ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი ღობე და გალავანია
ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი ღობე და გალავანია
სოლომონ ბრძენი ამბობს: "ვენახი ჯერ უნდა შემოღობო და მერე დარგო ვაზიო". ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი ღობე და გალავანია. გალავანი კი იმდენადაა მტკიცე, რამდენადაც მტკიცეა უფლის რწმენა. სარწმუნოებამ მოიყვანა დღემდე საქართველო.

არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა გააცნობიერა ცხინვალის საომარი ოპერაციების დროს ღვთის შეწევნის მადლი, რადგან საშინელი განსაცდელის პირისპირ დარჩენილი ყველაზე მძაფრად გრძნობს, თუ როგორი სუსტი და უმწეოა ადამიანი ღვთის შეწევნის გარეშე.

ცოტა ხნის წინ აგრარულ უნივერსიტეტთან მდებარე წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში მოწიწებით მდგარი სამხედროები შევამჩნიე. მხურვალედ ლოცულობდნენ. რამდენიმე მათგანს გავესაუბრე.

საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული დივიზიონის შტაბის უფროსი ლაშა ვადაჭკორია:

- სამხედროდ ცხოვრებამ ჩამომაყალიბა. 1998 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამიწვიეს. უნივერსიტეტის სამხედრო კათედრადამთავრებულებს "ორწლიან ოფიცრებს" გვეძახდნენ. 2004 წელს უკვე ჩემი ნებით წავედი სამხედრო სამსახურში. მამის გარდა, ყველანი აღმსარებლები ვართ. ეკლესიური ცხოვრება 2001 წელს დავიწყე. გავხდი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლი (ჩემი მოძღვარია დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი).

- ამ ომის დროს სად იყავი, რა ძალა გაძლიერებდა?

- კოდორის ხეობაში ვიყავი. რუსეთის ავიაცია გვბომბავდა. ბუნებრივია, ხალხი შეშინდა. იქ იყვნენ უმწეო ადამიანები: მოხუცები, ბავშვები, ქალები. დაიძახებდნენ, "ჰაერიო", რაც ნიშნავდა მოწინააღმდეგის თვითმფრინავის მოახლოებას და ყველანი თავშესაფრისკენ მიიჩქაროდნენ. მე კი ხშირად გარეთ ვრჩებოდი. თანამებრძოლებს ვამშვიდებდი, - თუკი ღვთის ნებაა, ჭურვი აქაც მომძებნის-მეთქი. სწორედ ამ მომენტში დამეუფლა რაღაც იმის მსგავსი, "დათა თუთაშხიაში" რომ არის ნათქვამი: "სიკვდილის შიშს ვძლიეო". თუმცა ჭურვები ჩვენგან 100-150 მეტრში ეცემოდა.

ღვთის მფარველობა ამ ომის დროს ცხადად ვიგრძენი. კოდორიდან ქუთაისის გავლით წამოვედით თბილისში. სწორედ იმ დღეს შევიდნენ რუსები გორში (13 აგვისტო იყო). რუსები აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ ყველა კოლონას. მეც გამაჩერეს. მანქანაში საგულდაგულოდ ჩამალული ავტომატი მედო. უთუოდ უნდა ვეცნე, რადგან შესახედაობა სამხედრო პირისა მქონდა... მთელი გზა სულ მქონდა იმის შეგრძნება, რომ ღმერთი დამიფარავდა. ჩემამდე გასაჩხრეკი დაახლოებით 5-6 მანქანა იყო დარჩენილი - უცხოელ ჟურნალისტთა 50-კაციანი ბრიგადა გამოჩნდა. ამ რუსებს მოერიდათ თუ რა იყო, დღესაც არ ვიცი, მაგრამ რატომღაც გაგვიშვეს. აღარ გაგვჩხრიკეს. ჩვენი წამოსვლიდან 10-15 წუთის მერე ისევ გაუგრძელებიათ ჩხრეკა. აი, მაშინ ყველაზე აშკარად ვიგრძენი, რომ ღმერთი მფარველია. თურმე ამ დროს დედაჩემი ჩემს სახელზე პარაკლისს იხდიდა ჯიხეთის დედათა მონასტერში. ამან უფრო განმამტკიცა რწმენაში, რომ ღმერთი არასოდეს გვტოვებს, ყველგან და ყოველთვის გვიფარავს.

- რამდენად არის ქვეყნის გამარჯვების საწინდარი მაღალზნეობრივი და მორწმუნე ჯარი?

- ხშირად დავფიქრებულვარ ამ თემაზე. გამარჯვების მოსაპოვებად მხოლოდ სამშობლოს სიყვარული არ კმარა. ღვთის სიყვარულზე დიდი მოტივი არ არსებობს. მორწმუნე ადამიანის მამულისთვის თავდადება ღვთისთვის თავდადებას ნიშნავს. სწორედ ამით უნდა იყოს მოტივირებული ჯარისკაცის მისია.

სამხედრო სამსახურზე აღმატებული, რა თქმა უნდა, სასულიერო მსახურებაა. ყოველთვის კეთილი შურით მშურდა ბერ-მონაზვნების. კოდორის ხეობას რომ ბომბავდნენ, არც ერთ იქ მყოფ მონაზონს ან ბერს მონასტერი არ დაუტოვებია. ჩვენ, მეომრები, მართალია, იძულებით, მაგრამ მაინც წამოვედით იქიდან. ისინი კი იქ დარჩნენ. მათი ვაჟკაცობა უფრო თვალსაჩინო იყო, ვიდრე ჩვენი მხნეობა.

- უკიდურეს წუთებში თუ დაგნანებია შენი ახლობლები, ოჯახის წევრები?

- ჩემს ძმას შევატყობინე: "თუ რამე დამემართა, ჩემს სახელზე ორმოცი შეკვეთილი წირვა არ დაგავიწყდეს-მეთქი". მთავარია, მეომარმა სულის მხნეობა არ დაკარგო. ახლობლები და ოჯახის წევრები ღმერთს მივანდე.

- რამდენად მნიშვნელოვანია, შენი აზრით, კაპელანის ინსტიტუტის აღდგენა?

- ამ საქმის აღდგენას დიდი ძალისხმევა სჭირდება. უკვე მოქმედებს ეკლესიები და სამლოცველოები სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.

ხონის საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული დივიზიის ჯარისკაცი ბადრი თინიკაშვილი:

- 2001 წელს წავედი სავალდებულო სამსახურში. მინდოდა გამომეცადა ჯარისკაცის ყოველდღიური ცხოვრება. 2003 წელს დავიწყე მშობლების ჩუმად საბუთების შეგროვება საკონტრაქტო სამსახურში შესასვლელად. რა თქმა უნდა, მოტივი მხოლოდ ხელფასი არ ყოფილა, არამედ ქვეყნის სიყვარული.

ჩემი წინაპრები, როგორც გადმოცემით ვიცი, ხევსურეთიდან არიან. გვარი აქვთ შეცვლილი - გაბიდაურები ყოფილან. ბავშვობიდანვე მწამდა იმ ჩემი წინაპრების სალოცავებისა. ამას ომში და ომის მერე მივხვდი. შინაგანად ვგრძნობ, რომ უფრო მეტად უნდა მწამდეს ღმერთი და ეკლესია. სარწმუნოების ნაპერწკალი ჩემში უფრო გაღვივდა.

არა მარტო ომში, არამედ მშვიდობიანობის ჟამსაც ძლიერი უნდა იყოს რწმენა. საჭიროა ეკლესიური ცხოვრებაც - ხშირი აღსარება, ზიარება, მარხვა. ახლა ეკლესიაში მხოლოდ სანთლების დასანთებად აღარ შევდივარ. სულიერ მოთხოვნილებად მექცა წირვა-ლოცვაზე დასწრება, რაც სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს, მღელვარებასა და შფოთვას მიქარვებს.

ქართველ ჯარისკაცს განსაკუთრებით ევალება, რწმენა და სიმშვიდე არ დაკარგოს, მით უმეტეს ომში, სადაც მღელვარება არავინ უნდა შეგატყოს. თუ შენი ემოციური მდგომარეობა სხვას გადაედო, ღალატის ტოლფასია, რადგანაც ამ შემთხვევაში იქმნება საფრთხე, მტრის მსხვერპლი გახდე.

ამიტომ ყველა ჯარისკაცის ვალია, სულში სიმშვიდე შეინარჩუნოს და სიმტკიცის მაგალითი მისცეს დანარჩენებს. ხშირად ყოფილა ჩვენს ისტორიაში, რომ ერთი კაცის მხნეობასა და შემართებას, გულში დანთებულ კოცონს ათიათასები და ასიათასები აუყოლიებია და ეს კოცონი მტრის მრავალრიცხოვანი ურდოების შემმუსვრელ ცეცხლად ქცეულა. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler