"გულთან მოვიდა მამა ნიფონტის სიტყვა"
"გულთან მოვიდა მამა ნიფონტის სიტყვა"
მოულოდნელმა ტელეფონის ზარმა სასიხარულო ამბავი მამცნო - ათენიდან ამანათებია გამოგზავნილი მოძღვრისთვის, მონასტრისა და სოფლის მკვიდრთათვისო. როგორც შევიტყვე, ეს სასიამოვნოდ მოსაუბრე ქალბატონი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" არსებული "ელვასერვისის" თანამშრომელი დარეჯანი ყოფილა. გაირკვა, რომ "კარიბჭის" მე-11 ნომერში გამოქვეყნებული სტატია "ჩემი სოფელი. ფრონის ხეობა" ქალაქ ათენში მცხოვრებ ერთ ჩვენს თანამემამულე ქალბატონს წაუკითხავს. გულთან მიუტანია სოფელ ტახტისძირის პეტრე-პავლეს და დვანის კვართის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, სქემმღვდელმონაზონ ნიფონტის (ქევხიშვილი) ცხოვრება და მოღვაწეობა და შემწეობის სურვილი გასჩენია. დიდება უფალს, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. დვანი ცხინვალის რეგიონის საზღვარზე მდებარე სოფელია, კვართის წმინდა გიორგის ტაძარი კი ქართველთა და ოსთა შორის სიკეთისა და სიყვარულის დამაკავშირებელია. წმინდა სალოცავი ყველას თანაბრად ავსებს მადლით (სამწუხაროდ, ომის სიავე ამ ტაძრის ცხოვრებასაც შეეხო).

შევეცადე, ათენში დავკავშირებოდი უცნობ კეთილისმყოფელს.

როგორ მოგმართოთ, თქვენი სახელიც კი არ ვიცი, - ვუთხარი. როცა გაიგო, ვინ ვიყავი, სიხარულით აივსო: - ძალიან გამახარეთ, რომ დამირეკეთ. მობილურ ტელეფონზე სასაუბროდ დროც არ მაქვს და ახლა სრულიად შემთხვევით გიპასუხეთო. ეს ქალბატონი ელენე გორგაძე გახლავთ. გამოვკითხე, როგორ აღმოჩნდით საბერძნეთში-მეთქი.

- რა თქმა უნდა, გაჭირვებამ ჩამომიყვანა აქ, შიმშილს გამოვექეცი. შევეცადე, ოჯახს საბერძნეთიდან დავხმარებოდი. ძალიან დიდი გაჭირვება გამოვიარე. ბერძენმა ცოლ-ქმარმა თავიანთ ოჯახში სამუშაოდ ერთ-ერთ კუნძულზე წამიყვანა. იქ გავიცანი ბერძნის მეუღლე ქართველი ქალბატონი ნელი, რომელიც ძალიან დამეხმარა. ცოტა ხნის შემდეგ ათენში წამოვედი სამუშაოდ და ბერძენი მოძღვრის ნიკოლოზ დემომოპულოს ოჯახში აღმოვჩნდი. ახლახან ის საბერძნეთის ერთ-ერთი კუნძულის პარონაქსოსის ეპისკოპოსად აკურთხეს. კურთხევას მეც ვესწრებოდი. იმ ეპარქიამ მე და თეონა თარგამაძე ამ რიტუალზე დასასწრებად საგანგებოდ მიგვიწვია. ამ კუნძულამდე თითქმის შვიდი საათი სავალია. მეუფე ნიკოლოზი წარმოშობით ამ კუნძულიდანაა და ყოველ ზაფხულს იქ ჩადიან.

ძალიან მეხმარება მეუფის ნათესაობა. საკმარისია წამომცდეს, მავანს უჭირს-მეთქი, რომ მაშინვე ხელს მიმართავენ სურსათით, ტანსაცმლით თუ ფულით. ერთ ხუთშვილიან დედას, ლელა ორკბილაშვილს ჩემი თხოვნით დაეხმარნენ. საქართველოდან საბერძნეთში რომ ჩამოვიდა, ფეხმძიმედ იყო. აქ შეეძინა მეხუთე შვილი, ნიკოლოზი. ამ ქალბატონს ორი თვე პირადად მე ვუპატრონე. ლელა დღეს უკვე საქართველოშია. პატარა ნიკოლოზი კი სამი-ოთხი წლის იქნება.

ერთხელ მუდმივი სამუშაოს შოვნა გამიჭირდა. ყოველდღე სხვადასხვა ოჯახში დავდიოდი დასალაგებლად. ისეთ მდგომარეობამდე მივედი, რომ საქართველოში წამოსვლას ვფიქრობდი. ერთ დღეს ქუჩის პირას ვიჯექი და ჯვარს ვქარგავდი ორთაჭალის ციხის ეკლესიისთვის. ჩემი შვილი იქ იხდიდა სასჯელს. მოულოდნელად მომიახლოვდა ქალბატონი. თუმცა ცხელოდა, გრძელმკლავიანი კაბა და სქელი წინდები ეცვა. საბერძნეთში ამგვარად ჩაცმული ქალბატონები ცნობილნი არიან მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანების სახელით. ისინი ზედმიწევნით იცავენ საეკლესიო წესებს და შეძლებისამებრ ეხმარებიან გაჭირვებულებს. მათი სამსახური 60 წლის წინათ დაუარსებიათ და წითელი ჯვრის მსგავსია. აქ მოსვლამდე საავადმყოფოებში მუშაობენ. როცა პენსიაზე გადიან, ბერძენი წმინდანი ქალის დავითას სახელობის თავშესაფარში ცხოვრობენ. სულ სამი კორპუსია. ერთ-ერთ სართულზე მოხუცთა თავშესაფარია. მათ მე და ერთი ქართველი ვუვლით. ერთმანეთს დებს ეძახიან. საკმარისია ვთქვა, საქართველოში ვინმეს დახმარება სჭირდება-მეთქი, რომ მაშინვე დახმარებას ცდილობენ.

როცა ჟურნალი "კარიბჭე" წავუკითხე და გაიგეს, სოფელ დვანში მოძღვარს ტაძრის აღდგენა სურსო, იმავე საღამოს კონვერტით ფული შემომიტანეს - საქართველოში მამა ნიფონტის გაუგზავნეო.

რაც საბერძნეთში ვცხოვრობ, რაღაც საოცრებები ხდება. სადაც არ უნდა წავიდე, წმინდა ნინოს ხატი მუდამ თან დამაქვს. ერთ-ერთ ოჯახში სამუშაოდ მივედი და მაგიდაზე პატარა წიგნი ვნახე - "წმინდა ნინო". გამიხარდა და ვიკითხე, ვინ დატოვა-მეთქი. მისი დანახვა ოჯახის წევრებსაც კი გაუკვირდათ. წმინდა ნინოს შესახებ ბერძნებს წარმოდგენა არა აქვთ.

- ქალბატონო ელენე, რა იციან ბერძნებმა საქართველოს, ჩვენი ეკლესიის შესახებ?

- ძალიან ცოტა რამ. თუ რამ იციან, ისევ საქართველოდან ჩასული ქართველებისგან. თავად მეუფე ნიკოლოზ დემომოპულოს ბევრი წიგნი აქვს წმინდა ნინოს შესახებ. დედამისსაც კი აკითხებდა წმინდა ნინოს ცხოვრებას და მოღვაწეობას. სადაც კი მივდივარ, ყველგან ამაზე ვსაუბრობ. საოცარია, რომ კუნძულ ევიაზე არის წმინდა ნინოს ეკლესია, ახლა იქვე აშენებენ მონასტერსაც...

- თქვენ ისეთ სამსახურში მოგიწიათ მუშაობა, სადაც მართლმადიდებლურ ქველმოქმედებას ეწევიან. თუ შეიძლება გვიამბეთ მასზე?

- ის დაუარსებია ერთ ბერძენ ქალბატონს, პროფესიით ექთანს. პენსიაზე გასვლის შემდეგ გაუთხოვარი ექიმებისა და ექთნების შემწეობით უყიდია მიწა, აუშენებია საცხოვრებელი კორპუსები და სამუშაოდ გაუთხოვარი ქალბატონები მიუწვევია. ეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში მართლმადიდებლურ ქველმოქმედებას ეწევა. აქ ახალგაზრდა ქალებიც ცხოვრობენ, რომელთაც ღმერთს ქალწულებად შესწირეს თავი. უნდა ნახოთ, რა მოკრძალებით დადიან ტაძარში, როგორ ეზიარებიან, ერთ მწკრივად დადგებიან და უჩუმრად იღებენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. სიკეთეს თესავენ. სხვის ჭირსა და ტკივილს იზიარებენ. ეზოში სამი მღვდელმთავრის ეკლესია აქვთ აგებული. მსახურებებს უფრო მეტად წმინდა ომეგას ვასილის სახელობის ტაძარში ესწრებიან. ეს ტაძარი ერთ-ერთ უმდიდრეს რაიონში, ფილოთეაში მდებარეობს. ფილოთეა ღვთის მეგობარს ნიშნავს. ცოტას გიამბობთ ფილოთეას შესახებ. თურმე ფილოთეას მშობლები ასაკოვანნი დაოჯახებულან და უფალს შევედრებიან - ოღონდ შვილი მოგვეცი და შენ შემოგწირავთო. მართლაც შეეძინათ ქალიშვილი, სახელად რიგულა. ხალხმა კი მას სიყვარულით ფილოთეა დაარქვა. მშობლებმა აღთქმა გატეხეს და გოგონა 12 წლისა გაათხოვეს. უნდოდათ, შთამომავლობა ჰყოლოდათ. რიგულა უმდიდრესი ოჯახიდან იყო, ქმარიც ძალიან მდიდარი შეხვდა, მაგრამ ასაკით უფროსი და მეტად ცუდი ადამიანი. რიგულას მეუღლე მალე გარდაიცვალა. მას შემდეგ აღარ გათხოვილა. ათენში თუკი სადმე ძვირფასი ადგილები იყო, მის ოჯახს ეკუთვნოდა. ყველაფერი ხალხს დაუტოვა და თავად მონაზვნად აღიკვეცა. დიდთურქობის დროს მტრები ლამაზ გოგონებს იტაცებდნენ, ფილოთეა მათ თავის მონასტერში იფარავდა, ზრდიდა, საოჯახო და ხელსაქმეს ასწავლიდა. ვინც თანახმა იყო, ქალწულობა უფლისთვის მიეძღვნა, თავისთან ტოვებდა, ვინც არა - მზითევს უმზადებდა და ათხოვებდა, საუკეთესო, რჩეულ მამაკაცს ატანდა ცოლად.

- ქალბატონო ელენე, "კარიბჭე" როგორ აღმოაჩინეთ ათენში?

- "კარიბჭეს" ათენში ერთი ღვთისნიერი ქართველი ქალბატონი ყიდის. ქეთევანი წარმოშობით ყვარლელია. მისი დახმარებით მივედი უფალთან. ქეთევანთან ვიყიდე პირველად რელიგიური წიგნები. შემდეგ უკვე მოთხოვნილებად გადამექცა მათი კითხვა და ყველგან დავიწყე ძებნა, მერე "კარიბჭეც" გავიცანი და თქვენც მოგაგენით.

- ქართველებს რას ეტყვით?

- ძალიან მტკივა გული, საბერძნეთში ამდენ ქართველს რომ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, არავის უნდა სამშობლოს მიტოვება, მაგრამ რა ვქნათ?

აქ მყოფი ქართველები ერთმანეთს უფრო მეტად მგზავრობის დროს, ტრანსპორტში ვნახულობთ. თავისუფალი დროც ნაკლები გვრჩება. ჩვენი შრომით ბევრ გაჭირვებულს ვპატრონობთ და ეს გვაძლებინებს უცხო ქვეყანაში. მოვა დრო და დავუბრუნდებით ოჯახებს. უკვე 15 წელია წამოსული ვარ. ყველა და ყველაფერი მენატრება ჩემი ქვეყნისა. თქვენთან საუბარმა უფრო მეტად მომცა ძალა და გამამხნევა... ღმერთმა მოგვცეს გაძლება ქართველებს, მტერთა ძლევა შეგვაძლებინოს...

P.S. როცა ქალბატონი ელენეს დახმარების შესახებ ვუამბე მამა ნიფონტს, ძალზე გაიხარა და დალოცა ეს მადლიანი ქალბატონი. ამანათების მისაღებადაც ერთად წავედით. მინდა ქალბატონ ელენე გორგაძეს მამა ნიფონტისგან დიდი მადლიერება შევუთვალო. საქართველოში ამ მოძღვრის სახით თქვენ და თქვენს ოჯახს დიდი მლოცველი გამოუჩნდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler