მწამს, სამშობლოსთვის ზვარაკად შეწირულთა სისხლი ქართველ ერს მალამოდ დაედება და ბევრ ადამიანს გონების თვალს აუხელს
მწამს, სამშობლოსთვის ზვარაკად შეწირულთა სისხლი ქართველ ერს მალამოდ დაედება და ბევრ ადამიანს გონების თვალს აუხელს
ჩვენს ქვეყანას კვლავაც დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში, და საერთოდ, რატომ დაგვატყდა თავს ეს განსაცდელი და სად ვეძებოთ ხსნა , გვესაუბრებიან ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობისა და ქართული ტელემაუწყებლობა "ივერიის" ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ანდრიაძე და სამთავისისა და გორის ეპარქიის მღვდელმსახური, მამა ვახტანგ ნიკოლაიშვილი.

ბატონი გიორგი ანდრიაძე:
- ცხინვალის რეგიონში (და არა სამხრეთ ოსეთში, როგორც დღეს ბევრი უწოდებს) განვითარებული მოვლენების დროს უდიდესი როლი შეასრულა ჩვენმა ეკლესიამ. მან შეძლო შესვლა რეგიონში, ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა, მიცვალებულების გამოსვენება, დაჭრილების გამოყვანა და ა.შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი პატრიარქის დამსახურებაა. ეკლესიის ფუნქცია, რომელიც ამ ყველაზე მძიმე დღეებში შესრულდა, სამწუხაროდ, ძუნწად გააშუქა მასმედიამ.

თუ რატომ დაგვატყდა თავს ეს განსაცდელი, ამაზე პასუხი ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად იცის. რასაც ვიმსახურებთ, იმაზე გაცილებით ნაკლები მოგვეწევა - ჯერ ერთი, ღმერთი მოწყალეა და მეორეც - ჩვენს ერში არიან მლოცველი ადამიანები. ასე რომ, გაცილებით უარესს ვიმსახურებთ. ამ ყველაფრის სათავე ურწმუნოებაა. მხოლოდ გაჭირვების ჟამს გვახსოვს ქართული ღირებულებები, პატრიოტიზმი, ხოლო როდესაც ომი და გაჭირვება არ არის, მაშინ "ჯეო-ბარის" მსგავს რეალითი-შოუებს ვუყურებთ და რიყეზე ჰომოსექსუალების აღლუმის მოწყობას ვგეგმავთ. ჩვენი ერის ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, რასაც ვთესავდით, იმას ვიმკიდით. დავით აღმაშენებელი ღმერთმა მოუვლინა ქართველ ერს მრავალსაუკუნოვანი სულიერი ღვაწლის შედეგად. როდესაც დაივიწყეს ღმერთი და ჩავარდნენ განცხრომაში, თამარის შემდგომ ჩვენი ქვეყნის ძლიერება დაეცა. სამყაროში არაფერი ხდება შემთხვევით. მართლმადიდებლისთვის ყველაფერი კანონზომიერია და თუ ჩვენ ვერ ვირჩევთ ნებით სწორ გზას, ღმერთი გვარჩევინებს მას განსაცდელებით. ქრისტიანობა არ არის მხოლოდ მარხვა ან სახარების ციტატების დაზეპირება, ეს არის ცხოვრების წესი. ჩვენ უნდა შევძლოთ, განსაცდელი, რომელიც ჩვენზე მოიწია ჩვენი ცოდვების გამო, თავმდაბლობითა და მორჩილებით გადავიტანოთ. ხოლო თუ ლოცვების ნაცვლად გაჭირვების ჟამს ტაშ-ფანდურს გავმართავთ და უფრო გავყოყოჩდებით, შეიძლება უარესიც დაგვემართოს. ქრისტიანობაში არის პასუხი ადამიანის ყველა სატკივარზე. უფალთან ორი მხარეა - მარჯვენა და მარცხენა. მთავარია, ჩვენ სად დავდგებით, რა არჩევანს ვაკეთებთ, როგორც თითოეული პიროვნება, ასევე მთელი ერი. ვერც ეშმაკი გაიმარჯვებს ამ ქვეყანაზე და ვერც მისი მსახურნი. რაც უნდა ბევრი ბომბი, ფული, მატერიალური ბაზა გვქონდეს, ამას მხოლოდ დასცინებს ღმერთი. მთავარია, ქართველი ხალხი იყოს ადეკვატური და ერთიანი.

რა მნიშვნელობა ჰქონდა დაღვრილ სისხლს? სისხლი არასოდეს უკვალოდ არ იღვრება. პიროვნებათა თუ საზოგადოების გონების განათება ხდება სწორედ ამ დაღვრილი სისხლის შედეგად. თამარ მეფის შემდეგ, როდესაც ქართული სახელმწიფო დაეცა, საჭრო გახდა 100000 მოწამის სისხლი, რომელიც თბილისში დაიღვარა. მათი თავდადება იყო სწორედ საწინდარი წინაპართა ცოდვების გამოსყიდვისა და მომავალი თაობის ჭეშმარიტების გზაზე დადგომისა. ცრემლითა და სისხლით აღიხოცება ცოდვები. სისხლს ყოველთვის არ ითხოვს უფალი, მაგრამ არის ცოდვები, რომელთაც ცრემლი არ ჰყოფნის. ზოგჯერ საჭიროა სისხლით განწმენდა. ბევრჯერ გაიღო ქართველმა ერმა ეს სისხლი. სამწუხაროდ, დღევანდელ დღესაც ასე მოხდა. მე მწამს, რომ სამშობლოსთვის ზვარაკად შეწირულთა სისხლი ქართველ ერს მალამოდ დაედება და ბევრ ადამიანს გონების თვალს აუხელს.

უამრავი წიგნია დაწერილი, უამრავი ფილმია გადაღებული ტაო-კლარჯეთზე, ლაზეთზე. დავდივარ ჰერეთშიც. ასე რომ, არც ეს მხარეები ამოუხოცავს ქართველ კაცს გულიდან. თავისებურად პატრონობს მათ, წერს მათზე, არ შეგუებია მათ დაკარგვას. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დამოუკიდებლად ცნო, არ დაუკარგავს იმ ქართველს, რომელიც მართლმადიდებლურად ცხოვრობს და უყვარს თავისი სამშობლო. მაგრამ ერის იმ ნაწილს, ვინც გარყვნილ ცხოვრებას მისდევს, ნარკოტიკს მოიხმარს, კაზინოში დადის, ანტალიაზე ოცნებობს, ვისთვისაც ყველაფერი სულერთია, იმის გარდა, რომ ჰქონდეს ფული და უაქცენტოდ ილაპარაკოს ინგლისურად, ვისაც რცხვენია, რომ არის ქართველი, მისთვის ისედაც ყველაფერი დაკარგულია. მართლმადიდებელი ქრისტიანის გულში კი ყოველთვის ღვივის აღდგომის იდეა და ის, რომ ლაზარე აღდგება მკვდრეთით.

KARIBCHEმღვდელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი: - გორის რაიონის ოთხ სოფელში ვწირავ: მეჯვრისხევში, ზერტში, კვარხეთსა და ფაბრიკის დასახლებაში (სადაც მეფრინველეობის ფერმა იყო). ამ სოფლებში ბევრი ტაძარია, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთია ნაკურთხი - სოფელ ზერტის ღვთისმშობლის შობის ტაძარი. მოსახლეობის ათი პროცენტი რასელისტების სექტის წარმომადგენელია. არიან ორმოცდაათიანელებიც. უკვე ხუთი წელია, მეუფე ანდრიას მოსვლის შემდეგ, ეპარქია კეთილმოეწყო, ბევრი ეკლესია ეკურთხა, სამღვდელოება გამრავლდა, სექტანტების გამრავლების პროცესი შემცირდა. თუმცა მრევლი მაინც მცირერიცხოვანია მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. ომის დროს სოფელ ზერტში ვიყავი. ორი დღის მერე გორი დაბომბეს. თუმც ჩვენი მხარე არ დაუბომბავთ, არც რაიმე ინციდენტი მომხდარა, მოსახლეობა მაინც შეშინდა და დაფრთხა. რამდენიმე დღე სოფელი მხოლოდ კაცების ამარა დარჩა - ქალები და ბავშვები გაიყვანეს. ცხინვალის რეგიონში პატრიარქის შესვლის შემდეგ მოსახლეობამ კვლავ დაიწყო შინ დაბრუნება. ომის დროს ეკლესია სულ ღია იყო, ვლოცულობდით. ხალხი შინ ვერ ჩერდებოდა, ეკლესიას აწყდებოდა. პატრიარქის კურთხევით, ყოველდღე ვიხდიდით პარაკლისს, ვატარებდით პანაშვიდს დაღუპულთა სულების მოსახსენებლად. ხალხისთვის ერთადერთი ნუგეში ეკლესია და მოძღვარი იყო. განსაკუთრებით შავმა სამღვდელოებამ შეასრულა უდიდესი როლი მოსახლეობის გამხნევებაში. არც ერთს არ დაუტოვებია თავისი ადგილი. ხალხმა ცხადად დაინახა, რომ ეკლესიისა და პატრიარქის გარდა მათი პატრონი არავინ იყო. პატრიარქი რომ შევიდა რეგიონში, მერე უფრო გაბედულად დაიწყო ხალხმა დაბრუნება მშობლიურ კერაზე.

ჩვენი ერის უბედურება ის არის, რომ უმრავლესობას ღვთის იმედი არ აქვს. ჩვენი მემატიანეები საქართველოზე თავს დამტყდარ უბედურებებს ჩვენს ცოდვებს აბრალებდნენ. ახლა კი ჩვენ რატომღაც პასუხისმგებლობას არ ვკისრულობთ, რაც გვჭირს, იმას ვაბრალებთ სხვას, ქვეყნებს, პიროვნებებს და არა ჩვენსავე თავს. თუ ასე გაგრძელდა, უფლის მეტ რისხვას დავიტეხთ თავზე.

რატომღაც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ თავისუფლებასა და ერთიანობაზე. ტელევიზიიდან სულ გვიქადაგებენ, თავისუფალნი უნდა ვიყოთო. მაგრამ ამა ქვეყნის ძლიერნი სულ სხვა შინაარსს დებენ ამ ცნებაში, ეკლესია კი სულ სხვას. მივმართოთ წმინდა წერილს: "და ეტყოდა იესო მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქვენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ და სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩვენ ნათესავნი აბრაამისნი ვართ და არასადა ვის ვმონებდით, ვითარ იგი შენ იტყვი, ვითარმედ გავთავისუფლდეთ? მიუგო იესო და ჰრქუა: ამინ, ამინ გეტყვით თქვენ, რამეთუ ყოველმან, რომელმან ჰქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი და მონამან არა დაიმკვიდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკვიდროს უკუნისამდე. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნენ, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ". ე.ი. ჭეშმარიტი თავისუფლება ყოფილა არა ის, რომ პიროვნება ან ერი ფიზიკურად არ არის ტყვე ან პატიმარი, არამედ ცოდვისგან თავისუფლება. ჩვენი ეკლესია და პატრიარქიც ამას გვასწავლის. ერთიანობის ცნებაში იგულისხმება ერთიანობა ქრისტეში, ჭეშმარიტებაში. უფალი ამბობს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება". ჯერ უნდა გავთავისუფლდეთ სულიერად ცოდვისაგან და შემდეგ, თუ ჩვენი სულის საკურნებლად არის საჭირო, უფალი მოგვანიჭებს ეროვნულ და პოლიტიკურ თავისუფლებასაც. ჩვენი ერის უმრავლესი ნაწილი კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაშია ჩაძირული. ამიტომაა ღვთის რისხვაც. რამდენიმე თვის წინ პატრიარქმა იქადაგა: "საქართველოში არც ომია და არც მშვიდობა. ეს კი ყველაზე საშიში მდგომარეობაა ჩვენი ქვეყნისთვისო". აქვე მოვიტან წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს: "უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღვთისგან განგვაშორებს". უფალმა ეს ომიც იმიტომ დაუშვა, რომ ღვთისგან შორს მივდიოდით. თუ ჩვენ ტყუილსა და ცოდვებში გავაგრძელებთ ცხოვრებას, ცნებები ერთმანეთში აგვერევა, ვერ გავიგებთ, რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება, შეიძლება უარესიც მოხდეს საქართველოში.

ქართველმა ერმა ბევრი საღვთო ომი გადაიტანა. ჩვენ ვიცავდით ჩვენს სარწმუნოებასა და მამულს. დღესაც დაიღვარა სისხლი. სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები ცხონდებიან. ჩვენ კი როგორ ვცემთ მათ ხსოვნას პატივს? პატრიარქის კურთხევა იყო, რომ ქართველ ერს ჩაეჭიდა ერთმანეთისთვის ხელი, გაეკეთებინა ცოცხალი ჯაჭვი და სამჯერ წარმოეთქვა "მამაო ჩვენო" და ღვთისმშობლის ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს. პროცესია უნდა დაწყებულიყო სამების ტაძარში ზარების რეკვით და უნდა დამთავრებულიყო პარაკლისით. კი ბატონო, დაიწყო სამების ტაძარში, მაგრამ სადაც დამთავრდა, ყველამ ვიცით. პარაკლისს მხოლოდ მრევლი დაესწრო.

სჯობს წმინდა წერილი გადავშალოთ. ყველას გვახსოვს, ნინევია უფალს უნდა აღეხოცა თავისი ცოდვების გამო, როგორც სოდომ-გომორი აღხოცა ოდესღაც პირისაგან მიწისა. უფალმა თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო იონა წინასწარმეტყველი გაგზავნა ნინევიაში საქადაგებლად, რათა მოქცეულიყვნენ, შეენანათ და ამ გზით უფლის რისხვა თავიდან აეცილებინათ. იონას ქადაგების შემდეგ ნინევიელებმა ისეთი სინანული გამოხატეს, რომ პირუტყვიც კი ამარხულეს. ძაძები შეიმოსეს, თავზე ნაცარი დაიყარეს. ამ სინანულის შედეგად უფალმა თავისი წყალობა მოიღო ამ ქალაქზე და აღარ გაანადგურა იგი. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ნინევიელებზე უარეს ცოდვებში ვართ ჩაფლულნი და სინანულის ნასახიც კი არ გაგვაჩნია.

რაც ცოდვა-ბრალი ტრიალებს საქართველოში, ლომის წილი ჩვენს მედიასაც მიუძღვის. ხალხის უმრავლესობა ტელევიზიის ენით საუბრობს, საკუთარი აზრი აღარ გააჩნია. Stop Russia-ს გავიძახით. უმჯობესია "stop ცოდვა" ვიძახოთ და მერე იქნება Stop Russia-ც.

მწამს, რომ ჩვენი ერი გამოფხიზლდება - ჩვენი უდიდესი მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და შეწევნით, ჩვენი წმინდანების, მოწამეების, მეფეების, ღმერთშემოსილი მამების, მთელი ზეციური საქართველოს მხედრობის მეოხებითა და შუამდგომლობით, ჩვენი პატრიარქისა და იმ მართალი ადამიანების ლოცვებით, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და რომელთა წყალობითაც ჩვენი ერი ერობს და გადაშენება არ უწერია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler