სიმართლითა და ჭეშმარიტებით ემსახურება არჩეულ საქმეს
სიმართლითა და ჭეშმარიტებით ემსახურება არჩეულ საქმეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ბედნიერია ქართველი ერი, რომ ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლობა, უფლის ნებით, თქვენ გხვდათ წილად.

თქვენი ლოცვა-კურთხევით, ქართველობა მობრუნდა ქრისტიანობისკენ, მრავლად აღაშენა ეკლესია-ტაძრები და ახალი სახელოვანი ფურცლები ჩაწერა თავისი გმირული წარსულის წიგნში.

თქვენ აქტიურად მონაწილეობთ თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში და ხელს უწყობთ მოპოვებული თავისუფლების განმტკიცებას.

ღმერთმა ინებოს თქვენი საშური ჯანმრთელობა, რათა კიდევ მრავალი წელი ასე ნაყოფიერად ემსახუროთ თქვენს საყვარელ ერს და მალე გენახოთ საქართველო გამთლიანებული და გაბრწყინებული.
ღრმა პატივისცემით საქართველოს მეცნერებათა
ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
ბენედიქტე ბალავაძე 10.06.07

ასეთი მოწიწებით, სიყვარულით ულოცავს მხცოვანი მეცნიერი ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელსა და დიდ მამას საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების ოცდამეათე წლისთავს. უნებლიე სიამაყით გვევსება გული. მადლიერების გრძნობა ხომ ერთ-ერთი უზენაესი ღვთაებრივი სათნოებაა. ამ სიტყვებში ჩაქსოვილია თითოეული ჩვენგანის, ჭეშმარიტი ქრისტიანის ფიქრები და განცდები.

სახელი "ბენედიქტე" ლათინური წარმოშობისაა და "კურთხეულს" ნიშნავს. თუ გადავხედავთ ბატონი ბენოს განვლილი ცხოვრების 99 წელს, ჭეშმარიტად აღმოვაჩენთ უფლის მფარველობის და მზრუნველობის ნიშნებს. გაისად მას ასი წელი უსრულდება.

"თავად უფალი შენი ღმერთი მოდის შენთან ერთად, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს" (II სჯული 31,6) - ვკითხულობთ ბიბლიაში. როდესაც ადამიანი სიმართლითა და კეთილგონიერებით ცხოვრობს, ღვთის კანონებით მოღვაწეობს, უფალი ყოველთვის მის სიახლოვეს სუფევს.

საენციკლოპედიო სტატია, ბუნებრივია, ვერ დაიტევდა მთელ იმ ღვაწლს, რომელიც ბ-ნ ბენედიქტეს მიუძღვის მეცნიერებისა და, საერთოდ, ერის წინაშე, მაგრამ მაინც გვიქმნის ზოგად წარმოდგენას სასიქადულო სწავლულის დამსახურებაზე: "ქართველი გეოფიზიკოსი-გრავიმეტრისტი, საქ. სსრ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1974წ.), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962წ.), გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (1972წ.). 1969 წლიდან თსუ-ს ძიების გეოფ. მეთ. კათედრის გამგე (1975 წლიდან გეოფიზიკის). მეცნიერების დარგში სახელმწიფო პრემიის ლაურეატი".

ამ ლაკონურ ჩანაწერში გადმოცემულია დიდი შემოქმედის ვრცელი და მრავალფეროვანი მოღვაწეობის ნიშანსვეტები, სატიტულო მონაცემები, რომლებიც ასახავენ ქართული გეოფიზიკის დაარსებასა და განვითარებაში მის განსაკუთრებულ წვლილს.

წმინდა პავლე მოციქული კოლასელებს ასე მოძღვრავს: "შეიმოსეთ უკვე ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა წმიდათა და საყუარელთა" (კოლას. 3,12), და აქვე განმარტავს, რით შევიმოსოთ, ღვთისთვის სათნო რომ ვიყოთ: მოწყალებით, სიტკბოებით, სიმდაბლით, სიმშვიდით და სულგრძელობით. რა შესანიშნავი თვისებებია, რომელი ძვირფასი თვალ-მარგალიტი შეედრება მათ! ბ-ნი ბენო ამ მაღალი ღირსებებით შემკული პიროვნებაა. ამაგდარ მეცნიერს საბჭოეთის ბობოქარ ეპოქაში მოუწია ცხოვრება, მრავალი ისტორიული ქარტეხილის თანამედროვე და თანამონაწილე გახლდათ.

- ბედისწერაზე რას გვეტყვით? - მამაშვილური მოკრძალებით შევბედე.

- საყვედური არ მეთქმის, - მხნედ და დამაჯერებლად მიპასუხა, - სოფელში გაზრდილი ბიჭი ბუნებისმეტყველების დიდ სარბიელზე აღმოვჩნდი, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების ლაბორატორიებში ვმუშაობდი, ჩვენი დროის უდიდესი ფიზიკოსების გვერდით, უახლესი მეცნიერული პრობლემების კვლევებში ვმონაწილეობდი...

ვკითხე, შეხვედრია თუU არა წინააღმდეგობები, განსაცდელი.

- როგორ არა, უამრავი!.. - მიპასუხა, - მტრებიც მყავდა... გარკვეულ პრინციპებს ვემორჩილებოდი, მოწინააღმდეგეებს არ ვებრძოდი, არ ვაღიზიანებდი, მიტევებას ვცდილობდი. მუდამ მახსოვდა ერთი ჩემი სკოლის პედაგოგის დარიგება: წინ გონება მიუშვი, უკან - გრძნობები. თუ პირიქით მოიქცევი, მარცხი არ აგცდებაო.

ბატონ ბენოს მამა, კონსტანტინე, მღვდელი გახლდათ, ღანირის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი. დამთავრებული ჰქონოდა ქუთაისის სასულიერო სემინარია. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სოფლის სკოლაში ასწავლიდა.

ბატონ ბენოს ოთახში ხატის გვერდით საქართველოს პატრიარქის სურათი კიდია. მეცნიერი პატრიარქის პიროვნებაზე საუბრის დროს აღფრთოვანებას ვერ მალავს: "ჭეშმარიტად ბიბლიური პატრიარქი გვყავს და უდიდესი სასწაულებით გვაჯილდოებს. მერწმუნეთ, მისი უწმინდესობა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია".

გამომიტანა და სიამაყით წამიკითხა მისი უწმინდესობის მილოცვა 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით:
აკადემიკოს ბენედიქტე ბალავაძეს

ბატონო ბენედიქტე!
აქართველოს ეკლესიის სახელით გულითადად გილოცავთ დაბადების ოთხმოცდამეათე წლისთავს.

დიდია თქვენი ღვაწლი საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერების განვითარებაში. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს.

ღმერთმა ინებოს, კიდევ მრავალი წელი გეშრომოთ ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
ღრმა პატივისცემით ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

- ჩემთვის ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდო და საჩუქარია, რაც კი რამ მიმიღია ოდესმე ცხოვრებაში, - დასძინა უხუცესმა მკვლევარმა, - მან თავისი წიგნებიც მაჩუქა: "ნათელი ქრისტესი - საქართველო", "პატრიარქი".

მისი უწმინდესობა წერს: "ყოველი ჩვენგანის, ისე როგორც მთელი კაცობრიობის წინაშე, ერთი მარადიული კითხვა დგას: ვიცით თუ არა ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით თუ არა, ვინ ვართ, საითკენ მივდივართ... მე ვფიქრობ, რომ ადამიანს ორი მიზანი უნდა ჰქონდეს: როგორ მიაღწიოს სულიერ სიმაღლეს და როგორ გამოადგეს სხვას, რადგან თუ კაცი თავისთვის არ ვარგა, ის სხვისთვის მით უმეტეს უვარგისია".

ვალმოხდილი მეცნიერი შემართებით აგრძელებს საქართველოში საბუნებისმეტყველო აზროვნების დიდი კორიფეების არჩეულ გზას.

როდესაც დადგა საკითხი რელიგიისა და მეცნიერების თანაარსებობისა, საუბარი დიდხანს გაგრძელდა:

"სკოლაში საღვთო სჯულს მასწავლიდნენ, ასე რომ, წმინდა წერილი ადრეულ ასაკში გახდა ჩემთვის ცნობილი, მამა ხშირად გვაზიარებდა და აღსარებებსაც მას ვაბარებდით.

ეს საკითხი ყოველთვის მაინტერესებდა, ვაგროვებდი გამონათქვამებს, მოსაზრებებს, შეხედულებებს, ციტატებს... - გვიჩვენა საქაღალდეები ჟურნალ-გაზეთებიდან ამონაჭრებით, - სამწუხაროდ, ლიტერატურა ჩვენთვის მიუწვდომელი და აკრძალული იყო".

მსოფლიოს რჩეული ადამიანები ერთსულოვნად აღიარებენ უმაღლესი გონების, სამყაროს წარმმართველი ძალის, ღმერთის აბსოლუტური უზენაესობის უპირატესობას.

ღვთისმეტყველება და მეცნიერება ჭეშმარიტების შემეცნების ძირითადი მიმართულებებია, შეისწავლის სამყაროს, ადამიანის წარმოშობას, სიცოცხლის არსს. რელიგიისა და მეცნიერების თანამოღვაწეობას როგორც მსოფლმხედველობითი, ისე ისტორიულ-სოციალური ასპექტებიც ახლავს.

სამყაროს რელიგიური გამოვლინებანი, ბუნების, როგორც ღვთაებრივი ქმნილების, განცდა, აბსოლუტურისა და ფარდობითის, უსასრულო და სასრული სიდიდეების უხილავი ურთიერთკავშირის ქვეცნობიერი შეგრძნება, მიზანდასახული, თანმიმდევრული ძიება, ბუნების ფუნდამენტური კანონების ექსპერიმენტური გაზომვების შესაძლებლობების რწმენა ასაზრდოებს მეცნიერული შემოქმედების შთაგონებას.

ყველაზე დამაჯერებელი ფაქტი, რომელიც ღვთის არსებობასა და ძალას ადასტურებს, ბუნებაა. ცივილიზაციის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქრისტიანობამ და კაცობრიობის ცხოვრების ყველა სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

ქრისტიანული სწავლება სამყაროსა და ადამიანის შესახებ დაფუძნებულია გამოცხადების ჭეშმარიტებებზე. ბუნებისმეტყველებაში ექსპერიმენტისა და დაკვირვებების ანალიზით სწავლობენ მაყაროს. მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები მოწმობს, რომ ადამიანს გონებრივი შემეცნების თანმიმდევრულად ბუნების შესწავლის სულიერი, მჭვრეტელობითი უნარი აქვს.

სამყარო, თავისი უსასრულო მრავალფეროვნებითა და სიდიადით, მკაცრად ადასტურებს თავისი კანონზომიერი მიზანშეწონილობის რეალობას. ეს საკითხი უაღრესად აქტუალურია როგორც ცოდნის, ასევე რწმენისათვის.

თანამედროვე ფიზიკა სამყაროს წარმოშობას ხსნის ე.წ. დიდი აფეთქების თეორიის დებულებებით. სამყაროები ზემყარი ნივთიერების რომელიღაც წერტილიდან ანდა არანივთიერი დინამიკური ვაკუუმიდან ჩნდებიან და სივრცეში იფანტებიან. კოსმოსი ზამბარასავით იჭიმება მანამ, სანამ გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, მერე კი პირუკუ მოძრაობა იწყება საწყისი ცენტრისკენ. მატერია კვლავ იკუმშება და ზემყარ ნივთიერებად ანუ ენერგეტიკულ პოტენციალად იქცევა, შემდგომ კვლავ იწყება სამყაროს გაფართოება და შეკუმშვა, და ასე დაუსრულებლად. ეს იდეა ვერ პასუხობს ბევრ კითხვას სამყაროს წარმოშობასა და განვითარებაზე და განხილვისათვის ღიად რჩება.

გავიხსენოთ დიდი პოლონელი მეცნიერის კეპლერის წარმატებები. საინტერესოა, რამ შეუწყო ხელი ციური კანონების აღმოჩენას. მეცნიერს სჯეროდა, რომ რიცხვები და გეომეტრიული ფორმები ტრანსცენდენტულ თანაფარდობაში იყო მზის (ღვთაება-სათავის) მიმართ. მასვე ეკუთვნის ჰიპოთეზა ციურ სფეროთა ჰარმონიის შესახებ. ამრიგად, კეპლერის აბსოლუტურად მოწესრიგებული კოსმოსი გამოსახავს ღვთაებრივი მიზანშეწონილობის რეალურ სურათს. მეცნიერმა ამოხსნა პლანეტების ძველი, ანტიკური ეპოქის ამოცანა - პლატონის იდეა ერთიანი, მუდმივი და მათემატიკურად მოწესრიგებული პლანეტური ორბიტების შესახებ.

"ადამიანის ცხოვრება ძალიან ხშირად უდაბნოს ემსგავსება, რომელიც მან უნდა განვლოს, - აღნიშნავს პატრიარქი, - ადამიანმა ამ უდაბნოს გავლაც უნდა შეძლოს და გამოცდასაც გაუძლოს, რათა ღმერთთან ღირსეულად მივიდეს და თავისი ჯვარი, რომელიც უფალმა გადასცა, მიიტანოს".

სწორედ ამ სიმართლითა და ჭეშმარიტებით ემსახურება არჩეულ საქმეს ჩვენი დროის სასიქადულო მამულიშვილი და მეცნიერი, აკადემიკოსი ბენედიქტე ბალავაძე.

წმინდა ილია მართალი წერს: "ყოველ ადგილას, ყოველ საქმეში - ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს სიდიდე ღვაწლისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ერთის მეცნიერისაგან: "ვინც ორი მარცვალი მოიყვანა იქ, საცა მანამდე მარტო ერთი მარცვალი მოდიოდა, იგი ერთს უდიდეს სამსახურს უწევს კაცობრიობასო...

ამ წუთისოფელში ადამიანს ბევრი და მრავალი სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც კერძოდ თავის თავისთვის, ისეც ზოგადად ყველასთვის. მაღალზნეობის თვალის წინაშე სიდიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზეც არ არის დამოკიდებული. მრავალგვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა, ღონესა, მიდრეკილებასა და ვინ როგორ უძღვება".

ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე თერთმეტი საუკუნით ადრე ღმერთი დიდი წინასწარმეტყველის, მეფე დავითის ფსალმუნებით ბრძანებს: "აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა".

ჩვენთან არს ღმერთი!

არქიმანდრიტი ელისე (წერეთელი)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler