"საქმე ის კი არ არის, პატარა კაცი იყო და დიდ სამშობლოს ეძებდე, საქმე ის არის, დიდი კაცი იყო და პატარა სამშობლო გიყვარდეს"
"საქმე ის კი არ არის, პატარა კაცი იყო და დიდ სამშობლოს ეძებდე, საქმე ის არის, დიდი კაცი იყო და პატარა სამშობლო გიყვარდეს"
იმ ღირსეულ მამულიშვილთა შორის, რომლებიც ყოველთვის გულმხურვალედ ცდილობდნენ გაეცნოთ მსოფლიოს საზოგადოებისთვის საქართველოს მდიდარი ისტორია, კულტურა, ლიტერატურა, არქეოლოგია, საპატიო ადგილი უჭირავს ცნობილ ქართველ მეცნიერს ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელს. მან შეისწავლა საზღვარგარეთის ქართული კულტურის სავანეები. 1883 წელს ეწვია სინას, საფუძვლიანად გამოიკვლია სინას მთის ქართული ხელნაწერები, პალესტინისა და ათონის ქართულ მონასტრებში დაცულ არაბულ, ბერძნულ, სირიულ და სომხურ ხელნაწერთა შორის მღელვარებით დაეძებდა წინაპართა ნაკალმარს. მისი გამოკვლევები ქართული ენის, სიტყვიერების და სიძველეთმცოდნეობის დარგებში ქართულ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე არის გამოქვეყნებული.

1889 წლის სექტემბერში სტოკჰოლმში გამართულ ეთნოგრაფთა მე-8 საერთაშორისო კონგრესზე პეტერბურგის უნივერსიტეტმა პროფესორი ალ. ცაგარელი მიავლინა თავის წარმომადგენლად. კონგრესის საპატიო თავმჯდომარის, შვედეთისა და ნორვეგიის მეფის, ოსკარ II-ისთვის, როგორც ილიას "ივერია" წერდა (1889, #200), ალ. ცაგარელს "ვეფხისტყაოსანი" მიურთმევია.

ალ. ცაგარელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვესაუბრება პროფესორი ანდრე კარბელაშვილი.

- ალექსანდრე ცაგარელი დაიბადა 1844 წლის 27 ნოემბერს (10 დეკემბერს) კასპში, ღარიბი მღვდლის ოჯახში. 1859 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ დაასრულა თბილისის კლასიკური გიმნაზია და დავით სარაჯიშვილთან ერთად (შემდგომში ცნობილი ქართველი მრეწველი) პეტერბურგს გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად, სადაც შევიდა სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში. მალე გადავიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1868 წელს მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილების სტუდენტი ხდება, მერე სასწავლებლად ქალაქ ტიუბინგენში გადადის, სადაც ეუფლება სანსკრიტსა და შედარებით ენათმეცნიერებას, აქვე სწავლობს არაბულ და სპარსულ ენებს, ადგენს სომხურ-ინგლისურ, ინგლისურ-არაბულ და თურქულ-რუსულ მოკლე ლექსიკონებს. ნაშრომისთვის, "ამორძალები ისტორიასა და პოეზიაში", პეტერბურგის დიდმა საბჭომ მიანიჭა ქართულ-სომხური განხრით კანდიდატის ხარისხი.

1871 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატდოცენტია, ხოლო 1880 წლიდან - ქართული ენის დოქტორი. ათი წლის შემდეგ მას ანიჭებენ ორდინარული პროფესორის წოდებას. ამის შემდეგ რამდენიმე თვე არქეოლოგიურ კვლევას ეწევა თურქეთში, საბერძნეთში (ათენში), პალესტინაში, ეგვიპტესა და სინას მთაზე, რომის, ვენეციის, ლონდონისა და კრაკოვის წიგნთსაცავებში ეცნობა ქართულ ხელნაწერებს.

1893 წელს დააჯილდოეს რუსეთის სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენით.

ალ. ცაგარელის სახელი, როგორც ერუდირებული ენათმეცნიერისა, ფართოდაა ცნობილი ევროპაში, მისი ბიოგრაფია შესულია გერმანულ ენაზე შედგენილ ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფიულ კრებულში.

ალ. ცაგარელი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული და სომხური სიტყვიერების კათედრას. მისი თაოსნობით 1901 წელს ცალკე გამოიყო ქართული სიტყვიერების კათედრა. მკვლევარმა სამჯერ მოიარა სამეგრელო, შეისწავლა მეგრული ენა და დაწერა კაპიტალური გამოკვლევა "მეგრული ენის ფონეტიკა".

ალ. ცაგარელმა ქართული ენის კვლევა მაღალ მეცნიერულ დონეზე აიყვანა. მას ეკუთვნის: "კავკასიური ენების იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა", "ქართული დამწერლობის ისტორიული ძეგლები", "ქართული ენის ნათესაობა ინდო-ევროპულ და თურქულ ენებთან", "XVIII საუკუნის სიგელები და სხვა ისტორიული დოკუმენტები საქართველოს შესახებ", "XVIII საუკუნეში ქართველი მეფეებისა და მთავრების მიმოწერა რუსეთის ხელმწიფეებთან" და სხვა. ამ ყურადსაღებ ნაშრომებს თანამედროვე მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის.

ალ. ცაგარელმა დაიწყო ქართული ხელნაწერების შეგროვება, შეადგინა ქართული ხელნაწერების პირველი კატალოგი.

მეცნიერი მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო როგორც რუსეთში, ასევე ნორვეგიაში, იტალიაში, შვედეთში, საფრანგეთში, მისი ნაშრომების მეტი ნაწილი თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ და სხვა ევროპულ ენებზე.

1917 წლის შემდეგ ალ. ცაგარელმა თბილისს მიაშურა, მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. აქვე კითხულობდა ლექციებს.

1922 წელს მოღვაწეობის 50 წლისთავი გადაუხადეს. ივ. ჯავახიშვილის შუამდგომლობით მას დაენიშნა მუდმივი პენსია და მომვლელი.

ალ. ცაგარელი ევროპული მასშტაბის მეცნიერი იყო. ჰქონდა ყველაფერი: სახელი და ხარისხი, პატივი და დიდება, გასაქანი და შესაძლებლობა, რასაც უცხოეთის აკადემიის წევრობა ანიჭებდა, მაგრამ მუდამ თავის პატარა სამშობლოზე ფიქრობდა. მეცნიერი ამბობდა: "საქმე ის კი არ არის, პატარა კაცი იყო და დიდ სამშობლოს ეძებდე, საქმე ის არის, დიდი კაცი იყო და პატარა სამშობლო გიყვარდეს".

ალ. ცაგარელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უანდერძა თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა. დიდი ამაგი დასდო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს.

ალ. ცაგარელი ითვლება ქართული ენათმეცნიერების ფუძემდებლად, მაგრამ მან მთელი შეგნებული ცხოვრება ქართული მწერლობის ძეგლთა შეგროვება-შესწავლას დაუთმო. "საქართველოში, რუსეთსა და ევროპაში არ დარჩენილა ასე თუ ისე მნიშვნელოვანი წიგნთსაცავი, რომელსაც არ გასცნობოდა. მან ახალი შუქი შემატა აღმოსავლეთის ქვეყნების ქართული კულტურის ცენტრებში ჩვენი წინაპრების საგანმანათლებლო მოღვაწეობას. მან მოგვცა მრავალსაუკუნოვანი "ქართული ლიტერატურის განვითარების პერიოდიზაცია".

ალ. ცაგარელი გარდაიცვალა 1929 წლის 12 ნოემბერს, 85 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდაზე.

- როგორც ცნობილია, ალექსანდრე ცაგარელმა სტოკჰოლმში კონგრესის მონაწილეებს გააცნო "ვეფხისტყაოსანი". გვიამბეთ მეცნიერისა და ოსკარ მეორის შეხვედრის ამბავი, როგორ მიიღო მეფემ "ვეფხისტყაოსანი"?

- შესანიშნავად გამოცემულმა "ვეფხისტყაოსანმა" უცხოელი მეცნიერები გააოცა. ერთ შვედ მეცნიერს უთქვამს, - ესოდენ მაღალ დონეზე წიგნს სტოკჰოლმშიც კი ვერ გამოსცემენო.

შვედეთისა და ნორვეგიის მეფეს, ოსკარ II-ს, რომელიც ეთნოგრაფთა VIII საერთაშორისო კონგრესის საპატიო თავმჯდომარე იყო, ძლიერ მოსწონებია "ვეფხისტყაოსანი", მთელი ოცი წუთი სინჯავდა თურმე. როცა გადაუთვალიერებია ამ წიგნის ბორენის მიერ ფრანგულად დაწერილი შინაარსი, უბრძანებია, - სოლომონის "ქებათა ქებას" ჰგავსო და ცაგარელისთვის უთქვამს, - "გადაეცით ჩემი გულთბილი მადლობა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ამ მშვენიერი და ძვირფასი ძღვნის მორთმევისთვისო". როგორც ცნობილია, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე იყო.

კრების დამთავრების შემდეგ კონგრესის მდივანს პროფესორ ცაგარელისთვის უთქვამს: "თქვენს "ვეფხისტყაოსანს" იშვიათი პატივი ხვდა წილად. მეფემ ის თავის წიგნთსაკითხავისთვის მოინდომა და ახლა მის კაბინეტშიაო". ოსკარისთვის მრავალი წიგნი მიურთმევიათ კონგრესის წევრებს, მას უბრძანებია, ყველა გაუნაწილეთ უფსალისა და ქრისტიანის უნივერსიტეტებსაო, თავისთვის კი მხოლოდ რამდენიმე წიგნი დაუტოვებია, მათ შორის ჩვენის უკვდავების პოეტის პოემაცა", - აღნიშნავდა "ივერია" (1889, #200).

- როგორც ცნობილია, სტოკჰოლმში ცაგარელი სიტყვით გამოვიდა და თან საკუთარი ნაშრომი წარადგინა. მკითხველისთვის საგულისხმო იქნება ამ მოხსენების გაცნობა.

KARIBCHE- ალექსანდრე ცაგარელმა კონგრესზე წარმოთქვა შემდეგი სიტყვა: "მაქვს პატივი, წარვუდგინო მერვე საერთაშორისო ორიენტალისტთა კონგრესს ჩემი თხზულება, დაბეჭდილი 1888 წელს. საჭიროდ ვსთვლი რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ, რათა ჩემი წიგნი უფრო გასაგები შეიქმნეს.

ეს თხზულება არის ნაყოფი ჩემის რვა თვის მოგზაურობისა აღმოსავლეთის ქვეყნებში 1883 წელს. პალესტინის საზოგადოებამ მომანდო გამომეკვლია ქართული ნაშთი ძველის დროისა აღმოსავლეთის ქვეყნების წმინდა ადგილებში, ამასთანავე, შემედგინა კატალოგი ქართულის ხელთნაწერებისა, გადმომეღო წარწერები, ფრესკები და ნახატები, შემეკრიბა ცნობები ქორონიკონის შესახებ მონასტერთა აშენებისა და ქართველთა დასახლებისამ წმინდა ადგილებში.

ამ საგნის შესასრულებლად მე ვნახე სტამბოლი, ათონის მთა, პალესტინა და სინაი. აღმოსავლეთის ამ ადგილებში საქართველოს დიდი მისვლა-მოსვლა ჰქონდა მას შემდეგ, რაც კი ქართველებმა ქრისტიანობა მიიღეს მეოთხე საუკუნის დასაწყისს. ამას მოწმობს ქართველთა მიერ სხვადასხვა დროს აშენებული მრავალი მონასტერი, რომელთაგან ბევრი დღესაც არსებობს, თუმცა იქ ქართველობა აღარ ცხოვრობს.

საქართველო დიდად საინტერესო ქვეყანა იყო აღმოსავლეთის წმინდა ქვეყნებისთვის და წმინდად იცავდა ქრისტიანობას, არა თუ მარტო მაშინ, როდესაც მბრძანებლობდა ბიზანტია, რომელთანაც დაკავშირებული იყო სარწმუნოების ერთობით, პოლიტიკურად და მეფეთა ნათესაობით, არამედ მაშინაც, როდესაც არაბებმა, მონღოლებმა და თურქებმა ააოხრეს ეს ადგილები.

ათონისა და სინას მთაზე მე ვპოვე და აღვწერე 332 ხელნაწერი, რომელთაგანაც აქამომდე არავინ არა იცოდა რა, ეს ხელთნაწერები ეკუთვნიან სხვადასხვა საუკუნეს, დაწყებული მე-7 საუკუნიდამ ვიდრე XIX საუკუნემდე. ისინი დაწერილნი არიან ზოგი პაპირუსზე, ზოგი ეტრატზე და ზოგიც ქაღალდზე. უმთავრესი ნაწილი საღმრთო შინაარსისაა და მათში მოიპოვება წერილები შესახებ დაბადებისა და წირვა-ლოცვისა, არის აღწერა წმინდანთა ცხოვრებისა, თხზულებანი წმინდა მამათა და სხვა ამგვარები.

განსაკუთრებით ყურადღების ღირსია მათ შორის ტიბიკონი და დავითნი VII-VIII საუკუნისა, პაპირუსზე დაწერილნი. აქამდე ჯერ არავის ენახა პაპირუსზე დაწერილი ქართული ხელნაწერი. უძველეს ხელთნაწერს, რომელიც შეიცავს წმინდა მამათა თხზულებას, აწერია ქორონიკონი 864 წელი. ათონზე, ივერიის მონასტერში, არის დაბადების ნაწყვეტი, რომელსაც ქორონიკონი აწერია 978 წელი. ამ გვარივე ნაწყვეტი არის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში და თარიღი XI საუკუნე ასვია.

ამ ხელნაწერებში მოიპოვება სწორედ სამაგალითო ნიმუშები ქართულის კალიგრაფიისა და ქართულ-ბიზანტიურის წერილ-მხატვრობისა. მინიატურული მხატვრობა მოიპოვება აგრეთვე VII-VIII საუკუნის პაპირუსის ტიბიკონზე.

40 წარწერამდე გადმოვიღე და ამათში, ჩემი აზრით, X-XI საუკუნეზე უძველესი არ უნდა იყოს.

ფრესკის სურათები გადმოვიღე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. დახატულნი არიან ქართველნი წმინდანნი, მეფენი, დიდებულნი და სულიერნი მამანი და ეკუთვნიან XVII საუკუნეს. ეკლესიები და მონასტრები, აშენებულნი ქართველთა მიერ პალესტინაში და სინაის მთაზე, რიცხვით ოცამდეა. მათგან უმთავრესი ნაწილი დღეს ბერძენთა ხელში იმყოფება.

ეს ახალი ნაპოვნი ნაშთები ავსებენ და აფართოვებენ ჩვენს ცოდნას შესახებ ქართველთა ისტორიისა, ლიტერატურისა, ხელოვნებისა და საზოგადოდ ძველის დროებისა", - ასე აცნობა "ივერიამ" (1889, #201) თავის მკითხველებს ქართველი მეცნიერის გამოსვლის ამბავი.

ალ. ცაგარელის მიერ სტოკჰოლმში წარმოთქმული ეს სიტყვა კონგრესზე დამსწრეთათვის დადასტურება იყო საზღვარგარეთ უძველესი ქართული ძეგლების არსებობისა, ხოლო წარდგენილი "ვეფხისტყაოსანი" - ქართველი ხალხის დიდი სულიერი სიმდიდრისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler