უფალი აშენებს თავის სახლს. ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართ
უფალი აშენებს თავის სახლს. ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართ
უფალი სხვადასხვა გზით და საშუალებით განაგებს ჩვენი სულების ხსნის საქმეს. ყოვლისშემძლე და საკვირველია მისი წყალობანი და ნუგეშინისცემანი. "გარდასულ საუკუნეებში მრავალი ნიში და სასწაული გვაჩვენა უფალმა, მოგვცა ძველი და ახალი სჯული, ათი მცნება და ცხრა ნეტარება, დღევანდელ დღემდე - მირონმდინარე თუ ცრემლმდინარე ხატებიდან განკურნებით თუ გამოცხადებით გვეზრახება და გვაფიქრებს თავის უხილავ არსებობაზე..." დიახ, ცხოვრება აღსავსეა მინიშნებებით, იდუმალი მოვლენებით, რითაც უფრო ცხადი და საცნაური ხდება უფლის ზრუნვა, გულმოწყალება, უსაზღვრო და ამოუწურავი სიყვარული ადამიანების მიმართ.

სახარებაში უფალი ბრძანებს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ", - ამ სიტყვებს ბევრი ადამიანი გაუმხნევებია და უნუგეშებია, ის ყველას თანაბრად ეკუთვნის, რადგან ადრე თუ გვიან მისი საჭიროება ყველას დაუდგება. მაგრამ მძიმე განსაცდელის ჟამს, რომელიც განწმენდისა და სულის ცხონებისთვის ეგზავნება ადამიანს, ეს სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ცხოველმყოფელი ხდება.

ქალბატონ ნინო ახობაძეს მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს, მაგრამ ღმერთზე მინდობილმა მხნედ და უდრტვინველად გაუძლო, სულიერად გაძლიერდა, უფლისადმი მადლიერებით აღივსო და გულმოდგინებით შეუდგა ღვთის სათნო საქმეების აღსრულებას. ქალბატონი ნინო ოჯახთან ერთად ბათუმში ცხოვრობს, დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი-ლაბორანტია.

- რამდენიმე წელიწადია, თქვენი თაოსნობით ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში შენდება წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი. როგორ გადაწყვიტეთ ამხელა პასუხისმგებლობის აღება?

- ჩემი ოჯახი, მართალია, ეკლესიურად არ ცხოვრობდა, მაგრამ რელიგიურ დღესასწაულებზე დავდიოდით ტაძარში. სამწუხაროდ, მაშინ ბევრი არ გვესმოდა.

1995 წელს ჩემი ვაჟი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. პოლიგონზე აუფეთქებელ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის დეტონატორს გადააწყდა, რომელმაც ხელის თითები წააცალა. სახე დაეწვა, ნამსხვრევები თვალებში შეეყარა, საფეთქელი დაუზიანდა. ღმერთს ვევედრებოდი მის გადარჩენას. მართლაც, სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ დახეიბრებული დეპრესიაში ჩავარდა. მერე შევიტყვეთ, რომ ივა კუზანოვი აკეთებდა მიკროქირურგიულ ოპერაციას. ამისთვის დიდი თანხა იყო საჭირო. ჩვენ კი ძლიერ გვიჭირდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქალბატონი მაგული გოგიტიძის სული - გადმოგვირიცხა თანხა და ფაქტობრივად შვილი მაჩუქა. იმხანად ბათუმ-შემოქმედის ეპისკოპოსი გახლდათ მეუფე იობი (ამჟამად რუის-ურბნისის მიტროპოლიტი). სწორედ მისი ღვაწლით, ლოცვითა და ქადაგებებით აგვეხილა სულიერი თვალი მთელ ოჯახს. მეუფე მობრძანდა საავადმყოფოში, მამხნევებდა, ძალას მაძლევდა, მარიგებდა: - მხოლოდ განსაცდელის უდრტვინველი დათმენით, ღვთის რწმენითა და მისი მოწყალების იმედით შეიძლება სულის ცხონებაო. ერთხელ, მეუფე იობის საავადმყოფოში ყოფნისას, პალატაში ბატონი ივა შემოვიდა და გაგვაფრთხილა, - ხვალ ოპერაციაა დანიშნული. ეს ურთულესი, 12-საათიანი ოპერაციააო. საეჭვო იყო, გაუძლებდა კი გული 12-საათიან ნარკოზს. მეორე დაბრკოლება იყო ის, თუ როგორ მოხდებოდა გადანერგვის შედეგად სხვადასხვა კიდურის ბიოლოგიური შეთავსება... გავიდა თუ არა ექიმი პალატიდან, ჩემდაუნებურად მეუფეს ვუთხარი: - ღმერთს პირობას ვაძლევ, ოღონდ შვილი გადამირჩინოს და საჭამიასერში ეკლესიას ავაგებ-მეთქი. მეუფემ მითხრა: - ახლა შენ ისეთი აღთქმა დადე ღვთის წინაშე, რომ არ შეასრულო, უფალი განსაცდელებს მოგივლენსო. 6 ოპერაცია გაუკეთეს ჩემს შვილს. ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

გავიდა 5 წელი. სულ გადამავიწყდა ეს აღთქმა. ამის მერე დიდი განსაცდელები დაგვატყდა თავს, რის გამოც უფრო მოვუხშირე ტაძარში სიარულს. 2000 წელს, სააღდგომოდ, იერუსალიმში გავემგზავრე, ღვთის წყალობით, ცეცხლის გადმოსვლასაც დავესწარი. მეორე დღეს უჩვეულოდ გამიდიდდა ფარისებრი ჯირკვალი... მეუფე იობთან დავიწყე სიარული კვეთებულის ლოცვების მოსასმენად. მაინც არაფერი მშველოდა. ბოლოს, მეუფეს ვუთხარი, - მკურნალობას თავს ვანებებ. ალბათ სასიკვდილოდ ვარ განწირული-მეთქი. მეუფემ მომიგო: - ამდენ განსაცდელს უფალი მაშინ მოუვლენს ადამიანს, როცა ის დანაპირებს არ ასრულებს. შენც რაიმეს ხომ არ შეპირებიხარ უფალსო. ვერაფრით გავიხსენე ოდინდელი აღთქმა.

ერთ ღამეს ძილში თითქოს ვიღაცამ გამაღვიძა და ჩამძახა: - ნინო, შენ ხომ შეჰპირდი ღმერთს, თუკი შვილს გადამირჩენ, საჭამიასერში ეკლესიას აგიშენებო. უცებ გონება გამეხსნა და გასაგები გახდა, რატომ ვისჯებოდი ასე მწარედ. გულში გამკრა: წამლის ფულსაც ძლივს ვშოულობ და ტაძრის აშენებას როგორღა შევძლებ-მეთქი და ის ღამე ტირილით გავათენე. დილით მეუფე იობს ვეახელი: გამახსენდა ჩემ მიერ დადებული აღთქმა, მაგრამ უსახსრომ როგორ უნდა შევძლო ეს? მირჩიეთ, როგორ მოვიქცე-მეთქი და დავაყოლე, - ნეტავი მაშინ რამ მათქმევინა ეს-მეთქი. მეუფე მომიბრუნდა: - ეს შენ კი არ თქვი, უფალმა გათქმევინა. მე კარგად ვიცნობ გურიის სოფლებს. მარტო საჭამიასერში გურულებმა ოთხი ტაძარი დაანგრიეს. დღეს ძალიან უჭირს გურიას. ეტყობა, ღვთის უდიდესი წყალობა ეშვება მასზე, რადგანაც თქვი, ტაძრის მშენებლობას ჩავუდგები სათავეში. ნუ გეშინია, ტაძარი უფლის სახლია და მასზე თავად უფალი იზრუნებსო. ძველად ტაძრის მშენებლობაში თითოეული ადამიანი მონაწილეობდა. ყველას თითო აგური მაინც მიჰქონდა. ასე აშენებულა ალავერდი. შენც დაივლი ოჯახებს და შესთხოვ დახმარებასო. განსაკუთრებით გურულებს მოძებნი, რადგანაც ყველაზე მეტი ტაძარი სწორედ გურიაში დაინგრა. ტაძრის ნგრევის ცოდვა მეშვიდე თაობაზე გადადის, ხოლო ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას, წინაპრების ცოდვა მოეხსნებაო.

მეუფე იობმა მაკურთხა, წავსულიყავი ბოდბეში, წმინდა ნინოს საფლავზე, მთელი ღამე ფეხზე მდგარს უნდა მელოცა და მეთხოვა. იმ საღამოსვე წავედი ბოდბეში... დილით ტაძრიდან გამოვედი და ჩემი ავადმყოფობა უკვალოდ გაქრა. ექიმმა - არანაირი მკურნალობა აღარ გესაჭიროებაო.

ამის მერე მეუფე იობის კურთხევით მივედი შემოქმედელ მთავარეპისკოპოსთან, მეუფე იოსებ (კიკვაძესთან). მან აკურთხა ტაძრის საძირკველი. გადაწყდა, რომ ეს იქნებოდა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი. მოგეხსენებათ, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველია. მთელი საზოგადოება, განსაკუთრებით კი დედები აქტიურად მონაწილეობენ ტაძრის მშენებლობის საქმეში. მეუფე იოსები ხშირად მოუწოდებს დედებს ქადაგებებში, ილოცონ შვილებისათვის, რადგან დედის ლოცვაც და წყევლაც უმალ სრულდება.

- სად არის დაბრძანებული მეუფე იოსების მიერ შექმნილი წმინდა ბარბარეს ხატი?

- მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით დაიწერა წმინდა ბარბარეს დიდი ხატი. 2003 წელს, წმინდა სამების ეკლესიის გახსნის შემდეგ, 17 დეკემბერს ხატი ამ ტაძარში აკურთხა უწმინდესმა. ტაძრის დასრულებამდე ხატი ოზურგეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დარჩება. ხატში მოთავსებულია კიევიდან ჩამობრძანებული წმინდა ბარბარეს ხელის მტევნის ნაწილი.

- ტრაპეზის ქვა კაბადოკიიდან ჩამოგიბრძანებიათ...

- კაბადოკიაში ბათუმის მრევლი იმ პერიოდისთვის გავემგზავრეთ, როცა ამ ადგილას პირველი მართლმადიდებლური წირვა უნდა ჩატარებულიყო. წირვას აღავლენდნენ მსოფლიო პატრიარქი, ალექსანდრიის პატრიარქი და საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. იქ თითქოს უხილავმა ხმამ მიკარნახა, - ტრაპეზის ქვა იქიდან უნდა წამეღო. ეს მეუფე იობს მოვახსენე. მეუფემ - ორ საათში ამ ქალაქიდან გავდივართ, უნდა იჩქაროო და მაკურთხა. ალბათ კურთხევის ძალამ გამაბედვინა - მივედი ამ ქალაქის მერთან და ვუთხარი: - მე საქართველოდან გახლავართ, ეკლესიას ვაშენებ და ძალიან მინდა ამ მიწიდან წავიღო ქვა-მეთქი. მითხრა, რადგან ღმერთისთვის გინდათ, მიდით ამა და ამ ადგილზე და იქ მოგცემენო. ამასობაში სადღაც დარეკა. 200კგ-იანი ქვა 2 საათში მოგვიტანეს ავტობუსამდე უსასყიდლოდ. მხოლოდ 80 დოლარი გადავუხადეთ მუშებს. ის ფულიც ავტობუსშივე აიკრიფა. მოგეხსენებათ, კაბადოკიიდან ჩამობრძანებული ერთი ქვა წმინდა ნინოს საფლავზეა ბოდბეში, მეორე კი ჩვენთან, საჭამიასერში იქნება.

- როგორც ვიცით, ტაძრის მშენებლობაში მთელი საქართველო მონაწილეობს. ტელევიზიით გადის სარეკლამო რგოლი.

- ამ რეკლამასთანაც ერთი უცნაური ამბავია დაკავშირებული. რეკლამაში ასეთი შინაარსია ჩადებული: იბადება ქართული სული და მერე ინათლება. წმინდა ბარბარე ხომ ბავშვთა მფარველია. სარეკლამო რგოლისთვის გვჭირდებოდა ახალშობილის პირველი დაყვირება. ჩემი ნათესავი მეან-გინეკოლოგის დახმარებით ეს საქმეც მოგვარდა. მერე გავიგეთ, რომ ამ ბავშვისთვის ბარბარე დაურქმევიათ. გამოვიდა, რომ ბარბარემ დაჭექა პირველად სარეკლამო რგოლში. ამ ოჯახს წმინდა ბარბარეს ხატი ვაჩუქე. მიხარია, რომ დღეს ბევრი არქმევს შვილს ამ სახელს.

საზოგადოების ყველა ფენა მონაწილეობს ჩვენი ტაძრის მშენებლობაში. სოფლის მოსახლეობას ძალიან უჭირს. ისინი ფიზიკურად გვეხმარებიან ტაძრის აშენებაში. თავად უფალი გვიგზავნის საჭირო თანხებს. ფაქტობრივად, უფალი აშენებს თავის სახლს. ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართ.

ღმერთმა ყველას შეუწიროს. ჩვენ ვწერთ ფურცელზე მათი და მათი ოჯახის წევრების სახელებს, ვინც მცირედით მაინც შეეწია ჩვენი ტაძრის მშენებლობას და კედელში ჩავაშენებთ. წმინდა ბარბარეს ხატს მირონი სდის, რაც იმის ნიშანია, რომ უფალი გვაფრთხილებს, მისკენ მივბრუნდეთ, მას მივენდოთ, განვმტკიცდეთ რწმენაში.

KARIBCHEქალბატონი თამარ სარაჯიშვილი-ღვანიძე ორთოპედი გახლავთ. მისი კაბინეტი ფერისცვალების სახელობის ქუჩაზე მდებარეობს. კაბინეტთან მუდამ ხალხმრავლობაა. ადამიანები აქ არა მარტო სხეულის განსაკურნებლად მოდიან, უპირველესად - ნუგეშისთვის.

ოთახის კედლები ხატებითაა დაფარული. ყველა ხატს მირონი სდის და ირგვლივ კეთილსურნელება იფრქვევა.

შვილგარდაცვლილი დედის წინაშე ჩემდაუნებურად ვმუნჯდები. ჩემს გონებაში უმალ ცოცხლდება სახარებისეული ამბავი, მაცხოვარმა ხელი რომ შეახო ნაინელი ქვრივის გარდაცვლილ ძეს. ეს მირონდენაც ხომ ნიშანია, გამოხატულებაა უფლის უსაზღვრო სიყვარულისა და თანადგომისა. ასე მგონია, უფალი ეფერება, ეალერსება, ანუგეშებს ამ გულმოწყლულ ქალს, მასაც, როგორც ოდესღაც ნაინელ ქვრივს, ეუბნება: "ნუ სტირ!" შენ განუგეშებს არა ადამიანი, არა ანგელოსი, არამედ თავად უფალი ღმერთი შენი!

მხნედ საუბრობს, თუმცა ზოგჯერ ხმა ებზარება, აღელვებას ვერ ფარავს. ვუყურებ, უჩვეულო ძალა მოდის მისი ხმიდან, მოძრაობიდან. ძალა, რომელსაც შეუძლია, ბევრი რამ შეცვალოს ჩვენს ცხოვრებაში... ამ ძალას ალბათ ტკივილით განწმენდა ჰქვია.

ქალბატონი თამარი ქველმოქმედებას ეწევა, ქვრივ-ობლებს, გაჭირვებულებს, სასულიერო პირებს უფასოდ მკურნალობს.

- 2005 წლის 28 ნოემბერს უდანაშაულო შვილი მომიკლეს. 24 წლის ჯაბა ღვანიძე. მას შემდეგ კარდაკარ დავდივარ და სამართალს ვეძებ. ამასთან ერთად ტაძარში დავდიოდი და ვძლიერდებოდი ლოცვებით. ბოლოს, დავრწმუნდი, რომ სამართალს მიწაზე ვერ იპოვი. მივენდე უფალს. ჩემი ოჯახის მოძღვარი მელქისედეკ ხვედელიძე გახლავთ (ორხევის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობს). ეს შესანიშნავი პიროვნება სასოწარკვეთილს მხარში ამომიდგა. სულ ვლოცულობ, დაუჯდომლებს ვკითხულობ. ღამის 3 საათს ველოდები, რომ ფსალმუნები ვიკითხო. საოცარ ძალას ვგრძნობ დავითნის კითხვისას.

სამართლის ძიებაში დიდძალი ვალი დაგვედო. იძულებული გავხდით, გაგვეყიდა ეს პატარა ოფისი, სადაც ახლა ვმუშაობ და რითაც ვარსებობ. გამოვაქვეყნეთ განცხადება. აღდგომის მარხვა დგებოდა. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში არაერთი სასწაული აღსრულდა. დავიწყებ იქიდან, რომ ავტოკატასტროფაში მოხვდა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი. სარეაბილიტაციოდ მე მომმართა. დავიწყეთ მკურნალობა. მას მერე ჩემს კაბინეტში გახშირდა ბერ-მონაზონთა სტუმრობა. ისინი ძალიან მეხმარებოდნენ სულიერ გაძლიერებაში, მიღვივებდნენ რწმენას, რომ ჯაბა ცათა სასუფეველშია. "უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი..." უფალმა მომივლინა შვილი და უფალმავე წაიყვანა.

მადლობელი ვარ ღვთისა, რომ გავიცანი მეუფე იობი. მერე გვერდში დამიდგნენ: მამა საბა (ჟღენტი), ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი მამა გიორგი, მამა სვიმონი, არქიმანდრიტი სტეფანე, არქიმანდრიტი ანტონი, მამა შალვა, მამა გიორგი (დორეული), დეკანოზი ლავრენტი (ბეთლემიშვილი), ჩემი მოძღვარი მამა მელქისედეკი... ხონის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ბარბარე, სხვა მონაზვნებიც. ისინი მაძლიერებდნენ.

ჩემი უდანაშაულო შვილის მკვლელებს ერთს ვთხოვდი, მოსულიყვნენ ჩემთან და შენდობა ეთხოვათ. ამის ღირსიც არ გამხადეს. დღისით, მზისით, ხალხის თვალწინ ქუჩაში ჩაქოლეს, აწამეს. ყველამ დაინახა, მაგრამ საშველად არავინ გამოიღო ხელი. საღამოს მორგში ვიპოვე გარდაცვლილი. მამები მეუბნებიან, მკვლელების დედები შენზე უბედურები არიანო. მეც ასე მგონია. მიმიტევებია. ღმერთმა არ ანახოთ ასეთი სიმწარე. ჩემი შვილი კი ღმერთმა წაიყვანა.

...ერთ საღამოს გვიანობამდე ვმუშაობდი. დავინახე, კედელზე გაკრული ჯვრის გამოსახულებიდან წვეთწვეთობით სითხე წამოვიდა (რამდენიმე წლის წინ, - მაშინ ჯაბა ცოცხალი იყო, - შინ დაბრძანებული მეუფე იოსების მიერ დაწერილი წმინდა ბარბარეს ხატიდან წამოსული მირონი შენიშნა ჯაბამ - თავიდან სანთელი მეგონა და გავაპრიალე. მეორე დღეს იგივე განმეორდა. მაშინ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია). ღამის 11 საათი იყო. მაინც დავურეკე მამა ანტონს (გულიაშვილი). მიპასუხა: - ხიბლში არ ჩავარდე, კარგად დააკვირდიო. გავიდა რამდენიმე საათი. ხატებიდან მირონმა ცრემლივით ღაპაღუპით იწყო დენა, უცებ დასველდა კედლები, იატაკი, პლინტუსები. ისევ დავურეკე მამა ანტონს. დამშვიდდი, არ ინერვიულო, სასწრაფოდ ბამბა დაუფინეო. პაციენტები რომ გავისტუმრე, ხატებს მივუახლოვდი. წმინდა სამების ხატიდან სახეზე ზეთი ისე შემომეფრქვა, თითქოს უსუპით ესხურებინოთ. შიშმა ამიტანა. კვლავ მამა ანტონს დავურეკე და ყველაფერი აღელვებულმა ვუამბე. ნუ ნერვიულობ, მშვიდად შეხვდი ყველაფერს და ჯერჯერობით ნურსად ილაპარაკებო. მეუფე იობსაც შევატყობინეთ. მეორე დღესვე ჩამობრძანდა. ბამბები დაასველა მირონით და უწმინდესთან წაიღო. იმავე საღამოს უწმინდესს ვეახელი. მაკურთხა, - ეს მირონი პაციენტებს წაუსვიო. დამლოცა, მანუგეშა.

ალბათ ღვთის ნება იყო, რომ ეს სახლი არ გაყიდულიყო. რაც მირონდენა დაიწყო, აღარ შეჩერებულა. ეს იმის ნიშანია, რომ მომავალში აქ დავაარსებ ჯაბა ღვანიძის სახელობის სამკურნალო დაწესებულებას. აქ ყველას შეუძლია მოვიდეს და ილოცოს. ეს სახლი ყველასია. იცით, რა მადლი აქვს ამ მირონს? - ავადმყოფს რომ ვუსვამ, გაცილებით სწრაფად იკურნება.

ქალბატონ ნინო ახობაძეს წმინდა ბარბარეს ხატი გავატანე. იმ ხატის მიბრძანების მერე იმ კუთხიდან რამდენი ჯარისკაციც წასულა ომში, არც ერთს ბეწვი არ ჩამოვარდნია. უდიდესი ძალა აქვს ამ ხატებს, ჩვენი სასულიერო პირების ლოცვებს. ჩამოდიან ბერები უკრაინიდან, რუსეთიდან, საბრძნეთიდან. ყველანი გაოცებულნი არიან - ასეთი მირონდენა ჯერ არ გვინახავსო.

იმ დედებს, რომელთა შვილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, მინდა ვუთხრა, რომ გაძლიერდნენ. მარტო ტირილი არ შველის. უფალს მადლობა უნდა შესწირონ - მათმა შვილებმა ცათა სასუფეველი დაიმკვიდრეს. ასე მგონია, ამ ხატებს მირონი რომ სდით, ეს ქართველი დედის ცრემლებია, ის ნუგეშია, რომლითაც ღმერთი გვაპურებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler