომც ყოფილიყო, ვერ წამოვიღებდი. გზაში რომ ვინმეს დავენახე, დამხვრეტდა ალბათ...

ჩამოვედი და შვილიშვილებმა - კურდღელი რომ გვყავდა გალიაში, ცოცხალიაო, - მკითხეს. ცოცხალია, გალია ღია იყო და აუცილებლად გაიქცეოდა-მეთქი. გული დაიმშვიდეს იმისი გადარჩენით... ეჰ, ვინ გაუშვებდა?! ყველაფერი მოგვისპეს, თუ რამ წასაღებად არ უნდოდათ, დახიეს და დაწვეს...

კარალეთში ნახევარმეტრიანი ბეტონის კედელი აუშენებიათ, ზემოდან დენის მავთულხლართი შემოუვლიათ. განა ერთი, სამმაგი კედელი აქვს შემორტყმული... ეგენი წასვლას არ აპირებენ და რა გვეშველება ამდენ ხალხს, არ ვიცი...

ესაუბრა
ლელა ჯიყაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler